|
საქართველოს საგვარეულოთა კავშირის „გვარი და გვარიშვილობის“ ხელმძღვანელი ლევან ფრუიძე 84 წლის გახდა georoyal.ge
ლევან აკაკის ძე ფრუიძე დაიბადა 1933 წლის 24 თებერვალს ამბროლაურის რაიონის სოფელ ქვედა ჟოშხაში. 1950 წელს დაამთავრა ჭრებალოს საშუალო სკოლა, ხოლო 1959 წელს გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, წარჩინებით. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. 1968 წელს აკად. გიორგი ჩიტაიამ გადაიყვანა ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. იქვე დაიცვა სამეცნიერო ხარისხი. ლ. ფრუიძემ განვლო გზა ლაბორანტიდან წამყვან მეცნიერ-თანამშრომლამდე. არის რამდენიმე მონოგრაფიისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი. იყო 1992-1995 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი.
საგვარეულო მოძრაობით ახალგაზრდობიდან დაინტერესდა. XX ს-ის 80-იანი წლებიდან, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით, ქმნის საგვარეულო კავშირებს. მათი მიზანია ქართველი ერის ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ რწმენაში დაბრუნება, თანამედროვე ვითარების შესაბამისად თავანკარა მამა-პაპური ცხოვრების წესისა და ეროვნული ტრადიციების აღდგენა.
საგვარეულო კავშირების რაოდენობამ როცა ოთხასს გადააჭარბა, აუცილებელი გახდა მათი კოორდინაცია, ამიტომ ლ. ფრუიძემ 2003 წელს ჩამოაყალიბა სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი ,,გვარი და გვარიშვილობა'', რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისში სამების ლავრასთან მოქმედებს. 2004 წლიდან, დაფუძნებიდან ბატონი ლევანი გახლავთ სამეფო კლუბის წევრი. 2016 წელს იგი აირჩიეს სამეფო კლუბის ღვაწლმოსილ წევრად.
ბიბლიოგრაფია
სოფელი ლაბეჭინა და ლაბეჭინის მონასტერი (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 160გვ.
განაწესი სოფელ ჭრებალოსა და ჭრებალოს საკრებულოსათვის (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 47გვ.
ქასრაძეები და ქასრაშვილები (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 56გვ.
მოძღვარი : პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სიმონ სხირტლაძე (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2002. - 68გვ.
იქ, სადაც იბადება რიონი : რაჭის ხსნა დღეს შეიძლება, ხვალ გვიან იქნება (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1990. - 119გვ.
ყოფა და ტრადიციები : ეთნოგრაფიული ეტიუდები (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1987. - 127გვ.
რაჭა ეთნოგრაფიის თვალით (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1986. - 62გვ.
ეროვნული ტრადიციების მიზნობრივი მართვა (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1984. - 32გვ.
ცხრაციხეთის ლეგენდა : მოთხრობები სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1978. - 177გვ.
ქართული ეთნოგრაფია და ტრადიციები (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1977. - 32გვ.
საგანძურები : საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1975. - 91გვ.
მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით. : წ. 1 : რაჭა. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1974. - 336გვ.
უცხო ფრინველი : საქართველოს ფაუნა, ნარკვევი ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 50გვ.
დაკარგული ბილიკი : მოთხრობა ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1963. - 20გვ.
ლამლუზის დარბევა : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1962. - 25გვ. |
|