|
ქართული ჰიმნოგრაფიული თხზულება ”ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ ჩვენამდე ოთხი ხელნაწერის სახითაა მოღწეული; ქართული ენის შესხმა თავდაპირველად დასტურდება X საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწის იოანე-ზოსიმეს მიერ
|
|
ნებისმიერი ქალაქი ან რეგიონი, სადაც დაბინავდება ახალი უნივერსიტეტი, მიიღებს საგანმანათლებლო წარმატებას, ეკონომიკურ–ფინანსურ მოგებას და ფსიქოლოგიურ კმაყოფილებას. ამიტომ, ჩვენი აზრით, ძალიან კარგი იქნება თუ ახალი უნივერსიტეტი აშენდება ერთ–ერთ რეგიონში და არა მაინცდამაინც დედაქალაქში ან დიდ ქალაქში, არამედ ის შექმნის ახალ საუნივერსიტეტო ქალაქს, მძლავრ საგანმანათლებლო კერას პატარა, კოხტა დასახლებას სადმე ცალკე.
|
|
პანაშვიდები გაიმართება 17 და 18 ოქტომბერს 17 საათზე
|
|
14 ოქტომბერს გარდაიცვალა ქართული ეთნოგრაფიული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, კონსტანტინე (კოტე) ჩოლოყაშვილი.
|
|
ვასილ ვარაზიშვილი იკვლევდა ნახშირწყლებისა და აზოტის ცვლის ბიოქიმიურ ძირითად საკითხებს, მეტაბოლიტების როლს ნივთიერებათა ცვლაში, მიკროელემენტების მნიშვნელობას ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიაში, ასაკობრივი და კვების ბიოქიმიის საკითხებს.
|
|
მუშაობდა ფიზიოლოგიის სხვადასხვა დარგში. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მის მიერ ადამიანის კანში ელექტრომამოძრავებელი ძალების აღმოჩენა სხვადასხვა გაღიზიანების საპასუხოდ და ფსიქოლოგიური მოქმედების დროს. კანში აღმოცენებულ ნელ ელექტრულ ეფექტებს მსოფლიო ლიტერატურაში "თარხანოვის ფენომენად" იხსენიებენ. თარხნიშვილმა შეისწავლა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციები, მათ შორის ძილისა და ჰიპნოზის მოვლენები, სეკრეციის საკითხები, ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედების გავლენა; მუსიკის ზეგავლენა ცხოველებსა და ადამიანზე, X–სხივების გავლენა ცხოველებზე, სმენითი შეგრძნებების სუბიექტივიზირება; ცხოველებში ბიოელექტრული მოვლენების კვლევისას აღწერა ფსიქოგალვანური რეფლექსი. ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ორგანიზმზე რენტგენის სხივების მოქმედება და შესაძლებლად მიიჩნია მათი გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ.
|
|
ივანე ნიკურაძე ცხოვრობდა ძირითადად გოტინგენში და მოღვაწეობდა ჰიდროდინამიკის სფეროში. მისი საქვეყნოდ ცნობილი ექსპერიმენტი წიგნად გამოიცა 1933 წელს. მეცნიერი ყურადღებით აკვირდებოდა და სწავლობდა ტურბულენტური სითხეების ხახუნის ექსპერიმენტს, თუ როგორ გაედინებოდა ისინი უხეში ზედაპირის მქონე მილების მეშვეობით. იგი ამ ექსპერიმეტში იყენებდა სხვადასხვა ფორმის ქვიშის კრისტალებს და დაამტკიცა, რომ, რაც უფრო უხეშია ზედაპირი, მით უფრო დიდია ხახუნის ძალა და აქედან გამომდინარე, წნევის დანაკარგი.
|