|
სამეფო კლუბის ღვაწლმოსილი წევრი – ბელა შალვაშვილი
პოეტი და მტარგმნელი ბელა შალვაშვილი დაიბადა 1940 წლის 1 აპრილს თბილისში.
1958 წელს დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა. 1965 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (სპარსული ენა და ლიტერატურა).
1970-1980 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში“, რედაქტორად. 1984-1994 წლებში საქართველოს ტელევიზიაში. 1996-2000 წლებში - გაზეთ „ასავალ-დასავალში“.
გამოცემული აქვს კრებულები: „არდავიწყება“ (1973 წელი, გამომცემლობა ნაკადული); „ლექსები“ (1977 წელი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“); „ჩუმი ძახილი“ (1979 წელი, გამომცემლობა „ნაკადული“); „ლექსები“ (1982 წელი, გამომცემლობა „ნაკადული“); „მზეო, მზეო“ (1983 წელი, გამომცემლობა მერანი); „უსასრულობა“ (1986 წელი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“); „ჩემი ნაცნობი ჩიტი“ (1986 წელი, გამომცემლობა „მერანი“); „ჩიტები წუხან თავის ენაზე“ (2008 წელი, გამომცემლობა „ეროვნული მწერლობა“). ბელა შალვაშვილს თარგმნილი აქვს დიდი ფირდოუსის "შაჰნამეს" ყველა წიგნი (105 000 სტრიქონამდე).უნდა აღინიშნოს, რომ "შაჰნამე" მთლიანად ნათარგმნი არ აქვს არც ერთ ხალხს, გარდა ქართველებისა. ასეთი დიდი დამსახურება აქვს ქალბატონ ბელას ქართველი ხალხისა და ქართული კულტურის წინაშე.
2011 წელს გამოვიდა ბელა შალვაშვილის მიერ 40 წლის განმავლობაში თარგმნილი ფირდოუსის "შაჰნამეს"ეპიზოდები (წიგნები): წიგნის დასაწყისი (სამყაროს, ადამიანისა და ციურ მნათობთა შექმნის ამბები), ქეიუმარსი, უშანგი, თეიმურაზი, ჯემშიდი, ზოჰაქი, ფრიდონი, მანუჩარი, ქეი-ქაუსი, ამბავი სიაუშისა, ამბავი ბეჟანისა და მანიჟესი, ქესრა ანუშირვანის მეფობა, მეფე ხოსრევ ფარვიზი.
ირანის მთავრობამ იგი დააჯილდოვა ფირდოუსის პრემიით.
ბელა შალვაშვილი ძველი ეროვნული მოძრაობის ვეტერანია. დაფუძნების დროიდან იგი გახლავთ სამეფო კლუბის წევრი. 2015 წლის 23 მაისი ბელა შელბაშვილი აირჩიეს სამეფო კლუბის ღვაწლმოსილ წევრად.
|
| სამეფო კლუბის გერბი |
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
|