საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

სჯობს - მეფე! მეფე! ვიძახოთ (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის" (2007)
გაიოზ (გია) მამალაძე
ეს წერილი დაიწერა სააკაშვილის პოპულარობისას. მიშა-მიშას მოჰყვა სხვა შეძახილები, ბოლოს კი - ბიძინა-ბიძინა. ასე რომ, საქმის არსი არ შეცვლილა. აქ არაა მოწოდება ვინმეს გაკერპებისა, ეს არის დასკვნა.
გია მამალაძე      
               
              სჯობს - მეფე! მეფე! ვიძახოთ (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007) 
                                                               "ცუდი მეფე გერჩივნოთ კარგ პრეზიდენტს".                                                                                                                                    მამა გაბრიელი 
                          &nb
გაიოზ მამალაძის წიგნი "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის" (2007). არის საჯაროში
sp;არაერთი წელი ქართველი ხალხის დიდი ნაწილი გაიძახოდა - ზვიადი! ზვიადი! ეს იყო მისალმება ეროვნული მოძრაობის ლიდერისა და ქვეყნის პრეზიდენტისადმი, მერე ამ შეძახილმა შეიძინა იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიური დატვირთვა და იქცა ეროვნულობისა და ერთგულების გამოხატულებად.  

   ზვიადი! ზვიადის! შეძახილს ჰქონდა ობიექტური მიზეზი. ზვიად გამსახურდია, ქართული ლიტერატურის კლასიკოსის ოჯახში  აღზრდილი, სამშობლოსათვის თავდადებული და ნატანჯი კაცი იყო, რომლის მოღვაწეობამ მეგობართან, მერაბ კოსტავასთან ერთად, განსაკუთრებული ხასიათი მისცა ქართულ ეროვნულ მოძრაობას.  
 
   ქართველი ხალხის დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ გამარჯვებანი, რომელთაც მიაღწია: არჩევნების მოგება ეროვნული მოძრაობის მიერ, რეფერენდუმში საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის გამარჯვება, 1991 წლის 9 აპრილს რუსეთისადმი შურისძიება - დამოუკიდებლობის გამოცხადება, დიდწილად იყო  ზვიად გამსახურდიას დამსახურება. ამიტომ სიყვარული გამოხატა ასეთი ფორმით. 

   ქართველი ხალხი, არცთუ უსაფუძვლოდ, დიდ როლს ანიჭებდა ეროვნულ მოძრაობაში და შემდეგ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება-აღდგენაში პიროვნების როლს. პიროვნებანი თავიანთი ტიტანური ნებით ქმნიან ეპოქებს. პიროვნებანი დაიმსახურებენ ხოლმე ერის მამის ტიტულს. ერს ლიდერი სჭირდება, არა იმიტომ, რომ ხალხი ბრბოა, არამედ იმიტომ, რომ ლიდერის გარეშე არ ა
სამეფო კლუბის გერბი
რსებობს გამარჯვება. 

   ქართველი ერი აღმოჩნდა მითოსური განწყობის, რომელმაც მითოლოგიზირება მოახდინა თავისი ცხოვრების ეპიზოდებისა მეოცე საუკუნის დასასრულს. ამას აქვს ობიექტური მიზეზები და სულაც არ არის დასაძრახი. ვგულისხმობთ დიდი ხნის მანძილზე ქართველთა ერთი ნაწილის რწმენას, ზვიადი ცოცხალია, დაბრუნდება და გაგვამარჯვებინებსო. ამ რწმენაში კარგად ჩანს ჩვენი ხალხის საკრალური ხასიათი. 

   მითები ისეთი დიადი ხალხების წიაღში იშვა, როგორიც იყვნენ შუმერები, ეგვიპტელები, ძველი ბერძნები, ძველი ებრაელები, ძველი ქართველები და სხვა. ყოველი მითი გალამაზებული სინამდვილეა და რაიმე სიბრძნეს (სიბრძნეებს) ატარებს. ზვიადის სიცოცხლის რწმენა ერის მამის არსებობის სურვილს გამოხატავს გაუცნობიერებლად გადმოცემულს, ქცეულს მითად.

    ნახევარ საუკუნეზე მეტია, ქართველთა ერთი დიდი ნაწილი სტალინის სიყვარულითაა განმსჭვალული. გარდა ქართველებისა, სხვა ეროვნების შვილებიც დიდის თავგარწირვით ეწირებოდნენ სტალინის სახელით "სამართლიანობისათვის ბრძოლის იდეას". ბოლშევიკებმა კარგად იცოდნენ ხალხის მითოსური ხასიათი და თავიანთი ლიდერები გმირობის, ერის მამობის, თავდადებულობის და ა.შ. შარავანდედით შემოსეს.

    განსაკუთრებული სიყვარულით სტალინი საქართველოში უყვარდათ. არცაა გასაკვირი, ქართველები მასში საამაყო ობიექტს ხედავდნენ, ქართველი ერის საქვეყნოდ სახელ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ის განმთქმელს, ყველა სარდალზე ნიჭიერს, მსოფლიოს უდიდეს ადამიანს, ზეკაცს. 

სტალინისტობა ერთგვარად ნაციონალიზმის გამოვლინებაც კი იყო. სტალინის ფენომენით ქართველი კაცი მთელ მსოფლიოს თავისი "მამის", ლიდერის და შესაბამისად საკუთარი თავის უპირატესობას უმტკიცებდა.

    როსტომ ჩხეიძის თქმით, ამით ქართველებს დაკარგული დიდი ქალდეა ენატრებოდათ.      ხრუშოვის მიერ სტალინისა და მისი კულტის დაგმობა, ქართველებმა ეროვნულ დისკრიმინაციად, ეროვნული ლიდერის, "მამის" შეურაცხყოფად მიიღეს და კინაღამ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გადაიზარდა საპროტესტო გამოსვლები. რომ არა სისხლიანი 9 მარტი, ასეც იქნებოდა, ალბათ. ამიტომაც იჩქარა და ისასტიკა რუსულმა იმპერიამ. 

    შევარდნაძის დროს გაწამებულ ხალხში ხშირად გაიგონებდით, "ეგ თუ არა, მაშ ვინ". ხალხი ისევ ლიდერს, მამას, გადამრჩენელს ეძებდა. თავისი როლი მას ქვეყნის გადარჩენის საქმეში ნაკლებად წარმოედგინა. არც აქტიურობდა. მისი ნაწილი მხოლოდ მაშინ გამოვიდა ქუჩაში, როცა უსაფრთხოების გარანტიები იგრძნო უცხოეთიდან და ისიც ელექტრონული მედიის ფსიქოლოგიური შტურმის შედეგად.

    დღეს ქართველთა ერთი ნაწილი გაიძახის - მიშა! მიშა!. ამ ნაწილისათვის ახლანდელი პრეზიდენტი შევარდნაძისა და აბაშიძის დამამარცხებელი გმირის მანტიითაა მოსილი. მასში ისინი ხედავენ გამათავისუფლებელს შევარდნაძისაგან, ქვეყნ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ის აღმშენებელს და რაც მთავარია, გადამრჩენელს და ა. შ.

    ქართველი ხალხის მენტალიტეტი ასეთი ყოფილა. იგი არაკოლექტიურია, არადისციპლინირებულია, ინდივიდუალისტურია და ლიდერი სჭირდება, რათა წარმატებებს მიაღწიოს. თუ გამოჩნდა ვინმე, ყველა დადებით თვისებებს მას მიაწერს, რაც კი არსებობს დედამიწაზე და მის შეცდომებს არაფრად ჩააგდებს, დაივიწყებს, "ასე იყოო საჭირო" - იტყვის.

ვაკვირდები რა ჩვენი ხალხის ამგვარ ხასიათს, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მას მეფე სჭირდება. ადამიანი, რომელიც იმთავითვე ერის ლიდერად, `ერის მამად~ არის მოვლენილი განგების მიერ.

    მართლმადიდებლური იდეოლოგიის მიხედვით ქვეყანას სჭირდება ორი ხელისუფლების სიმფონია - საერო და სასულიერო ხელისუფლებებისა. იმიტომ, რომ ადამიანებს მარტო პატრიარქი არ აკმაყოფილებთ, მათ საერო `ერის მამაც~ სჭირდებათ, სარდალი და დამცველი. 

   ამ აზრში არა მარტო უბრალო ხალხის ხასიათია გათვალისწინებული, არამედ ქვეყნიერების საკრალური წყობაც, რომელიც ხალხთა ფსიქოლოგიაში ვლინდება.

    დასკვნა ერთადერთი შეიძლება იყოს, დღეს შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მომავალი ჩემს სიმართლეს დაამტკიცებს. ქართველები იმიტომ ეძებენ ხან სტალინს, ხან ზვიადს და ხან მიშას, რომ მათ ჯერ ვერ გაუცნობიერებიათ -მეფე სჭირდებათ.

    მაშ სჯობს - მეფე! მეფე! ვიძახოთ.     
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
;                 

მამული, ენა, სარწმუნოება

წამებული ქრისტეს სასძლოები – კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი, პალესტინის კესარიაში წამებულნი (IV)
20 ივნისს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: კალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა, რომელნიც პალესტინის კესარიაში ეწამნენ. წმიდა მოწამენი პალესტინის კესარიაში ცხოვრობდნენ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. ქრისტეს სწავლებასთან ზიარებისა და ნათლისღების შემდეგ ისინი განმარტოებულ ადგილას დასახლდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
gaq