|
|
1826 წლის 26 ოქტომბერს (7 ნოემბერს) დაიბადა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე
|
|
კავკასიელი ხალხები რომ საქართველოსადმი მეგობრულ დამოკიდებულებას განიცდიან, ამაში საკმაო წვლილი შეიტანა არნოლდ ჩიქობავამ. ის არა ერთი ჩრდილოკავკასიელი ხალხის წარმომადგენლის პედაგოგი იყო და დიდ ცოდნასთან ერთად დიდი სიყვარულიც გასცა. დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ კავკასიური ენების შესწავლა დღესაც გრძელდება კავკასიაში და მის ცენტრში, თბილისში. ჩვენი დედაქალაქი ამ საქმის აღიარებული ცენტრია.
|
|
ძველი ქართული მონეტების აღწერა, კლასიფიკაცია და დათარიღება მოცემულია ბარათაშვილის ფუნდამენტურ ნაშრომში "საქართველოს სამეფოს ნუმაზმატიკური ფაქტები" (სპბ., 1844, რუსულ და ფრანგულ ენებზე), რისთვისაც არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ამ ნაშრომით საფუძველი ჩაეყარა ქართულ ნუმიზმატიკის მეცნიერულ ტერმინოლოგიასაც.
|
|
ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. თანამშრომლობდა "ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენ კომისიაში" (1920-იდან); თავმჯდომარეობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების სასცენო მეტყველების მეთოდურ საბჭოს. ახვლედიანის რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკადემირი გრამატიკა (ტ. 1-2, ორჯონიკიძე, 1963).
|
|
იოსებ ოცხელის აღზრდილთა რიგებს ეკუთვნიან: აკადემიკოსები დიმიტრი უზნაძე, კონსტანტინე ერისთავი და ალექსანდრე ჯანელიძე, პროფესორი სევერიან ბუაძე, პროფესორი ვიქტორ ნოზაძე, მწერალი-აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია და სხვა მოღვაწენი.
|
|
ცნობილია, როცა საქართველოში რუსთა ბატონობის დამყარების საკითხი იხილებოდა, დავით ჩერქეზიშვილს უკითხავს გიორგი მეცამეტისათვის: „ბატონო მეფევ და კარისკაცნო დარბაისელნო: რომ აღებთ კავკასიის კარსა, შეიძლებთა თვისსა დროსა დახშვასა მისსა?“
გიორგის უპასუხნია: „დახშვა კარისა ამის იქნება დახშვა ქრისტიანობისა კარისა; ამისათვის ჯვარი ქრისტესი, რომელსაცა ვესავთ, იქნება თვით მცველად კარისა, რომელსაცა თვით ჯვარცმული მასზედ დახშავს და განაღებს დასაცველად მეფობისა და მეფეთა, ოდეს თვით ჯერ იჩენს საჭიროდ“ (პ.იოსელიანი – „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“).
დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე აკაკი შანიძე 1917 წელს დაწერილ თავის ლექსში უკანასკნელი ქართველი მეფისაგან განსხვავებულ აზრს ავითარებს და მოუწოდებს ქართველობას: „ნუ, ნუ ვაღებთ დარიალსა!“
|
|
ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1948), პროფესორი (1932) - ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე დაიბადა 1883 წლის 15 (ახალი სტილით 28) თებერვალს, ხონში, ქუთაისის გუბერნიაში.
|
|
1802 წლის 5 თებერვალს, პარიზში დაიბადა ცნობილი ორიენტალისტი და ქართველოლოგი მარი ფელისიტე ბროსე (Marie-Félicité Brosset).მომავალი ქართველოლოგი დაიბადა ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში. სწავლობდა ჯერ ორლეანში, შემდეგ სან-სულპისიენის სასულიერო სემინარიაში. ასევე ლექციებს ისმენდა კოლეჟ დე ფრანსში. უნდა გამხდარიყო სასულიერო პირი, მაგრამ გადაიფიქრა და ფილოლოგიის შესწავლის გზას დაადგა.
|
|
ნაწყვეტი
|
|