|
მივესალმებით აფხაზთა კრებას
სამეფო კლუბისა და გეოპოლიტიკური მოდელირების ცენტრის სახელით მივესალმებით აფხაზთა კრების გამართვას. წელს შესრულდა 1000 წელი ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი I–ის გამეფებიდამ, რომელიც უცხოურ წყაროებში ხშირად გიორგი აფხაზად მოიხსენიება. მისი მეფობა შესანიშნავი მაგალითია იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მოკავშირეების ძიებისა ამ საქმეში. ბიზანტიის მიერ ბასიანს გადაღმა ქვეყნების მიტაცების გამო გიორგი მეფე დაუკავშირდა ბიზანტიის მტერს – ეგვიპტის სახელმწიფოს, ბიზანტიის მიერ დაპყრობილ ბულგარელებს და ისარგებლა მათი აჯანყებით... დაუკავშირდა ბიზანტიის სახელმწიფოში პირსისხლიანი იმპერატორის მტრებს... რათა გამოეხსნა ისტორიული ქართული მიწები "ერთმორწმუნე" დამპყრობლისგან... მან კარგად იცოდა, რომ სახელმწიფოებს შორის მთავარი არის არა "ერთმორწმუნეობა", არამედ ერთმანეთის პატივიცემა და ტერიტორიების ხელუხლებლობა... დღესაც, გიორგი პირველის ღირსეული შთამომავლები ატარებენ აფხაზთა კრებას, რათა მსგავსი პრობლემა გადაიჭრას, შესრულდეს ქართული სახელმწიფოსათვის უმთავრესი ამოცანა – აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის დაბრუნება... ამისთვის კი აფხაზთა კრებამ კარგად განსაზღვრა მოკავშირე – მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობა და კარგად გააცნობიერა "ერთმორწმუნე" მტრის – რუსეთის ვერაგული სახე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქალაქეებს – დღევანდელ აფხაზებს. აფხაზეთის მთელი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას უნდა ჰყავდეს ისეთი ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს სამშობლოზე, თავის დევნილ ხალხზე... და არა საკუთარ კეთილდღეობაზე...
ვუსურვებთ წარმატებას აფხაზთა კრებას! სამეფო კლუბის სპიკერი გია მამალაძე
|
|
|
 | | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით. | წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა. |
| | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
|