დიდი ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა“ პოეტური ორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი, უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთი რეფორმატორი და ფუძემდებელი - ტიციან ტაბიძე დაიბადა 1893 წლის 21 მარტს სოფელ ჭყვიშში, იმერეთში, მღვდლის ოჯახში (ამიტომ გთავაზობთ მის ლექსს „მაგი წინაპარი“). წერა-კითხვა ოთხი წლის ასაკში ისწავლა სოფლის სკოლაში, რომელიც მათ სახლში იყო გამართული. შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1906 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში. 1913 წელს მოეწყო მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ლექსებს წერდა მოწაფეობის ხანიდან. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა "კოლხიდაში", "სახალხო გაზეთში", “ერში", "თეატრსა და ცხოვრებაში". იყო „ცისფერყანწელთა“ საძმოს ერთ-ერთი თეორეტიკოსი. ავტორია წერილისა „ცისფერი ყანწებით“. მოსკოვიდან დაბრუნების მერე მუშაობდა გაზეთ „საქართველოს“ რედაქციაში. წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს და ესეებს ლიტერატურის საკითხებზე, ქართველ და უცხოელ მწერლებზე, მხატვრებზე, კულტურის მოღვაწეებზე. რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“.
ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, არაგონის, ისააკიანისა და სხვების ნაწარმოებები. 1937 წელს ჩვენი საყვარელი პოეტი ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და მოკლეს... თეთრი სიზმარი საქართველოთი ვინ არ დამწ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ვარა, ან ვინ არ სტირის საქართველოზე, უძილო ღამემ ცრემლით დაჰღვარა წარსულ დიდების დაღვრემილი მზე.ბევრი ვიტირეთ... ბევრი ვატირეთ, გარდავიქმენით სისხლის მდინარედ, ცრემლებითა ვრწყავთ სამშობლოს ჭალებს, სულს ჩვენვე ვაცმევთ მწუხრისა ძაძებს. დღესაც საკუთარს მივსდევთ ჩვენ კუბოს, სასაფლაოს გზა რად არ ილევა!.. სივრცე არ არი, რომ დაიგუბოს სასომიხდილი მუქარა, წყევა!.. თეთრი აჩრდილი მისდევს ჩვენს კორტეჟს, თეთრი აჩრდილი - თეთრი მადონის. გზა არ ილევა... თუმც მეწამულ მზეს აჰა, საცაა ზღვა დაიწონის. მივდივართ ასე შორეულ გზაზე, ვარსკვლავნიც ჩვენთან გლოვობენ ცაზე, სტირის ზარნაშო... ჰკივის აფთარი, შავი ნაღველის გვცემს შავი ქარი. მადონა, სატრფო, გკოცნი დალალებს, ჯვარცმული ერის მადონა დედა. სად დავისვენებთ, სად დავაწყობთ ძვლებს, გემუდარებით - გვითხარი დედა!.. 1914 წ. ავტოპორტრეტი უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები, სარკეში იმალება თმათეთრი ინფანტა. იღლიის დაკოცნით მალე ვიღალები, მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა. მასსენეს ელოდენ დათლილი თითები, ჯირითს რომ ელიან ფეხმარდი ცხენები, სხვანაირ მუსიკის დღეს მბანენ ზვირთები, 
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ; ძვირფასად ვინთები ლექსების ხსენებით.აზიურ ხალათში, ვით ფაშა ეფენდი, ვოცნებობ ბაღდათზე მოღლილი დენდი, ვფურცლავ მალარმეს „Divagations“-ს. იყავი რაც გინდა, შავი, საცოდავი, ცხოვრება, ხელში მაქვს მე შენი სადავე, რომ ეს ჯოჯოხეთი სამოთხედ გაქციო. 1916 წიგნიდან „ქალდეას ქალაქები“ Lárt Poetigue გაფიზის ვარდი მე პრუდონის ჩავდე ვაზაში. ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს. და რაც შემხვდება, შემაჩერებს შორეულ გზაში, ჩემ ღვრია ლექსში დაისვენებს და დაიჩრდილებს. გრძნობის სიჭარბე მომეტებით გრძნობას ამკრთალებს, უვნებო ვნებით მინდა ვწვავდე ვნებიან თვალებს. და ჩემი ჩანგი სირცხვილიდან დაიმსხვრეოდა, თუ გიტარაზე მისი ლექსი მომესმებოდა. ვიცი, რომ მოვა საყვარელი ვისაც მოველი, ვიცი, რომ მოვა სილამაზე დაუთოველი. მეც წავუკითხავ და ვუმღერებ ჩემ ქალდეაზე, ჩამავალი მზის გაგვაბრწყინებს ჩვენ სილამაზე. ვუცქერ გულგრილად წარმოდგენას, ვსტირი ანტრაქტებს. დავიწყებული ძველ სიტყვების ვგრძნობ ანდამატებს. და თუ არ ამყვა ხმა სიმღერად, გაშლილი, ლაღი, უხმო ბულბულსაც
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | დამაფასებს ქართული ბაღი...1916 მაგი წინაპარი გრძელია ჟამი, ღვდელმსახურობს რაც ჩემი გვარი. ვინ დათვლის წირვას, რაოდენი გამოიყვანეს. ეხლაც ეზოს წინ დაღვრემილი მოსჩანს საყდარი, ეს გერბი არი, ამაყ მგოსანს რომ დამიხატეს. ლოცულობს მამა მწუხრის ლოცვას, მუნჯად ვუცქერი, ფსალმუნი სულში შეფრინდება და იმარხება. შავ ანაფორას მეწამული გადაკრავს ფერი და ვხვდები ეხლა, თუ ქალდეა რად მენატრება. ყვითელ სანთელზე მელანდება მე მზე ბრწყინვალე, მზის სადიდებლად აზიდული დიდი ტაძარი. ზვიად ქვის სვეტებს, თითქო ადნობს ჰანგი მხურვალე და მღერის მაგი, ვინც რომ ჩემი დაიწყო გვარი. ასე ადიდა წინაპარმა ასტარტა მწველი, ღვთისმშობლის ქება, ეხლა მამის ასველებს წვერებს. არ დალეულა ჩვენ მოდგმაში ჯერე მლოცველი, გადახდილ წირვის დათვლა თვითონ ღმერთს დააბერებს. წინაპართ ჩრდილნო, გულს არ დაგწყვეტთ - ჩამომავალზე, მე მაბეზღებენ, რომ მხედავენ აქამდისინ მშვიდს. და თუ ვეღარ ვთქვი ლიტურგია მე თავის თავზე, ქვეყანას მაინც გადაუხდი ერთხელ პანაშვიდს... 1916 წ . |