საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

წინ, გენერალო, წინ! (გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტის გამო)
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი
პირველ რიგში, მოდით გავარკვიოთ, ვინ არის ეროვნული გმირი? ეროვნული გმირი არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი, მსხვერპლად გაიღო ერის კეთილდღეობისთვის, თავი დადო მისთვის და მას შესწირა თავისი პირადი კეთილდღეობა, საკუთარი სიცოცხლის ჩათვლით. ეროვნული გმირი ვერასდროს გახდება ადამიანი, რომელიც შემთხვევით, არა საკუთარი ნება-სურვილით შეეწირა გარკვეულ ისტორიულ მოვლენებს. ეროვნული გმირი არის ის, ვინც მსხვერპლშეწირვის აქტში, საღ გონებაზე მყოფი, საკუთარი ნებით იღებს მონაწილეობას. ეს არის ქრისტეს გზა ეროვნულ განზომილებაში - იერუსალიმში დიდებით შესვლითა და პილატეს სამსაჯავროს გავლით - გოლგოთისკენ. როგორც ქრისტე და მოწამეები იყვნენ მაგალითი დევნილების ხანის ქრისტიანთათვის, ასეთივე მაგალითად რჩებიან ეროვნული გმირები ერის ისტორიაში. როგორც ქრისტე და მოწამეები განასახიერებდნენ თავიანთი მოწამეობრივი სიკვდილით ბოროტზე საბოლოო გამარჯვებას, ასევე ეროვნული გმირი განასახიერებს ტანჯული ერის საბოლოო გამარჯვებას მტერზე. ეროვნული გმირი არის გამარჯვების სულის ჩამდგმელი ერის ძნელბედობის ჟამს, ის როგორც სიცოცხლეში, ასევე მისი მსხვერპლშეწირვის შემდეგაც, იმედს უსახავს ერს და შთააგონებს, რომ მიუხედავად მის წინ არსებული დღევანდელი სიძნელეებისა, ერი მას გადალახავს და საბოლოოდ, „მომავალი ჩვენია!“. 
 
შემოქმედის წინაშე, რომელიც ეროვნული გმირის გამოსახვას დააპირებს, დგება სწორედ ეს პრობლემა, რომ მან ზუსტად გადმოსცეს ეს გმირული სილისკვეთება: საკუთარი ნებით ერის კეთილდღეობას შეწირული ადამიანის პორტრეტი, რომელიც თაობებს მომავალი გამარჯვებებისკენ შთააგონებს. ეროვნული გმირი არასდროს უსვამს ხაზს თავის ტკივილებს, თავის პირად განცდებს, არასდროს ითვლის თავის დანაკარგებს; მას არ აქვს უფლება, ადამიანების წინაშე ნატურალისტურად თუ მხატვრულად გააშიშვლოს ის სიძნელეები, ტკივილები, რომელიც მან გადაიტანა ერის სამსახურში. მან იცის, რომ იგი არის მაგალითი სხვებისთვის და გარეგნული უდრტვინველობით ადის საკუთარ ჯვარზე, რომ სხვაც გაამაგროს ბოროტებასთან ბრძლის წინ, სხვასაც ჩაუსახოს სიმამაცე და გმირობის წყურვილი. ეს არის მთავარი ამოცანა შემოქმედისა, რომელიც ეროვნული გმირის პორტრეტის შექმნას მიჰყოფს ხელს. შემოქმედმა უნდა გამოსახოს ეროვნული გმირი მისი საულისკვეთებით, მისი ნებაყოფლობითი მსხვერპლშწირვითა და გამარჯვებით, ისეთად, როგორადაც ის დარჩა ერის მეხსიერებაში. სწორედ ასე გამოისახებოდა ჯვარცმული ქრისტე - ჯვარზე წელ და ხელებგამართული, ხშირად თვალღიაც, რადგან ჯვარი, როგორც წამების იარაღი დარჩა წარსულში, წარმართი რომაელებისთვის, ხოლო ქრისტიანთათვის ჯვარი ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. „ამით სძლიე!“ - სწორედ ამ სიტყვებით გამოესახა ჯვარი იმპერატორ კონსტანტინეს და სწორედ ამ სიტყვებმა ჩაუსახა მას მტერზე გადამწყვეტი ბრძოლის წინ გამარჯვების ნება და იმედი. 
 

ეროვნული გმირი კიდევ ძალიან ჰგავს წმინდა მხედრებს. ბევრი მათგანი უძლეველი, მამაცი მხედართმთავარი იყო, მაგრამ ბოლოს, სარწმუნოებისთვის, თავიანთი იდეალისთვის, უამრავი წამება გადაიტანეს. მათი წამების სცენებზეც კი ისინი გამარჯვებულებად გამოსახებიან. მათ სახეზე არასდროსაა აღბეჭდილი ტკივილი, ცრემლი, წუხილი, სინანული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერასდროს გახდებოდნენ ქრისტიანთა მომავალი თაობებისთვის თავდადების მაგალითები, თავდადებისა, რომელმაც საბოლოო გამარჯვება უნდა მოიტანოს. ამიტომაცაა, რომ წმინდა მხედრები გამოისახებიან საბრძოლო დიდებაში, მათს იკონოგრაფიაში უმთავრესი ადგილი უკავია სცენას, რომელშიც მხედარი (ან მისი ცხენი) ფეხით თელავს ან შუბით კლავს ბოროტებას, გამოსახულს ან გველეშაპის, ან რომელიმე წარმართი იმპერატორის სახით. 

 
ვინ იყო გენერალი მაზნიაშვილი? ეს იყო დაუმარცხებელი გენერალი, აჭარის, აფხაზეთის, სოჭის, ტუაფსეს ბრძოლების გმირი, შულავერის ფრონტის, ახალციხე-ახალქალაქის და თბილისის დამცველი... საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ ერთხანს სამშობლოდან საფრანგეთში გადახვეწილი კვლავ ბრუნდება მშობლიურ სოფელში და 1937 წელს ვაჟთან ერთად ეწირება წითელ რეპრესიებს. საბჭოთა დროს მისი სახელი დავიწყებას მიეცა, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლის დასაწყისში, მისი სახე, ისევე, როგორც სხვა მივიწყებულ გმირთა სახეები, კვალავ ამოტივტივდა ერის მეხსიერებაში და სწორედ ისინი შთააგონებდნენ ასიათასობით ადამიანს თავისუფალი საქართველოს იდეას, სწორედ ისინი უსახავდნენ იმედს, უკეთესი, დამოუკიდებელი საქართველოსი. ერისთვის მაზნიაშვილი და სხვა ეროვნული გმირები არ არიან მხოლოდ წამებულები, ტანჯვაგამოვლილი ხალხი, არამედ ისინი ამ ტანჯვა-წამებაზე ამაღლებული პიროვნებებია, მათი იმედია! თუ შემოქმედი, - ფერმწერი იქნება ეს, მოქანდაკე, მწერალი თუ კინოხელოვანი, - ეროვნული გმირის ამ ძირითადი არსის გამოხატვას ვერ შეძლებს, რაც უნდა დიდი ოსტატი იყოს, უნდა ჩავთვალოთ, რომ მის შრომას ფუჭად ჩაუვლია. ეს იგივეა, რომ მახარებლებს სახარებებში არ აესახათ აღდგომილი ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვება და მისი ისტორია ჯვარცმის სცენით დაესრულებინათ; ეს იგივეა, რომ ქრისტიან ხელოვანებს აღდგომილი და ზეცად ამაღლებული ქრისტეს ხატება არ შეექმნათ; ეს იგივეა, რომ ქრისტიანულ ხატწერას არ აესახა წმინდა მხედრები საბრძოლო დიდებაში და სხვა მოწამეები პალმის - გამარჯვების სიმბოლოს - რტოებით ხელში. ეს იგივეა, რომ გადმოსცე მოწამეთა ტანჯვის სცენები, მაგრამ არ გადმოსცე ის, რისთვისაც ისინი ეწამნენ - მათი გამარჯვება! 
 

მოქანდაკე გენადი ზაქარაიას მიერ შექმნილ მაზნიაშვილის ბიუსტის ძირითადი ნაკლი, ჩემი აზრით, სწორედ ეს გახლავთ. მე ქანდაკება საკუთარი თვალით ჯერ არ მინახავს, მაგრამ ვმსჯელობ მრავალრიცხოვანი ფოტოებითა და იმ ადამიანების, ძირითადად, ხელოვანების აღწერით, რომლებსაც, სხვათა შორის, მოსწონთ ქანდაკება. ამბობენ, რომ გენერლის სახეზე ღარები ეს საქართველოს ჭრილობებია, მისი პირადი ტანჯვაა საქართველოსთვის და ა.შ. და განა ამას ელის ერი ეროვნული გმირისგან? სრულიადაც არა! მთავარი გამორჩა თავად მოქანდაკეს და მათაც, ვინც დადებითად აფასებს ქანდაკებას: ეს არ არის გამარჯვებული გენერალი, ეს არ არის ეროვნული გმირი, წინამძღოლი დიდი გამარჯვებებისკენ. ერი თავისი გმირისაგან ითხოვს მაგალითს, წაძღოლას წინ, ახალი გამარჯვებებისკენ: წინ, გენერალო, წინ! 
 

ნიკო ნიკოლოზიშვილი

21 ნოემბერი/4 დეკემბერი

ტაძრადმიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისა.

მამული, ენა, სარწმუნოება

20 მარტს ხსენება - წმიდა მღვდელმოწამეთა, ხერსონესის ეპისკოპოსებისა: ბასილისა, ეფრემისა, კაპიტონისა, ევგენისა, ეთერიოსისა, ელპიდესი, აღათოდორესი (IV)
წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ ხერსონესში.
20 მარტს არის ხსენება ღირსი ემილიანესი
ღირსი ემილიანე რომაელი იყო. ის სიბერემდე ცოდვებში ცხოვრობდა. ბოლოს მონანული მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა. ღირსი ემილიანე გამოირჩეოდა უდრტვინველი მორჩილებით და მკაცრი მარხულობით. ღამ-ღამობით საიდუმლოდ მიდიოდა შორიახლო მდებარე გამოქვაბულში და მხურვალედ ლოცულობდა.
gaq