საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ღია წერილი საზოგადოებას - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში, დასახლებულ ადგილას, ე. წ. ჰესის მშენებლობის მსურველთა საქმეში არსებული ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური ქმედებები და სიყალბეები
სოსო მამალაძე, გაიოზ მამალაძე
მდინარე გუბაზეული, გოგოების ტბა, სოფელი ხევი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში, დასახლებულ ადგილას, ე. წ. ჰესის მშენებლობის მსურველთა საქმეში არსებული ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური, ქმედებები და სიყალბეები

 (გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს, საქართველოს პროკურატურას, ქართველ ხალხს, საქართველოს ბუნების დაცვის ორგანიზაციებს, ამერიკის საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობას...)

 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის თემში, სოფელ ხევის მოსაზღვრე სოფელ ბუქსიეთში, მდინარე გუბაზეულზე, რამდენიმე წლის წინ, დასახლებულ ადგილას, მოსახლეობასთან ძალიან ახლოს, ააშენეს ე. წ. მცირე ჰესი - ნაბეღლავ ჰესი. ახლა, ამ ჰესის ბოლოდან უნდათ მეორე ჰესის მშენებლობის დაწყება და დაგეგმილი აქვთ რამდენიმე დასახლებულ უბანში განაგრძონ ახალი ჰესის, ხევი ჰესის მშენებლობა. ამის მსურველია შპს “TOPGEO” (მის,: თბ. გლდანი-ნაძალადევის რაიონი. გლდანი V მ/რ, კორ. 18. ბ. 144).

სოფელ ხევის მოსახლეობა იმთავითვე უარს აცხადებს დაგეგმილი ჰესის აშენებაზე, რადგან მწარე გამოცდილება აქვთ ბუქსიეთის (ნაბეღლავ ჰესისა) და მდინარის მდგომარეობის გამო.

2020 წლის 8 აპრილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროსგან  მივიღეთ წერილი (# 1.2. 3. 4.), ჩვენი ამავე წლ

ხევის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია
ის 5 მარტის წერილის საფუძველზე.

სამინისტროს წერილში წერია, თითქოს, 2018 წლის 20 დეკემბერს სოფლის მოსახლეობის მონაწილეობით ჩატარდა ე. წ. სკოპინგი, რასაც, რატომღაც სამინისტრო პირველ ეტაპად თვლის.

გარემოს დაცვის სამინისტროს წერილში წერია, რომ „2018 წლის 4 დეკემბერს სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით სამინისტროში შპს “TOPGEO”-ის მიერ წარმოდგენილი იქნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუბაზეულზე 3,08 მგვტ სიმლავრის ჰიდროელეტროსაგურის (ხევი ჰესის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში. ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სამინისტრომ გამოიკვლია და შეისწავლა საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა გარემოება, რის შედეგადაც გამოავლინა ხ ა რ ვ ე ზ ე ბ ი (ხაზი ჩვენია - ავტორები) და დაადგინა საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი, რაც აისახა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის #2-111 ბრძანებით და დამტკიცებულ იქნა #8 (25.01.2019) სკოპინგის დასკვნაში“. აღნიშნული სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა 2 0 1 8  წ ლ ი ს  20 დ ე კ ე მ ბ ე რ ს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფ. ხევის ახალგაზრდული ცენტრის შენობაში, რომელსაც ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, სოფ. ხევის მოსახლეობა, შპს “TOPGEO”-ს და საკონსულტაციო

ფოტო # 1
ორგანიზაცია შპს „ენვისოს“ წარმომადგენლები...“

წერილის ბოლოს კიდევ წერია:

„აღნიშნულ პროექტზე სკოპონგის დასკვნის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, სამინისტრომ უზრუნველყო საზოგადოებისა და დაინტერესებული საზოგადოების (ოო, რა „ორიგინალური“ ქართულია. ავტორები) ინფორმირება, მათთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საჯარო განხილვაში ეფექტიანი მონაწილეობა. საზოგადოებას მიეცა 15 სამუშაო დღე წერილობით (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მის: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი # 6) ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge. ასევე ზეპირად, საჯარო განხილვის დროს შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენისათვის.“

სამინისტროს მიერ გამოგზავნილი წერილის მოყვანილ ნაწყვეტებში, რომელსაც ხელს აწერს მინისტრის მოადგილე ქ-ბატონი ნინო თანდილაშვილი, რამდენიმე ძ ა ლ ი ა ნ  ს ე რ ი ო ზ უ ლ ი  უ ზ უ ს ტ ო ბ ა ა:

1.      2018 წლის 4 დეკემბერს შპს “TOPGEO” მოგვმართა სამინისტროს სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნითო, ხარვეზები აღმოვაჩინეთ, რაც აისახა მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის # 2-111 ბრძანებაში და და დამტკიცებულ იქნა # 8, 2019 წლის 25 იანვრის სკოპინგის დასკვანშიო.

მაშასადამე, 2019 წლის 25 იანვარს სამინისტროს აღმოუჩენია ხარვეზები, რაც 5 თებერვალს მინიტრს დაუმტკიცებია და... მანამდე, 2018 წლის 2

ფოტო # 2
0 დეკემბერს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართაო, და ჩატარებულად და კანონიერად ითვლებაო (???)...

ბატონებო, თუ სამინისტრომ 2019 წელს აღმოაჩინა ხარვეზები, სკოპინგი ჩატარებულად როგორ ჩაითვალა 2018 წლის 20 დეკემბერს.

2.      სინამდვილეში სოფელ ხევში ო ფ ი ც ი ა ლ უ რ ი საჯარო განხილვა არ მომხდარა, არც ინფორმაცია ყოფილა გავრცელებული, რომ შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო (რაც ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა), არც სოფლის დეპუტატი და რაც მთავარია, არც სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა არ დასწრებია „განხილვას“. და რაც კიდევ მნიშვნელოვანია, არ დასწრებიან ის ადამიანები, კონკრეტულად ვის სახლ-კარსაც ემუქრება „ჰესი“ ეკოლოგიური და სხვა სახის დაზიანებით. მკითხველი ქვემოთ ნახავს, რომ სამინისტროს მიერ „შეხვედრად“ გამოცხადებული „ფაქტი“ სინამდვილეში კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრა იყო სოფლის მხოლოდ 7-8 მოსახლესთან. არც დოკუმენტაცია შექმნილა და სოფლის მოსახლეობას ხელი არ მოუწერია ჰესი გვინდაო, არც სიტყვიერი თანხმობა განუცხადებია იმ 7-8 ადამიანსაც კი.

3.      ეს ყველაფერი პროკურატურის საქმეა, შესაძლოა, შპს “TOPGEO”-ს მესვეურებმა ყალბი დოკუმენტები წარადგინეს სამინისტროში.

          4. ან, როგორც ჩანს, სამინისტრომ კარგად არ შეისწავლა ჩვენი, ხევის მოსახლეობის უმრავლესობის, მათ

ფოტო # 3
შორის, „ჰესის“ აშენების მოწინააღმდეგეთა ანუ ხალხის ნება, არგუმენტები და მოთხოვნები ჰესის გეგმის გაუქმების (განულების) შესახებ და რ ა ღ ა ც  მ ი ზ ე ზ ი თ (რაც შესასწავლია თუ რა მიზეზით, პროკურატურის მიერ), უპირატესობას ანიჭებს შპს “TOPGEO”-ის სურვილებს. ვინაიდან, საქ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ცრუ ცნობა, თითქოს „2018 წლის 20 დეკემბერი 11:00 საათი,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხევის ახალგაზრდულ ცენტრში“ ჩატარდა საჯარო განხილვა სამინისტროს ინიციატივით (https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/4294?fbclid=IwAR0N82BqWJX-eehJHQpjFuGceT5_S7u7R2tK7opxEnIFAd9unYKHAIiwVd8 , იხ. დოკუმენტი # 5, (ისე, სამინისტრომ ქართული ენის სპეციალისტი მაინც დაიქირავოს, რომ ცოტა გასაგებად ეწეროს დოკუმენტებში).

 

გვინდა გარემის დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შევახსენოთ,

რომ მიუხედავად საგანგებო ვითარებისა, რომელიც დ რ ო ე ბ ი თ ი ა, საქართველო არ არის დიქტატორული, ავტორიტარული და არასამართლებრივი სახელმწიფო, და ყ ვ ე ლ ა ს მოუწევს პასუხი აგოს კანონის წინაშე ხ ა ლ ხ ი ს ნების უგულებელყოფის, კონსტიტუციის თუ კანონის დარღვევისათვის.

სინამდვილეში კი ყველაფერი იყო სრულიად სხვაგვარად იყო:

სინამდვილეში, რეალურად, სკოპინგი და შეკრება არ ჩატარებულა, ხევში მო

ფოტო # 4
სახლეთა და ხევში საკუთრების მქონეთა აბსოლუტურ უმრავლესობას თანხმობა არ განუცხადებია. ხევის თემის გამგებლის, ზურაბ ვაჩეიშვილის თქმით, პირველ შეხვედრაზე კომპანიის რამდენიმე წარმომადგენელი შეხვდა სოფელ ხევის მხოლოდ 7-8 მცხოვრებს, რომელთაგან ყველამ უარი განუცხადა კომპანიას „ჰესის“ მშენებლობაზე. კომპანიის წარმომადგენლებმა დატოვეს პროექტი და წავიდნენ (იხ. დოკუმენტი # 6-7).

მეორე შეხვედრას, მართალია, დაესწრო სოფლის მოსახლეობა, მაგრამ აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი უთხრა კომპანიას „ჰესის“ მშენებლობაზე და კომპანიას არ მისცა უფლება ბურღვის დაწყებაზე. ეს შეხვედრა შედგა 1919 წლის მარტის დასაწყისში და არა 2018 წლის 20 დეკემბერს (იხ. დოკუმენტი # 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16).

 აღნიშნულ შეხვედრებს კომპანია და სამინისტრო სკოპინგად არ უნდა თვლიდეს. მით უმეტეს, რომ ამ მეორე შეხვედრას არ დასწრებიან ხევში საკუთრების მქონე, სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომელთა კარ-მიდამოებთანაც უნდა კომპანიას „ჰესის“ აშენება. რომლებიც ასევე უარს ამბობენ „ჰესის“ მშნებლობაზე (იხ. მასალები: ხევის გამგებლის წერილი, # 6-7).

თან, ამ მეორე შეხვედრაზე კომპანია ითხოვდა ბურღვების დაწყებას, ანუ, „ახალი ეტაპის“ დაწყებას, თითქოს მანამდე ყველა კანონიერი ეტაპი გავლილი ჰქონდათ. ამაზეც მოსახლეობამ კატეგორიული უარი უთხრა კომპანიას.

მეტიც, 2018 წლის 20 დეკემბრამდე, ანუ კომპანიის მიერ

ფოტო # 5
თითქოსდა სკოპინგის თარიღამდე, სოფელ ხევში, სოფლის მოსახლეობამ - 2018 წლის 8/03, ჩაატარა კრება და გადაწყვიტა, უარი ეთქვა, სოფელ ხევში ჰესის მშენებლობის გეგმაზე (იხ. დოკუმენტი # 8).

პირველ შეხვედრას, სოფლის გამგეობაში პროექტის დატოვებას მოსახლეობა არ ესწრებოდა, არ ესწრებოდა არც სოფლის კანონიერი და არჩეული წარმომადგენელი ჩოხატაურის გამგეობაში, ზვიად მამალაძე და ა. შ.

წინასწარ არ ყოფილა არც სოფელში, არც არსად გამოქვეყნებული ამის შესახებ და არც არავინ ჰყოლიათ გაფრთხილებული.

ამგგვარად, სამინისტროს წერილში აღნიშნული, თითქოს, 2019 წლის 20 დეკემბერს ჩატარდა სკოპინგი, არ არის მართალი, ეტყობა კომპანია ყალბ ინფორმაციას აწვდის სამინისტროს, რაც კანონდარღვევაა და გამნოძიებული უნდა იქნას.

ამის შემდეგ, რამდენჯერმე შედგა ხევის სოფლის კრება და სოფლის  მოსახლეობის აბსოლუტრი უმრავლესობის მიერ გადაწყდა: არც კი განხილულიყო ჰესის მშენებლობა, რადგან, კანონმდებლობაში, ნებისმიერი განხილვა, გავლილ ეტაპად შიძლება ჩაითვალოს, სრულიად უსამართლოდ, ევროკავშირთან ხელმოწერილი მემორანდუმისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და საქართველოს კონსტიტუციის უგულებელყოფით.

ამის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლები მისული ყოფილან ტექნიკით სოფელში და ბურღვის დაწყებას აპირებდნენ თურმე, არც დეპუტატი, არც გამგებელი, არც მოსახლება გაფრთხილებული არ ყოფი

ფოტო # 6
ლა და არც მოსახლეობის თანხმობა არ ჰქონიათ. მოსახლეობამ მათ სთხოვა უკან წასულიყვნენ და გაუშვა სოფლიდან.

როგორც ზემოთ ვთქვით, 2019 წლის 10 მარტს, კომპანიის წარმომადგებლები მაინც მისულან სოფელში, ჩვენი, ხევში ქონების მფლობელთა ინფორმირების გარეშე, სამუშაოების დაწყების, გაბურღვის მიზნით (ესაა მეორე „შეხვედრა“), მათ ახლდათ ჩოხატაურის რაიონის მერი, ირაკლი კუჭავა, გურიის რწმუნებულის მოადგილე და სხვები. მაგრამ, სოფლის მოსახლეობამ, სოფლის გამგებელმა და სოფლის დეპუტატმა მათ აუხსნეს, რომ სოფლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს ჰესი აშენება, ეს პროექტი მოსახლეობასთან თავიდანვე არ ყოფილა შეთანხმებული და ამგვარად, სთხოვეს უკან წასულიყვნენ. ასეც დასრულდა ეს შეხვედრა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა იმავე დღეებში, 11/03/2019 (ფოტოები „გურია ნიუსიდან“ ტექსტით: # 9, 10, 11, 12, 13, 14,15, 16, ასევე საიტზე:  http://www.gurianews.com/article/mtavari/mtavari-tema/meris-da-deputatis-dapirispireba-kerdzo-kompaniis-interesi-chemi-interesi-araa?fbclid=IwAR3MMycIc17oSk9HOOQCOiYZYusrulqdxaYGNQWajoYYVPsLax523u6DwnY, ასევე ვიდეო აღნიშნული ბურღვების მოთხოვნით: http://www.gurianews.com/article/mtavari/mtavari-tema/meris-da-deputatis-dapirispireba-kerdzo-kompaniis-interesi-chemi-interesi-araa?fbclid=IwAR3MMycIc17oSk9HOOQCOiYZYusrulqdxaYGNQWajoYYVPsLax5

ფოტო # 7
23u6DwnY ვიდეო რომ არ წაიშალოს, გამოქვეყნებულია აქაც: https://www.youtube.com/watch?v=uAKHNv5h6qU&feature=emb_logo . ვიდეოშიც ჩანს, ხევის თემის  დეპუტატი ჩოხატაურის საკრებულოში, ზვიად მამალაძე გამოხატავს ხეველების კატეგორიულ უარყოფით პოზიციას „ჰესთან დაკავშირებით.

სხვათა შორის, როგორც მითითებულ მასალაშია, კომპანიის ერთ-ერთ მესვეური ვერც მალავს, რომ ბუქსიეთში ჰესი აშენდა უხარისხოდ : „"გროს ენერჯ ჯგუფის" წარმომადგენლის, ირაკლი ტყებუჩავას თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ბუქსიეთის ჰესი ექსპლუატაციაში არასწორად არის შესული“ (ფოტო # 14)... ასეთი „პროფესიონალები“ არიან ისინი და ასე ზიანდება ჩვენი ქვეყნის ეკოლოგია.

სოფლის მოსახლეობის მიერ დაიწერა საპროტესტო პეტიცია, შეგროვდა ხელმოწერები და 25/03/2019 შეტანილ იქნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (დოკუმენტის # - E0554. ფოტოპირები: # 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში (ეს სამინისტრო არ იძლევა არც ნომერს და არც სხვა დოკუმენტს, რომ საბუთი შეტანილია).

მოსახლეობის საპროტესტო პეტიციაში მოყვანილი გვქონდა არგუმენტები, თუ რატომ არ გვინდა სოფელში, დასახლებულ ადგილას, ჰესის მშენებლონა.

პეტიციაში წერია:

პეტიცია მდინარე გუბაზეულზე მეორე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით

ფოტო # 8
 

რამდენიმე წლის წინ, გურიაში, მდინარე გუბაზეულზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის თემის სოფელ ბუქსიეთში, ააშენეს ჰიდროელექტროსადგური (ნაბეღლავი ჰესი). ახლა, ხევის თემში, უკვე სოფელ ხევში, დაგეგმილია მეორე ჰესის აშენება, გვირაბის გაყვანა, მდინარს გვირაბში მოქცევა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, ის უნდა აშენდეს მოსახლეობით დასახლებულ ადგილას, სოფლის ბოლოდან (ნაბეღლავიდან ჩოხატაურის მიმართულებით) სოფლის შუაგულამდე.

ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში სოფელ ხევის რამდენიმე უბანი (მახობეშვილების, ბუღარაშვილების, საქორისთავი) ეკოლოგიური კატასტროფის ზონად გადაიქცევა. მდინარის ყოფილი კალაპოტი დაჭაობდება, გამრავლდება სხვადასხვა დაავადების გადამტანი მწერები, საფრთხე შეექმნება ადამიანების ჯანმრთელობასა და თევზების არსებობას. მთელ მსოფლიოში ებრვიან ჭაობებს და დაავადების გადამტან მწერებს, ხოლო ეს პროექტი ჭაობითა და დაავადებების გადამტანი მწერების გამრავლებით ემუქრება სოფელს.

აღნიშნული პროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებასა და ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, რომელთა თანახმად, არცერთი პროექტი არ უნდა განხორციელდეს, თუ ის გარემოზე მავნე შეუქცევად გავლენას ახდენს, უარყოფითად მოქმედებს ადამიანთა ჯანმრთელობაზე და არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის აზრი.

მდინარის ყოფილი კალაპოტი დაიკარგება სოფლისთვის, მოსა

ფოტო # 9
ხლეობისთვის, ბავშვებისთვის.

სოფელ ხევში იზრდებიან ბავშვები. ასევე, ზაფხულობით, ათეულობით ბავშვი ჩამოდის საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. ეს არის მათთვის ერთადერთი დასასვენებელი ადგილი. ყველანი ერთად, აქ იზრდებიან ბუნების წიაღში, თევზაობენ, ბანაობენ მდინარეში, კოცონს ანთებენ და თამაშობენ მდინარის პირას, ეზიარებიან სამშობლოს სილამაზეს. იზრდებიან ქართველებად და პატრიოტებად.

ამით ხარობენ მათი მშობლები და ბებია-ბაბუები. მდინარე გუბაზეული არის ადგილობრივებისა და დასასვენებლად ჩამოსულთა შეხვედრის, ურთიერთობისა და მხიარულების ერთადერთი ადგილი.

რამდენიმე ოჯახმა უკვე დაიწყო საოჯახო სასტუმროს გაკეთება, სხვებიც გეგმავენ, ტურისტებს კი იზიდავს სწორედ ბუნება და მდინარე. დაჭაობებულ ადგილზე რომელი ტურისტი მივა?

ხომ შეიძლება ჰესები აშენდეს დაუსახლებელ ადგილებში. მაინცდამაინც ადამიანებს უნდა გაუმწარონ ცხოვრება? გარდა ამისა, ოცდამეერთე საუკენეში, ევროპის ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, შესაძლებელია, დაიწყოს ალტერნატიული ენერგო პროექტების განხორციელება.

სოფელ ხევის მოსახლეობა, ხევიდან სხვადასხვა ადგილას საცხოვრებლად გადასული ხალხი, მეზობელი სოფლების მცხოვრებლები, საზოგადოების წარმომადგენლები კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ სოფელ ხევში, დასახლებულ ადგილას ჰესის აშენებისა და ვაცხადებთ, რომ ყველა, ვინც შეეცდება აღნიშნული პროექტის განხორციელებას, იქნება ჩვე

ფოტო # 10
ნი და სოფლის მფარველი წმინდა ნიკოლოზის ხატის მტერი, პასუხს აგებს საზოგადოების, წინაპრების, მომავალი თაობისა და ღვთის წინაშე.

ხელმოწერები (სახელი, გვარი,პირადი ნომერი, ხელმოწერა): (იხ. # 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24).

იმავე 2019 წლის გაზაფხულზე, მე დამიკავშირდა „მართალი გაზეთის“ გამომცემელი, ვახტანგ ხარჩილავა და შეხვედრა მთხოვა. შეხვედრის დროს გადმომცა ზემოთაღნიშნული კომპანიის წარმომადგენლების თხოვნა, შევხვედროდი მათ. ორი შეხვედრა შედგა ვახტანგ ხარჩილავას გაზეთის რედაქციაში (ტაშკენტის ქუჩა), ესწრებოდნენ კომპანიის დირექტორი მეშველიანი, თანამშრომელი ტყებუჩავა და ხარჩილავა. მეორეს შეხვედრას, მათთან ერთად, დაესწრო, როგორც გამაცნეს, კომპანიის მოსკოველი ინვესტორი ტარიელ მჟავანაძე. მიმტკიცებდნენ, სოფელს ავაშენებთ, ავაყვავებთო, ოღნდ თქვენ დაგვთანხმდითო.

ჩემი პასუხი იყო მკაფიო - სოფლის მოსახლეობა, მით უმეტეს, ვის სახლებთანაც აქვთ დაგეგმილი ჰესის მშენებლობა, კატეგორიული მოწინააღმდეგეა, ამიტომ, გაუწიეთ ანგარიში მოსახლების სასიცოცხლო ინტერესებს, თავი დაანებეთ მოსახლეობაზე ზეწოლას და თუ ხალხისთვის, ქვეყნისთვისა და ბუნებისთვის კარგი გინდათ სოფელში დადგით მზის ბატარეები-მეთქი.

ამაზე, მჟავანაძემ განაცხადა, მოვიფიქრებო. ტყებუჩავას კი, როგორც თქვა, ჰქონია მზის ბატარეების დასამონტაჟებელი ფირმა. მანაც თქვა, ცუდი იდეა არ არისო. მაგრამ, რადგან, ბეტონის ნ

ფოტო # 11
აკეთობათა და დიდ მშენებლობათა წარმოებაში დიდი თანხები იშოვება, შემდეგში, მაინც განაგრძეს, ჰესის მშენებლობის იდეას არ მოეშვნენ და სცადეს ხალხის დაყოლიება, სხვადასხვა მეთოდებით.

მეორე შეხვედრის დროს, როცა მჟავანაძე და ტყებუჩავა წავიდნენ, ბატონი მეშველიანი მეკამათებოდა ჰესის შესახებ და რადგან კვლავ უარი ვითხარი დათანხმებაზე, მითხრა, თქვენ „ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხართო“. რომ არ გაგრძელებულიყო კამათი, ავდექი და წამოვედი, ბატონი მეშველიანი უკან მომყვებოდა და მიყვიროდა, ბატონო გაიოზ, ნუ გურულობთო(!).

შემდეგ ბატონმა ხარჩილავამ დამირეკა და ბოდიში მომიხადა ყველას მაგიერ.

2019 წლის ზაფხულში ვიყავი სოფელ ხევში, სადაც სახლი მაქვს (სწორედ ჩემი და ჩემი მეზობლების სახლის წინ უნდათ ამ ხალხს ჰესის აშენება, და დაგაგმვის დროს, ჩვენთვის არაფერი უკითხავთ.  27 აგვისტოს, დამირეკა ბატონმა მეშველიანმა და მთხოვა შეხვედრა, მე უარი ვუთხარი. მეორე დღეს, მივდიოდი წყაროზე, ჩვენს უბანში მეშვალიანი მანქანით იდგა და ჩემს მეზობლებში არიგებდა თითო ბოთლ ღვინოს, მარიამობის დღის „აღსანიშნავად“ და ხარჩილავას გაზეთს, სადაც ამტკიცებდნენ, თითქოს ჰესები არის ძალიან კარგი. მეშველიანმა დანახვაზე მითხრა - „თქვენთვის განსაკუთრებული საჩუქარი მაქვსო“. მე ვუპასუხე „არ ავიღებ და გთხოვთ ამ თემაზე ნუღარ გვაწუხებთ მეთქი“. ისევ ამიყვირდა: „თქვენ ვინ გეკითხებათ, გუბარნატორი ხომ არ ხართო“. კონფლიქტი

ფოტო # 12
ს თავიდან აცილების მიზნით გამოვიძახე პოლიცია. მეშველიანი წავიდა.

პოლიციაში დავწერე, რომ აღარ გამკარებოდნენ.

ისევ ჩავატარეთ სოფლის კრება, ესწრებოდა სოფლის გამგებელი, მისი მოადგილე, სოფლის დეპუტატი ჩოხატაურის საკრებულოში და სოფლის მოსახლეობა და გადავწყვიტეთ, რომ საერთოდ ამ თემაზე არ შევხვდებით კომპანიის წარმოდგენლებს.

ეკონომიკის სამინისტროს არც უპასუხია. გარემოს დაცვის სამინისტრომ, მოგვწერა (04/07/2019. #6666/01 (ფოტოპირი # 26). სადაც, გაუგებრად წერია, თუმცა, მათი თანამშრომელი, გვარი არ მახსოვს, დამიკავშირდა ტელეფონით (თუ საჭირო იქნება, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ნიმერი) და პირად საუბარში მითხრა, თუ თქვენ არ იქნებით თანახმა, მშენებლობის ნებართვას ჩვენ ვერ გავცემთო. მაგრამ, სატელეფონო საუბარი დოკუმენტი არ არის.

გარდა ამისა, წელს, შევამჩნიეთ, რომ კომპანიის წარმომადგენლები ისევ ცდილობდნენ სოფელში მომხრეები ეპოვათ და განხეთქილება და დაპირისპირება შეეტანათ მოსახლეობაში, რაც მათი სტილია. რამდენიმე ადამიანი, მათი ყოფილი თანამშრომელი იპოვეს, მაგრამ, აბსოლუტური უმრავლესობა ჰესის მოწინააღმდეგეა, განსაკუთრებით იმ უბნების მოსახლეობა, სადაც დაგეგმილი აქვთ „ჰესის“ მშენებლობა.  

ამიტომ, სოსო მამალაძემ და მე, გაიოზ მამალაძემ, კვლავ შევიტანეთ პეტიცია და ხელმოწერები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (E0472, იხ. # 25) და გარემოს დაც

ფოტო # 13
ვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში (გარემოს დაცვის სამინისტრომ ისევ არ მოგვცა ნომერი). შევახსენეთ მათ მოსახლეობის ნება. განცხადებას დავურთეთ ახალი არგუმენტებიც ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.

მეორე განცხადებაში წერია:

            „შარშან (25.03.2019) ჩვენ წარმოვადგინეთ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხევში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე ადგილობრივი მოსახლეობისა და სოფელ ხევში სახლ-კარის მფლობელთა საპროტესტო პეტიცია (E0554).

აღნიშნული პეტიცია ჩავაბარეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც. გარემოს დაცვის სამინისტრომ შესაბამის სამშენებლო კომპანიას (შპს TOPGEO) და ეკონომიკის სამინისტროს გადაუგზავნა მოთხოვნა (# 6666/01, 04/07/2019), ასლი მივიღეთ ჩვენც, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ არის თანახმა და გთხოვდათ, რომ გაითვალისწინოთ მოსახლეობის ნება.

განმეორებით წარმოგიდგენთ პეტიციას და ხელმოწერებს, ვინაიდან პასუხი თქვენგან არ მიგვიღია.

აქვე დავამატებთ:

ჰესის მშენებლობა სოფელ ხევში, მით უმეტეს, დასახლებულ ადგილას, როგორც “გეგმაში“ აქვთ, კატეგორიულად მოუღებელია ხევის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის. ამის შესახებ იმსჯელა სოფელ ხევის მოსახლეობის კრებამაც, ჩოხატაურის საკრებულოში ხევის დეპუტატთან ერთად და დაადგინა, რომ ჰესის აშენების შესახებ საუბარიც კი კატეგორიულად მიუღე

ფოტო # 14
ბელია.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, „ჰესის“ პროექტი, მით უმეტეს, კატეგორიულად მიუღებელია მათთვის, ვის სახლ-კარსაც ეხება „პროექტი“, ვის სახლ-კართანაც უნდათ მშენებლობის წამოწყება.

იმ ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილ აქვთ „ჰესის მშენებლობა“, არის დასახლებული ადგილი, არის სოფელ ხევის თემის უბნები, ცხოვრობს ხალხი და სახლ-კარი აქვთ ხეველებს, რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ სხვა ადგილას, მაგრამ აქვთ ქონება ხევში და იქ ისვენებენ. ყველას ერთად, კონსტიტუციურად, საერთაშორისო სამართლისა  და ევროკავშირთან ხელმოწერილი მემორანდუმის მიხედვით, საკუთრების უსაფრთხოებისა და დაცვის უფლება აქვთ, აქვთ უფლება თქვან უარი მშნებლობაზე, რომელიც მათ სახლ-კართან ახლოს არის „დაგეგმილი“. ეს უბნებია: ჭენჭეხე, ცივი, ელიეშვილების უბანი, საქორისთავი, მახობეშვილების უბანი, ბუღარაშვილების უბანი.

ხევში ჰესის აშენების მსურველებმა, ძველი რეჟიმის დროს, ისე დაგეგმეს თავისი „პროექტი“, რომ ადგილობრივი მოსახლეობისათვის არ უკითხავთ არც ნებართვა და არც აზრი. ეს არის ძალადობა ადამიანებზე, ადამიანის უფლებებზე, ეს არის ავტორიტარიზმისა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფის გამოვლინება.

საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და არა ავტორიტარული ან დიქტატორული სახელმწიფო, ამრიგად, ხალხის ნება და უფლება უზენაესია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები და საერთოდ გააუქმოთ სოფელ ხევში მშე

ფოტო # 15
ნებლობის პროექტი.

განცხადებას თან ერთვის პეტიცია და ხელმოწერები, რომელიც თქვენთან კი გვაქვს ჩაბარებული, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ.

სოსო მამალაძე, გაიოზ მამალაძე  (ასეთივე განცხადება შევიტანეთ გარემს დაცვის სამინისტროში).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარემოს დაცვის სამინისტროდან 2020 წლის 8 აპრილს მივიღეთ წერილი (# 1, 2, 3, 4), სადაც სულ სხვა რამეზე იყო პასუხი და არა ჩვენს მოთხოვნაზე. ჩვენ მივწერეთ X საკითხზე და გვიპასუხეს Y. არავითარი თანადგომა, არავითარი გაგება მოსახლების ნებისა, არავითარი შეგნება კონსტიტუციის დაცვისა, არამედ, სიყალბე, თითქოს, ჩატარდა სკოპინგი, თითქოს, ევროკავშირი და ადამიანების უფლებები არ არსებობს, თითქოს დიქტატორულ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ.

მართალია, დღეს საქართველოში საგანგებო მგომარეობაა გამოცხადებული, მაგრამ, ეს არ აძლევს უფლებას არავის, განსაკუთრებით სამინისტროებს და მთავრობას, უგულებელჰყოს მოსახლეობის უფლებები და სასიცოცხლო ინტერესები. საქართველოში გადაივლის კოვიდ-საფრთხე, ქვეყანა დალაგდება და ყველას, მინისტრი იქნება, ინვესტორი თუ კომპანიის დირექტორი, მოუწევს პასუხი აგოს კონსტიტუციის დარღვევაზე.

სოსო მამალაძე

გაიოზ მამალაძე

 

ფოტო # 16

 

ფოტო # 17
ფოტო # 18
ფოტო # 19
ფოტო # 20
ფოტო # 21
ფოტო # 22
ფოტო # 23
ფოტო # 24
ფოტო # 25

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პეტრე ათონელი (+734) 12 (25)
25 ივნისი ღირსი პეტრე ათონელის (+734) ხსენების დღეა. ბიზანტიის იმპერატორის ლაშქარში მხედართმთავრად მსახურობდა. 667 წელს, სირიელებთან ომის დროს იგი ტყვედ ჩაიგდეს და სამარის ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმრობამ კარგა ხანს გასტანა. ღვთისმოშიში მეომარი გულმოდგინედ იკვლევდა საკუთარ სინდისს და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რა ცოდვისთვის დაატყდა თავს ეს საშინელი სასჯელი. ბოლოს, ღვთაებრივმა მადლმა გონება გაუნათა და მოაგონდა, რომ ოდესღაც უფალს მონაზვნობა აღუთქვა, შემდეგ კი ეს აღთქმა დავიწყებას მისცა.
მთავარანგელოზ გაბრიელის კრება
მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მეორე დღეს ეკლესია განადიდებს უფალს და თაყვანს სცემს მის კეთილ მაცნეს - მთავარანგელოზ გაბრიელს.
gaq