გვესაუბრება სამეფო კლუბის წევრი დიმიტრი ჭიკაძე.
- რატომ ხართ მონარქისტი? - კარგი კითხვაა... ჩემი აზრით, მონარქია არის სახელმწიფოს ის წყობა, სადაც მშვიდობიანობა და სტაბილური განვითარება არის შესაძლებერი, თანაც მონარქი უფრო დიდი დიპლომატი იქნება ქვეყნის გარეთ, ვიდრე სხვა თანამდებობის პირი... -არის თუ არა მონარქია ეროვნული? - რა თქმა უნდა ეროვნულია, და ეროვნულ საკითხებს ეხმაურებოდა საუკუნეების მანძილზე, მონარქია იყო ქართველი ერის ერთ-ერთი (ხანდახან ერთადერთიც) გამაერთიანებელი ძალა... გავიხსენოთ როგორ იწყება საქართველოში მონარქის ტიტულატურა „მეფე აფხაზთა, ქართველთა......“ და ასე შემდეგ... ჩემი აზრით, მონარქიას აქვს რეალური შანსი დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო.. - არის თუ არა საქართველოში ეროვნული ძალა? - დიახ, არის, თითოეულ ქართველში დევს ეროვნული სულისკვეთება... ამ საკმაოდ რთულ და საინტერესო დროს.. უბრალოდ საჭიროა ამ ძალის გაერთიანება, რათა თავისი სიტყვა თქვას საქართველოს უახლეს ისტორიაში.... - რა მიზანი აქვს სამეფო კლუბს? - ჩემი გადმოსახედით სამეფო კლუბმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მონარქიასა და ქართველ ერს შორის „ხიდჩატეხილობაზე“. ვფიქრობ, სამეფო კლუბი უნდა იყოს ის ხიდი, რომელიც გააერთიანებს მონარქს და ქართველ ერს ერთ მუშტად....
დიმიტრი ჭიკაძე - დაიბადა 1992 წლის 20 იანვარს, 2014 წელს დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის „საერთაშორისო ურთიერთობები“ - დიპლომატი 2016 წლიდან სწავლობს GIPA-ში PR-ს განხრით 2014 წლიდან არის საქართველოს სამეფო კლუბის წევრი |