საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

სახალხო, კონსტიტუციური, ჰორიზონტალური, რესპუბლიკური, საპარლამენტო მონარქია (მოკლე და ვრცელი ვარიანტი)
გაიოზ გია მამალაძე

აქ იხილავთ ამ წერილის მოკლე და ქვემოთ კი ვრცელ ვარიანტს. მოკლე ვარიანტი წაკითხულ იქნა სამეფო კლუბის კონფერენციაზე: "სახალხო მონარქია - ევროპული არჩევანი"

ამავე საიტზე იხილავთ ჩემს განმარტებას, თუ რას ნიშნავს ევროპული, დასავლური და საერთოდ, კონსერვატიულ-დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის და რითი უნდა შეუწყოს ხელი საქართველომ ევროპასა და საერთოდ დასავლეთის ქრისტიანულ სივრცესა და ცივილიზაციას გადარჩენისთვის ბრძოლაში.

გ. მ.


სახალხო, კონსტიტუციური, ჰორიზონტალური, რესპუბლიკური, საპარლამენტო მონარქია

(შემოკლებული ვარიანტი)

 

საზოგადოებაში დაბნეულობაა, ზოგს ჰგონია, თუ საქართველოში აღდგება მონარქია, ის უნდა იყოს აბსოლუტური, მეფობასთან ერთად უნდა აღდგეს არისტოკრატიული (თავად-აზნაურული) ფენა  თავისი ტიტულებით და ფეოდალური იერარქია. თითქოს, თავად-აზნაურებს უნდა გადაეცეთ ქონება, თითქოს, ისინი უნდა არჩინოს ბიუჯეტმა და სხვა. ზოგი თვლის, რომ არისტოკრატიული ტიტულები (წოდებები) უნდა აღდგეს სიმბოლურად.

პირდაპირ ვიტყვი, აბსოლუტური მონარქიის, არისტოკრატიული ფენის აღდგენის, მათთვის ქონების გადაცემის ან თუნდაც, თავად-აზნაურული ტიტულების სიმბოლურად აღდგენის მოთხოვნა არის არარეალური და თუ ამგვარი პროექტი იქნება შეთავაზებული ხალხისთვის, ვერასდროს ვერ აღდგება მონარქია საქართველოში. ქართველი ხალხი არ მისცემს ხმას ქართული საზოგადოების დაყოფას კიდევ ერთი ნიშნით, წინაპართა სოციალური სტატუსის მიხედვით. ქართველი ხალხი, სამწუხაროდ, ისედაც დაყოფილია ძალიან მდიდრებად და ღატაკებად და სხვადასხვა პოლიტიკურ პოლუსებად. უნდა შეწყდეს ხალხის დაყოფა.

ჩვენ სხვა გზით მივდივართ, ჩვენ გაერთიანების გზებს ვეძებთ!

არისტოკრატიული და აბსოლუტური მონარქიის მოთხოვნები მონარქიის პროექტს დაასამარებს.

სამეფო კლუბს აქვს სრულიად განსხვავებული, რეალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვეობის რეალობას, სახელმწიფო ანუ საერთო ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოს მართვის თანამედროვე მექანიზმებს, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპებს, პოლიტკორექტულობას, მოქალაქეთა სრული თანასწორობის, მათ შორის, ღირსებისა და პატივის თანასწორობის იდეას და ყველაზე უმთავრესს, ეროვნული ერთიანობის აუცილებლობას.

ტერმინი „სახალხო მონარქია“ ჩვენი შემოტანილია თანამედროვე საქართველოს სინამდვილეში და აღნიშნავს იმავეს, რასაც კონსტიტუციური მონარქია, საპარლამენტო მონარქია, ოღონდ ფეოდალიზმის ყოველგვარი, თუნდაც სიმბოლური გამოვლინებების გარეშე.

სახალხო მონარქია ნიშნავს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სადაც, მეფე მეფობს, ხოლო ქვეყანას მართავს ხალხი. სახალხო მონარქია არის ხალხისა და ტრადიციული მმართველობა. ეს არის წარსულისა და მომავლის ერთიანობა - ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების რეალიზებისათვის.

სამეფო კლუბის პროექტი გათვლილია მხოლოდამხოლოდ ქვეყნის მარტივად სამართავად და არავითარი, არანაირი კავშირი არ აქვს ფეოდალურ მონარქიასთან, გვაროვნულ იერარქიასთან, ადამიანების დაყოფასთან წარჩინებულებად და არაწარჩინებულებად, დიდებულებად და მდაბიორებად, თავადებად და გლეხებად, კეთილშობილებად და არაკეთილშობილებად, დიდგვაროვნებად და უბრალო გვარების წარმომადგენლებად. არავითარი კავშირი არ აქვს ფეოდალიზმის ნებისმიერ, თუნდაც, სიმბოლურ გამოვლინებასთან.

მეფე ერის, სახელმწიფოს სიმბოლოა, მ

თელი ერის წარმომადგენელია და არა რომელიმე ფენისა.

თანამედროვე ცივილიზაციაში, თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში გვაროვნული იერარქია (წინაპართა დამსახურებით ადამიანის გამორჩევა-დაწინაურება) შეუძლებელია. ხალხი ირჩევს პარლამენტს, პარლამენტი აყალიბებს მთავრობას. მთავრობა დაქირავებულია ხალხის მიერ, სახელმწიფოს სამართავად. პარლამენტის ვადის გასვლის შემდეგ იშლება მთავრობა და ახალი პარლამენტი ირჩევს ახალ მთავრობას. სამთავრობო იერარქია დროებითია. ამგვარად, ძველი, ფეოდალური იერარქიისათვის დამახასიათებელი გვაროვნული ელიტურობა და გამორჩეულობა, თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოს არ სჭირდება. ვინმესთვის ქონების გადაცემაზე და თანხების გამოყოფაზე ხომ საუბარიც გამორიცხულია.

თუ ადრე, ფეოდალურ ხანაში, ქვეყანას და მის კუთხეებს მართავდნენ მეფის მიერ თავად-აზნაურთა წრიდან დანიშნული მოხელეები და არმიაში მეთაურებისა და ოფიცრებისა ფენას შეადგენდნენ მხოლოდ თავად-აზნაურები, დღეს ეს ფუნქცია გადანაწილებულია საქართველოს ყველა მოქალაქეზე. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია არჩეული იყოს რომელიმე არჩევით თანამდებობაზე, ქვეყნის, კუთხის, ქალაქის, სოფლის ხელმძღვანელად და ასევე, ყველა ადამიანს შეუძლია სამხედრო სამსახურში შესვლა და დაწინაურება უმაღლეს სარდლობამდე. ამგვარად, ფეოდალიზმის ეს ფუნქციებიც გაუქმებულია თანამედროვე ევროპულ მონარქისტულ ქვეყნებში.

ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში არსებობს სიმბოლური ან რაიმე ფუნქციის მატარებელი საგვარეულო მემკვიდრეობანი ან წოდებანი. იმ ქვეყნებში, ეს ტრადიცულად იქნა შემონახული, არ გაუუქმებიათ და რეალური ძალაუფლება ამ თანამდებობებს თუ წოდებებს (ტიტულებს) არ აქვს. რეალური განსახვავება სხვა მოქალაქეთაგან, ამ წოდებათა მატარებლებს არ გაჩნიათ. ეს სიმბოლურია.

თუმცა, ქართული მონარქიის შემთხვევაში ესეც გამორიცხულია უკვე, რადგან, ქართულ მონარქიამდე საქართველოს თითოეული მოქალაქე, დღევანდელი რეალობით, მიდის თანაბარი პატივით, თანაბარი ღირსებითა და თანაბარი წოდებით - მ ო ქ ა ლ ა ქ ე. რადგან, 1921 წლის კონსტიტუციით მემკვიდრეული წოდებანი, ტიტულები არა მხოლოდ გაუქმებულია, არამედ აკრძალულია.

დემოკრატიულობის თვალსაზრისით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ზვიად გამსახურდიას მიერ აღდგენილი სახელმწიფოებრიობა სწორი გზით მიდიოდნენ.

რადგან, ფეოდალიზმის იდეოლოგიით, აზნაური (არისტოკრატი) ნიშნავდა თავისუფალს. სხვები კი, ფეოდალიზმის დროს, არ იყვნენ თავისუფალი და დამოკიდებული იყვნენ აზნაურებზე (თავად-აზნაურებზე), ქონებრივად და რაც ყველაზე საშინელია, უფლებრივად. არააზნაურებს არ ჰქონდათ ან შეზღუდული ჰქონდათ თავისუფლების ხარისხი ან დაბალ ფენას მაინც მიეკუთვნებოდნენ.

პოლიტკორექტულობის საუკუნეში ადამიანების წოდებრივი დაყოფა თავად-აზნაურებად და

გლეხებად (თუნდაც გლეხები კი არა მოქალაქეები ან სხვა რამ ეწოდოს), სრულიად წარმოუდგენელია. ზოგიერთ ქვეყანაში, ოფიციალურ დოკუმენტებში აკრძალულია არისტოკრატიული ტიტულების მოხსენიება. ზოგ ქვეყანაში კანონი საერთოდ კრძალავს არისტოკრატიული ტიტულების გამოყენებას, როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ ურთიერთობებში. 

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტკორექტულობის ზოგიერთ მომდევარს ზედმეტი მოსდის, უცხოეთშიც და საქართველოშიც.  

თანამედროვე დემოკრატიული სამყარო მოწყობილია ჰორიზონტალური პრინციპით. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთო დეკლარაციის მიხედვით, ყოველი ადამიანი თანაბარია, მათ შორის ღირსებით. სახელმწიფოს

მხრიდან, კონსტიტუციურად, თავად-აზნაურული ტიტულების დაშვება კი ნიშნავს ადამიანების დაყოფას ღირსებისა და პატივის მიხედვით. საქართველოში არ უნდა არსებობდეს ოფიციალურად, იურიდიულად თავადის, აზნაურის, გრაფის, ჰერცოგის და სხვა არისტოკრატიული ტიტულები. რათა არავითარი მინიშნება არ იყოს ფეოდალიზმის დრონდელ ადამიანთა კასტებად დაყოფის იდეოლოგიასთან და რათა ახალი „თავადის“ ან „აზნაურის“ წოდებებმა გაურკვევლობა არ გამოიწვიოს თავადებისა და აზნაურების შთამომავლებს შორის და, რაც მთავარია, მათთან მიმართებაში.      

ყველა ადამიანს აქვს თანაბარი შანსი დაიკავოს რაიმე თანამდებობა, შეძლოს კარიერული წინსვლა, იყოს არჩეული რომელიმე არჩევით ორგანოში, დამსახურების მიხედვით სახელმწიფოს მიერ გამოცხადდეს რჩეულ, საპატიო, ღვაწლმოსილ, საამაყო პიროვნებად და სხვა.

ყველას უნდა შეეძლოს  მეფისგან (სახელმწიფოსგან), ერის წინაშე დამსახურებისათვის, ჯილდოს - წოდების მიღება, რომელიც არ გადაეცემა მემკვიდრეობით და რომელიც არისტოკრატილი შინაარსის არ იქნება. ტიტული, წოდება, ღირსება უნდა იყოს მხოლოდ პერსონალური.

ასეთი წოდებები, რომელთაც მეფე მიანიჭებს მოქალაქეებს, შეიძლება იყოს, „საქართველოს სამეფოს რაინდი“, „საქართველოს სამეფოს დამსახურებული მანდილოსანი“. შეიძლება შემოვიღოთ, მაგალითად: „ვარგი“, „დიდებული“, „დარბაისელი“ და სხვა.   

თავად-აზნაურთა შთამომავლებს, ჩემი აზრით, აქვთ უფლება, ერთმანეთთან ურთიერთობაში ჰქონდეთ საკუთარი ნორმები. ადამიანებს ვერავინ დაუშლის წინაპრებით სიამაყეს. თუმცა, ოფიციალურად (ოფიციალურ დოკუმენტებში, კონსტიტუციაში, კანონებში, მასობრივ გამოცემებში, სახელმწიფოსთან, საზოგადოებასთან და სხვა პიროვნებებთან ურთიერთობაში და არ უნდა იარსებოს ადამიანთა განმასხვავებელმა წოდებებმა.   

ადამიანთა თანასწორობის პრინციპი, სხვათა შორის, არის ქრისტიანობის ჭეშმარიტი გამოვლენა.

არავითარი ეროვნული ერთიანობა და კონსოლიდაცია არ იქნება, თუკი საზოგადოებას, თუნდაც, სიმბოლურად, წარმოშობის მიხედვით დავყოფთ თავად-აზნაურებად და გლეხებად.

თავად-აზნაურული ტიტულების ოფიციალური და იურიდიული არსებობა, თუნდაც სიმბოლური არსებობა, რომც მოვინდომოთ, არ გამოგვივა. ასეთ რამეს არც საზოგადოება დაუშვებს, რადგან რეფერენდუმი დასჭირდება, რომლის შედეგიც, თავისთავად ცხადია გამორიცხავს ამგვარ რამეს და არც დემოკრატიული სამყარო მოგვიწონებს, რომლის მხარდაჭერა ნამდვილად გვჭირდება სახელმწიფოს მშენებლობისას და ოკუპაციის დაძლევისთვის.  

თანამედროვე საქართველოში ყველა თავისუფალია, ანუ ყველა ა ზ ნ ა უ რ ი ა და უნდა ითქვას, მეტიც, საქართველოში არსებული ყველა გვარი კეთილშობილია. სწორედ, ამ იდოლოგიით უნდა შევუდგეთ ახალი ქართული სახელმწიფოს შენებას.

და კიდევ:

დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო, - 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებისა და 1991 წლის 9 აპრილს, ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტის მიხედვით, - არის 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის სამართალმემკვიდრე ანუ რესპუბლიკა. რაც დამტკიცდა აღნიშულ რეფერენდუმზე, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიერ.

1918 წელს, როცა აღდგა საქართველოს დამოუკიდებელი სახელწიფოებრიობა, საქართველოს თავად-აზნაურობამ თავისი ნებით უარი თქვა არისტოკრატიულ, მემკვდრეულ წოდებაზე და ქონების დიდი ნაწილი გადასცა სახელმწიფოს. იმდროინდელი თავადაზნაურობის მხრ

იდან ეს იყო მამულიშვილური, შეგნებული, სამართლიანი ნაბიჯი. რადგან, საქართველოს მთელი ქონება არის ერის საკუთრება და ის მხოლოდდამხოლოდ ხალხს, სახელმწოფოს ეკუთვნის. ….

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ვცხოვრობთ რესპუბლიკაში, რომელიც დადგანილია სახალხო რეფერენდუმით.

რეფერენდუმის შედეგებს ჩვენ ვერ უგულებელყობთ. ვერაფრისდიდებით. გამორიცხულია.

ახალი რეფერენდუმის დანიშვნა, ჯერ ერთი, შეუძლებელია, რადგან ტეროტორიებია ოკუპირებული; მეორე, ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს და მესამე, რეფერენდუმზე რომ დავაყენოთ არისტოკრატიული ტიტულების, თუნდაც, სიმბოლური აღდგენის საკითხი, ხომ წარმოგიდგენიათ რაც მოხდება? - ჩავარდება კონსტიტუციური მონარქიის იდეა.

მაშ, როგორ შეიძლება მეფობის დადგენა?

მარტივად, თანამედროვე ქართულ სახალხო მონარქიაში დარჩება რესპუბლიკისა და დემოკრატიის ყველა მიღწევა. ხელისუფლების წყარო კვლავ იქნება ხალხი. ყველა თანამდებობა, ყველა პოსტი, რომელიც ახლა არჩევითია, იქნება კვლავ არჩევითი. ჯეიმს მედისონისეული რესპუბლიკის განმარტება რომ გამოვიყენოთ, კანონებს შექმნიან და აღასრულებენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები. ხელუხლებელი იქნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპი: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებად. ფაქტობრივად და რეალურად ეს იქნება ისევ რესპუბლიკა. ეს იქნება რესპუბლიკური მონარქია, ეს იქნება საპარლამენტო მონარქია.

მეტიც, მე ვიტყოდი, საჭიროა მეტად განვავითაროთ რესპუბლიკა და დემოკრატია და მეტი პოსტი, მეტი თანამდებობა გავხადოთ არჩევითი. მათ შორის, მოსამართლეთა ნაწილის, პროკურორთა ნაწილის და ა. შ.

მეფობა კი იქნება თანამდებობა. რომელსაც დაამტკიცებს (აირჩევს) პარლამენტი. მეფის თანამდებობის თანაშემწენი იქნებიან დედოფალი და ტახტის მემკვიდრე, რომლებიც შეასრულებენ სახელმწიფოს მოხელეთა მოვალეობას. ამისთვის მეფე მიიღებს ანაზღაურებას,, როგორც პრეზიდენტი იღებს დღეს. არ იარსებებს არავითარი სამეფო კარი და არავითარი თავად-აზნაურული იერარქია. იქნება მხოლოდ სამეფო კანცელარია (როგორც ახლაა პრეზიდენტის კანცელარია).

სხვათა შორის, მეფის თანამდებობა იქნება გაცილებით იაფი სახელმწიფოსთვის, ვიდრე პრეზიდენტისა.

მეფის მიერ კონსტიტუციის დარღვევისა ან კრიმინალის ჩადენის შემთხვევაში, სხვა, მომდევნო მემკვიდრის სასარგებლოდ მას გადააყენებს უმაღლესი სასამართლო უწყება და პარლამენტი.  

მაშ, თუ რესპუბლიკა რჩება, რაში გვჭირდება მეფის თანამდებობა?

სამეფო კლუბის სახალხო მონარქიის პროექტი არის პერსპექტივის პროექტი. დავაზუსტოთ - პროექტი პერსპექტვისთვის, ქვეყანაში სტაბილურობის მისაღწევად!

მეფის ინსტიტუტი გვჭირდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს პირველი პირი არ იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის მომხრე ან მოწინააღმდეგე, ან ძალიან დიდი ფულის მქონე ადამიანი ან მის მიერ დასმული პოსტზე!

მეფე გვჭირდება იმისათვის, რომ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურებმა სხვადასხვა მაქინაცებით არ მოახდინონ სახელმწიფოს პირველ თანამდებობაზე საკუთარი ღია თუ ფარული კანდიდატის გაყვანა!

მონარქი იმისთვის გვჭირდება, რომ სახელმწიფოს თანამდებობა იყოს ქვეყნის ისტორიული ბრენდი – სახე და მცველი ქვეყნისა!

მეფე გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყნის მეთაურად ითვლებოდეს არა გაქნილი პოლიტიკოსი, არამედ ნეიტრალური პიროვნება!

მეფის თანამდებობა გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს მირონცხებული მეთაური, რომლის ტახტზე ასვლას აკურთხებს საქართველოს მ

ართლმადიდებლური ეკლესია!

მეფის თანამდებობა გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ აღადგინოს რუსეთის იმპერიის მიერ წართმეული სახელმწიფოებრიობის სრული ფორმა!

მეფის თანამდებობა გვჭირდება იმისთვის, რომ დავბრუნდეთ ევროპის უძველესი სახელმწიფოების რიგებში!..

დაბოლოს, თუ საქართველოს სამეფო კლუბის სახალხო, კონსტიტუციური, ჰორიზონტალური, რესპუბლიკური, საპარლამენტო მონარქიის პროექტი განხორციელდება, ეს იქნება მაგალითი სხვა ევროპული ერებისათვისაც, რომელთაც დამპყრობელთა ძალმომრეობის შედეგად დაკარგეს ისტორიულ სამეფო ხელისუფლებანი.

საქართველოს სამეფო კლუბის სახალხო, კონსტიტუციური, ჰორიზონტალური, რესპუბლიკური, საპარლამენტო მონარქიის პროექტი არის ახალი სიტყვა სახელმწიფოებრიობის, კონსერვატიზმისა და დემოკრატიის შერწყმისა და განვითარების საქმეში.

ზოგი ამბობს, იყო წყვეტა და ახლა აღდგენა ძნელიაო...

პასუხი მარტივია: ავტოკეფალიის წყვეტაც გვქონდა და სახელმწიფოებრიობისაც. განა უარი ვთქვით  ავტოკეფალიის აღდგენაზე? ან უარი უნდა გვეთქვა სახელმწიფოებრიობის აღგენაზე?

მით უმეტეს, რესპუბლიკას არ ვცვლით, ფაქტობრივად. ვამარტივებთ მხოლოდ, ვასტაბილურებთ და განვამტკიცებთ! ევროპის ყველაზე განვითარებული ქვეყნების მაგალითს ვიმეორებთ! რაც მთავარია, ვაქართულებთ სახელმწიფოს!

დაბოლოს, ალბათ, გვკითხავენ: ჩვენი აზრით, ვ ი ნ  ი ქ ნ ე ბ ა  მ ე ფ ე?

სამეფო კლუბის პასუხია: ს ა მ ე ფ ო  დ ი ნ ა ს ტ ი ი ს  წ ა რ მ ო მ ა დ გ ე ნ ე ლ ი!

მეფობა მსახურებაა და არა პატივი. დინასტიის წევრობა დიდი მოვალეობაა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა.

ამისთვის აუცილებელია - გული გულისხმიერი!

ყველაზე მთავარი, ყველაზე უუმთავრესი არის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ინტერესები!

ყველაფერი გამოჩნდება!

და კიდევ, განსხვავებით პარტიებისგან და განსხვავებით პოლიტ-ელიტისგან, სამეფო კლუბი საკუთარ პერსონებს კი არ ვთავაზობთ საზოგადოებას, არამედ, სახელმწიფო ინტერესების რეალიზებას!

ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით!


სახალხო, კონსტიტუციური, ჰორიზონტალური ანუ რესპუბლიკური, საპარლამენტო მონარქია

(ვრცელი ვარიანტი)

საზოგადოებაში დაბნეულობაა, ზოგს ჰგონია, თუ საქართველოში აღდგება მონარქია, ის უნდა იყოს აბსოლუტური, მეფობასთან ერთად უნდა აღდგეს არისტოკრატიული (თავად-აზნაურული) ფენა  თავისი ტიტულებით და ფეოდალური იერარქია. თითქოს, თავად-აზნაურებს უნდა გადაეცეთ ქონება, ისინი უნდა არჩინოს ბიუჯეტმა და სხვა. ზოგი თვლის, რომ არისტოკრატიული ტიტულები (წოდებები) უნდა აღდგეს სიმბოლურად. 

პირდაპირ ვიტყვი, აბსოლუტური მონარქიის, არისტოკრატიული ფენის აღდგენის, მათთვის ქონების გადაცემის ან თუნდაც, თავად-აზნაურული ტიტულების სიმბოლურად აღდგენის მოთხოვნა არის სრულიად არარეალური და თუ ამგვარი პროექტი იქნება შეთავაზებული ხალხისთვის, ვერასდროს ვერ აღდგება მონარქია საქართველოში. ქართველი ხალხი არ მისცემს ხმას ქართული საზოგადოების დაყოფას კიდევ ერთი ნიშნით, წინაპართა სოციალური სტატუსის მიხედვით. ქართველი ხალხი, ისედაც დაყოფილია ძალიან მდიდრებად და ღატაკებად და კიდევ მრავალი ნიშნით. უნდა შეწყდეს ხალხის დაყოფა სხვადასვა ნიშნით.

ჩვენ სხვა გზით მივდივართ, ჩვენ გაერთიანების გზას ვეძებთ!

ანუ, არისტოკრატიული და აბსოლუტური მონარქიის მოთხოვნები მონარქიის პროექტს დაასამარებს.

სამეფო კლუბს აქვს სრულიად განსხვავებული, რეალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვეობის რეალობას, სახელმწიფო ანუ საერთო ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოს მართვის თანამედროვე მექანიზმებს, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპებს, პოლიტკორექტულობას, მოქალაქეთა სრული თანასწორობის, მათ შორის, ღირსებისა და პატივის თანასწორობის იდეას და ყველაზე უმთავრესს, ეროვნული ერთიანობის აუცილებლობას.

ტერმინი „სახალხო მონარქია“ ჩვენი შემოტანილია თანამედროვე საქართველოს სინამდვილეში და აღნიშნავს იმავეს, რასაც კონსტიტუციური მონარქია, საპარლამენტო მონარქია, ოღონდ ფეოდალიზმის ყოველგვარი, თუნდაც სიმბოლური გამოვლინებების გარეშე.

სახალხო მონარქია ნიშნავს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სადაც, მეფე მეფობს, ხოლო ქვეყანას მართავს ხალხი. სახალხო მონარქია არის ხალხისა და ტრადიციული მმართველობა. ეს არის წარსულისა და მომავლის ერთიანობა - ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების რეალიზებისათვის.

სამეფო კლუბის თანამედროვე ქართული მონარქიის პროექტი არის თანამედროვე, დემოკრატული, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოებრიობის პროექტი. ის გათვლილია მხოლოდამხოლოდ ქვეყნის მარტივად სამართავად და არავითარი, არანაირი კავშირი არ აქვს  ფეოდალურ მონარქიასთან, გვაროვნულ იერარქიასთან, ადამიანების დაყოფასთან წარჩინებულებად და არაწარჩინებულებად, დიდებულებად და მდაბიორებად, თავადებად და გლეხებად, კეთილშობილებად და არაკეთილშობილებად, დიდგვაროვნებად და უბრალო გვარების წარმომადგენლებად. არავითარი კავშირი არ აქვს ფეოდალიზმის ნებისმიერ, თუნდაც, სიმბოლურ გამოვლინებასთან.

მეფე ერის, სახელმწიფოს სიმბოლოა, მეფე მთელი ერის წარმომადგენელია და არა რომელიმე ფენისა.

ეს პროექტი ჩვენ გვჭირდება სტაბილურობისთვის.

არავითარი საჭიროება თანამედროვე მონარქიას არ აქვს თან ახლდეს თავად-აზნაურობის იურიდიულად და ოფიციალურად არსებობა. ქონების გადაცემაზე და თანხების გამოყოფაზე ხომ საუბარიც გამორიცხულია.

თანამედროვე ცივილიზაციაში, თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში გვაროვნული იერარქია (წინაპართა დამსახურებით ადამიანის გამორჩევა-დაწინაურება) შეუძლებელია. ხალხი ირჩევს პარლამენტს, პარლამენტი აყალიბებს მთავრობას. მთავრობა დაქირავებულია ხალხის მიერ, სახელმწიფოს სამართავად. პარლამენტის ვადის გასვლის შემდეგ იშლება მთავრობა და ახალი პარლამენტი ირჩევს ახალ მთავრობას. სამთავრობი იერარქია დროებითია. ამგვარად, ძველი, ფეოდალური იერარქიისათვის დამახასიათებელი გვაროვნული ელიტურობა და გამორჩეულობა, თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოს არ სჭირდება.

თუ ადრე, ფეოდალურ ხანაში, ქვეყანას და მის კუთხეებს მართავდნენ მეფის მიერ თავად-აზნაურთა წრიდან დანიშნული მოხელეები და არმიაში მეთაურებისა და ოფიცრებისა ფენას შეადგენდნენ მხოლოდ თავად-აზნაურები, დღეს ეს ფუნქცია გადანაწილებულია საქართველოს ყველა მოქალაქეზე. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია არჩეული იყოს რომელიმე არჩევით თანამდებობაზე, ქვეყნის, კუთხის, ქალაქის, სოფლის ხელმძღვანელად და ასევე, ყველა ადამიანს შეუძლია სამხედრო სამსახურში შესვლა და დაწინაურება უმაღლეს სარდლობამდე. ამგვარად, ფეოდალიზმის ეს ფუნქციებიც გაუქმებულია თანამედროვე ევროპულ მონარქისტულ ქვეყნებში.

ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში არსებობს სიმბოლური ან რაიმე ფუნქციის მატარებელი საგვარეულო მემკვიდრეობანი ან წოდებანი. იმ ქვეყნებში, ეს ტრადიცულად იქნა შემონახული და რეალური ძალაუფლება ამ თანამდებობებს თუ წოდე

ბებს (ტიტულებს) არ აქვს. რეალური განსახვავება სხვა მოქალაქეთაგან, ამ წოდებათა (ტიტულთა) მატარებლებს არ გაჩნიათ. ეს სიმბოლურია.

თუმცა, ქართული მონარქიის შემთხვევაში ესეც გამორიცხულია უკვე, რადგან, ქართულ მონარქიამდე საქართველოს თითოეული მოქალაქე, დღევანდელი რეალობით, მიდის თანაბარი პატივით, თანაბარი ღირსებითა და თანაბარი წოდებით - მოქალაქე. რადგან, 1921 წლის კონსტიტუციით მემკვიდრეული წოდებანი, ტიტულები არა მხოლოდ გაუქმებულია, არამედ აკრძალულია.

დემოკრატიულობის თვალსაზრისით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ზვიად გამსახურდიას მიერ აღდგენილი სახელმწიფოებრიობა სწორი გზით მიდიოდნენ.

რადგან, ფეოდალიზმის იდეოლოგიით, აზნაური (არისტოკრატი) ნიშნავდა თავისუფალს. სხვები კი, ფეოდალიზმის დროს, არ იყვნენ თავისუფალი და დამოკიდებული იყვნენ აზნაურებზე (თავად-აზნაურებზე), ქონებრივად და რაც ყველაზე საშინელია, უფლებრივად. არააზნაურებს არ ჰქონდათ ან შეზღუდული ჰქონდათ თავისუფლების ხარისხი ან დაბალ ფენას მაინც მიეკუთვნებოდნენ.

დღეს ტერმინი „გლეხი“ არ წარმოადგენს დაბალი ღირსების სოციალური ფენის აღმნიშვნელ სიტყვას. მაგრამ, თუ იურიდიულად გაცოცხლდება წოდებები: თავადი და აზნაური, ტერმინი გლეხი კვლავ ასოცირებული გახდება დაბალი სოციალური ფენის (თუ წარმოშობის) მქონე ადამიანთან. ასეთ შემთხვევაში, ყველა, ისტორიულად არათავადური და არააზნაური წარმოშობის ადამიანი ფსიქოლოგიურად და ფაქტობრივად, სამართლებრივადაც, გაიგივებული იქნება ნაკლები ღირსების მქონე ადამიანთა ფენასთან.

არისტოკრატთა და არაარისტოკრატთა უფლებრივ-ხარისხობრივი შეპირისპირება საისტორიო წყაროებში (და ცხოვრებაში, ძველად) ასე გამოიხატებოდა: აზნაური - უაზნო, დიდებული - მდაბიორი, შერაცხილი - შეურაცხი, პატივიანი - უპატიო, გვარიანი - უგვარო და ა. შ.

გარდა ქართულისა, აზნაურის შესატყვისი ბერძნულად იყო „კეთილშობილი“, ლათინურად „ცნობილი“, სომხურად „წარჩინებული“, სირიულად - „დიდი სახლის შვილი“. „ხოლო „უაზნოს“ არაკეთილშობილად გააზრებას მხარს უჭერს I კორინთელთას I. 28-ში დამოწმებული „უაზნოს“ შესატყვისი უცხოური ტერმინები: ბერძნულად „არაკეთილშობილი"“ ლათ. „უცნობი“, „არაკეთილშობილი“, სომხური „უტომო“, „არაკეთილშობილი“, სირიულად „მცირე გვარის“ კაცი, „არაკეთილშობილი“ (ტარასი ახალაია, „შერაცხილის სოციალური ისტორია“, საქ. სსრ მეცნ. მაცნე, 1987, 4, გვ. 69). 

ეს ყველაფერი ასოცირდება, სამწუხაროდ, მოვლენებთან, როგორიც არის ერთი ადამიანის (ერთი სოციალური წრის წარმომადგენლის) უფლება სხვა ადამიანის (სხვა სოციალური წრის წარმომადგენლის) ჩაგვრასთან - გაყიდვასთან, გაჩუქებასთან, დასჯასთან...  

მთელი ცივილიზებული მსოფლიო აღიარებს პოლიტკორექტულობის აუცილებლობას. ანუ ნებისმიერი საჯარო გამონათქვამი, გამოსვლა და ქცევა, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა და კონსტიტუციის პრინციპებიც, უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო თანასწორობის აღიარებას, ადამიანთა ცხოვრების ყველა ასპექტში. მიუღებელია ისეთი გამოთქმებიც კი, რომლებიც რაიმე ჩაგვრასთან, დისკრიმინაციასთან ან ადამიანთა სხვადასხვა უფლებრივ ჯგუფებად დაყოფის რაიმე ფორმასთან იყო დაკავშირებული, თუნდაც ოდესღაც (მაგალითად, „მონა“, და გამომდინარე აქედან ტერმინები, „მონათმფლობელი“ „კეთილშობილი“, „არაკეთილშობილი“, „მონათა შთამომავალი“ და სხვა), რათა ადამიანებმა არ აწყენინონ ერთმანეთს.

გლეხი (ყმა) რომ გვიან ფეოდალურ ხანაში, განსაკუთრებით ქართული სახელმწიფოებრიობის და

შლისა და დეგრადაციის, შემდეგ კი გაუქმების მერე, დისკრიმინაციას განიცდიდა, ამას ლაპარაკი არ უნდა.

მართალია, ყველა გლეხი არ ყოფილა ყმა, არათავისუფალი, განსაკუთრებით მთაში, მაგრამ, სოციალური თვალსაზრისით ისინი მაინც არაარისტოკრატიულ, „უაზნოთა“ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდნენ.

პოლიტკორექტულობის საუკუნეში ადამიანების წოდებრივი დაყოფა თავად-აზნაურებად და გლეხებად (თუნდაც გლეხები კი არა მოქალაქეები ან სხვა რამ ეწოდოს), სრულიად წარმოუდგენელია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტკორექტულობის ზოგიერთ მომდევარს ზედმეტიც მოსდის, უცხოეთშიც და საქართველოშიც.

დღევანდელ საქართველოში ყ ვ ე ლ ა  ადამიანი თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ა და არავინ არავისზე პოლიტიკურად და რაც მთავარია, უფლებრივად დამოკიდებული არ არის და არავინ არავისზე არაფრით ნაკლები არ არის. არაფრისდიდებით არ შეიძლება პოლიტკორექულობის დარღვევა და რაიმე არასასიამოვნოს მინიშნება.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთო დეკლარაციის მიხედვით, ყოველი ადამიანი თანაბარია, მათ შორის ღირსებით. სახელმწიფოს მხრიდან, კონსტიტუციურად, თავად-აზნაურული ტიტულების დაშვება კი ნიშნავს ადამიანების დაყოფას ღირსებისა და პატივის მიხედვით.

ზოგიერთ ქვეყანაში, ოფიციალურ დოკუმენტებში აკრძალულია არისტოკრატიული ტიტულების მოხსენიება. ზოგ ქვეყანაში კანონი საერთოდ კრძალავს არისტოკრატიული ტიტულების გამოყენებას, როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ ურთიერთობებში.

ქართველი ხალხი, არც ერთი იდეოლოგიით (მით უმეტეს, კონსტიტუციით, იურიდიულად), არ უნდა დაიყოს თავადებად და გლეხებად, კეთილშობილებად და მდაბიორებად, ცისფერსისხლიანებად და წითელსისხლიანებად, აღმატებული ღირსებისებად და ნაკლები ღირსებისებად.  

თანამედროვე საქართველოში ყველა თავისუფალია, ანუ ყველა აზნაურია და უნდა ითქვას, მეტიც, საქართველოში არსებული ყველა გვარი კეთილშობილია. სწორედ, ამ იდოლოგიით უნდა შევუდგეთ  ახალი ქართული სახელმწიფოს შენებას.

თანამედროვე დემოკრატიული სამყარო მოწყობილია ჰორიზონტალური პრინციპით. ყველა ადამიანი თანაბარია. ყველა ადამიანს აქვს თანაბარი შანსი დაიკავოს რაიმე თანამდებობა, შეძლოს კარიერული წინსვლა, იყოს არჩეული რომელიმე არჩევით ორგანოში, დამსახურების მიხედვით სახელმწიფოს მიერ გამოცხადდეს რჩეულ, საპატიო, ღვაწლმოსილ, საამაყო პიროვნებად და სხვა.

ყველას უნდა შეეძლოს  მეფისგან (სახელმწიფოსგან), ერის წინაშე დამსახურებისათვის, ჯილდოს - წოდების მიღება, რომელიც არ გადაეცემა მემკვიდრეობით (ხაზს ვუსვამ, რომელიც არისტოკრატილი შინაარსის არ იქნება, რადგან თითოეულმა ადამიანმა პირადად უნდა დაიმსახუროს სახელმწიფოსგან ჯილდო და არ უნდა იყოს გამორჩეული წინაპრების დამსახურებით). ტიტული, წოდება, ღირსება უნდა იყოს მხოლოდ პერსონალური.

ასეთი წოდებები, რომელთაც მეფე მიანიჭებს მოქალაქეებს, შეიძლება იყოს, „საქართველოს სამეფოს რაინდი“, ქალებისათვის „საქართველოს სამეფოს დამსახურებული მანდილოსანი“. ასევე, შეიძლება შემოვიღოთ, მაგალითად: „ვარგი“, „დიდებული“, „დარბაისელი“ და სხვა.   

საქართველოში არ უნდა არსებობდეს ოფიციალურად თავადის, აზნაურის და სხვა არისტოკრატიული ტიტულები. რათა არავითარი მინიშნება არ იყოს ფეოდალიზმის დრონდელ ადამიანთა კასტებად დაყოფის იდეოლოგიასთან და რათა ახალი „თავადის“ ან „აზნაურის“ წოდებებმა გაურკვევლობა არ გამოიწვიოს თავადებისა და აზნაურების შთამომავლებს შორის და, რაც მთავარია,

მათთან მიმართებაში.

თავად-აზნაურთა შთამომავლებს, ჩემი აზრით, აქვთ უფლება, პოლიტკორექტულობის ფარგლებში, მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობაში ჰქონდეთ საკუთარი ნორმები, შეიკრიბონ და ა. შ. მაგრამ, როგორც უამრავ დემოკრატიულ ქვეყნებში, ოფიციალურად (ოფიციალურ დოკუმენტებში, კონსტიტუციაში, კანონებში, მასობრივ გამოცემებში, სახელმწიფოსთან, საზოგადოებასთან და სხვა პიროვნებებთან ურთიერთობაში და ა. შ.), არ უნდა იარსებოს ადამიანთა განმასხვავებელმა წოდებებმა.  

თანამედროვე სამყარო ფეოდალური წყობისგან სრულიად განსხვავებულადაა მოწყობილი და თანამედროვე სამყაროს არაფერში არ სჭირდება ადამიანების განსხვავება წინაპრების სოციალური სტატუსის მიხედვით. თანამედროვე სამყარო არ ცნობს ადამიანების დაყოფას რასის, კანის ფერის, სქესის, სარწმუნოების, ფიზიკური მონაცემებისა და წინაპართა სოციალური სტატუსის მიხედვით. ეს ყველაფერი კაცობრიობამ, მადლობა ღმერთს, წარსულში დატოვა. თანამედროვე სამყაროში ადამიანები თანაბარნი არიან დაბადებიდან, მათ შორის, ღირსებითა და პატივით.

ადამიანთა თანასწორობის პრინციპი, სხვათა შორის, არის ქრისტიანობის ჭეშმარიტი გამოვლენა.

თუ ვინმეს ჰგონია, მონარქია რადგან ჰქვია პროექტს, ამიტომ უნდა იყოს თავად-აზნაურობაც, რომელიც მონარქიის დროს იყო ძველად, ცდება. ეს არ არის მართალი, რადგან, ძველ რესპუბლიკებშიც, მაგალითად, რომში, რესპუბლიკა იყო, თუმცა არსებობდა არისტოკრატიაც, რომელიც რომს მართავდა. იყო მონობაც. მონობა და უთანასწორობა იყო სხვა რესპუბლიკებშიც, მაგრამ, თანამედროვე რესპუბუბლიკებმა უარი თქვეს არისტოკრატიაზე, მონათმფლობელობაზე, მაგრამ უარი არ უთქვამთ რესპუბლიკაზე და მაინც არსებობენ რესპუბლიკები, არისტოკრატიისა და მონების გარეშე.

ადამიანები, მიუხედავად წინაპართა სოციალური მდგომარეობისა, არაფრით განსხვავებიან. ამას ამტკიცებს მეცნიერება, ხელოვნება, პოლიტიკა, სამხედრო საქმე და მორალთან დაკავშირებული ისტორიებიც. სავსებით შესაძლებელია ფეოდალიზმის დროისათვის დაბალ ფენად წოდებულთა წარმომადგენელების შთამომავალი იყოს გენიოსი და პირიქით, მაღალი ფენის წარმოადგენელთა შთამომავალი კი ნაკლებად ნიჭიერი. ასევე ერთგული და ორგული, მამაცი და არამამაცი, სამშობლოსათვის თავგანწირული და ეროვნული ნიჰილისტი და სხვა. გმირები და გენიოსები, ან მოღალატეები და უნიჭოები შეიძლება ჰყავდეს ნებისმიერი ფენის შთამომავლობას.

არავითარი ეროვნული ერთიანობა და კონსოლიდაცია არ იქნება, თუკი საზოგადოებას, თუნდაც, სიმბოლურად, წარმოშობის მიხედვით დავყოფთ თავად-აზნაურებად და გლეხებად.

თავად-აზნაურული ტიტულების ოფიციალური და იურიდიული არსებობა, თუნდაც სიმბოლური არსებობა, ადამიანებს წარმოშობის მიხედვით ახარისხებს, რაც მიუღებელია, და რომც მოვინდომოთ, არ გამოგვივა. ასეთ რამეს არც საზოგადოება დაუშვებს, რადგან რეფერენდუმი დასჭირდება, რომლის შედეგიც, თავისთავად ცხადია გამორიცხავს ამგვარ რამეს და არც დემოკრატიული სამყარო მოგვიწონებს, რომლის მხარდაჭერა ნამდვილად გვჭირდება სახელმწიფოს მშენებლობისას და ოკუპაციის დაძლევისთვის.  

რაც მთავარია, რაც ყველაზე უმთავრესია:

დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო, - 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებისა და 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტის მიხედვით, - არის 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის სამართალმემკვიდრე ანუ რესპუბლიკა. რაც დამტკიცდა აღნიშულ რეფერენდუმზე, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობი

ს მიერ.

1918 წელს, როცა აღდგა საქართველოს დამოუკიდებელი სახელწიფოებრიობა, საქართველოს თავად-აზნაურობამ თავისი ნებით უარი თქვა არისტოკრატიულ, მემკვდრეულ წოდებაზე და ქონების დიდი ნაწილი გადასცა სახელმწიფოს. იმდროინდელი თავადაზნაურობის მხრიდან ეს იყო მამულიშვილური, შეგნებული, სამართლიანი ნაბიჯი. რადგან, საქართველოს მთელი ქონება არის ერის საკუთრება და ის მხოლოდდამხოლოდ ხალხს, სახელმწოფოს ეკუთვნის. მისი პირობითი, დროებითი მფლობელი, გასხვისების უფლების გარეშე, სიმბოლურად შეიძლება იყოს მეფე (ანუ სახელმწიფო), რადგან მეფე არის სახელმწიფოს სიმბოლო. ხოლო სათავადოებების, სააზნაუროების და სხვა, იერარქიით მიღებული ქონება იყო დროებით ქონება, დროებითი სარგებლობისთვის, რასაც დროებით გასცემდა მეფე, ხალხის სახელით, სამსახურისათვის, თუმცა, მერე მოხდა მითვისება. ასევე, წოდებანი, რაც თანამდებობისა და ფუნქციის მატარებლობის გამოხატვა გახლდათ, მეფის, ანუ სახელმწიფოს მიერ იყო გაცემული. რაც, ანუ ქონება და წოდება, უკან გამოართვა, ხალხის სასარგებლოდ, სახელმწიფომ, 1918 წელს და დაადასტურა რეფერენდუმმა 1991 წელს.

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ვცხოვრობთ რესპუბლიკაში, რომელიც დადგანილია სახალხო რეფერენდუმით.

რეფერენდუმის შედეგებს ჩვენ ვერ უგულებელყობთ. ვერაფრისდიდებით. გამორიცხულია.

ახალი რეფერენდუმის დანიშვნა, ჯერ ერთი, შეუძლებელია, რადგან ტეროტორიებია ოკუპირებული; მეორე, ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს და მესამე, რეფერენდუმზე რომ დავაყენოთ არისტოკრატიული ტიტულების, თუნდაც, სიმბოლური აღდგენის საკითხი, ხომ წარმოგიდგენიათ რაც მოხდება? - ჩავარდება კონსტიტუციური მონარქიის იდეა.

მაშ, როგორ შეიძლება მეფობის დადგენა?  

მარტივად, თანამედროვე ქართულ სახალხო მონარქიაში დარჩება რესპუბლიკისა და დემოკრატიის ყველა მიღწევა. ხელისუფლების წყარო კვლავ იქნება ხალხი. ყველა თანამდებობა, ყველა პოსტი, რომელიც ახლა არჩევითია, იქნება კვლავ არჩევითი. ჯეიმს მედისონისეული რესპუბლიკის განმარტება რომ გამოვიყენოთ, კანონებს შექმნიან და აღასრულებენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები. ხელუხლებელი იქნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპი: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებად. ფაქტობრივად და რეალურად ეს იქნება ისევ რესპუბლიკა. ეს იქნება რესპუბლიკური მონარქია, ეს იქნება საპარლამენტო მონარქია.

მეფობა კი იქნება თანამდებობა. რომელსაც დაამტკიცებს (აირჩევს) პარლამენტი. მეფის თანამდებობის თანაშემწენი იქნებიან დედოფალი და ტახტის მემკვიდრე, რომლებიც შეასრულებენ სახელმწიფოს მოხელეთა მოვალეობას. ამისთვის მეფე მიიღებს ანაზღაურებას,, როგორც პრეზიდენტი იღებს დღეს. არ იარსებებს არავითარი სამეფო კარი და არავითარი თავად-აზნაურული იერარქია. იქნება მხოლოდ სამეფო კანცელარია (როგორც ახლაა პრეზიდენტის კანცელარია).

სხვათა შორის, მეფის თანამდებობა იქნება გაცილებით იაფი სახელმწიფოსთვის, ვიდრე პრეზიდენტისა.

მეფის მიერ კონსტიტუციის დარღვევისა ან კრიმინალის ჩადენის შემთხვევაში, სხვა, მომდევნო მემკვიდრის სასარგებლოდ მას გადააყენებს უმაღლესი სასამართლო უწყება და პარლამენტი.  

 

მაშ, თუ რესპუბლიკა რჩება, რაში გვჭირდება მეფის თანამდებობა?

 

სამეფო კლუბის სახალხო მონარქიის პროექტი არის პერსპექტივის პროექტი. დავაზუსტოთ - პროექტი პერსპექტვისთვის ქვეყანაში სტაბილურობის მისაღწევად!

მეფის ინსტიტუტი გვჭირდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს პირველი

პირი არ იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის მომხრე ან მოწინააღმდეგე, ან ძალიან დიდი ფულის მქონე ადამიანი ან მის მიერ დასმული პოსტზე!

მეფე გვჭირდება იმისათვის, რომ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურებმა სხვადასხვა მაქინაცებით არ მოახდინონ სახელმწიფოს პირველ თანამდებობაზე საკუთარი ღია თუ ფარული კანდიდატის გაყვანა!

მონარქი იმისთვის გვჭირდება, რომ სახელმწიფოს პირველი პირი იყოს ქვეყნის ისტორიული ბრენდი – სახე და მცველი ქვეყნისა!

მეფე გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყნის მეთაურად ითვლებოდეს არა გაქნილი პოლიტიკოსი, არამედ ნეიტრალური პიროვნება!

მეფის თანამდებობა გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს მირონცხებული მეთაური, რომლის ტახტზე ასვლას აკურთხებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია!

მეფის თანამდებობა გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ აღადგინოს რუსეთის იმპერიის მიერ წართმეული სახელმწიფოებრიობის სრული ფორმა!

მეფის თანამდებობა გვჭირდება იმისთვის, რომ დავბრუნდეთ ევროპის უძველესი სახელმწიფოების რიგებში!..

დაბოლოს, თუ საქართველოს სამეფო კლუბის სახალხო, კონსტიტუციური, ჰორიზონტალური, რესპუბლიკური, საპარლამენტო მონარქიის პროექტი განხორციელდება, ეს იქნება მაგალითი სხვა ევროპული ერებისათვისაც, რომელთაც დამპყრობელთა ძალმომრეობის შედეგად დაკარგეს ისტორიულ სამეფო ხელისუფლებანი.

საქართველოს სამეფო კლუბის სახალხო სახალხო, კონსტიტუციური, ჰორიზონტალური, რესპუბლიკური, საპარლამენტო მონარქიის პროექტი არის ახალი სიტყვა სახელმწიფოებრიობის, კონსერვატიზმისა და დემოკრატიის შერწყმისა და განვითარების საქმეში.

 

ზოგი ამბობს, იყო წყვეტა და ახლა აღდგენა ძნელიაო...

 

პასუხი მარტივია: ავტოკეფალიის წყვეტაც გვქონდა და სახელმწიფოებრიობისაც. განა უარი ვთქვით  ავტოკეფალიის აღდგენაზე? ან უარი უნდა გვეთქვა სახელმწიფოებრიობის აღგენაზე?

მით უმეტეს, რესპუბლიკას არ ვცვლით, ფაქტობრივად. ვამარტივებთ მხოლოდ, ვასტაბილურებთ და განვამტკიცებთ! ევროპის ყველაზე განვითარებული ქვეყნების მაგალითს ვიმეორებთ! რაც მთავარია, ვაქართულებთ სახელმწიფოს!

 

დაბოლოს, ალბათ, გვკითხავენ: ჩვენი აზრით, ვ ი ნ  ი ქ ნ ე ბ ა  მ ე ფ ე?

 

სამეფო კლუბის პასუხია: ს ა მ ე ფ ო  დ ი ნ ა ს ტ ი ი ს  წ ა რ მ ო მ ა დ გ ე ნ ე ლ ი!

მეფობა მსახურებაა და არა პატივი. დინასტიის წევრობა დიდი მოვალეობაა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა.

ამისთვის აუცილებელია - გული გულისხმიერი!

ყველაზე მთავარი, ყველაზე უუმთავრესი არის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ინტერესები!

ყველაფერი გამოჩნდება!

და კიდევ, განსხვავებით პარტიებისგან და განსხვავებით პოლიტ-ელიტისგან, სამეფო კლუბი საკუთარ პერსონებს კი არ ვთავაზობთ საზოგადოებას, არამედ, სახელმწიფო ინტერესების რეალიზებას!

ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით!

 

სამეფო კლუბის სპიკერი                                       გაიოზ მამალაძე

 

2019 წლის 3 ივნისი, სამეფო კლუბის კონფერენცია: „სახალხო მონარქია - ევროპული არჩევანი“


მამული, ენა, სარწმუნოება

იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი
30 (12.02) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპისა და მის თანა წამებულთა კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა (III)
ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
gaq