საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

რუსი ეგზარქოსის საყვარლის ქმრის, პავლე ჩუდეცკის მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი

ტფილისის სასულიერო სემინარიის ყოფილმა სტუდენტმა. იოსებ ლაღიაშვილმა., 1886 წელს მოკლე ტფილისის სასულიერო სემინარიის რექტორი, ეგზარქოსის მარჯვენა ხელი და ეგზარქოსის საყვარლის ქმარი, პავლე ჩუდეცკი...

აი რას წერს ამ საკითხზე რუსი მართლმადიდბელი ნიკოლოზ დურნოვო:


  „ბევრი რუსი ეგზარქოსი საქმეს მართავდა მათთვის გამორჩეული უპატიოსნო ადამიანების მეშვეობით, ახშობდნენ ყოველგვარ ქართულ-ეროვნულს, დევნიდნენ ქართული ეკლესიის ყველა წმიდა ადათს, შემონახულს ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან, ანადგურებდნენ საეკლესიო სიძველეებს. ამის შედეგად ეგზარქოსები არ სარგებლობდნენ ქართული საეკლესიო საზოგადოების პატივისცემით და თავად ქართულმა სამღვდელოებამაც დაკარგა ნდობა. რელიგიური განათლება დაქვეითდა, თავი იჩინა რომთან დაახლოების მოძრაობამ. სემინარიებში ყველა მასწავლებელი რუსი იყო. მომავალი ქართველი მღვდლები ვერ ფლობდნენ მრევლის ენას, იზრდებოდნენ არასაეკლესიო სულისკვეთებით. მათგან საუკეთესოები მღვდლებად არც მიდიოდნენ. ნაკლებად მორწმუნენი იშვიათად მსახურებდნენ ეკლესიებში და ვინც მიდიოდა, თავისი მოთხოვნილებებით უბრალო ხალხის გრძნობას აღაშფოთებდნენ.

რუსიფიკატორი ეგზარქოსები სასტიკად ჩაგრავდნენ ივერიის ეკლესიას, რომელიც უფრო სულამოთქმული იყო თურქებისა და სპარსელების დროს, ვიდრე ქართველების მოძულე რუსი მღვდელმთავრების ხელში. ეგზარქოს პავლეს უსაყვარლესი „თვალი და ყური“ იყვნენ დეკანოზები, ჩუდეცკი და კალისტოვი, რომელთაგან პირველი მოკლეს ქართველებმა“...

  საბოლოო ჯამში, პავლე ეგზარქოსმა „საშინელი არეულობა შეიტანა ქართულ ეკლესიაში. თბილისის სემინარიის ყოფილი რექტორის, დეკანოზ ჩუდეცკის (მასთან ერთად კიშინიოვიდან რომ გადმოიყვანეს და მერე ქართველმა მოკლა) ცოლთან სამარცხვინო ურთიერთობის შემდეგ, მოკლულის წესის აგების დროს, სიტყვა წარმოთქვა და ქართული ეკლესია შეაჩვენა, რის შედეგადაც ხალხის უზომო სიძულვილი გამოიწვია”.

„ამასთან დაკავშირებით ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა, ბატონმა ყიფიანმა 1887 წლის 8 ივნისს წერილი გაუგზავნა ქუთაისიდან. იგი მას სთხოვდა ან „უკუეგდო ნათქვამი ანდა მრევლის წინაშე ბოდიში მოეხადა ამ უჩვეულო მკრეხელური სიტყვების წარმოთქმის გამო”, ესე იგი, დაწყევლისთვის. ეგზარქოსის თხოვნით, ბ-ნი ყიფიანი თავადმა დონდუკოვ-კორსაკოვმა სტავროპოლში გადაასახლა. „როცა იგი პეტერბურგში გამოიძახეს ახსნა-განმარტებისათვის, მოკლული იპოვეს სასტუმროში, სადაც იგი ცხოვრობდა. დაქირავებული მკვლელები ვერ აღმოაჩინეს“. დიმიტრი ყიფიანი   ქართულმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა.

ეტყობა, პავლემ სხვა დროსაც დასწყევლა ქართული ეკლესია. „რაც შეეხება ეგზარქოს პავლეს მიერ ქართული ეკლესიის დაწყევლას წინასაეკლესიო კრების კომისიაზე, ეს დაადასტურა უსამღვდელოესობა კირიონმა (კათალოკოსი კირიონ მეორე) თავის სიტყვაში, რომელიც გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა. ეგზარქოსი პავლე ყაზანში გადაიყვანეს, სადაც მალე სა
შინელი სიკვდილით ჩაძაღლდა. ღვთის რისხვას ვერ გადაურჩა.“
ვიკიპედია გვამცნობს:

იოსებ ლაღიაშვილი (დ. 2 იანვარი, 1866[1] – გ. ?) – თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი, მისი სახელი გახმაურდა მას შემდეგ, რაც მოკლა ამავე სემინარიის რექტორი პავლე ჩუდეცკი.
იოსებ ლაღიაშვილი დაიბადა სამეგრელოში. მამა გორელი, კერძოდ კი ხურვალეთელი მღვდელი, დედა მარტვილის რაიონის სოფელ ბანძის მღვდლის ქალიშვილი იყო. დედ–მამა იოსებს ადრე დაეღუპა, მისი აღზრდა კი ბებიამ და ბიძებმა ითავეს. დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია, შემდეგ კი ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში [2]. ის სემინარიის პანსიონში ცხოვრობდა და სტიპენდიას იღებდა. ამის შემდეგ იოსებ ლაღიაშვილი სემინარიიდან გარიცხეს მას შემდეგ, რაც სასწავლებლის ზედამხედველმა ხელნაწერი ჟურნალი „ყვავილი“ აღმოუჩინა, მას ამასთანავე სტიპენდია მოეხსნა. ლაღიაშვილმა თხოვნით მიმართა რექტორს და ეგზარქოსსაც, მაგრამ ამაოდ. 1886 წლის 24 მაისს, მას შემდეგ, რაც მორიგ თხოვნაზე სემინარიაში აღდგენის შესახებ უარით უპასუხეს, მან ხანჯლით სემინარიის რექტორი პავლე ჩუდეცკი მოკლა.[3] ამ შემთვევამ საქართველოში სათავე დაუდო მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს. თავადაც დაჭრილი და გულწასული 20 წლის ლაღიაშვილი დაიჭირეს. გამოითქვა მოსაზრება, რომ ის კავშირში იყო ეროვნულ ჯგუფთან, რომელსაც უნდა დაეცვა „სარწმუნოება და სამშობლო“.[4] ამას უნდა გამოეწვია მხურვალე მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. ლაღიაშვილის სასამართლო პროცესი აქტიურად განიხილებოდა ქართულ პრესაში. მისი დაცვა გავლენიანმა თავადმა კონსტანტინე მუხრანბატონმა ითავა. მან ლაღიაშვილს განთქმული ადვოკატი ტურკევიჩი დაუქირავა. სემინარიის ყოფილი სტუდენტი გაასამართლეს, მას დახვრეტის განაჩენი არასრულწლოვნობის გამო ვერ მიუსაჯეს (მაშინ სრულწლოვნად 21 წლის პირი ითვლებოდა).[5] ის 20 წლით სახალინზე კატორღაში გაუშვეს. მას თავის ნაწარმოებში ანტონ ჩეხოვი ლაგიევად მოიხსენიებს.[6] მისი შემდეგდროინდელი ცხოვრების შესახებ რამდენიმე ცნობა არსებობს, თუმცა, შესაძლოა, ისინი სიმართლეს არ შეესაბამებოდნენ. ერთ–ერთი ცნობის მიხედვით, ის კატორღიდან გაიქცა და იაპონიაში ჩააღწია, 1889 წელს კი ამერიკაში იყო.[7] 1908 თუ 1913 წელს ის ამერიკაში ქართველ ზღვაოსან დავით ჭავჭავაძეს უნახავს. საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ცნობით კი, 1943 წელს ის თეირანში ყოფილა კონფერენციის დროს.[8]
სქოლიო↑ ზვიად დოლიძე, შურისმაძიებელი თუ ტერორისტი? „ისტორიანი“, № 2, გვ. 51↑ ზვიად დოლიძე, შურისმაძიებელი თუ ტერორისტი? „ისტორიანი“, № 2, გვ. 51↑ ალექსანდრე ელისაშვილი, დიდი მოვლენების პატარა გმირის ისტორია↑ ზვიად დოლიძე, შურისმაძიებელი თუ ტერორისტი? ისტორიანი, № 2, გვ. 54↑ ნოდარ გრიგალაშვილი, თანამდევი სული, „24 საათი“, 30.03.10↑ ანტონ ჩეხოვი, კუნძული სახალინი↑ ზვიად დოლიძე, შურისმაძიებელი თუ ტერორისტი? „ისტორიანი“, № 2, გვ. 55↑ ზვიად დოლიძე, შურისმაძიებელი თუ ტერორისტი? „ისტორიანი“, № 2, გვ. 55

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq