საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

რა მოუგონეს ბაგრატ მეოთხეს, მისი ქრისტიანულ სამყაროში დისკრედიტაციისა და დამხობის მიზნით
გაიოზ მამალაძე

                                     

1032 წელს ლიპარიტის მეოთხე ბაღუაშმა და ივანე აბაზასძემ გამოიტყუეს და შეიპყრეს ტფილისის ამირა ჯაფარი, რომელიც მანამდე მცირეწლოვანი ბაგრატ მეფისა და კახეთ-ჰერეთის მეფის, კვირიკე მესამე დიდის ჯარს ეხმარებოდა განძის ამირასთან ბრძოლაში და წაართვეს ბირთვისის ციხე. მაგრამ, 10 წლის მეფემ შეიწყალა ამირა და გაათავისუფლა.

1038 წელს, ლიპარიტის ინიციატივით, ქართული სამხედრო ნაწილები, ორწლიანი ალყის შედეგად იღებდნენ ტფილისს. ლიპარიტს უნდოდა ტფილისი მის დაქვემდებარებაში ყოფილიყო. ტფილისი უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო, დიდი შემოსავლით. მისი გადაცემა ლიპარიტისთვის იქნებოდა არასასურველი სამეფოსთვის. თუ შემოერთება იყო, ტფილისი კვლავ დედაქალაქად უნდა ექციათ. ეს არ გამოუვიდოდა, ალბათ, ბაგრატს, რადგან სელჩუკთა შემოსევა იყო მოსალოდნელი. ამიტომ, დიდებულებმა, 16 წლის მეფეს ლიპარიტთან შეუთანხმებლად ზავი დაადებინეს ამირასთან და დაუტოვეს ტფილისი ჯაფარს.

 გამწარდა ლიპარიტი და გახდა მეფის ქვეგამხედვარე. გადაწყვიტა ბაღვაშმა, ბაგრატ მეფის წინააღმდეგ ბიზანტიელები გამოეყენებინა.

ბიზანტიელებმა და ლიპარიტმა აუჯანყეს ბაგრატ მეფეს უმცროსი ნახევარძმა, დემეტრე. მაგრამ, არაფერი გამოუვიდათ. მალე დემეტრე გარდაიცვალა.

1045 წელს, სომხებმა ჩვენს ხელმწიფეს გადმოსცეს თავიანთი ერთ-ერთი დედაქალაქი, ანისი, რომელზეც პრეტენზია ჰქონდა ბიზანტიას. ბაგრატ მეფემ და დედამისმა, სომხური წარმოშობის მარიამ დედა-დედოფალმა ანისი ციხიონს ჩააბარეს.

ლიპარიტ ერისთავი მივიდა ქალაქ ანისთან, მოტყუებ

ით გამოიყვანა ციხიონის მეთაურები, დაატყვევა და ანისი ბიზანტიელებს გადასცა.

ბაგრატ მეფესა და ლიპარიტ ბაღვაშს შორის ომი გამძაფრდა.

თავიდან, თითქოს, ბაგრატ მეფეს ჰქონდა უპირატესობა. შემდეგ კი იმარჯვა ლიპარიტმა.

არის ერთი ცნობა, ბიზანტიელი ისტორიკოს-კომპილატორის, გიორგი კედრენეს მიერ გადმოცემული, ბაგრატ მეფისა და ლიპარიტ ერისთავის შესახებ. იმპერიალისტი კედრენე, მედიდურად, ქართველთა მეფეს უწოდებს მთავარს (და არა მეფეს), ხოლო ბიზანტიის მბრძანებელს კი - მეფეს. იგი წერს:

„იბერიის მთავარმა ბაგრატმა, კაცმა საკმაოდ თავაშვებულმა, შეურაცხყო ლიპარიტის საწოლი. ლიპარიტი იყო იმ ჰორატი ლიპარიტის ძე, რომელიც მოკლულ იქმნა ბასილი კეისრის მიერ გიორგის წინააღმდეგ წარმოებულ ომში; ის ჭკუითა და ვაჟკაცობით სახელგანთქმული და იბერთა შორის, ბაგრატის შემდეგ, ყველაზე ძლიერი, და ამ ჩადენილი საქმით (ლიპარიტის მეუღლის გაუპატიურებით) აიძულა შეურაცხყოფილი ლიპარიტი იარაღი აეღო ხელში ბაგრატის წინააღმდეგ. ლიპარიტმა დაამარცხა იგი ომში და გააქცია კავკასიის მთებში და შიდა აბაზგიაში სამეფო სასახლეში რომ მოხვდა, თავის დედოფალზე, ბაგრატის დედაზე ძალა იხმარა და მთელი იბერიის ბატონ-პატრონი გახდა“.

ამრიგად, კედრენე წერს, თითქოს მეფემ გააუპატიურა ლიპარიტის მეუღლე, როცა ხელში ჩაიგდოო. მერე, ლიპარიტმა დაამარცხა მეფე, გააქცია, მიუვარდა სასახლეში დედა-დედოფალ მარიამს და სამაგიეროდ, ახლა მან გააუპატიურაო დედოფალი“.

კედრენე განაგრძობს: „აქედან ლიპარიტმა წერილი გაუგზავნა მეფეს და რომაელებთან მეგობრობა და მოკავშირეობა შესთავაზა; მეფემ მისი ელჩები მიიღო და იმანაც მოლაპარაკება გამართა მასთან“.

თუ, ერთმანეთს ოჯახის წევრები

გააუპატიურეს, რა პოლიტიკურ შეთავაზებებზე იქნებოდა საუბარი...

კედრენეს ცნობით, ბაგრატ მეოთხე გაემგზავრა კონსტანტინოპოლს, კეისართან, ბაგრატ მეფე „მეფეს (კეისარს) რომ შეხვდა, ჯერ დიდი საყვედური მოახსენა, მეფე ხარ და არა პატარა ქვეყნის, აბაზგიის მთავართან დადებული გქონდა ხელშეკრულება და ის დაარღვიე, ხოლო კერძო კაცი, განდგომილი მონა დაიახლოვე. შემდეგ ის თხოვდა ისინი (ბაგრატი და ლიპარიტი) მოეგერიებინა. მართლაც, მეფის მეცადინეობით ასეც მოხდა; იმათ ერთმანეთში ზავი შეკრეს იმ პირობით, რომ ბაგრატი იქნება ბატონი და მთავარი მთელი იბერიისა და აბაზგიისა, ხოლო ლიპარიტი - ერთი ნაწილის, მესხეთის მთავარი იქნება სიკვდილამდე, ხოლო ბაგრატს სცნობს ბატონად და მეფედ. აი, ასე დამთავრდა აბაზგიის საქმეები“.

 

ბაგრატ მეფე, დაბრუნდა საქართველოში. ლიპარიტი ბიზანტიელების გავლენით უძლიერეს ფეოდალად იქცა, ფაქტტობრივად, მეფეს არ ემორჩილებოდა და მასზე ნაკლებ მიწებს არ აკონტროლებდა.

1048 წელს, ლიპარიტი ტყვედ ჩაუვარდა ოსმალებს, როცა ბიზანტიის ჯარებს ეხმარებოდა. ლიპარიტის ძენი, ივანე და ნიანია შეშინდნენ, ეახლნენ მეფეს და მორჩილება გამოუცხადეს. მეფემ შეიპყო ისინი.

მალე ლიპარიტი გაათავისუფლა სულთანმა. ბიზანტიელთა გავლენით კვლავ წარმოუდგენლად დიდი გავლენა მოიპოვა. ეს არ მოსწონდათ მეფის ერთგულ დიდებულებს. კალმახის ერისთავმა სულამ, რომელიც ადრე დატყვევებული და ნაწამები ჰყავდა ლიპარიტს, ნადირობის დროს დაატყვევა ლიპარიტი და მეფეს მიჰგვარა.

ზუსტად ამ ეპიზოდში ჩნდება, რომ კედრენე სიყალბეს ავრცელებდა ქართველი მეფის წინააღმდეგ. ბაგრატ მეფემ, კი არ მოკლა ლიპარიტი, ბერად აღკვეცა და ბიზანტიაში გააგზავნა, მონასტერში

. ხოლო ლიპარიტის თხოვნით, მისი ძე, შეირიგა, სარდლად დანიშნა და ერისთავობაც მისცა.

ცხადია, ლიპარიტს რომ დედოფალი ჰყოლოდა გაუპატიურებული, არათუ ბაგრატი, არამედ დიდებულები არ აპატიებდნენ და ცოცხალს არ დატოვებდნენ. არც საკუთარი დედის შეურაცხმყოფელს დაინდობდა მეფე და არ გაგზავნიდა ბერად აღკვეცილს ბიზანტიაში და არც მის შვილს დანიშნავდა სარდლად. მალე ლიპარიტი გარდაიცვალა, მისი ნეშტი გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს ბაღუაშთა მამულში, კაცხში. არც ამის უფლებას მისცემდა მეფე საკუთარი დედის შეურაცხმყოფელს.

 კედრნეს ცნობა, ჩვენი აზრით არის დეზინფორმაცია, იბერიის მეფის ანუ საქართველოს სამეფოს დისკრედიტაციის მიზნით.  ასეთი პროპაგანდსტული ხერხები იმ დროშიც გამოიყენებოდა. გარდა ამისა, ლიპარიტი იყო გაცილებით უფროსი ბაგრატ მეოთხეზე, მისი ცოლიც შესაბამისად უფროსი იქნებოდა. შეუძლებელია მოხუცი ქალი გაეუპატიურებინა ახალგაზრდა კაცს.

ასეთი პრეცედენტი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. შეუძლებელია ასეთი რამ მომხდარიყო და მეფესა და ერისთავს შორის და შემდეგ სასიკვდილო განაჩენი არ გამოეტანათ ერთმანეთისთვის - ერისთავს, როცა დაამარცხა მეფე, თუ ვერ მისწვდა, მაშინ მეფეს, როცა დაატყვევა ლიპარიტი და კლდეკარის ციხესთან დროებით ძელზეც გასვა, კლდეკარის ციხისთავის დასანახად, დაცალე ციხეო.

კედრენე ქართველებისადმი არ იყო კარგად განწყობილი. ერთგან წერს: „იბერიაში... ამ შორეულ და უცხო ქვეყანაში, სადაც მტრებად თვლიან არა მარტო რომაელთა მტრებს, არამედ თვით რომაელებსაც“.

გარდა ამისა, კედრენე ბიზანტიაში ცხოვრობდა და პირადად არ შესწრებია, საკუთარი თვალით არ უნახავს რა ხდებოდა საქართველოში. კედრენეს სხვა ცნობაც

არასწორია - 1032 წელს ბიზანიაში მარიამ დედოფალმა ელჩები გაგზავნაო. სინამდვილეში დედოფალი თავად იყო კონსტანტინოპოლში იმ წელს...

კედრენე იყო ბიზანტიის მოქალაქე, მტრული ქვეყნის, რომელსაც უნდოდა კავკასიაში სამეფოების გაუქმება და შეერთება... ბაგრატი კი იყო, კავკასიის ხალხთა თავისუფლებისთვის მებრძოლთა ლიდერი... გარდა ამისა, არის კიდევ არგუმენტები... სწორედ რომ არ ყოფილა შეურაცხყოფა, თორემ სულ სხვა შედეგები დადგებოდა

 მემატიანეებს პოლიტიკურ პროცეზებზე გავლენა თუ არ აქვთ, პროცესების ახსნას იდეოლოგიურად ცდილობენ... კედრენეს ამ ცნობის მიხედვით ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა ბაგრატი და არა ბიზანტია.

კონსტანტინე პორფიროგენეტი დასცინის ბაგრატიონთა ღვთიური წარმოშობის თეორიას... გიორგი პირველის საწინააღმდეგოდ მელქისედეკ კათალიკოსს და სვეტიცხოველის მშენებლობას აფინანსებენ, თითქოს, აჰა, ცუდი არ ვართ, თქვენს მეფეს რა უნდაო... ბაგრატ მეოთხის ჩამოსაგდებად და ხალხის „ნების" გასამარჯვებლად სხვა ბაგრატიონი პრინცი მოჰყავთ, თან რამდენჯერმე... ბაგრატი მათთვის ძალიან მიუღებელია, მით უმეტეს, რომ დედის სომხობის გამო სომეხთა მიწებზე პრეტენზია ექნება, სომეხტა მიწები კი უკვე მიტაცებული აქვთ, ძირითადად, ბიზანტიელებს...

ისეთი გააფთრებული წინააღმდეგობა აღმოსავლეთში სრულწლოვანების მერე ბასილი მეორეს არ შეხვედრია, რაც მას ბაგრატის მამამ მოუწყო, გმირმა გიორგი პირველმა, უზარმაზარ კოალიციას ცდილობს შექმნას, აჯანყებას უწყობს ბიზანტიაში შიგნით, ფერის ჯოჯიკის მეშვეობით... არ ეპუება, შეტევაზე გადადის... ასეთი ოჯახი სძულდათ, და ეშინოდათ ამ ოჯახის ბიზანტიელებს, რომ ვერაფერი ოუხერხეს, მერე დაუნათესავდნენ.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

20 მარტს ხსენება - წმიდა მღვდელმოწამეთა, ხერსონესის ეპისკოპოსებისა: ბასილისა, ეფრემისა, კაპიტონისა, ევგენისა, ეთერიოსისა, ელპიდესი, აღათოდორესი (IV)
წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ ხერსონესში.
20 მარტს არის ხსენება ღირსი ემილიანესი
ღირსი ემილიანე რომაელი იყო. ის სიბერემდე ცოდვებში ცხოვრობდა. ბოლოს მონანული მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა. ღირსი ემილიანე გამოირჩეოდა უდრტვინველი მორჩილებით და მკაცრი მარხულობით. ღამ-ღამობით საიდუმლოდ მიდიოდა შორიახლო მდებარე გამოქვაბულში და მხურვალედ ლოცულობდა.
gaq