საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

მიქაელ მთავარანგელოზის ლეგიონი, რომელმაც მსოფლიოზე გაბატონება სცადა
გია ბუმბიაშვილი
კადრიანუ

 წინამდებარე წერილის ავტორი, გია ბუმბიაშვილი დაიბადა 1964 წლის 1 მარტს, თბილისში. სწავლობდა 147 საშუალო სკოლაში, ბავშვობიდან გატაცებული იყო პოლიტიკით, გეოპოლიტიკით, იდეოლოგიების ისტორიით. სკოლაში სწავლისას ჯუმბერ თადიაშვილთან, გია მამალაძესთან და სხვა მეგობრებთან ერთად დაარსა არალეგალური ანტიკომუნისტური ჯგუფი, რომლის წევრებიც საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდნენ. შემდეგ, მეგობრებთან ერთად სწავლობდა პოლიგრაფიულ პროფტექნიკუმში. საიდანაც საბეჭდი მასალა მოიპარეს და აპირებდნენ იატაკქვეშა სტამბის გამართვას. სტამბის დაარსება ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ჯგუფის წევრები ავრცელებდნენ საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილ პროკლამაციებს, გია ბუმბიაშვილის მამის, ცნობილი ფოტოგრაფის, გურამ ბუმბიაშვილის მიერ გადაღებულ მასალებს, რომლებიც ეხებოდა საქართველოს ისტორიის აკრძალული ფაქტებს და ემიგანტულ გამოცემებს. მუშაობდნენ ეროვნულ იდოლოგიაზე, წერდნენ ლექსებს და გამოსცემდნენ ხელნაწერ ჟურნალს. გატაცებული იყვნენ არჩილ ჯორჯაძის ეროვნული იდეოლოგიით.

შემდეგ გია ბუმბიაშვილმა და ჯუმბერ თადიაშვილმა დაარსეს პოლიტიკური ორგანიზაცია სოციალ-ფედერალისტური პარტია. ამ პარტიის სიით გია და ჯუმბერი აირჩიეს ეროვნული კონგრესის წევრად.

როცა ეროვნულ კონგრესის ზოგიერთ წევრთა  შორის გ. ბუმბიაშვილმა და ჯ. თადიაშვილმა შეამჩნიეს სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, აცნობეს, ზვიად გამ

ლეგიონის დროშა
სახურდიასთან დაახლოებულ თავის მეგობარს, გია მამალაძეს, რომელმაც ეს ყველაფერი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ზვიად გამსახურიას უამბო. გია მამალაძის თხოვნით ზვიად გამსახურდიამ მიიღო გ. ბუმბიაშვილი და ჯ. თადიაშვილი. ქვეყნის ლიდერისთვის ასეთი შესაძლებლობა ცნობილი იყო. შეხვედრაზე გადაწყდა, ინფორმაცია მიეწოდებინათ საზოგადოებისათვის. 

საინფორმაციო გადაცემა "მოამბის" ეთერში გია ბუმბიაშვილი და ჯუმბერ თადიაშვილი გამოვიდნენ განცხადებით და საზოგადოება გააფრთხილეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამავე გადაცემაში მონაწილეობა მიიღო გია მამალაძემ, რომელმაც მოუწოდა საზოგადოებას, არ აყოლილიყვნენ კონგრესის ზოგიერთი წევრის ანტისახელმწიფოებრივ მისწრაფებებს, და მხარი დაეჭირათ რეალური სახელმწიფო პოლიტიკისთვის, რომელიც შეიძლება განხორციელებულიყო მხოლოდ კანონიერად, მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეული უზენაესი საბჭოს მიერ, ასევე, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მიეცათ ზვიად გამსახურდიასთვის... 

სამწუხაროდ, ანტისახელმწიფოებრივი გადატრიალება მაინც მოხდა, რუსეთის იმპერიის დახმარებით.

რამდენიმე წელი, გია ბუმბიაშვილი და ჯუმბერ თადიაშვილი ემიგრაციაში იყვნენ, გერმანიაში.

დაბრუნების შემდეგ გია ბუმბიაშვილმა დაარსა სტამბა, გამოსცემდა გაზეთებს, ჟურნალებს, წიგნებს. იყო ქართველ ნაციონალისტთა ერთობის წევრი. 2004 წლიდან გახდა სამეფო კლუბ

ბენიტო მუსოლინი
ის წევრი.

2011 წლის 29 ივნისს. გია ბუმბიაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი სტატიებიდან მხოლოდ მცირე ნაწილია შემონახული.

გთავაზობთ გია ბუმბიაშვილის ერთ-ერთ სტატიას, რომელიც გადმობეჭდილია გაზეთიდან "პოლიტიკა", 2010 წლის 1-7 ივნისი, # 3

ბელა ჩხარტიშვილი


მიქაელ მთავარანგელოზის ლეგიონი, რომელმაც მსოფლიოზე გაბატონება სცადა


ფაშისტები ხელისუფლების სათავეში პირველად, მსოფლიოში 1922 წელს მოვიდნენ, როდესაც იტალიაში, პირველ ევროპელ დიქტატორად ბენიტო მუსოლინი მოგვევლინა.

ნაციონალისტურ-ფაშისტური პარტია საკმაოდ მოკლე ხანში ჩამოყალიბდა ძლიერ და მრავალრიცხოვან მოძრაობად.

ფაშისტური პარტია და მისი ლიდერი მუსოლინი, მკაცრად აკრიტიკებდნენ ლიბერალებსა და სოციალისტებს. ფაშისტური და ნაციონალ-სოციალისტური პარტიები იქმნებოდა ინგლისში, ხორვატიაში, ავსტრიაში, რუმინეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მათგან გამორჩეული იყო ქრისტიანულ-მართლმადიდებლური „მიქაელ მთავარანგელოზის ლეგიონი“, რომელიც 1927 წელს, რუმინეთში, კორნელიუ კოდრიანუმ შექმნა.

 

პარტიის პირველ ყრილობაზე კორნელიუ კოდრიანუმ წაიკითხა პირველი ბრძანება: „დღეს, 1927 წლის 27 ივნისს, იოანე ნათლისმცემლის დღეს, 10 საათზე, ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნა მიქაელ მთავარანგელოზის რეგიონი. ვისი რწმენაც უსაზღვროა, ჩვენთან დგ

ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერა
ას. და ვინც მერყეობს, ეჭვობს, დაე დატოვოს ჩვენი რიგები“. 1930 წელს მისმა ორგანიზაციამ ახალი სახელი მიიღო „რკინის გვარდია“.

ძლიერად ვითარდებოდა ფაშისტური პარტია ესპანეთშიც. მას ანტონიო პრიმო დე რივერა ხელმძღვანელობდა, პარლამენტის დეპუტატი, მგზნებარე ორატორი. მან მოახერხა რამდენიმე ფაშისტური პარტიის გაერთიანება.

მის მიერ შექმნილი ესპანური ფალანგა სანიმუშო იყო თავისი იდეოლოგიითა და დისციპლინით.

1936 წელს რესპუბლიკურმა მთავრობამ დააპატიმრა ანტონიო პრიმა დე რივერა და დახვრიტა კიდეც. შეიძლება ითქვას, რომ მისი პარტია საკმაოდ ორგანიზებული ძალა იყო, ჰყავდა რა, თავისი პარტიული პოლიცია. რივერას სიკვდილის შემდეგ მისი ორგანიზაცია გენერალ ფრანკოს არმიას შეუერთდა.

ანტონიო პრიმო დე რივერას საქმე წარმატებულად გააგრძელა ფრანჩესკო ფრანკომ. მან მთელი ძალაუფლება აიღო ესპანეთში და დიდი ხნის განმავლობაში რადიკალური მემარჯვენე დიქტატურა დააკანონა.

ყოფილი სოციალისტი დუჩე მუსოლინი ამბობდა: „ფაშიზმი არის იდეოლოგია, რომელიც არა მარტო იტალიას, არამედ მთელ მსოფლიოსაც გამოადგება სახელმძღვანელოდ“.

ჩნდება კითხვა, რამ გამოიწვია ფაშისტური დ ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიის გავრცელება მთელ ევროპაში? - პირველ ყოვლისა, მემარჯვენე იდეოლოგიის ფონზე, როდესაც გამოიკვეთა მომძლავრებული ეკონომიკური კრიზისისა და სოციალიზმის საფრთხე, ფაშისტური ლიდერების ახალი კონცეფციები და იდეები ხიბლავდა

ადოლფ ჰიტლერი
დამშეულ მასას.

ინგლისში - ედვარდ მოსლი, იტალიაში - ბენიტო მუსოლინი, რუმინეთში - კოდრიანუ, რაც მთავარია, ადოლფ ჰიტლერი - გერმანიაში, ფრანკო -ესპანეთში. საფრანგეთში ნაცისტები ბევრად სუსტად გამოიყურებოდნენ. არც ისე ძლიერად მიილტვოდნენ დიქტატურისა და პარლამენტის დემოკრატიული უფლებების შეზღუდვისაკენ.

ფაშისტური ინტერნაციონალი რეალურ მოხაზულობას იძენდა და ყველაფერი მზად იყო, ძლევამოსილი ძალა გაბატონებულიყო ევროპასა და მსოფლიოში.

ფაშისტური იტალიის ხელმძღვანელობა, თვით მუსოლინი თავიდან არ თანაუგრძნობდა ნაციონალ-სოციალიზმსა და ადოლფ ჰიტლერს.

საერთოდ, იტალიურ ფაშიზმს თავი ლიდერი ეგონა ევროპაში.

მთავარია დავინახოთ სერიოზული სხვაობა, რომელიც არის ნაციონალ-სოციალიზმსა და ფაშიზმს შორის. ფაშიზმი უფრო სუმბურული, ასე ვთქვათ, რომანტიული მიმდინარეობა იყო. რასაც მისი ლიდერის ბენიტო მუსოლინის ექსცენტრული პიროვნებაც განაპირობებდა.

ჰიტლერი და მისი ნაციონალ-სოციალისტური პარტია ბევრად აგრესიულ იდეოლოგიას ატარებდა. დამახასიათებელი იყო, როგორც ანტისემიტისტური, ასევე ბიოლოგიური რასიზმი, რაც არაგერმანელებისადმი სასტიკ მოპყრობაში ვლინდებოდა.

საერთოდ ფაშისტების კორპორატივიზმი და ნაციონალ-სოციალისტების ტოტალიტალური სახელმწიფო წყობა აბსოლუტურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

მოკლედ, ფაშისტებს მიაჩნდათ, რომ ყველა ევროპელი ერი თანაბარია და მათ ერთად უნდა შექმნან ქრისტი

გია ბუმბიაშვილი
ანული, ევროპული ერთობა.

ვიცით ისიც, რომ გერმანელი ნაცისტები არ იდგნენ ქრისტიანული ერთობის ნიადაგზე, რადგან მესამე რეიხის ბევრი ლიდერი წარმართული მისტიციზმით იყო გატაცებული.

ესესის შეფი, ჰიმლერი, რომელიც მესამე რეიხს აკონტროლებდა, ოკულტიზმით იყო გატაცებული და მაგიურ რიტუალებს დიდ ყურადღებას აქცევდა. შექმნილი იყო კვლევითი ინსტიტუტები, სადაც წინაპართა ტრადიციების შესწავლასა და მაგიური ძალების მოპოვების მეთოდებზე მუშაობდნენ.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ანანერბგეში, თულესა და ვრილში წარმართულ რიტუალებსაც ატარებდნენ, რამაც შესაძლოა, გამოიწვია კიდეც მათი მარცხი მეორე მსოფლიო ომში. თანაც, როცა ინგლისი და რუსეთი ქრისტიანულ ნიადაგზე იდგა.

ნაციზმის მარცხი განპირობებული იყო მისი კაცთმოძულებით, სისასტიკით, კონცენტრაციული ბანაკებით, სადაც მილიონობით ადამიანს წამებაში ამოხადეს სული, სადაც ატარებდნენ უამრავ არაადამიანურ ექსპერიმენტს.

ამან გამოიწვია გერმანელი ნაცისტების ასეთი მორალური დაცემა. მათი არაადამიანური საქციელის მიზეზები დღემდე გამოცანად რჩება. საოცარია, როდესაც გოეთეს, ბეთჰოვენის, ბახის ქვეყანაში წარმოიშვა არაადამიანური, მანიაკალური დიქტატურა. იდეოლოგია, რომელმაც ლამის კაცობრიობის არსებობა-არარსებობა სასწორზე დადო. რომ არა ჩვენი წინაპრების გმირული ბრძოლა, დღეს შესაძლოა, აღარც კი ყოფილიყო ჩვენი სამშობლო.

ნაცისტები, რომელთა იდეოლოგია და ქმედებები არ ჯდებ

გია ბუმბიაშვილი
ა დემოკრატიისა და ლიბერალიზმის ჩარჩოებში, დღესაც აგრძელებენ არსებობას დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში, რაც მეტად სახიფათო ტენდენციაა თანამედროვე მსოფლიოში.

სხვათა შორის, შესაძლოა, ყურადღების მიღმა რჩება, მაგრამ პროფაშისტური ძალები დღეს საქართველოშიც ცდილობენ ფორმირებას. თუმცა თავის შენიღბვას რელიგიური მოტივების გამოყენებით ახერხებენ. ამის დაშვება კი სახიფათოა.

გერმანიაში გერმანელი არისტოკრატები ფიქრობდნენ, რომ ჰიტლერი მართული იქნებოდა, მაგრამ მწარედ შეცდნენ. როცა ჯინი ბოთლიდან ამოვა, ბოროტი ძალის უკან დაბრუნება შეუძლებელი ხდება.

დღეს საქართველო გზის გასაყარზეა. საით წავა ჩვენი ხალხი. ვის მიანდობს ბედს, მასზეა დამოკიდებული. იმედია გადაწყვეტილება მართული ქნება და სანანებელი არ გვექნება ჩვენი არჩევანი.

 


გია ბუმბიაშვილი (მარჯვნივ) და გია მამალაძე ახალგაზრდობაში

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
gaq