საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

დავით ხიზანიშვილი - "მონარქია არის ეროვნული ინსტიტუტი"
georoyal.ge

გვესაუბრება სამეფო კლუბის ევრი, იურისტი დავით ხიზანიშვილი.

- როგორ შეხვდით სამეფო კლუბის სპიკერის ინიციატივა-მიმართვას, საპარკამენტო რესუბლიკის მაგიერ, რაც დაგეგმილი აქვს ხელისუფლებას, დადგინდეს საპარლამენტო მონარქის?

- ვფიქრობ, რესპუბლიკამ გაამართლა მხოლოდ ახლად შექმნილ სახელმწიფოებში, რომელთაც დიდი ისტორიული წარსული არ გააჩნიათ, ამას მოწმობს ისტორიული გამოცდილება დიდი ისტორიის მქონე სახელმწიფოებისა მაგალითად საფრანგეთი, მას შემდეგ რაც საფრანგეთში მოხდა 1789 წლის რევოლუცია იმის შემდეგ სულ არეულ-დარეულობაა. ასევე საქართველოში. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ორჯერ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და ორჯერვე უარი ვთქვით მონარქიაზე სულ არეულ-დარეულები ვართ. მონარქია მე მიმაჩნია სტაბილურობის გარანტად, რადგან მეფე არის ერთი და პირველი კაცი სახელმწიფოში და ემორჩილება მხოლოდ ღმერთს და კანონებს, არაა არჩევითი (დროებითი) და შესაბამისად სტაბილური. ამიტომ მე მივესალმები ამ ინიციატივას რადგან სახალხო (საპარლამენტო) მონარქია თანამედროვე პირობებში არის საუკეთესო ვარიანტი სახელმწიფოს მართვა-გამგეობისა, და ამავდროულად არის დემოკრატიულიც - რადგან საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, რომელიც ასევე აკომპლექტებს მთავრობასაც.

- რატომ ხართ მონარქისტი, რითი შეიძლება დაეხმაროს მონარქია ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში?

- როგორც  ზემოთ ვთქვი მონარქია საერთოდ და ამ შემთხვევაში საპარლამენტო მონარქია არის სტაბილურობის საუკეთესო გარანტი, რადგან სახელმწიფოს პოლიტიკა არის შემუშავებული არა რომელიმე პარტიის მიერ, არამედ მონარქის მიერ  საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად და მონარქი არის ამ პოლიტიკის უცვლელობის გარანტი. ეს პოლიტიკა კი არის - ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო დანარჩენი კი საშუალებებია ამის მისაღწევად. აი ამის გამო ვარ მე მონარქისტი.

- არის თუ არა მონარქია სტაბილურობისათვის დამატებითი ინსტიტუტი?

- მე უკვე არაერთხელ ავღნიშნე რომ მონარქია არის სტაბილურობის საუკეთესო გარანტი, რადგან მონარქისთვის თავისი სახელმწიფო არის ისევე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანისთვის საკუთარი ოჯახი, მას არ სურს არეულობა და  დაძაბულობა, ამისთვის  ის ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო ვითარდებოდეს და ხალხი ცხოვრობდეს კარგად.

- არის თუ არა მონარქია დემოკრატიული?

- თანამედროვე მონარქია არის სახალხო (საპარლამენტო) მონარქია და შესაბამისად ხდება პარლამენტის არჩევა და არის ზუსტად იგივე რაც საპარლამენტო რესპუბლიკა, ერთი გამონაკლისით მონარქის შენახვა უფრო იაფი ჯდება და მისი უფლება დაითხოვოს პარლამენტი და გადააყენოს მთავრობა, მათ მიერ თავიანთი უფლებამოსილების გადაჭარბებისას - ხდის მათ უფრო ხალხის საკეთილდღეოდ მომუშავეებს.

- არის თუ არა მონარქია ეროვნული?

- რა თქმა უნდა, მონარქია არის ეროვნული ინსტიტუტი, ამაზე ორი აზრი არაა მგონი.

- არის თუ არა საქართველოში ძლიერი ეროვნული და დემოკრატიული ძალა?

- ჩემი აზრით არის, უპირველეს ყოვლისა ჩვენი ეკლესია, და არსებობს რამდენიმე პოლიტიკური პარტიაც, რომლებსაც სურთ ერთიანი, ძლიერი საქართველო და მათთან ერთად საქართველოს სასულიერო და საერო მოღვაწეთა სამეფო კლუბიც, რომლის წევრადაც ყოფნის პატივი მაქვს.

- რა მიზნები აქვს სამეფო კლუბს?

- საქართველოს სასულიერო და საერო მოღვაწეთა სამეფო კლუბს მიზნად აქვს იხილოს ერთიანი, ძლიერი საქართველო და ამის მისაღწევად  მას(ანუ ჩვენ) მიაჩნია აღდგეს საქართველოში ბაგრატოვანთა სამეფო ტახტი და დამკვიდრდეს სახალხო (საპარლამენტო) მონარქია, რაც ჩვენ შეგვიყვანს იმ ისტორიულ და განვითარებულ სახელმწიფოების თანამეგობრობაში როგორიცაა - ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, შვედეთი, იაპონია და ა.შ.

 

დავით ხიზანიშვილი

 

დავით ხიზანიშვილი


  დაიბადა 1979 წლის 12 ივლისს. 2001 წელს დაამთავრა ქ. თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - იურისტი.


 2002 წლის 22 თებერვლიდან - 2005 წლის 14 იანვრამდე - მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის მთაწმინდის ადვოკატურაში - ადვოკატად. 2005 წლის 11 ივნისიდან - 2007 წლის 12 იანვრამდე  მუშაობდა იურიდიულ ფირმაში "მთაწმინდის ადვოკატურა" - ადვოკატად. 2006 წლის 1 მაისიდან - 2007 წლის 23 ივლისამდე იყო ს.ს.ი.პ. "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია" წევრი - ადვოკატი.


2007 წლიდან არის საქართველოს სამეფო კლუბის წევრი.                                            


 David Khizanishvili


 was born in July 12, 1979 year. Finnished Grigol Robakidze university in 2001 year - lawyer. From February 22,2002 - to January 14, 2005 - he worked in Lawyers college


presidium of Georgia's Mtatsminda district bar - lawyer. From June 11, 2005 - to January 12, 2007 - he worked Law Firm "The bar of Mtatsminda" - lawyer. From MAy 1,2006 - to July 23,2007 - he was a member of P.L.E. " Georgian bar association" - lawyer.


 he's a memeber of Georgian Royal Club from 2007 year.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
gaq