საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

Ecce Homo - აჰა, კაცი იგი!
გიორგი გაჩეჩილაძე

(სიტყვა წარმოთქმული ზვიად გამსახურდიას 70 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე 2009 წლის 25 მარტს ლიტერატურის ინსტიტუტში)

 

რადგანაც გამსახურდიას ხსოვნის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ლიტერატურის ინსტიტუტში ტარდება, უპრიანია, მის შესახებ ისე ვილაპარაკოთ, როგორც ვლაპარაკობთ სიმბოლური ისტორიული პერსონაჟის შესახებ. ამიტომ ჩემი გამოსვლის ლაიტმოტივი იქნება სიტყვები: Ecce Homo - აჰა, კაცი იგი! ეს არის სიტყვები, რომლითაც ებრაული საზოგადოების და პილატეს მართლმსაჯულების წინაშე მღვდელმთავრებმა მაცხოვარი წარადგინეს.

სახარების უნივერსალიზმის არსი იმაშია, რომ მასში ლაპარაკია არა იმის შესახებ, რაც სადღაც მოხდა. არამედ იმის შესახებაც, რაც ზედროულია და რაც არათუ მოხდა, არამედ ხდება, ყოველთვის, ყოველგან, ყოველდროს“ (გალაკტიონი).

განსაკუთრებული სიმძაფრით ეს ხდომილება მეორდება ისტორიული მეხსიერების მქონე კოლონიალურ მდგომარეობაში ჩაყენებული ერების ცხოვრებაში: მეორდება, როგორც ეროვნული საზოგადოების თვითგაგების, თვითდაგეგმვისა და თვითაგების სიუჟეტი.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ კონფერენცია, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ, წარმოადგენს ცერემონიალს. ადამიანის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრება ხომ ცერემონიალების უსასრულო პროცესია. ეს პროცესია იმდენგვარია, რომ ზოგჯერ არც ვითვალისწინებთ, ვართ ამ პროცესის ცნობიერი თუ არაცნობიერი აქტიორები. ჩვენ არ გვახსოვს, რომ ამ ცერემონიალის სცენოგრაფია და დრამატურგიული პრინციპები მომდინარეობს რიტუალიდან, ცერემონია არის რიტუალი მოქმედებაში.

რიტუალის გარეშე კი არც საზოგადოება არსებობს, არც სახელმწიფო, არც კულტურა და არც ისტორია. რიტუალის დრამატურგიას აქვს თავისი კანონები. რიტუალს, როგორც წესი, წარმართავს ცერემონიალმაისტერი. ეკლესიაში ეს ფუნქცია დაკისრებული აქვს მღვდელმთავარს. ცერემონიალური დრამატურგია მსხვერპლშეწირვის რიტუალიდან მომდინარეობს. რიტუალურ ცერემონიალში მონაწილეობენ: საზოგადოებრივი მარგინალიები, ჯალათი და მსხვერპლი. რიტუალში მსხვერპლს ეწოდება ,,ფარმაკოსი“ ანუ ,,განტევების ვაცი“, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი განწმენდის ფუნქცია.

გამსახურდია დაიბადა და გაიზარდა საზოგადოებაში, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობდა რუსეთისგან თავსმოხვეულ იმპერიულ რიტუალში. ანდერსენის ბიჭუნასავით მას ხვდა წილად ამ რიტუალში მონაწილე თვისტომებისთვის ეთქვა, რომ ,,მეფე შიშველია“.

ამას გამსახურდიას გარეშეც ხედავდა ყველა, - მათ შორის მეფეც, - მაგრამ შიშით დათრგუნული საზოგადოება თვითგადარჩენის ინსტრუმენტს ხედავდა სიცრუეში და ფარისევლურად არწმუნებდა შიშველ მეფეს, რომ მას აცვია ულამაზესი სამოსი.

გამსახურდიას ეყო გამბედაობა ეთქვა მეფისა და საზოგადოებისათვის, რომ ისინი ფარისევლურად მონაწილეობენ სიცრუეში და სიმართლე ისაა, რომ ,,მეფე შიშველია“, სათქმელად ეს იყო ადვილი, გასაკეთებლად - სიცოცხლის რისკის ტოლფასი. გამსახურდია ამ რისკმა აქცია თავისი ერის პრეცედენტულ პიროვნებად. პიროვნება კი მაშინ ხდება პრეცედენტული, როდესაც ის ხდება ქცევის ახალი სტერეოტიპის დამამკვიდრებელი ან ეროვნული იდეის განმასახიერებელი.

პრეცედენტულობის შემოწმების ინსტრუმენტი არის რიტუალი, ხოლო რიტუალისა - მიმეტურობა, ანუ ვინ ან რა არის საზოგადოებრივი იდეალი და მიბაძვის მაგალითი. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ გამსახურდიას პრეცედენტულობაზე, სრულიად უადგილოა მისი გაიგივება ქართული საზოგადოების რომელიმე სოციალურ შრესთან. გამსახურდია აღმოჩნდა ,,ქართველობის“ და არა ოდენ ქართული ინტელიგენციის, გლეხობის ან პროლეტარიატის კრებითი სახე.

ერის ცხოვრებაში ისტორიულს იმ ძეგლებს, ნაწარმოებებს, პერსონაჟებს ან კულტუროლოგიურ ჟესტებს უწოდებენ, რომლებმაც გაარღვიეს კალენდარული დროის ჩარჩოები და ქვეყნის აღმშენებლობაში დღესაც იღებენ მონაწილეობას, როგორც თანამედროვეობის შემოქმედებითი უმცირესობანი. ამაშია ისტორიულ პერსონაჟთა ძეგლებად გადაქცევის საიდუმლო, ამაშია ერის სულიერ-განსჯითი ჯაჭვის უწყვეტობის საიდუმლოც.

ეს არის ხედვის კუთხე, საიდანაც ჩანს ის როლი, რომელიც გამსახურდიამ შეასრულა და ასრულებს დღესაც ქართველი ერის ამჟამინდელ გამოწვევებთან გამკლავების საქმეში.

ნათქვამის საილუსტრაციოდ ერთ შემთხვევას გავიხსენებ.

1991 წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტში გამსახურდიას ვადამდელი გადაყენების საკითხი იქნა დაყენებული. დაყენებული იქნა ზუსტად ისე, როგორი ულტიმატუმის ფორმითაც დღეს დგას ეს საკითხი. ეს არ აყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის მსგავსი მოულოდნელობა.

ამ გამოწვევას ველოდით.

დაჰკრა ახალი გადაწყვეტილების მიღების ჟამმა.

პოლიტიკური გადაწყვეტილების შეფასების კრიტერიუმი ერთია - შე-დე-გე-ბი! მაშინდელი სიტუაცია იყო ტრაგიკული. სიტუაციას ტრაგიკული ეწოდება მაშინ, როდესაც ნებისმიერი გადაწყვეტყილება მთავრდება კატასტროფით.

დასავლეთის მოიმედე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და რუსეთის ჯარს საოკუპაციო ჯარის სტატუსი მიანიჭა.

მაგრამ საქართველოს საერთაშორისო აღიარების ტემპი იყო საბედისწეროდ ინერტული. ამერიკის პრეზიდენტმა ბუშმა რუსეთში ყოფნის დროს უკრაინის დამოუკიდებლობას უწოდა ,,ჩიკინ უკრეინ“ (უკრაინული კატლეტი) და შინ დაბრუნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის შესახებ თქვა, რომ ის ,,მიდის მდინარების საპირისპიროდ“, ჩვენი მოლოდინის ჰორიზონტი დაიმსხვრა. დილას, რომ ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს მიმართ ასეთი პოზიცია დაიკავა, ნაშუადღევს ამერიკის უშიშროების აზროვნების ბანკშია დანიშნული ჩემი მოხსენება. ჩვენი იმედები ჰაერში გამოეკიდა.

ეს მოხდა 1991 წლის აგვისტოში, როდესაც მოსკოვში დაიწყო პუტჩი. ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი ვაშინგტონში მოსალაპარაკებლად მივლინებული. ამერიკის პრეზიდენტის სიტყვები ჰგავდა მეხის გავარდნას მოწმენდილ ცაზე. ჩვენ ამერიკის იმედად ვართ და ამერიკის პრეზიდენტი მსოფლიოს უცხადებს, საქართველო მდინარების საპირისპიროდ მიდისო. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ვეცი ტელეფონს და ზვიადს ვეკითხები, რა მიაჩნია მას ამ გამოწვევაზე საქართველოს პასუხად?! მან თვალის დაუხამხამებლად მომაყვირა: მაგათ უთხარი, რომ მდინარებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან!

ახლაც ყურში მესმის ზვიადის ფოლადივით მტკიცე ხმა.

ეს იყო საუკუნის ფრაზა, რომელშიც აიკრიფა და განზოგადდა ქართველი ერის თავისუფლებისაკენ ლტოლვის ათასწლეულებში გაუტეხელობის ექო.

მაგრამ დავუბრუნდეთ 1991 წლის შემოდგომას. ზვიადს პარლამენტში უნდა გაეცა პასუხი მისი ვადამდელი გადაყენების მოთხოვნაზე.

რა შედეგებიც მოჰყვებოდა საქართველოსთვის ამ უგუნურ მოთხოვნას, იყო ცხადი. მის კაბინეტში ვსხედვართ ორნი. საქართველო მარტო აღმოჩნდა საბედისწერო გამოწვევების წინაშე.

- ,,არსაიდან ხმა, არსით ძახილი“, - ვთქვი მე.

- ახლა არა მაქვს უფლება ვიწუწუნო: ,,და მე ავტირდი ვით მეფე ლირი, ლირი ყველასგან მიტოვებული“, მხნე ირონიით მიპასუხა ზვიადმა.

- რა თქმა უნდა, ახლა პარლამენტის გამოწვევაზეა პასუხი გასაცემი, - ვუთხარი მე.

პრეზიდენტმა ხელით მანიშნა მისი საპარლამენტო სიტყვის მაგიდაზე დალაგებულ ხელნაწერებზე.

მე ერთ გვერდზე პრეზიდენტის გადადგომის შედეგების რამდენიმე ვერსია მოვხაზე. გავიხსენე ლუკას სახარების ის ეპიზოდი, რომელშიც ლაპარაკია იმის შესახებ, რომ მიუხედავად ქრისტესთვის მოწყობილი ტრიუმფალური შეხვედრისა იერუსალიმში, ხალხმა ვერ გააცნობიერა მომხდარი და მოსახდენი, რისთვისაც ეს ხალხი დაისჯებოდა.

სტიმულისთვის პრეზიდენტს შევთავაზე მეორე მსოფლიო ომში ინგლისის ჩართვის წინ პრემიერად არჩეული ჩერჩილის სიტყვა, რომელიც ზეპირად ვუთხარი და ლექსივით მახსოვს დღესაც.

ზვიადმა დაიტოვა ჩემი ტექსტი და თქვა: კარგია, გოგი, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს ინგლისის შესაძლებლობები. დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ.

ასე დავშორდით ერთმანეთს.

პარლამენტის სხდომის წინა დილას ზვიადმა თავისი გამოსვლის ჯერ გადაუბეჭდავი ხელნაწერი მომცა წასაკითხად.

ახლაც მახსოვს ის გამაოგნებელი შთაბეჭდილება, რომელიც ჩემზე პრეზიდენტის ვადამდელი გადადგომის შემდეგ საქართველოში დატრიალებული უბედურების წინაწარმეტყველურმა სურათმა მოახდინა: ნაწილებად საქართველოს დაშლა, უბნებად დაყოფილი თბილისის გადასვლა შეიარაღებული ბანდების ხელში, ძარცვა, ერის ეკონომიკური და მორალური დეგრადაცია და ა.შ.

მახსოვს ყველაფერი, რაც გადატრიალებას მოჰყვა და ისიც, შეიარაღებულმა ბანდებმა რომ გადატრიალების მომწყობებს შეუქმნეს დისკომფორტი, როგორ გადააბრალეს ეს არა საკუთარ უგუნურებას, არამედ ზვიად გამსახურდიას. ენას ძვალი არა აქვს, თურმე სატანა ზვიად გამსახურდიამ დაუწერა სცენარი ლაგამმიშვებულ ბანდებს, ესეც ითქვა.

ისტორიაში სიტუაციები მეორდება, მაგრამ ამ კანონის აღმომჩენებმა ისიც შენიშნეს, რომ ის, რაც პირველ შემთხვევაში ტრაგიკულია, განმეორებისას იძენს ფარსისა და კომედიის სახეს. საქართველოს ამჟამინდელი საერთაშორისო მდგომარეობა ისეთია, რომ თუ 91-92 წლების განმეორება გვიწერია, დამთავრდება ფარსით და კომედიით. აკი ითქვა, რომ კაცობრიობა სიცილით ემშვიდობება წარსულს. ავის მოსურნენი საქართველოში სამოქალაქო ომს ვეღარ გააჩაღებენ.

გამსახურდიას შემდეგ საქართველოს მომავალ პრეზიდენტებს გამსხურდიას ხვედრი აღარ ელით.

,,ახლა ცა ახალია, ქვეყანა ახალია...“

გამსახურდიას უკანასკნელად 1992 წლის 1 იანვარს შევხვდი. მანამდე ალყაშემორტყმულ პარლამენტის შენობაში ვერ შევაღწიე.

ჩვენ განვმარტოვდით. სიტუაცია, განწყობა, კონფიგურაცია იყო დამთრგუნველი. თუ რატომ ჩაიშალა მოსკოვში ჩემი და სტარავოიტოვას შეხვედრა, უკვე ცხადი იყო და ამაზე ბევრი აღარ გვილაპარაკია. დროდადრო პრეზიდენტს შემაშფოთებელ ინფორმაციებს აწვდიდნენ. ზვიადი ყველაფერს მშვიდად უსმენდა. მდგომარეობა იყო მძიმე. თანამშრომლებმა პრეზიდენტს საუზმე შემოუტანეს. მე ნასაუზმევი ვიყავი და წამოვდექი. ამ დროს უცნაური რამ მითხრა ზვიადმა: გოგი, ხომ არ გგონია, რომ მეშინია?!

მაშინ ზვიადის რეპლიკა ადეკვატურად ვერ აღვიქვი. მომეჩენა, რომ ეს სიტყვები იყო უადგილო. ეს სიტყვები და ინტონაცია მხოლოდ ზვიადის სიკვდილის შემდეგ გახდა ჩემთვის გასაგები, ნიშნობრივი და პაროლის შემცველი. ეს დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როდესაც იაკობ ხუცესის შეკითხვას: - ,,მტკიცედ დგახარ?“ - ფარდას ხდის შუშანიკის პასუხი.

1995 წლის შემოდგომაზე მოვხდი ზუგდიდში. წვეულებაზე შევხვდი სამხედროებს. ერთმა მათგანმა ამიწერა ზვიადისა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის გენერლის მოლაპარაკების სცენა გალის რაიონში. მან მითხრა, რომ ამ მოლაპარაკებას ესწრებოდა ბაღაფშიც.

ვითარება ასეთია: რუსეთი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს გამსახურდიას და არა შევარდნაძეს. რუსეთი გზას უხსნის გამსახურდიას და მის მომხრეებს თბილისისაკენ. სანაცვლოდ რუსეთი გამსახურდიასაგან მოითხოვს აფხაზეთის თუნდაც ერთობლივი კონტროლის უფლებას.

ეს მოთხოვნა ერთ ფურცელზეა ჩამოყალიბებული. მას მხოლოდ გამსახურდიას ხელის მოწერა აკლია.

გამსხურდიამ უპასუხა, რომ ასეთ დოკუმენტზე ხელს არ მოაწერს.

გენერალი ურჩევს არ აჩქარდეს, დაფიქრდეს, ყველაფერი გაიაზროს, აწონ-დაწონოს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ეზოში მდგარა მორად გადახერხილი უზარმაზარი დიამეტრის წიფლის მაგიდა, გარშემო - მორებისავე სკამები.

ზვიადს გენერლისაგან მიწოდებული ქაღალდი აუღია, მაგიდასთან დამჯდარა და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში არ მოუშორებია თვალი ამ ტექსტისთვის.

რომ დაბრუნდა, თვითმხილველებმა შენიშნეს, რომ ზვიადი იყო გათეთრებული. გენერალსა და ზვიადს შორის ასეთი დიალოგი გამართულა:

- მე ვერ მოვაწერ ხელს ამ დოკუმენტს, - თქვა ზვიადმა.

- ძალიან ვწუხვარ. მაგრამ გაქვთ შეგნებული საფრთხეები, რომელიც თქვენი უარიდან გამომდინარეობს? - უპასუხია გენერალს.

- ვიცი. ეს არის ჩემი სიკვდილი.

- მენანებით, ზვიად კონსტანტინეს ძევ.

- ვერაფერს ვიზამთ, ასეთია ჩემი ბედი.

ასე გაუყვა ზვიადი თავისი გოლგოთის გზას. ,,აჰა, კაცი იგი!“ ასე წარუდგინეს მაცხოვარი ისტორიის სამსჯავროს.

მე არ ვიცი, ,,ოთხი დასაფლავება“, რომელშიც ნაწინასწარმეტყველებია, რომ მას ოთხჯერ დაასაფლავებდნენ, უკვე ჰქონდა დაწერილი თუ მორად გადაჭრილი უზარმაზარი წიფლის მაგიდიდან ადგომის შემდეგ დაწერა მან.

მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში გამსახურდიას ფენომენისადმი ინტერესის გაუნელებლობა არის ,,სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველის“ როლში ზვიადის ტრანსფორმაციის ნიშანი.

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
gaq