საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა - პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალურ პროკურორს, სახალხო დამცველს, ქართულ საზოგადოებას
georoyal.ge

მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, სადაც მოწმის სახით დაიკითხა ეროვნული მოძრაობის დამსახურებული წარმომადგენელი - გაიოზ (გია) მამალაძე.  საქმე აღძრულია კიბერ დანაშაულის ფაქტზე, თითქოს მისი აიპი მისამართიდან განხორციელებულ იქნა უკანონო შეღწევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე.

აღნიშნული ეჭვი გ. მამალაძის მიმართ არის ყოვლად აბსურდული და დაუსაბუთებელი, ვინაიდან გაიოზ მამალაძე საერთოდ არ ფლობს კომპიუტერის მსგავს სისტემურ ცოდნას. მისი პერსონალური კომპიუტერი დალუქვისა და წაღების შემდგომ საგამოძიებო პირთაგან პროცესუალური ნორმები დაირღვა, რადგან ადვოკატისა და თვითონ მამალაძის დასწრების გარეშე გაიხსნა, რაც კანონდარღვევაა.

რაც საზოგადოებაში სამართლიან პროტესტს იწვევს.

მოგახსენებთ რომ, გაიოზ მამალაძე სტუდენდობის ასაკიდანვე ეწევა მამულიშვილურ საქმიანობას, ეროვნული ხელისუფლების პერიოდში (1990-იან წლებში) იყო საკრებულოს დეპუტატი. არის პუბლიცისტი, არაერთი წიგნისა და ნაშრომის ავტორი. პატრიარქის კურთხევით დაფუძნებული საერო და სასულიერო პირთა - სამეფო კლუბის სპიკერი.

სამეფო კლუბის წევრები არიან საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, უფლებადამცველები, ეროვნული მოძრაობის ღირსეული წარმომადგენლები.

გ. მამალაძის ოჯახისთვის ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა. თავად გ. მამალაძისთვის ეს არის შეურაცხმყოფელი ბრალდების მატარებელი.

ამგვარი აბსურდული ბრალდება აღძრავს ეჭვს ვიფიქროთ, რომ ეს არის განზრახ დევნა ან ხელისშეშლის მცდელობა ამ პიროვნებისთვის, მის პირად ცხოვრებაში და სამეფო კლუბის საქმიანობაში ჩარევის სურვილი.

 სამეფო (მონარქისტული) კლუბის სპიკერი გახლავთ ინტელიგენტი პიროვნება, უბრალო, თავმდაბალი, წესიერი და პატიოსანი ადამიანი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე კიბერშეტევა კი მხოლოდ უგუნურ ადამიანს, ან განზრახ საქართველოსადმი მტრულად განწყობილ პერსონას შეეძლო მოეხდინა.

ეს შეიძლება ჩაითვალოს, სამეფო კლუბის სპიკერის დისკრედიტაციის მცდელობად  და ფსიქოლოგიურ ზეწოლად. შესაძლოა, ეს ყველაფერი განხორციელდა არაკეთილმოსურნე პირის

მიერ (თუ სინამდვილეში ვინმემ გამოიყენა მისი აიპი ადრესი). შესაძლოა ეს იყოს ინტრიგა, რისი გადამოწმებაც, შესაძლებელია.

 ამ აბსურდის გაგრძელება აღარ შეიძლება. ეს არის სამარცხვინო გაუგებრობა და ასეთ უკადრისს საქმეს არც ერთი წესიერი ადამიანი არ იკადრებდა. მით უმეტეს, რომ გ. მამალაძე კანონმორჩილი მოქალაქეა და საკუთარი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და გაძლიერებისთვის იბრძოდა და იბრძვის. მძიმეა მორალური ზიანი მისი და მისი ოჯახისათვის ამ ბრალდების გამო. მედია საშუალებებიც დაინტერესდნენ ჟურნალისტური გამოძიებით. ყველა გამოთქვამს აღშფოთებას და პროტესტს.

გ. მამალაძის საქმიანობა ღიაა, ქვეყნისთვის სასიკეთო, სასარგებლო, სუფთა და გამჭვირვალე. ის ყოველთვის შორს იყო ბოროტმოქმედებისგან, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან. მის ახლობლებს საოცრად გული გვატკინა იმ ფაქტმა, რომ ასე ადვილად შეიძლება ადამიანი იქცეს მსხვერპლად. მამალაძე ამ „ეჭვის“ გამო ნამდვილად დაზარალებული პირია და არა დამნაშავე.

მივმართავთ ყველას, ფრთხილად იყვნენ, ნუ დაუშვებენ საბედისწერო შეცდომას, ნუ მიაყენებენ ადამიანს შეურაცხყოფას და არავინ ეცადოს შეთითხნოს საქმე, რადგან საზოგადოება ამას არც დაუშვებს, მაინც დამტკიცდება გ. მამალაძის უდანასაულობა თბილისში იქნება თუ სტრასბურგში,  და ეს უფრო საზიანო იქნება ხელისუფლებისათვის.

ლალი ბარძიმაშვილი - ჟურნალისტი

ვახტანგ ბახტაძე - ჟურნალისტი

კახა კვარაცხელის - ისტორიკოსი

გიორგი თევზაძე - უფლებადამცველი

ომარ მხეიძე - საქართველოს სახალხო არტისტი

იზაბელა წიქარიძე - „ფდნტ-ჯორჯია“ გენერალური დირექტორი

გიორგი გეგეჭკორი - სრმკ-ს თავმჯდომარე

ნინო ტარყაშვილი - პოეტი, ჟურნალისტი

თეა ლაკირბაია - ეკონომისტი

დარეჯან ბრეგვაძე - მათემატიკოსი

მარინე სარალიძე - ლიტერატორი

გივი გელოვანი - იურისტი

მარი გუგეშაშვილი - ისტორიკოსი, პედაგოგი

გიორგი ამაშუკელი - იურისტი, პედაგოგი

 გიორგი რაქვიაშვილი - მათემატიკის ასოცირებული პროფესორი

ირინე ვარდიაშვილი - მხატვარი

ლიანა უშვერიძე - ყოფილი პედაგოგი

დიმიტრი ჭიკაძე - საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი

მერაბ სურგულაძე - ვ-პ-კი, ისტორიკოსი, ფილოლოგი

გიორგი აბაშიძე - ექიმი

ვახტანგ ქიზიყურაშვილი - მეღვინე, ეკონომისტი

ალექსანდრე კოკაია - ბუღალტერი

რამაზ ბეჟანიშვილი - ადვოკატი

დავით ხიზანიშვილი - იურისტი

ანა მიქაუტაძე - ექიმი

გიორგი ბურჯანაძე - პოლიტოლოგი

ირაკლი ბაგრატიონი

ზურაბ მამალაძე - ბიოლოგი

სოსო მამალაძე - ინჟინერი

ლევან ჩხეიძე - ადვოკატი

ელისო გურგენიძე - აღმოსავლეთმცოდნე

დავით კლდიაშვილი - ჰერალდიკოსი

ირაკლი ხუციშვილი - ენერგეტიკოსი

სოლომონ ლებანიძე - პოლიტოლოგი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი (+დაახლ. 556)
gaq