საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

,,გარდამოხსნა“
ლელა ჩხარტიშვილი

საქართველოში ძველი დროიდანვე არსებობდა საერო და საეკლესიო დანიშნულების ნაქარგი ნივთები _ ტანსაცმელი, საშინაო-საყოფაცხოვრებო საგნები, ქართული ქსოვილები. მათი სიუხვე და სიმდიდრე წერილობითი წყაროებით დასტურდება, მაგრამ მათ უმეტესობას დღემდე არ მოუღწევია: ზოგმა დროს ვერ გაუძლო, ზოგი შემოსევებისა და ქვეყნის ძარცვის დროს დაიღუპა.

შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდში დაცული დიდი მხატვრული ღირებულების ქართულ ნაქარგობათა ნიმუშებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ,,გარდამოხსნათა“ მრავალფეროვან კოლექციას. ,,გარსმოხსნები“ სხვა საეკლესიო დანიშნულების ნივთებისაგან განსხვავდებიან იმ თვალსაზრისითაც, რომ მათ ზედაპირზე ამოქარგული გამოსახულება ორნამენტებს ან ცალკეულ ფიგურას კი არ შეიცავს, არამედ მრავალფიგურიან სიუჟეტურ კომპოზიციას, რომელიც დაკავშირებულია საუკუნეების მანძილზე შემუშავებულ და დაკანონებულ ქრისტიანულ იკონოგრაფიასთან.

,,გარდამოხსნას“ ყველა ეკლესიაში გამოყოფილი აქვს თავისი განსაკუთრებული ადგილი. მაგალითად, სვეტიცხოვლის ტაძარში იგი მცირე ზომის ეკლესიის მაგვარ ნიშაშია დაბრძანებული.

ამ საკითხს საგანგებოდ იკვლევს შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის ასოცირებული პროფესორი - ქალბატონი მზისთვალა კეცხოველი.

– ,,გარდამოხსნა“ (ბერძნულად ,,ეპიტაფიოს“, რუსულად _ ,,პლაშჩანიცა“) ჰქვია საეკლესიო ნივთს _ არდაგს, რომელსაც მართლმადიდებელ ეკლესიაში წითელი პარასკევისა და დიდი შაბათის ღვთისმსახურების დროს გამოაბრძანებენ ხოლმე. იგი გამოხატავს იმ ტილოს (,,არდაგს“, ,,არმენაკსა წმიდასა“), რომლითაც, ოთხივე სახარების თანახმად, გარდამოხსნილი ქრისტე ,,წარგრაგნა“ იოსებ არიმათიელმა ,,საფლავის დადების წინ“ (,,ვითარცა ჩვეულება არს ურიათა დაფლვისა“). იოანეს სახარებაში ,,წარგრაგნის“ მონაწილედ მოხსენიებულია ნიკოდიმოსი. ამ არდაგზე გამოსახულია ჯვრიდან გარდამოხსნილი, მიწაზე ან სარეცელზე დასვენებული გარდაცვლილი ქრისტე, რომელიც, ჩვეულებრივ, ანგელოზებითა და მტირალი მახლობლებითაა გარშემორტყმული (ასე რომ, სახელწოდება ,,გარდამოხსნა“ გამოსახულ სიუჟეტს ზუსტად არ შეესაბამება, რამდენადაც აქ ქრისტეს დატირებაა და არა თვით ჯვრიდან ჩამოხსნის მომენტი). როგორც მთავარი კომპოზიცია, ისევე დამატებითი ნაწილებიც, სხვადასხვა ეგზემპლარზე საგრძნობლად განსხვავებულ ვარიანტებს გვაძლევს და დროთა განმავლობაშიც გარკვეულ ცვლილებებს განიცდის.

როგორი ისტორია აქვს ,,გარდამოხსნას“?

– წმინდა არდაგმა, რომელშიც გარდაცვლილი მაცხოვარი იყო გახვეული, ადრევე დაიმკვიდრა ადგილი ეკლესიის, კერძოდ, წმინდა ტრაპეზის სიმბოლიკაში. ამ არდაგის სიმბოლოდ წერილობითი წყაროების მოწმობით თავდაპირველად ის ტილო იყო მიჩნეული, რომლითაც წმინდა ტრაპეზს ჰფარავდნენ ევქარისტიის შესასრულებლად. ეს ტილო, ილიტონად წოდებული, როგორც ჩანს, სავსებით მარტივი, ყოველგვარ გამოსახულებას მოკლებული ყოფილა. ღვთისმსახურებისა და წმინდა ტრაპეზის სიმბოლიკის განვითარებასთან ერთად, როცა ტრაპეზზე ილიტონის გარდა ახალი საბურველებიც გაჩნდა, სხვადასხვა საგანთა სიმბოლურ ინტერპრეტაციაში გარკვეული ცვლილებები მოხდა: პატრიარქ გერმანეს თანახმად, ქრისტეს არდაგის განმასახიერებელი უკვე ფეშხუმის საბურველი უნდა ყოფილიყო, ხოლო სვიმეონ თესალონიკელი (მე-15 ს.) ამავე მნიშვნელობას ბარძიმ-ფეშხუმის საერთო საბურველს, ე.წ. ,,დაფარნას“, ანუ ,,პერექელს“ ანიჭებდა. ამგვარი გაგება დიდი ხნით იკიდებს ფეხს და ,,გარდამოხსნის“ წინა ისტორიაც თავის მეორე სტადიაში გადადის: ქრისტეს არდაგის სიმბოლურ გამომსახველად ახლა უკვე დაფარნაა მიჩნეული. ამ დროიდანვე იწყება არდაგის გარეგნული სახის განვითარებაც: იგი მარტივ, მოურთავ ტილოს კი აღარ წარმოადგენს, არამედ გარკვეული, ამოქარგული კომპოზიციითაა აღჭურვილი. შემდეგდროინდელ ,,გარდამოხსნათა“ ზოგიერთი გამოსახულების გაგებაც, როგორც ჩანს, მხოლოდ ,,დაფარნის სტადიის“ გათვალისწინებითაა შესაძლებელი. ადრეული პერიოდის მონუმენტური ქარგულობით მორთული ,,დაფარნა“ და გარდამოხსნა ურთიერთდაკავშირებული იყო არა მარტო როგორც საეკლესიო დანიშნულების საღვთისმსახურო ნივთი, არამედ მასზე გამოსახული იკონოგრაფიული პროგრამითაც.

სხვადასხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში შექმნილი ნივთები ამტკიცებენ, რომ ,,დაფარნა“ და ,,გარდამოხსნა“ ადრე დიდად არ განირჩეოდა ერთმანეთისგან როგორც ზომით, ისე მასზე შესრულებული სცენით (ქრისტეს დატირების გამომსახველი სცენა). როდის და როგორ მოხდა მათი გამიჯვნა?

– ,,გარდამოხსნისა“ და ,,დაფარნის“ სამშობლო ბიზანტიაა. მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა შედარებით გვიანდელი ამბავია. ,,გარდამოხსნის“ გამოსვენების ცერემონიალი, როგორც ჩანს, მე-17 საუკუნიდან ჩნდება კონსტანტინოპოლში და იქედან ვრცელდება სხვა ქვეყნებშიც. რუსეთში, მაგალითად, თვით ,,გარდამოხსნის“ აღმნიშვნელი ტერმინი _ ,,პლაშჩანიცა“ მხოლოდ ამ დროს ჩნდება ტიპიკონებშიც. იმ დროიდან იჭერს ადგილს ,,გარდამოხსნის“ გამოსვენების აღწერაც.

საქართველოში, წერილობით ძეგლებში, ,,გარდამოხსნა“ კიდევ უფრო გვიან გვხვდება, პირველად მასთან დაკავშირებული ცერემონიალი იხსენიება მხოლოდ იმ ტიპიკონებში, რომლებიც მე-18 საუკუნეშია რედაქტირებული რუსული ტიპიკონების მიხედვით.

როდიდან დაიწყეს ,,გარდამოხსნის“ მორთვა ქრისტეს დატირების (,,კუბოთდების“) კომპოზიციით?

– ვახტანგ ბერიძის აზრით, ეს უნდა მომხდარიყო არა უადრეს მე-12-13 საუკუნეებისა. ბიზანტიიდან ეს ჩვეულება სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებშიც გავრცელდა _ სერბეთში, მოლდავია-ვლახეთსა და რუსეთში. უძველეს გადარჩენილ ნიმუშს (ანდრონიკე პალეოლოგის ,,გარდამოხსნა“ ოხრიდის წმიდა კლიმენტის ეკლესიიდან) მე-14 საუკუნის დასაწყისით ათარიღებენ. იმ დროიდან მოყოლებული უკვე ბევრი ძეგლი გვაქვს მე15-16-17-18 საუკუნეებისა. საქართველოში ,,გარდამოხსნა“ ადრევე უნდა იყოს შემოსული. ყოველ შემთხვევაში მე-15 საუკუნიდან უკვე დასტურდება მისი არსებობა (სავსებით შესაძლებელია, რომ პირველი ნიმუშები წინა საუკუნესაც კი ეკუთვნოდა). უეჭველია, რომ დღემდე ოდესღაც არსებულის მხოლოდ მცირედმა ნაწილმა მოაღწია. საგრძნობი ნაწილი კი დაიღუპა იმ არაერთგზისი შემოსევის დროს, როცა სოფლებისა და მოსახლეობის დარბევასთან ერთად ირბეოდა და იძარცვებოდა ჩვენი ეკლესია-მონასტრებიც.

გადარჩენილთაგან ყველაზე ძველი ქართული ,,გარდამოხსნა“ რომელი საუკუნით თარიღდება და როგორ გადარჩა იგი?

– გიორგი მე-8-ს გარდამოხსნა, რომელიც 1446-1466 წლებით თარიღდება, არის ყველაზე ძველი, რაც კი შემორჩა საქართველოში. ეს ,,გარდამოხსნა“ შაჰ-აბასმა სვეტიცხოვლის დარბევის შემდეგ ხელში ჩაიგდო და ცხენზე გადასაფარებლად გამოიყენა, მაგრამ ირანში ამ დროს ჭირი გაჩნდა. შაჰმა ეს უბედურება ღვთის რისხვად მიიჩნია და ,,გარდამოხსნა“ ზარ-ზეიმით ისევ სვეტიცხოველს დაუბრუნა. ამიტომაც გადარჩა იგი. ამ გარდამოხსნაზე სიტყვა ,,გარდამოხსნა“ მოხსენიებული არ არის. ჩვენს ხელთ არსებული მასალის მიხედვით, პირველად ეს სიტყვა ჩნდება მე-16 საუკუნეში ბაგრატ მეფის ,,გარდამოხსნაზე“, რომელიც მან განაახლა (იგი 1510-1565 წლებით თარიღდება). არის ვარაუდი, რომ იგი უფრო ადრეულია, მე-13 საუკუნისააა, შემდეგ კი ბაგრატ მეფემ განაახლა. მასზე გამოსახული არიან ღვთისმშობელი, რომელიც მაცხოვრის თავთან დგას და იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც მაცხოვრის ფეხებთან დგას. ისეთი ფერადოვნებით გამოირჩევა ეს ნაქარგობა,  რომ მინანქრისაგან გაკეთებული გეგონებათ.

მუზეუმში დაცულ ,,გარდამოხსნათა“ მრავალფეროვანი კოლექციიდან, მაინც რომელი იპყრობს განსაკუთრებულ ყურადღებას?

– ვახტანგ ბერიძემ ,,გარდამოხსნები“ რამდენიმე ჯგუფად დაყო. ერთ–ერთ ჯგუფს მან უწოდა გიორგი მე-8-ის ,,გარდამოხსნათა“ ჯგუფი. მასში შედის მარიამ დედოფლისეული მე-17 საუკუნის, თეიმურაზ მუხრან-ბატონისა და მისი მეუღლის _ ქეთევან ორბელიშვილის (მე-16 ს.) ზილფიჯანის... ,,გარდამოხსნები“. აქ მოცემულია თითქმის სულ ერთნაირი გამოსახულებები. გვაქვს ,,გარამოხსნა“, სადაც შემკვეთი მარიამ დედოფალია ამოქარგული მარჯვენა კუთხეში. საერთოდ, ქართული ნაქარგობის ნიმუშებზე ქტიტორები და შემკვეთები არ გამოისახებოდნენ. არის ასევე თამარისეული ,,გარდამოხსნა“, რომელიც ზუსტი ასლია მარიამ დედოფლისეული ,,გარდამოხსნისა“. აქაც მარჯვენა მხარეს არის გამოსახული მუხმოყრილი თამარი (ერისთავის ქალი, მუხრან-ბატონის მეუღლე). აქ ყველა ,,გარდამოხსნაზე“ თავსა და ბოლოში გამოსახულია ანგელოზები, უკან _ მოტირალი დედები და წმინდანები, ქვევით _ ქრისტეს საფლავი _ ოთხი დარაჯი, მენელსაცხებლე დედები და ანგელოზი, რომელიც საფლავის ქვაზე ზის. ზემოთ კი _ ქრისტეს ამაღლების სცენაა გამოსახული.

საერთოდ, ,,გარდამოხსნებზე“ სხვა საეკლესიო დანიშნულების ნივთებისაგან განსხვავებით, ყოველთვის ფიგურებია გამოსახული (მაგალითად, მე-18 საუკუნიდან ხდება უკვე ,,დაფარნების“ მცენარეული ორნამენტებით მორთვა, რონელშიც ღრმა იკონოგრაფიული პროგრამაა ჩადებული). ქართული ,,გარდამოხსნისთვის“, განსხვავებით სხვა ქვეყნებისა დამახასიათებელია ქრისტეს აღდგომისა და ამაღლების სცენების გამოსახვაც.

,,გარდამოხსნებს“ ძირითადად ვინ სწირავს ეკლესია-მონასტრებს?

– ,,გარდამოხსნათა“ შეწირვა ჩვეულებად ჰქონდათ მეფე-დედოფლებს, დიდებულებს თავისი ,,ცოდვილი სულის საოხად“, ან ,,ორსავე შიგან ცხოვრებასა წარმართებისათვის“, ან ,,ძეთა და ასულთა აღსაზრდელად“. ზოგჯერ, ნაკლებად შეძლებულნიც ცდილობენ საკუთარი ხელით შეკერილ-მოქარგულის მიძღვნას ეკლესიისათვის. ქართველ მეფეებს საზღვარგარეთის ქართულ მონასტრებშიც მიჰქონდათ საეკლესიო ნივთები შესაწირად: იერუსალიმში, სინას მთაზე...

არსებობდა ასეთი წესი: როდესაც საეკლესიო ნივთი დაძველდებოდა, ის უნდა ჩამოეწერათ. რადგან ღვთისმსახური აუცილებლად უნდა გამოსულიყო საზეიმო ვითარებაში ახალი ლამაზი სამოსით და საეკლესიო ატრიბუტიკით. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ძველი და დაჭრილი საეკლესიო ნაქარგობის ნიმუში ახალი ნაქარგობითაა აღდგენილი.

დღეს რამდენად ხდება ამ დარგის განვითარება და აღორძინება?

– შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების განყოფილებაში ხშირად მოდიან ნაქარგობით დაინტერესებული ადამიანები, სასულიერო და საერო პირები. ჩვენ მათ ვაძლევთ ყველა საეკლესიო ნივთის (,,დაფარნების“, ,,ოლარების“, ,,ომოფორების“, ,,გარდამოხსნების“, ,,ენქერების“, ,,საბუხრეების“...) გამოსახულებას. საპატრიარქოსთან არსებობს სამქარგველო განყოფილება, რომელსაც ქარგვის ოსტატი _ ქალბატონი ეთერ უროტაძე ხელმძღვანელობს. ჩვენ მათ იდეურ ხელმძღვანელობას, კონსულტაციას ვუწევთ. დანაწილებული გვაქვს სფეროები: ქალბატონი გულიკო ბარათაშვილი ,,დაფარნებს“ იკვლევს, ქალბატონი იზოლდა მელიქიშვილი _ სამღვდელო შესამოსელს, ქალბატონი ეთერ სულხანიშვილი _ ,,ენქერებს“.

მქარგველობითი საქმიანობა დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენთან მოაქვთ ,,დაფარნათა“ და ,,გარდამოხსნათა“ ახალი კომპლექტები. ყველა ეპოქას თავისი დამახასიათებელი ნიშანი აქვს. მაგრამ დღეს ჯერ-ჯერობით მოქარგვა ხდება ისევ და ისევ ძველი ნიმუშების მიხედვით.


უბრძანებია მეფე გიორგის...

უბრძანებია მეფე გიორგის ჩვენი მხსნელისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს ,,საფლავად დადების'' შემზადება... უბრძანებია და დალოდებია... აი, მოართვეს კიდეც. თვალი შეავლო თუ არა ქრისტიანმა მეფემ ,,გარდამოხსნას'', გული შეეკუმშა... ,,მწუხარე საკრებულოა, სევდიანი სანახაობაა''... არდაგზე გულხელდაკრეფილი მაცხოვარი დაუსვენებიათ, გრძელსამოსიანი მთავარანგელოზების სამწერობლებით ხელში თავ-ფეხთან უდგანან. ტკივილისაგან გულდასერილი დედები მწუხარედ ირწევიან, ღვთისმშობელს თვალზე ცრემლი არ უშრება. მაცხოვრის უსაყვარლესი მოწაფე, იოანე, გულდათუთქული ჩამუხლულა მოძღვრის ფეხებთან. ,,მშვენიერი'' იოსებიც აქვეა, არდაგით აღჭურვილი, მიცვალებულის ,,წასაგრაგნად'' განმზადებული. ყველა მწუხარეა, ყველა მგლოვიარეა. ამაზე დიდი გლოვა აღარ არსებობს...

მაგრამ აქვეა ქრისტეს აღდგომა და ამაღლება, მენელსაცხებლე დედებიც აქვე არიან... ყველაფერს კი ტახტზე დიდებით მჯდომარე ქრისტე აგვირგვინებს. ფერები? ფონი მუქი ლურჯი სახეებიანი აბრეშუმია, ბევრი ოქრო... სხვა ფერებიცაა – ღვინისფერი, სოსანი, აბრეშუმი, ხორცისფერი... და მიაქვს რწმენითა და რუდუნებით აღსავსე ქველმოქმედ გვირგვინოსან მეფეს ეს ძვირფასი შესაწირავი სვეტიცხოვლისაკენ, თან ლოცვასა და ვედრებას ატანს – შემინდეო ჩემი შეცოდებანი, უფალო, გამიმარჯვეო... მიწიერ გამარჯვებას არ სთხოვდა, ზეციურ გამარჯვებას, ანუ მის მარჯვენა მხარეს დადგომას შესთხოვდა უფალს... იმ დღიდან ამოქმედებულა გარდამოხსნის ძალი და მადლი... ეს ყველაფერი 1446-1466 წლებში მომხდარა. გამოხდა ძალიან დიდი ხანი... ,,გარდამოხსნის'' შემდგომ ამბებს უკვე გადმოცემა მოგვითხრობს...

ეს ,,გარდამოხსნა'' ქართულ გარდამოხსნათა შორის უძველესია. იგი კახეთის მეფე გიორგის შეუწირავს სვეტიცხოვლისთვის. ,,ქწ. დიდისა მეფეთამეფისა ალექსანდრეს ძესა მეფეთა მეფესა გიორგის გაუმარჯოს და ცოდვანი მისნი შეუნდვენ ღმერთმან, რომლისა ბრძანებითა საფლავად დადება მხსნელისა ჩუენისა იესო ქრისტესი შეიმზადა!''

შაჰ-აბასი – ქართველთა მოუნელებელი ჭირი და უბედურება. სადაც კი ფეხი დადგა, ყველაფერს სისხლის ცრემლები ადინა. ბებია შალიკაშვილის ქალი ჰყავდა. მტრის ნიადაგზე გადანერგილი ქართველის ნაშიერზე საშიში არავინ არის საქართველოსთვის. ჩამოიგელა ამ შაჰ-აბასმა ქვეყნისკენ 1614 წელს და ქრისტიან ქართველთა სისხლით ხელები გადაიბანა. მარტო აღდგომა ღამეს 6000 გარეჯელი ბერი მოწყვიტა!...

შეიჭრა ეს უსჯულო მბრძანებელი უფლის კვართის საუფლო სვეტიცხოველში და ყველაფერი მოაოხრა. მერე თვალი ამ ჩვენს ძვირფას ,,გარდამოხსნას'' დაადგა, დაწვას როგორ დასჯერდებოდა, ყველაზე დიდი მკრეხელობა ჩაიდო გულში – თავის ცხენს უნაგირის ქვეშ გადაუგო და ასე ზედ უსჯულოგვამამხედრებულმა მოიარა მთელი საქართველო. არც მერე მოიშალა – საკუთარ ქვეყანაშიც არ დაეხსნა ამ მკრეხელობას... ,,რა მწუხარე საკრებულოა, რა სევდიანი სანახაობაა''.

მერე სპარსეთში შავი ჭირი გაჩნდა. ქვეყანა ააწიოკა და დიდი გლოვა დააყენა. გამძვინვარებულ ჭირს წინ ვერაფერი დაუდგა.

რა ძალებმა ჩამოჰკრეს მაშინ უსჯულო მტრის გულსა და გონებაში, ჩვენ კი ვხვდებით... უმალ ,,გარდამოხსნა'' გაახსენდა, იგუმანა, რომ სასჯელი თავის ქვეყანას თავად ირანის მბრძანებელმა, ,,ლომმა და მზემ'', თავისი გაუგონარი მკრეხელობით დაატეხა თავს... არც არავის არაფერი უთხრა, ჩუმად ჩამოახსნევინა, გააწმენდინა, შეაკეთებინა და ასევე ფარულად დაუბრუნა სვეტიცხოველს.

ირანში იქნებ არც არავის გაუგია, მაგრამ საქართველოში ყველამ გაიგო... და გაიხარეს ქრისტეს ერთგულმა მხედრებმა, გაიხარეს საკუთარი სარწმუნოების ცხოველმყოფელობით გულმოცემულებმა და კიდევ ერთხელ აღუვლინეს მხურვალე ლოცვა ჩვენი მხსნელისა და მაცხოვრის დიდებამოსილებას...

ეს სასწაულთმოქმედი ,,გარდამოხსნაც'' და მისი ამბავიც ღმერთმა იმიტომ შემოგვინახა, რომ კიდევ ჩაგვახედოს საკუთარ არსებაში, კიდევ ერთხელ შეძრას ჩვენი გულისხმისყოფა...   

რასაც უსჯულო მტერი გულისხმაჰყოფს, შეიძლება ჩენ, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, ვერ გულისხმავჰყოთ?!

 

მარიამ ყიფიანი

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq