|
სამეფო კლუბის მარადი წევრი - იაკობ ახუაშვილი
ქართველი ერის მოამაგე და ქომაგი, გვაროლოგი, ქართული გვარ-სახელების მკვლევარი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, მრავალი თაობის აღმზრდელი და გზაზე დამყენებელი, საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკდემიკოსი იაკობ ახუაშვილი.
მას გამოქვეყნებული აქვს 26 წიგნი პედაგოგიკის, ისტორიის, ფიზიკური აღზრდის, ეთნოგრაფიის, ონომასტიკის, კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის საკითხებზე; იყო ქართულ პრესაში გამოქვეყნებული 250-მდე სტატიის ავტორი, რომელიც ეხება პოლიტიკას, ეკონომიკას, ისტორიას, ეთნოგრაფიას, ონომასტიკას და სხვ. მის კალამს ეკუთვნის ქართული გვარ-სახელების 6 ტომი. გამოკვლეული ჰქონდა ყველა ქართული თუ ებრაული გვარის ისტორია. რომელთა გამოცემას აპირებდა 20 ტომად. სამწუხაროდ ჯანმრთელობის გამო ვერ მოასწრო ამ ხელნაწერთა გამოქვეყნება.
იაკობ ახუაშვილი დაფუძნებიდან, 2004 წლიდან იყო სამეფო კლუბის წევრი.
|
|