საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

არასდროს გაუმარჯვია ძალადობა–აგრესიას ბოლომდე, მხოლოდ სიყვარული უნარჩუნებს წონასწორობას სამყაროს
ლალი ბარძიმაშვილი

მკითხველის წერილი


         ჩვენი ეპოქის თანამდევი მტკივნეული თემა და საკითხია, ხდებოდა  თუ  არა რეალურად საქართველოს ტერიტორიაზე არაქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია და ეროვნული უმცირესობების  უფლებრივი, ან რაიმე სახის შევიწროება.  ოკუპირებული  ტერიტორიების პრობლემა  კვლავაც  პრობლემად  რჩება.  თუმცა,  საერთაშორისო  სტანდარტის ყველა ნორმა დარღვეულია და ასევე ქართველი ერის ინტერესებია შელახული.

დღემდე  კუთვნილი საცხოვრებელი ტერიტორიებიდან აყრილია ძირძველი ქართული მოსახლეობა.  ტოლერანტობა–შემწყნარებლობა  ჩვენთვის უცხო რომ არაა, ეს ისტორიულად დადასტურებული ფაქტია და  ამაზე თუნდაც თბილისის ძველი უბნები მეტყველებენ, სადაც ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა რელიგიის სალოცავებია განლაგებული. ბოლოს და  ბოლოს, ჩვენ წლების მანძილზე ვახერხებდით  მშვიდობიან  თანაცხოვრებას, არც ამ რეგიონებში არსებობდა  პრობლემა  და ვეფხვისა და მოყმის ქვეყანაში  სხვანაირად არც შეიძლებოდა.

          სიყვარული წონასწორობას  უნარჩუნებს კაცობრიობას  და  ჩვენ ვახერხებდით სიყვარულით მიგვეღო ყველა. მაშ, რა მოხდა, ან რატომ?

 1918 –1920 წლებში,  სახელმწიფოებრივი  დამოუკიდებლობის  პერიოდშიც ხდებოდა საქართველოს ამ ტერიტორიებზე  აჯანყებები,  აფხაზეთსა და სამაჩაბლოზეა საუბარი,  რადგან ბოლშევიკური  რუსეთი ამას ახერხებდა შორიდანაც, როცა  ინტერვენციისთვის ემზადებოდა და  ნიადაგსაც იმზადებდა. ახლა კი მცირე ისტორიული ექსკურსი ჩვენს ძირძველ ტერიტორიებთან დაკავშირებით.    

          ისტორიულ–სამართლებრივი რეალიებიდან გამომდინარე ვითარება ამგვარია: შიდა ქართლში, სამაჩაბლოში  თავდაპირველი მკვიდრი მოსახლეობა  ქართული მოსახლეობაა. IX–XIII ს.ს–ში  ალანებს, ანუ ოსებს   ჩრდ. კავკასიაში ჰქონდათ  ფეოდალური სახელმწიფო, რომელსაც ბოლო მოუღო  მონღოლთა (XIII ს.) და თემურ–ლენგის (XIV ს.) შემოსევებმა. ჩრდ. კავკასიის ბარიდან გამოდევნილმა ოსებმა თავი შეაფარეს კავკასიონის ქედის ვიწრო ხეობას. შემდგომ დაიწყეს  გადმოსვლა საქართველოსკენ  XVII-XVIII  საუკუნეებში. შიდა ქართლის  ჩრდილოეთით დამკვიდრდა  ოსი მოსახლეობის ნაწილი. ისინი ფეოდალთა  კუთვნილ მიწებს აფარებდნენ თავს და  ხიზნებად სახლდებოდნენ. ქართული ასოების  საფუძველზე პირველი ოსური ანბანი შექმნა ივანე იალგუზიძემ, ხოლო XIX ს. 30–იან წლებში შემოღებულ  იქნა  ოსური ანბანი  რუსულზე დაყრდნობით. 1920 წლის 8 მაისს სოფ. როკში  გამოცხადდა  საბჭოთა   ხელისუფლება. მაშინდელმა მთავრობამ რეაგირება დროულად მოახდინა, ეს ჯერ კიდევ  დამოუკიდებლობის  პერიოდია :''სამხ. ოსეთი არ არსებობს  საქართველოს ფარგლებში, არამედ არსებობენ  ოსური სოფლები, რომლებიც მდებარეობს თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. ეს სოფლები შეადგენენ საქართველოს უდავო ტერიტორიას და ეს ტერიტორია შედის საქართველოს საზღვრებში.''  (ეს წარედგინა რსფსრ–ს საგარეო საქმეთა სახ. კომისარს).         

            1920 წ. 12 ივნისს აჯანყება დამარცხდა. ანექსიის შემდგომაც, როცა  საბჭოთა ხელისუფლება  დამყარდა,’’ სამხ. ოსეთის’’  რაიონის  შემადგენლობაში ითვლებოდა  7 სოფელი, 8 კი რჩებოდა  გორის  მაზრის ცხინვალის რეგიონში  და  არ ექვემდებარებოდა  სამხ. ოსეთის რევკომს.  ამდენად, შემდგომ  შეგნებულად მოხდა ეს ტერიტორიული ზრდაც ისე, რომ ქართველი ერის ნება და სამაჩაბლოს ისტორიული სტატუსი არავის გაუთვალისწინებია.

             აფხაზეთის შესახებაც, ასევე, გაბუნდოვანებულია  საკითხი. ტოპონიმი ''აფხაზეთი'' მეგრულია  და ''აფხა'' ნიშნავს ბეჭს.  ტოპონიმების უმრავლესობა მეგრულ–სვანურია. აქ ავტოქტონურ  მოსახლეობას  კოლხები, ანუ მეგრელ–ლაზები წარმოადგენდნენ.  ქართველ მეფეთა  ტიტულატურაც ასე იწყებოდა – მეფე აფხაზთა და ა. შ.

        ანზორ შონია  ''ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა'' აკადემიის წევრი  თავის მეცნიერულ ნაშრომში  წერს:  ''არსებობს აფხაზეთის 1902 წ. საეკლესიო უწყისი, რომლის თანახმად, აფხაზეთში  ცხოვრობდა  91%  მართლმადიდებელი ქართველი, ანუ მეგრელი, 3%–გრიგორიანელი  სომეხი და  5%–მდე  ჩრდ. კავკასიელები. 100 ათასი კაციდან, დაახლოებით, მხოლოდ  5  ათასამდე იყო  ჩრდ. კავკასიელი, დანარჩენი ქართველი.''

       ამ საკითხში არსებულ დიდ გაუგებრობაში,  გადამწყვეტი  როლი  კი, ანზორ შონიას მოსაზრებით,  შემდეგ მოვლენას შეუსრულებია:  1897წ. რუსეთის იმპერიაში (მათ შორის საქართველოშიც), ჩატარდა  მოსახლეობის აღწერა და პიროვნულ ანკეტურ მონაცემებში პირველად შეიტანეს  ეროვნების რეკვიზიტი, ყველას ჩაუწერეს აფხაზი და ტომობრივი დატვირთვის სიტყვამ ასე შეიძინა ეროვნების მნიშვნელობა.

       აკად.  გივი ცქიტიშვილი წერს – '' ძვ.წ–აღ–ის  V  საუკუნეში მოღვაწე, ისტორიის მამად წოდებული,  ბერძენი  მემატიანე  ჰეროდოტე  იუწყება, რომ  ტრაპიზონი და კერასუნტი – კოლხეთის ქალაქებია!  ბერძენი მოგზაურ–გეოგრაფი, ''გეორგიკას'' ავტორი სტრაბონი აღფრთოვანებაში მოუყვანია კოლხებს, მეგრელებს, აქ მოსახლეს, ხოლო დიოსკურიის ზემოთ, მთებში  სვანები ცხოვრობენო, –წერდა  იგი.

        მსოფლიოში ცნობილი  სწავლული იურისტი და გეოგრაფი პლინიუსი–აფსუა ხალხის ადგილსამყოფელ  მშობლიურ კუთხედ  ჩრდ. კავკასიას, კერძოდ, კასპიის ზღვის სანაპირო ზოლს ასახელებს.  თურქმა  მოგზაურმა ევლია ჩელებიმ, 1644 წ. იმოგზაურა საქართველოში. იგი წერს, რომ  შარვაშიძეები  აფხაზები არიან, მათი სალაპარაკო ენა მეგრულია, ბაღი კი –სამოთხეო. სლავი  ლეტოპისი  ასევე კონკრეტულად ამბობს – აფხაზები იგივე ივერიელები არიანო.

      ამ ცნობებზე დაყრდნობით ავტორი უამრავ განმარტებას იძლევა და, რაც ყველაზე მთავარია, ძალიან საგულისხმო ცნობას   წავაწყდი  მის ნაშრომებში:  ახლახანს აღმოაჩინეს ლათინურ ენაზე შედგენილი  ისტორიული მნიშვნელობის რუკა, რომლის ავტორი ფრანგი მეცნიერი ფრედერიკო დიუბუა  დე  მონპერე  აღმოჩნდა, რუკა კი რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველის დავალებით  შეიქმნა  1843 წ. და მისი სახელწოდებაა – ''თავრიდი (ყირიმი) და კავკასია''. ამისათვის ავტორმა სპეციალური პრემია დაიმსახურა.

    რუკის მიხედვით, შავი ზღვის აღმ. სანაპიროზე, ანუ სოჭიდან  ხოფამდე, წარწერაა: გენს–ზანიგა რუმ!  რაც ნიშნავს, რომ აქაური მკვიდრი მოსახლეობა ზანური ტომები  არიან. ხოლო ჩრდილოეთის    მთიან ზოლში წარწერაა:  ''პენიოხი'' –რაც  იქ ქართველების, იგივე კოლხების, მესხების, ტაოხების , ჯავახების არსებობაზე მიუთითებს. ხოლო ამ რუკაზეც აფსუა ტომის ადგილსამყოფელად ნაჩვენებია კასპიის ზღვის სანაპირო.

        ''გააფხაზებული'' აფსუების გვარ–სახელებიდან, –აზუსტებს გივი ცქიტიშვილი, 300–ზე მეტი გენით ქართულია, დანარჩენი 100–ზე ნაკლები გვარი  კი   ჩრდ.–კავკასიური წარმომავლობისაა. (გვართა ''ბა'' დაბოლოება კი მეგრული ძირისაა და ''ბა–ბას'', ანუ მამას ნიშნავს. ეს აკად. გივი ცქიტიშვილის მოსაზრებით,  ხოლო მწერალი, მკვლევარი, დედით აფხაზი, ციალა არდაშელია მიიჩნევს, რომ   ''ბა'' მეგრული ძირისაა და პატარას ანუ ''ბაიას'' ნიშნავს, შვილის მნიშვნელობითაა გვარის დაბოლოებაში).

       საკმარისია ბიჭვინთის, ათონის– სიმონ კანანელის საძვალე, ბედიის, ილორის–წმ. გიორგის, დრანდის, ცხუმის, ეშერის, კვიტოულის, ჭუბურხინჯის ეკლესია–მონასტრები გავიხსენოთ, სადაც ლოცვა –კურთხევა დასაბამიდან ქართულ ენაზე აღესრულებოდა, ხოლო მათ კედლებზე ქართული ასოები, ქართული ორნამენტები,  ქართველ წმინდანთა  სახეებია  ამოტვიფრული. (სოჭიც  ქართული  ტოპონიმია და წიწვიან ხეს, რუსულად ''პიხტას'' ნიშნავს, შემდეგ კი ადლერის ქართული მიწაც მიიტაცეს  და  ბზიფის ხეობაც აიღეს.  ბზიფი ანუ ბზაც ქართული ჯიშის ხეა).

ასეთია ცნობები და ისტორია ჩვენი მიწა–წყლისა.

     არასდროს გაუმარჯვია ძალადობა–აგრესიას ბოლომდე,  მხოლოდ სიყვარული უნარჩუნებს სამყაროს  წონასწორობას. მთავარია სიმართლე არასდროს დაიჩრდილოს და არ დამახინჯდეს ფაქტები.

 

 (მასალა გამოქვეყნდა ჟურნალ ‘’მედიუმში’’, ქართულ და რუსულ ენაზე).

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq