საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

მოსე ჯანაშვილი – თედო ჟორდანია

მაშინ სემინარიის უფროსს კლასელებს შორის იმართებოდა პაექრობა სხვა და სხვა თემაზე. კამათის საგნად გახდებოდა ხოლმე რომელიმე ფილოსოფოსის ან გამოჩენილ კაცის რაიმე ნასიბრძნი. გაცხოველდებოდა რა ბაასი და პაექრობა, ერთისა თუ მეორის მხრიდამ გამოდიოდა კანტი, ფიხტე, დარვინი, სპენსერი, ბოკლი, გიუგო, არისტოტელი, სოკრატი ან ჩერნიშევსკი, დობროლიუბოვი, ბაკუნიანი, პისარევი, ილია, აკაკი, პლ. გაბრიელი, შოთა, იოსელიანი და სხ. მოზარდთა შეყოლა სწეწავდა და ჰპენტავდა ამისთანა დიდ–დიდ სახელებს, ავტორიტეტებს. პირისპირ შემბმელი ორი იყო, მაგრამ ორივეს ჰყვანდა თავისი მომხრეები, რომელნიც საჭიროებისამებრ ჰშველოდნენ თავისს ბელადს ტექსტების მოგონებითა თუ სხვაფრივ.

პაექრობა ჩვეულებრივ იმართებოდა სადილის შემდეგ და რომ გაცხარდებოდა, სემინარიის შენობას ზანზარი გაჰქონდა ერთის მხრით ორატორების სიცხარის გამო და მეორის მხრით მოძრაობისა გამო სემინარიელებისა, რომელნიც მოისწრაფოდნენ მპაექართა ყურის დასაგდებად.

კაი მპაექარად ითვლებოდნენ კვანჭახიძე, მ. ილურიძე, დ. ალადაშვილი, შ. შიუკაშვილი, თ. ჟორდანია, გ. საძაგლიშვილი, ნ. ლომაური, უთურგაუური და სხვ.

პაექრობას ხელს უწყობდნენ მასწავლებელნი იოსელიანი, ცხეთაძე, ტურიაშვილი, ცვეტკოვები, გოგებაშვილი, რადგან ცხადად ხედავდნენ ამგვარ პაექრობის სარგებლობას: მით მოსწავლენი ეცნობებოდნენ მეცნიერების შეხედულებას ღმერთსა და მსოფლიოზე და ეჩვეოდნენ სამჭერმეტყველო ხერხს, იძენდნენ დაკვირვებას, სიმხნევეს, სამშობლო ქვეყნის ჭირვარამის ცოდნას და სხ.

ამისთანა კეთილმა საქმემ, ჩვენის ფიქრით, დაუდო საფუძველი მომავალ შრომას იგეთ მაშინდელ სემინარიელებისას ვით ეპ. კირიონი, ს. მგალობლიშვილი, ნ. ლომაური, თ. ჟორდანია, ა. ნატროშვილი, ვ. ბარნოვი, მ. ილურიძე და სხვ.

ვიმეორებ, ამ პაექრობის დროს შორიდან გავიცანი თედო. იგი იშვიათად პაექრობდა, მაგრამ ყოველთვის სიმხნით, გაბედულად, ყველანი აქებდნენ მას, როგორც საკმაოდ განვითარებულს ახალგაზრდას.

სემინარი დაამთავრა 1875 წ. და იმავე წელს შევიდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. იქვე მაშინ სწავლობდა ჩემი ბიძაშვილი ცნობილი დ. ჯანაშვილი. ამასთან

ხშირი მიწერ–მოწერა მქონდა, და იგი თავის წერილებში ქებით იხსენიებდა თ. ჟორდანიას და იქვე მოსწავლე ქარ. უგრელიძეს.

ამ მიწერ–მოწერამ შეამზადა ქართველი სამღვდელოება რომელმაც ახალ კურს დასრულებული თედო ჟორდანია ამოირჩია ზედამხედველად თფ. სას. სასწავლებლისა (1879 წ). მის ამორჩევას ხელი შეუწყო ნ. ნიკოლაძის “ობზორმაც” და აგრეთვე ი. მეუნარგიამ.

სკოლის საქმეს კარგად აწარმოებდა, რადგან სარგებლობდა თავის მეგობრის ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის მიხ. ასათიანის გამოცდილებით.

სამწუხაროდ, იგი დიდხან არ დარჩა აქ: ფაორსკის ადგილი გაუცვალა და გადავიდა თბილ. სასულიერო სემინარიაში აქ ჩააბარეს მას ქართული ენის მასწავლებლობა, მაგრამ ამ ენას, მთავრობის პროგრამის ძალით, ასწავლიდა რუსულ ენის შუამავლობით ისე, ვით ისწავლება ლათინური თუ ბერძნული. მიუხედავად ამისა, მასში თავიდგანვე ბუდობდა ღვთიური ნაპერწკალი, რომლის მეოხებით შესძლო აღეზარდა მრავალი საფუძვლიანი მცოდნე ქართულ–მეტყველთა და საქართველოს მოყვარე მოღვაწეთა.

ამასთანავე იგი მუშაობდა წ. კ. ბიბლიოტეკაში და აგრეთვე საეკლესიო მუზეუმში, რომლის გამგედაც იყო 1889 წლიდამ 1896 წლამდე. შემდეგ იგი ინიშნება სამრევლო სკოლების ზედამხედველად და აქაც, მიუხედავად სიძნელისა, სცდილობდა ქართულ ენას გაუხსნას გზა ფართო.

მისი გულითადი საქმე და მოწოდება კი იყო სამეცნიერო მუშაობა. დიდი ღირსებისაა მისი “დავით გურამიშვილი და მისი დრო”, “იოსებ სამებლი”, “ისტორიული ოფოფები”, ორ ტომად დაბეჭდილი მისი ქრონიკები და სხვ. მასალები, რომელიც სახელდახელო წიგნად გახდა საქართველოს წარსულის შემსწავლელთათვის. ამგვარივე მნიშვნელობისაა მის მიერ შედგენილი საეკლესიო მუზეუმის კატალოგი, რომელშიაც აღწერილია 800 ხელნაწერი.

ამ რამდენიმე დღის წინად ჩვენთან იყო თედო და დიდის იმედებით ლაპარაკობდა თავის მომავალ მუშაობაზე. მინდა კიდევ ვიცოცხლო, რომ განვაგრძო ჩემი ქრონიკები და ორიოდე “ისტორიული ოფოფები” მიუძღვნა საქართველოს წარსულის დამმახინჯებელთაო.

მოსე ჯანაშვილი

გაზ. საქართველო 1916 წ. N 240

წყარო: http://www.nplg.gov.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

წამებული ქრისტეს სასძლოები – კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი, პალესტინის კესარიაში წამებულნი (IV)
20 ივნისს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: კალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა, რომელნიც პალესტინის კესარიაში ეწამნენ. წმიდა მოწამენი პალესტინის კესარიაში ცხოვრობდნენ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. ქრისტეს სწავლებასთან ზიარებისა და ნათლისღების შემდეგ ისინი განმარტოებულ ადგილას დასახლდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
gaq