| ცხინვალის დასახლება 1886 წელს |
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას, რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს. ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება: „გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი). კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ.
სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე... მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი). ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ- საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა: 1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ: 2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით. 3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე. 4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები. 5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა. 6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად. 7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა. 8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი ... ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- 1991 წლის 14 მაისს საქართველოს(მე-ბიმურზა აფრასიძე- დადეშქელიანი,გელა ჩორგოლაშვილი,ალეკო ქობულაშვილი ) ,რუსეთისა და სსრკ-ს პარლამენტარებამა ( ოსური მხარე მეთვალყურის როლში იყო ხმის უფლების გარეშე ) მოვახდინეთ პარაფირება დოკუმენტის ,რომელშიც დაფიქსირდა ცხინვალიდან და აფხაზეთიდან სსრკ-ს (რუსეთის) ჯარების დაუყონებლივ გაყვანის შესახებ და ამ რეგიონებში პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ საქართველოს პრიორიტეტად გამოცხადდა… ასევე აღიარებული იქნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთელის გაუქმების მართლზომიერება და დამკვიდრდა ტერმინი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომია . სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო ანალოგიური შინაარსის დადგენილება ამ პარაფირებული დოკუმენტის საფუძველზე … ეს იყო ქართველების ,ოსების, აფხაზების დიდი გამარჯვება ,რითაც შეიძლებოდა სისხლისღვრის თავიდან აცილება და ამ ხალხების გადარჩენა … ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა.. რუსეთმა 1992 წელს მოახდინა თბილისში სამხედრო გადატრიალება ადგილობრივი კრიმინალების მეშვეობით და 1992 წელს მოახდინა მისი მარიონეტების ხელით კონფლიქტის პროვოცირება, კიტოვანმა ,არძინბამ , შევარდნაძემ... აფხაზეთში კონფლიქტის გაჩაღებით გაყიდეს აფხაზი, ქართველი.... და აფხაზეთი მიყიდეს რუსეთს..., საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოკლეს, 30 000 ადამიანი დაიხოცა ,300 000 აყარეს აფხაზეთიდან,სამეგრელო ხუთგზის დალაშქრეს ,გადაწვეს სოფლები , 1,500 000 ქართველი საქართველოდან გააქციეს ,ჩააბნელეს და ძაძებით შემოსეს მთელი საქართველო, 20 მილიარდი დოლარის ანაბრებით აართვეს მოსახლეობას ,გააპარტახეს ეკონომიკა . სამწუხაროდ ამ ომის პროვოცირებამ დიდად დააზარალა ,როგორც აფხაზი ,ოსი,ისე ქართველი ერი,ომის შედეგები დამღუპველია მთლიანად საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ,რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ ქართველთა, ოსთა და აფხაზთა ერთიან პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაციაში რომლის აქტიური იდეოლოგები იყვნენ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია( სახაროვ-მამარდაშვილის კონცეფცია იყო რა საქართველოს დეზინტეგრაციის პროექტი , მას მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია დაუპირისპირდნენ, სამწუხაროდ მოსკოვის გეგმა განხორციელდა, აფხაზების, ოსების "განთავისუფლებით და აქტიურად მიმდინარეობს მეგრელების, სვანების , აჭარლების, ჯავახების "განთავისუფლების"გორბაჩოვ- სახაროვ- მამარდაშვილისეული პროცესი).
საბჭოთა კავშირის დაშლის პირველ ეტაპზე ეროვნული მოძრაობის,ზვიად გამსახურდიას პოლიტიკა სრულ ჰარმონიაში იყო მსოფლიო თანამეგობრობის პოლიტიკასთან ,მაგრამ მეორე ეტაპზე საბჭოთა კავშირის სწრაფი დაშლა აშშ-ს ინტერესებში არ შედიოდა,რის გამოც რუსეთის ხელისუფლება წაახალისეს ,რათა მას მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში კერძოდ ,ამერიკელი ექსპერტ-მრჩეველი გოლცი წერს: – საქართველოში მოვლენების განვითარებაში არის შინაგანი ფაქტორი[!], მაგრამ არის აგრეთვე გარეგანიც[!]. ხოლო ამ გარეგანის გააზრებას მე თქვენ მოგანდობთ რუსული გამოთქმის შესაბამისად – ‘Против лома нет приема’, რაც ნიშნავს ‘ძალაყინის წინააღმდეგ ილეთი არ არსებობს (ძალაყინის წინააღმდეგ ილეთი არ არსებობს)’, და მე ვფიქრობ, რომ ეს სავსებით სწორია ახლა საქართველოს მიმართ… დღეს დილით მე დავუკავშირდი თბილისს და მაქვს ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები არათუ შევიდნენ, არამედ უტევენ კიდევაც ტანკებით გამსახურდიას მომხრეებს ფოთის მიმართულებით და აგრეთვე მთელს დასავლეთ საქართველოში [გვ. 8–9]».....განახლებული საბჭოთა კავშირის“ იდეა ოფიციალურად ეკუთვნოდა საბჭოთა დისსიდენტს , ა.სახაროვს — ავტორს გამოთქმისა „საქართველო მცირე იმპერიაა“. სახაროვის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შეიქნა საქართველოში „პერესტრიკის“ პროცესის იდეოლოგიური ხელმძღვანელობისათვის საგანგებოდ მოვლინებული მ.მამარდაშვილი — გორბაჩევის ოჯახის ახლო მეგობარი და ა.სახაროვის უახლოესი თანამზრახველი.მალტაზე გორბაჩევ-ბუშის გარიგებისთანავე სასწრაფოდ დაიწყო „განახლებული საბჭოთა კავშირისათვის“ საკანონმდებლო ბაზის შექმნა — სახაროვისეული პროექტით. „განახლებული საბჭოთა კავშირის“ იდეა ოფიციალურად ეკუთვნოდა საბჭოთა ვითომ დისიდენტს (სინამდვილეში კი სსრკ და მსოფლიო ფარული პოლიტიკური ელიტის უგავლენიანეს წევრს, ა.სახაროვს — ავტორს გამოთქმისა „საქართველო მცირე იმპერიაა“. სახაროვის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შეიქნა საქართველოში „პერესტრიკის“ პროცესის იდეოლოგიური ხელმძღვანელობისათვის საგანგებოდ მოვლინებული მ.მამარდაშვილი – გორბაჩევის ოჯახის ახლო მეგობარი და არაკაც ა.სახაროვის უახლოესი თანამზრახველი.მალტაზე გორბაჩევ-ბუშის გარიგებისთანავე სასწრაფოდ დაიწყო „განახლებული საბჭოთა კავშირისათვის“ საკანონმდებლო ბაზის შექმნა – სახაროვისეული პროექტით. მათს შორის უმნიშვნელოვანესები იყო: О ПОРЯДКЕ РЕШЕНИЯ ВОПРОСОВ, СВЯЗАННЫХ С ВЫХОДОМ СОЮЗНОЙ РЕСПУБЛИКИ ИЗ СССРЗАКОН ВЕРХОВНЫЙ СОВЕТ СССР 3 апреля 1990 г. N 1409-I(ВВСС 90-15) Статья 2. Решение о выходе союзной республики из СССР принимается свободным волеизъявлением народов союзной республики путем референдума (народного голосования). Решение о проведении референдума принимается Верховным Советом союзной республики по собственной инициативе или по требованию, подписанному одной десятой частью граждан СССР, постоянно проживающих на территории республики и имеющих право голоса согласно законодательству Союза ССР. Референдум проводится в порядке, определяемом Законом СССР, Законом союзной, автономной республики о референдуме, если их положения не противоречат настоящему Закону. Статья 3. В союзной республике, имеющей в своем составе автономные республики, автономные области и автономные округа, референдум проводится отдельно по каждой автономии. За народами автономных республик и автономных образований сохраняется право на самостоятельное решение вопроса о пребывании в Союзе ССР или в выходящей союзной республике[/U], а также на постановку вопроса о своем государственно правовом статусе. ამ კანონში ყველაზე არსებითი იყო ის, რომ სსრკ-დან შესაძლო გასვლის პროცესში განსაკუთრებული და სპეციფიური სეპარატისტული უფლებები მიენიჭათ ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ოლქებს — რომელთაც ამა-თუ-იმ რესპუბლიკის სსრკ-დან გასვლის შემთხვევაში მიენიჭათ უფლება გამოჰყოფოდნენ გამავალ რესპუბლიკას და თვით დარჩენილიყვნენ სსრკ შემდაგენლობაში.... О РАЗГРАНИЧЕНИИ ПОЛНОМОЧИЙ МЕЖДУ СОЮЗОМ ССР И СУБЪЕКТАМИ ФЕДЕРАЦИИЗАКОНВЕРХОВНЫЙ СОВЕТ СССР 26 апреля 1990 г. №1457-I (ВВСС 90-19) Статья 1. Союз Советских Социалистических Республик является суверенным социалистическим федеративным государством. Союз ССР обладает полномочиями, которые субъектами федерации совместно отнесены к ведению Союза ССР. Союзные республики – суверенные советские социалистические государства, добровольно, на основе свободного самоопределения народов и равноправия объединившиеся в Союз Советских Социалистических Республик. Союзные республики обладают всей полнотой государственной власти на своей территории вне пределов полнотой государственной власти на своей территории вне пределов полномочий, переданных ими в ведение Союза ССР. Автономные республики – советские социалистические государства, являющиеся субъектами федерации – Союза ССР. Автономные республики, автономные образования входят в состав союзных республик на основе свободного самоопределения народов, обладают всей полнотой государственной власти на своей территории вне пределов полномочий, переданных ими в ведение Союза ССР и союзных республик. ამ კანონში – რომელიც უმჭიდროვესად იყო დაკავშირებული ზემოთ მითითებულთან – სსრკ ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ავტონომიურ ოლქებს მოკავშირე რესპუბლიკების ტოლი უფლებები მიენიჭათ სსრკ-ში მათი ყოფნ-არყოფნის თვალსაზრისით – ანუ სსრკ-დან გასვლა-დარჩენა და მოკავშირე რესპუბლიკაში გასვლა-დარჩენა მათ შეეძლოთ რესპუბლიკისაგან დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ (სეპარატიზმის კანონიერი უფლება მიენიჭათ) . ზემორე ორი კანონი შეიქნა საფუძველი გორბაჩევის საკავშირო ტელევიზიით გამოთქმული მუქარისა საქართველოს მიმართ: „თუ საქართველო გავა საბჭოთა კავშირიდან – იგი გავა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე“-ო. მიაქციეთ ყურადღება – გორბაჩევს არ უზსენებია აჭარა (რომლის სტატუსიც სპეციფიური იყო თურქეთთეან დადებული ხელშეკრულებით)....” ამ კანონში ყველაზე არსებითი იყო ის, რომ სსრკ-დან შესაძლო გასვლის პროცესში განსაკუთრებული და სპეციფიური სეპარატისტული უფლებები მიენიჭათ ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ოლქებს — რომელთაც ამა-თუ-იმ რესპუბლიკის სსრკ-დან გასვლის შემთხვევაში მიენიჭათ უფლება გამოჰყოფოდნენ გამავალ რესპუბლიკას და თვით დარჩენილიყვნენ სსრკ შემდაგენლობაში.ამ კანონში — რომელიც უმჭიდროვესად იყო დაკავშირებული ზემოთ მითითებულთან — სსრკ ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ავტონომიურ ოლქებს მოკავშირე რესპუბლიკების ტოლი უფლებები მიენიჭათ სსრკ-ში მათი ყოფნ-არყოფნის თვალსაზრისით — ანუ სსრკ-დან გასვლა-დარჩენა და მოკავშირე რესპუბლიკაში გასვლა-დარჩენა მათ შეეძლოთ რესპუბლიკისაგან დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ (სეპარატიზმის კანონიერი უფლება მიენიჭათ) .ზემორე ორი კანონი შეიქნა საფუძველი გორბაჩევის საკავშირო ტელევიზიით გამოთქმული მუქარისა საქართველოს მიმართ: „თუ საქართველო გავა საბჭოთა კავშირიდან — იგი გავა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე“-ო. ანუ ვინც ამ ახალ მსოფლიო წესრიგს არ დაემორჩილებოდა დაიჯებოდა ავტონომიების-ფარული ნაღმების აფეთქებით... ამ საკითხის პრეისტორიის განხილვისას ვერ ავუვლით ეროვნული მოძრაობის ლიდერების მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას მწვავე კამათი ფილოსოფოს მამარდაშვილთან , რომელისაც უშუალოდ უნდა განხორციელებინა ამ პროექტის იდეოლოგიური უზრუნველყოფა ( მსაგავსი დავალებით იგი გახლდათ ჩეხეთში პრაღის გაზაფხულის დროს , 1968 წელს , როგორც ჟურნალ მირ ი სოციალიზმის რედაქტორის მოადგილე) სახაროვის კონცეფციის " საქართველო მცირე იმპერიის" ავტორები რუსეთის იმპერიის კონსტრუქტორები იყვნენ , კერძოდ სტალინი ,რომლის სიტყვებში უდიდესი ღვარძლი დევს ღვარძლი დევს ქართველი ერის მისამართით მის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებში და თვით ქართველი ერის უკიდურესად ყალბ და მტრულ განსაზღვრებაში: „ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან – ისინი საშინლად ავიწროებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს; ქართველები არა ეროვნება, არამედ კონგლომერატია; საქართველოს არ შეუძლია რუსეთის გარეშე არსებობა“. სტალინის ამ განცხადებით გამოცხადდა" საქართველო მცირე იმპერიად", კერძოდ , მან თქვა ,რომ „ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან – ისინი საშინლად ავიწროებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს; ქართველები არა ეროვნება, არამედ კონგლომერატია; საქართველოს არ შეუძლია რუსეთის გარეშე არსებობა“..სტალინმა საინგილოს აზერებისთვის გადაცემით დაიწყო ქართების მიერ დაპყრობილი ინგილოების "განთავისუფლება" (საინგილოს აზებაიჯანისთვის გადაცემაზე ხელი სტალინს აქვს ხელმოწერილი..),შემდგომ ეს გააგრძელა შევარდნაძემ აფხაზებისა და ოსების "განთავისუფლებით და ახლა მისი ბანდა ცდილობს მათი დამოუკიდებლობის აღიარებით იურიდიულად გაფორმებას .....სახაროვის-მამარდაშვილის გეგმას( საქართველო-”მცირე იმპერია”) იზიარებდნენ პრაღის 24-ე რეზოლუციით,ტალიავინი თავისი ქართველი ექსპერტებით( რეგიონალიზაციის კონცეფციის მხარდამჭერები) ... ანუ ” მცირე იმპერიას ”- საქართველოს უნდა გამოეყოს თვითგამორკვევის პრინციპით აფხაზები, ოსები, სვანები(მით უმეტეს არსებობს სვანური ენა), მეგრელები(მეგრული ენა არსებობს), აჭარლები, ჯავახები...ეს უბინძურესი დოკუმენტი შეიქმნა სახაროვ -მამარდაშვილის ”მცირე იმპერიის” კონცეფციის შესაბამისად ...მასში მონაწილეობდნენ რუსული კგბ-ს დისიდენტები გორბაჩოვის,შევარდნაძის ..დავალებით და დაფინანსებით...ამ დოკუმენტით ქართების დაპყრობილი ოსები,აფხაზები,სვანები,მეგრელები,ჯავახები,აჭარლები... ჰელსინკის თვითგამორკვევის პრინციპიდან გამომდინარე უნდა ”განთავისუფლდნენ” ქართველთა ბატონობისაგან ,რაც ნაწილობრივ შევარდნაძის რუსულმა ადმინისტრაციამ განახორციელა 1992-93 წწ. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსებისთვის გადაცემით. საქართველოში 1990-91 წწ. არ ირღვეოდა ადამიანის უფლებები(პირიქით კონსტიტუციაში ჩაიწერა საერთაშორისო სამართლის უპირატესობა ადგილოიბრივთან შედარებით ადამიანის უფლებების საქმეში) ,არც ეროვნულ უმცირესობებს ავიწროებდა არავინ ,არჩევნები ტარდებოდა მსოფლიო სტანდარტების სრულ შესაბამისობაში,იქმნებოდა დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტები (საკრებულო, პრეფექტები), ტარდებოდა სასამართლოს რეფორმები,შეიქმნა პრესის, პრივატიზაციის, პოლიტიკური ორგანიზაციების შესახებ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი კანონები ,მაგრამ საქართველო მაინც დასაჯეს თავისუფალი პოლიტიკის წარმოების გამო ,რისთვისაც სამწუხაროდ გამოყენებული იქნა” რუსული ძალაყინი”.. აშშ-ს მაშინდელმა მესვეურებმა( ბუში-მამა,კლინტონი) მხარი რუსეთის იმპერიას (ელცინს) დაუჭირეს ,რის შედეგადაც დღეს რუსეთის იმპერია ახალ სსრკ-ს -ევრაზიული სახელმწიფოს შექმნას ესწრაფვის , აფხაზეთის, სამაჩაბლოს ოკუპაციის შემდეგ ახდენს ყირიმის, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის ტერიტორიების ოკუპაციას, მთელ აღმოსავლეთ ევროპას დაემუქრა რუსული ოკუპაციის საფრთხე ... დასავლეთს რუსეთის იმპერიული გამოხდომების წინააღმდეგ ბრძოლა მილიარდები უჯდება და კავკასიაში გამსახურდია-კოსტავა--დუდაევის კონცეფიას დაუბრუნდნენ .. ასე, რომ დასავლეთის ეს შეცდომა სანანებელია ცივილური მსოფლიოსთვის...მისი გამოსწორება (თუ გამოსწორებადია) დღესაც ძალიან ძვირი დაუჯდა(საქართველოს, აზერბაიჯანს, მოლდავეთს,უკრაინას ) და უჯდება მსოფლიოს!!! http://www.200.org.g...mokvlevebi.html |