|
გიორგი გაფრინდაშვილი - "მეფის არსებობა ხაზს გაუსვამს საქართველოს უძველეს სახელმწიფოებრიობრივ კულტურას" georoyal.ge
georoyal.ge ესაუბრება სამეფო კუბის წევრს, სტუდენტ გიორგი გაფრინდაშვილს.
- როგორ შეხვდით სამეფო კლუბის სპიკერის ინიციატივა-მიმართვას, საპარლამენტო რესუბლიკის მაგიერ, რაც დაგეგმილი აქვს ხელისუფლებას, დადგინდეს საპარლამენტო მონარქია?
- ინიციატივას საპარლამენტო მონარქიის დამყარების შესახებ დადებითად შევხვდი, რადგან კარგა ხანია მონარქისტული განწყობა მაქვს.
- რატომ ხართ მონარქისტი?
- საქართველოში მონარქიის აღდგენისას, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცევა. მეფის შენახვა უფრო იაფია ვიდრე პრეზიდენტის, მონარქია ქვეყანას ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენაშიც დაეხმარება, ასევე მეფის არსებობა ხაზს გაუსვამს საერთაშორისო დონეზე საქართველოს როგორც უძველესი მონარქისტული, სახელმწიფოებრიობის კულტურის მქონე ქვეყნის არსებობას, მონარქია სტაბილურობის და დამოუკიდებლობის დამატებითი ინსტიტუტიცაა, გარკვეულწილად დემოკრატიული, ძლიერ ეროვნული.
- არის თუ არა საქართველოში ძლიერი ეროვნული და დემოკრატიული ძალა?
- ამჟამად საქართველოში არ არსებობს ისეთი დემოკრატიული და ეროვნული ძალა, რომელსაც საზოგადოება ფართოდ იცნობდეს და თუნდაც მინიმალური შანსი ქონდეს არჩევნებზე.
- რა მიზნები აქვს სამეფო კლუბს?
- ამ ეტაპზე სამეფო კლუბის მიზანია ქვეყნის მომზადება მონარქიის აღსადგენად, რაც გულისხმობს პირველ რიგში საზოგადოების დარწმუნებას მონარქიის სიკარგეში.
|
|