საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

მღვდელმოწამე ავტონომე - იტალიელი ეპისკოპოსი

12 (25) სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს  მღვდელმოწამე ავტონომეს - იტალიელი ეპისკოპოსის  (+313) ხსენების დღეს. 

მღვდელმოწამე ავტონომე იტალიელი ეპისკოპოსი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას მან დატოვა თავისი ქვეყანა, ბითვინიაში, სორეად წოდებულ ადგილას დამკვიდრდა უცხოთშეწყნარებით ცნობილ კორნილიუსთან და იქ განაგრძო ღვთის სიტყვის ქადაგება. მალე ნეტარმა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი ააგო, სადაც კორნილიუსი ჯერ დიაკვნად დაადგინა, შემდეგ კი - მღვდლად აკურთხა.

ამ ხანებში ავტონომემ სახარების სწავლებით ლიკაონია და ისავრიაც მოიარა. ნიკომიდიაში ჩასულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, შეეპყროთ წმიდა მღვდელმთავარი, ის კი ისევ განერიდა უღვთო ხელისუფლის რისხვას და შავიზღვისპირეთში, ქალაქ კლავდიოპოლში გაიხიზნა. სორეაში დაბრუნების შემდეგ ავტონომემ კორნილიუსს ეპისკოპოსად დაასხა ხელი, თავად კი ასიაში გაემგზავრა. შემდგომ იგი სორეის მახლობელ სოფელ ლიმნეში ჩავიდა. აქ წმიდა ავტონომეს ქადაგებით ქრისტიანობაზე მოქცეული ყოფილი წარმართები „მიუჴდეს ტაძარსა მას კერპთასა“, დაამსხვრიეს კერპები, „მიწასა და მტუერსა შინა აღჰრინეს და აჩუენეს მსახურთა მათთა უძლურებაჲ სამსახურებელთა მათთაჲ“.

კერპთმსახურებმა გადაწყვიტეს, შური ეძიათ ქრისტიანებზე: შეარჩიეს დრო, როცა მღვდელმთავარი ავტონომე უსისხლო მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, ხმლებითა და არგნებით აღჭურვილები შეცვივდნენ ეკლესიაში, მრევლი დაფანტეს, წმიდა მამა კი წამების შემდეგ მახვილით დაკლეს საკურთხეველში - „სისხლი მისი დასთხიეს წმიდასა მას ზედა ტრაპეზსა, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელისა ზაქარიაჲსი პირველად, რომელიც ღაღადებდა ღმრთისა მიმართ უფროჲს აბელის სისხლისა უბრალოდ დათხეულისა“. დიაკონისა მარიამმა და სხვა მორწმუნეებმა მღვდელმოწამის პატიოსანი ნეშტი კრძალვით მიაბარეს მიწას. 

კონსტანტინე დიდის (306-337) მეფობაში წმიდა ავტონომეს საფლავზე ტაძარი ააგეს. დაახლოებით 430 წელს ერთმა მღვდელმთავარმა დაზიანებული საყდარი, მთლიანად დაარღვევინა და სხვა ადგილას გადაატანინა. 60 წლის შემდეგ სასწაულებრივი მინიშნებით მოხდა წმიდანის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება და აღმოყვანება, აშენდა მისი სახელობის ტაძარიც. 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq