საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

სამეფო კლუბის მარადი წევრი ზაზა სიხარულიძე
ზაზა სიხარულიძე დაიბადა 1960 წლის 18 აპრილს, ქ. ბათუმში, გამოჩენილი ისტორიკოსის, აკად. იური სიხარულიძის ოჯახში. 
1977 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის 134-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1982 წელს - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთ- მცოდნეობის ფაკულტეტი სემიტოლოგიის სპეციალობით, პროფესიით - ფილოლოგ-აღმოსავლეთმცოდნე და იურისტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქართველოს სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, საქართველოს ტექნოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ,,ფაზისის” მეცნიერებათა აკადემიისა და ეროვნული ინსტიტუტის ნამდვილ წევრად. 
1998-2012 წლებში იყო თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ოთხი წიგნისა და 800-მდე პუბლიკაციის (თეორიულ-კონცეპტუალური ხასიათის შრომები, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები, ლექსები, თარგმანები) ავტორი. 
შრომითი საქმიანობა დაიწყო 1976 წლიდან თბილისის ერთ-ერთ სპეციალიზებულ საწარმოში. 1985 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომლად.
ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება 1978 წლიდან. მონაწილეობდა მცხეთის 1980, თბილისის 1983 წლის, 1988 წლის ნოემბრისა და 1989 წლის აპრილის აქციებში. იგი იყო საქართველოს 1992-95 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. მან საფუძველი ჩაუყარა ინვალიდთა მოძრაობას საქართველოში, რაც იმავდროულად იყო ჰუმანისტური მსოფლმხედველობისა თუ სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის დამკვიდრებისათვის მიმართული საყოველთაო-სახალხო მოძრაობის დასაწყისი. 
1989 წელს დაარსა საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი (პოლიტიკური პარტია) და სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი (ინვალიდთა ასოციაცია) რომლის უცვლელი პრეზიდენტი და ლიდერი იყო თავადვე 25 წლის განმავლობაში, ხოლო 1991 წლიდან იყო გაზეთ ,,ღვთისშვილის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 1990 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული ფორუმისა და ეროვნული კონგრესის წევრად, საქართველოს ეროვნული კონგრესის სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრად, 1999 წელს კი - მისივე ინიციატივით დაარსებული საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების კონგრესის აღმასრულებელ მდივნად. იყო არაერთი სახელმწიფო და სამთავრობო კომისიისა და საბჭოს წევრი. მონაცემები ღვთისშვილთა კავშირისა და მისი ფუძემდებლის საქმიანობის შესახებ ასევე შეტანილია აშშ-ში გამომავალ ისეთ ავტორიტეტულ და პრესტიჟულ გამოცემაში, როგორიცაა ,,ასოციაციათა ენციკლოპედია: უცხოური ორგანიზაციები» (1996 და 1997 წლების გამოცემები). 
2004 წლიდან იყო სამეფო კლუბის წევრი.
მიუხედავად იმისა, რომ მას გადატანილი ჰქონდა ცერებრული დამბლა და ბავშვობიდანვე იყო პირველი ჯგუფის ინვალიდი (მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი), სამაგალითო იყო მისი სულიერი მხნეობა და გაუტეხლობა, შესაშური შრომისმოყვარეობა და დასახული მიზნისაკენ შეუპოვარი სწრაფვა, პიროვნული პატიოსნება და მოქალაქეობრივი პრინციპებისადმი უკომპრომისო ერთგულება. მისი სიტყვა და მოღვაწეობა თითოეული ჩვენთაგანის, საზოგადოებისა და მთელი ერისათვის წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს, თუ როგორ უნდა ემსახუროს მამულიშვილი ხალხისა და ქვეყნისათვის საბედისწერო ეპოქაში ღვთის ჭეშმარიტი რწმენისა და ჰუმანისტური მსოფლმხედველობისა, თუ ტრადიციების აღორძინება-დამკვიდრების, შეჭირვებული მოყვასისადმი ქრისტესმიერი სიყვარულისა და თანადგომის საქმეს, რაც ჩვენი ხალხის, სახელმწიფოს აღორძინებისა და განვითარების უტყუარი საწინდარია. სწორედ ამიტომაც, თანამებრძოლებთან ერთად, იგი ყოველთვის იყო გარემოცული საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით. 


სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი (ინვალიდთა ასოციაცია)
თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საქართველოს სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემია
ფაზისის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს ტექნოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია
ცხუმ-აფხაზეთის ინვალიდთა კავშირი
სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის პრეზიდიუმი
საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინება



მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი (+დაახლ. 556)
gaq