საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

სამეფო კლუბის მარადი წევრი, დიდი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე
georoyal.ge


რევაზ (რეზო) დავითის ძე ჩხეიძე (დ. 8 დეკემბერი, 1926, ქუთაისი  - გ. 3 მაისი, 2015, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი (1980), პროფესორი.

დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის (ლიტერატურული ფსევდონიმი — დია ჩიანელი) ოჯახში.

1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო). რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე“ (1953), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ (1954) და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ (1955; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს რტო“ და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956).

გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჩვენი ეზო“ (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), „მაია წყნეთელი“ (1959), „განძი“ (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), „ზღვის ბილიკი“ (1962),„ჯარისკაცის მამა“ (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფ
რეზო ჩხეიძე და სამეფო კლუბის წევრები. იქვე გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ–მუხრანბატონი და მისი ვაჟი დავითი
ესტივალზე, ოთხივე 1965), „ღიმილის ბიჭები“ (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია „ჯარისკაცის მამასთან“ ერთად, 1970), „ნერგები“ (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე 1973), „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 - უარი განაცხადა) და სხვა.

ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს მაღალი იდეურობა, სიახლის გრძნობა, სისადავე, მოქალაქეობრივი ჟღერადობა. ყოფილი სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენითა და მედლებით. 1963-1981 წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი.

რეზო ჩხეიძე სამეფო კლუბის დაარსებისთანავე კლუბის წევრი გახლდათ. დიდია მისი წვლილი მონარქისტული იდეის პოლულარიზაციის საქმეში.

მას ძალიან უყვარს ახალგაზრდების დახმარება. ბატონი რეზო ყველანარად ხელს უწყობდა  გ. მამალაძის, რ. მათიაშვილისა და დ. კობერიძის ისტორიულ–დოკუმენტური ფილმის – "დაბრუნების დასაწყისი" – წარმოჩენასა და პოპულარიზაციას. ეს ფილმი ბაგრატიონების ემიგაციისა და დაბრუნების ისტორიაზეა. 
 2008 წელს, სადაც კი მოაწყო თავისი ახალი მხატვრული ფილმის "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი" ჩვენება, ყვ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ელგან წარმადგინა "დაბრუნების დასაწყისი", რადგან მიაჩნდა, რომ ბაგრატიონების ისტორია და მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან. 

მისი ახალი ფილმის გმირიც ბაგრატიონია, რომელსა იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი მოაქვს სამშობლოში.უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პატრიარქმა, იხილა რა რეზო ჩხეიძის ახალი ფილმი, ასე შეაფასა ის – ეს წინასწარმეტველური ფილმიაო.


რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა  2015 წლის 3 მაისს.

ღმერთმა აცხონოს მისი სული!
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq