საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ჩვენებურები > ჰიპოთეზების სამყაროში

სარდინია - იბერთა შუალედური პუნქტი?

    ცნობილმა მწერალმა და სპორტულმა ჟურნალისტმა ალექსანდრე კიკნაძემ, „იბერიის ლეგენდისა“ და „სამეფო ფურისულას“ ავტორმა, რომელმაც თავის სიცოცხლის დიდი ნაწილი უძღვნა ქართულ-ბასკური ჰიპოთეზის კვლევას, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დიდი ინტერესი გამოიჩინა სარდინიის მიმართ.

      ქვემოთ გთავაზობთ ფრაგმენტებს 1983 წელს  გამოცემული მისი წიგნიდან „მიხეილი და ეუჯენიო“:

 

   „მეცნიერები, რომლებიც იზიარებენ  იბერთა კავკასიური ტომის პირენეის ნახევარკუნძულზე გადასახლების თვალსაზრისს, სარდინიას თვლიან მიგრაციის მნიშვნელოვან შუალედურ პუნქტად: იბერებმა, რომლებიც დასახლდნენ ოდესღაც  უნაყოფო კუნძულზე, გაიყვანეს არხები, მოხნეს და დათესეს უხნავი მიწები, გააშენეს ბაღები და მერე, როდესაც მრავალი და მრავალი თაობების მოწადინებამ ნაყოფი გამოიღო, მოულოდნელად დატოვეს კუნძული, თუმცა ცნობილია, რომ მათ  არავინ დასხმია თავს. იქნებ მიწა გამოიფიტა და საძოვრები გადახმა? არა, უფრო სავარაუდოა, რომ კუნძულის დატოვება იბერებს აიძულა გამანადგურებელი მიწისძვრების ტალღამ...

      ძველმა სამყარომ იცოდა და პატივს სდებდა ცხრა ოლვიას - „ბედნიერ ადგილებს“, რომლებიც დასახლებულნი იყვნენ ენერგიული, ალღოიანი და უშიშარი  ადამიანებით. კუნძულ სარდინიაზე არის ერთ-ერთი ასეთი ოლვია. ის განფენილია ყურეში,  აღმოსავლეთისაკენ პირშექცევით. იქნებ ეს იყო კავკასიიდან მოსული იბერების პირველი ნავთსაყუდელი? უფრო მყუდრო ადგილი მთელ სარდინიაზე არ მოიძებნება. „ის, რომ ამ „ბედნიერი ადგილის“ წარმოშობა აქ იბერების ყოფნას უკავშირდება, ამაში უკვე ეჭვის შეტანა არ შეიძლება“, -  ასე ამბობს სარდინიელი გასტონ ენგერი და განმარტავს:

      „ახალგაზრდობაში მე ვმუშაობდი მუნჯი კინოს თეატრებში აკომპანიატორად.  სხვადასხვა ქალაქებში მომიხდა ყოფნა და 1935 თუ 36 წელს სარდინიის ჩრდილოეთში შევხვდი  ინგლისელ არქეოლოგებს. ისინი იხილავდნენ საკითხს,  სარდინიიდან ხომ არ იყვნენ მოსულნი ინგლისში იბერები. შემდეგ ამ ჯგუფს ესპანეთიდან მოწვეული პროფესორიც შეუერთდა. გაზეთებში დაიწერა, რომ ჩვენში ნაპოვნი რკინისა და ბრინჯაოს ნაკეთობები ძალიან ჰგავდა იმ ნაკეთობებს, რომლებიც აღმოჩენილი იყო ესპანეთში და ნაკლებად იმას, რაც ინგლისში იყო მოძიებული და აკუთვნებდნენ იბერიელებს. მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, წავიკითხე, რომ ესპანელმა მკვლევარებმა არქეოლოგიური მონაპოვრები გაამყარეს ტოპონიმიკური მონაცემებით. მე ლინგვისტი არა ვარ, მაგრამ, როგორც მკვიდრი სარდინიელი, დაინტერესებული ვარ ამ პარალელებით. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნებოდა სარდინიის ტოპონიმიკის შედარება კავკასიურ ტოპონიმებთან, საიდანაც, არსებული ვერსიით, უძველეს დროში დაიძრნენ იბერები“.

     ...ჩემს წინ გადაშლილია სარდინიის რუკა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს რაიონები, რომლებიც ოლვიასთან არის დაკავშირებული.

      აი ისიც, როგორც პირველი უწყება უძველესი დროიდან - ოლვიიდან სამხრეთ-დასავლეთით პატარა ქალაქი ოსკირი. ნეტავ ვინ მოგანიჭა შენ ეს სახელი, ასეთი მსგავსი ქართული და ბასკური სახელებისა? იქნებ შენ ერთადერთი  ხარ, რომელიც იბერთა მოსვლის შესახებ ინახავ ხსოვნას?

    არა, ის ერთი არ არის - საშუალო სიმაღლის მთის ძირში, 30 კილომეტრში სამხრეთ დასალეთით ოსკიერიდან, არის დასახლება ოწიერი; ოწიერიდან ჩრდილო დასავლეთით 45 კილომეტრში არის პატარა ქალაქი სასარი; სასარიდან 15 კილომეტრში სამხრეთისაკენ - ქალაქი იტირი; მათ შორიახლოს არის კიდევ პროტობასკური სახელების მქონე დასახლებები: დორგალი, თორთოლი, სილიკუა.

      მე ვანგარიშობ ამ ქალაქებს შორის დაცილებებს, იქნებ ესეც შემთხვევითობაა, მაგრამ ყველა ისინი 15-ის ჯერადია. სპეციალისტების მოსაზრებით სწორედ 15 კილომეტრი  იყო იბერთა ნახევარდღიანი სვლაგეზის საზომი. ამ გაანგარიშებით: ოლვიიდან ოსკირამდე - 2 დღეა, ოსკირიდან ოწიერამდე - 21 დღე, ოწიერიდან სასარამდე - დღენახევარი, სასარიდან იტირამდე - ნახევარი დღე.

..ვიწერ კიდევ სხვა დასახელებებს და გონებით ვინაცვლებ ისევ ბასკეთსა და საქართველოში.

 ოლვიის პირდაპირ არის კუნძული თაბოლარა, უფრო ჩრდილოეთით - კონცხი თიმონე, თაბოლარას კუნძულის სამხრეთით - კუნძული მოლარა, ოლვიის ჩრდილოეთით - მდინარე ბათითი და ძველი დასახლება არცაკენა. ოლვიის სამხრეთით - მდინარე ნანური, ქალაქი სინისკოლა და ნახევარკუნძული ვაკე.

სარდინიის ჩრდილო-დასავლეთით არის კუნძული ასინარა, იქვე შორიახლოს - კუნძული ბუდელი.

 მდინარე თურლი, სოფელი ოზილო; ყურეები: არანჩა, ლიშა, არცაკენა.

  იქვეა კორსიკის რუკა. სულ ახლოს არის სარდინიასთან, მაგრამ ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ იბერები კორსიკაზე არ შესულან. ტოპონიმიკა ადასტურებს  ამას - არცერთი სახელწოდება არ არის ოსკირის, ოწიერის, იტირის და დოლგარის მსგავსი.

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq