საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

დავით ხიზანიშვილი - რატომ უნდა აღდგეს მონარქია საქართველოში (მკითხველის წერილი)
დავით ხიზანიშვილი


            ,,ყოველი რომელი გინდეს  თქვენ რაითა გიყონ კაცთა ეგრეცა თქვენ ჰყვით მათა მიმართ“. (მათე 7,12)

            ამ ბოლო დროს თითქმის მთელი საქართველო აცხადებს, რომ უნდა აღდგეს სამართლიანობა და რაც რომელიმე ოჯახს უკანონოდ წაერთვა უნდა დაუბრუნდეს. ჩვენ ხალხს ასეთი გამოთქმა აქვს:  ხმა ღვთისა ხმა ერისაო. და ეს მართალია. მაგრამ სამართლიანობის აღდგენის მომხრეები ძალიან იწროდ იყურებიან, უფრო სწორედ მხოლოდ თავიანთ თავზე ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას და საქმით მეორე ანდაზის  სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო მიმდევრები არიან. არადა ყველას თავი მართლმადიდებლებად მოგვაქვს და თითქოს ვსასოებთ უფალს. არადა მისი სიტყვების, რომელიც ეპიგრამად მოვიყვანე, საწინააღმდეგოდ ვმოქმედებთ. ვინმემ ჩვენს პატრიარქზე ცუდი რომ თქვას, მთელი ერი აღვშფოთდებით, მადლობა ღმერთს. მაგრამ ამავე დროს  ჩვენი პატრიარქის პირით ნათქვამი უფლის სიტყვები - დროა ქართველი ერი დაფიქრდეს მონარქიის აღდგენაზეო, ერთ ყურში შევუშვით და მეორედან გამოვუშვით, რადგან არ გვაწყობდა. ასეთ მოქცევას უფლისადმი ორგულობა ჰქვია და კიდევ რაიმეს სიკეთეს უნდა ველოდოთ? ქრისტეს მიერ საყვარელო ძმებო და დებო, გახსოვდეს ვერავინ მტრობს ადამიანს ისე, როგორც თვითონვე. გვინდა სამართლიანობა? და ვის არ უნდა. მაშინ დავიწყოთ სამართლიანობის აღდგენა, საიდანაც უდიდესად დაირღვა.

            ყველანი ვსაუბრობთ, რომ რუსეთმა უდიდესი ბოროტება ჩაიდინა, გააუქმა რა საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1801-11 წლებში, რომელიც მაშინ მონარქია იყო და მართლებიც ვართ ამაში. ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება, რადგან ეს ადამიანისთის ბუნებრივია იმიტომ, რომ უფლის მიერ თავისუფალი ნებით და თავისუფლებისთვის ვართ შექმნილი. მიუხედავად ამისა, როცა კი მონარქიის აღდგენაზე მიდგება საქმე, მაშინვე უკურეაქცია გვაქვს. რატომ უნდა აღდგეს? ეს ცუდიაო და ა.შ.

  რატომ უნდა აღდგეს?  

ყველა თქვენგანს ვეკითხები, თქვენს სახლში ვინმე რომ შემოიჭრას და წაგართვას ყველაფერი, მაგრამ მარტო მან კი არ მიითვისოს, არამედ თქვენს მეზობლებსაც გაუნაწილოს თქვენი ქონება, სამართლიანი იქნება? მოითხოვთ თუ არა თქვენი ქონების დაბრუნებას და თუ ვინმე წინააღმდეგობას გაგიწევთ ამაში, მათ დასჯას, ალბათ მოითხოვთ. 

ხოდა იცოდეთ, აი უკვე ორასი წელია უფლის წინაშე გვყავს მართალი მოსარჩელე და ითხოვს თავისი ქონების დაბრუნებას და უფალმა მიუბოძა მას, რადგან მართალია. ხოლო ჩვენ ვეწინააღმედეგებით უფლის ნებას. აი იცოდე შედეგი რა მოყვება ამას ჩვენს ქმედებას. თქვენ და თქვენი შვილები გაუხდებით სხვას მონებად, იმუშავებთ და შემოსავალს ვერ მიიღებთ, რადგან ავაზაკობაში ხართ დამნაშავე და სამართლიანია უფალი სხვისი ქონებით თქვენ ვერ ისარგებლებთ და სხვისი ცუდით ვერ გაიხარებთ, არამედ დაისჯებით ასწილად და ათასწილად, სანამ გონს არ მოეგებით და არ შეასრულებთ უფლის ნებას - აღადგენთ ღვთისმშობლის ნათესავი გვარის მეფობას საქართველოში, ღვთისმშობლის და უფლის მიწაზე.  

გამოსავალი მარტივია,  ყველამ უნდა მოვითხოვოთ ბაგრატიონთა ღვთითკურთხეული დინასტიის აღდენა. 

ღმერთი იხილავს რა  ჩვენს განზრახვას, სხვისი სამართლიანი უფლებების აღდგენის მხარდაჭერაზე, ყველაფერი კარგად წარიმართება და  იცით როგორი კურთხევა იქნება ქართველ ერზე და საქართველოზე, რაც დავკარგეთ ქონება იქნება თუ ტერიტორიები, ყველაფერი დაბრუნდება, უფრო მეტიც, ასწილად ანაზღაურდება, რადგან ამას ამბობს უფალი ბიბლიაში, რომ თუ  უფლის ნების და მცნების - იყვარებოდეთ ურთიერთას  - მიმდევრები ვიქნებით, აუცილებლად უფლის კურთხევა იქნება ჩვენზე და ჩვენს შვილებზე, ხოლო თუ არ აღვასრულებთ, წყევლა და განადგურება მოიწევა ჩვენზე. 

არჩევანი ჩვენზეა ჩვენო საყვარელო ქართველო ერო. ავირჩიოთ უფლის კურთხევა ან წყევლა და რისხვა. რომელს ირჩევთ?  მე კურთხევას და ამიტომაც  მინდა, რომ აღდგეს მონარქია საქართველოში, ხოლო ვინც წინააღდეგები ხართ მონარქიის აღდგენისა, თქვენ თანამონაწილენი ხართ რუს ხელისუფალთა ავაზაკობისა (ყაჩაღობისა) და რევოლუციონერთა ცოდვისა და თუ რა ცოდვაა ეს, საკმარისია იცოდეთ, რომ პირველი რევოლუციონერი იყო სატანა და რაც მას დაემართა, იგივე დაემართება მისი ცოდვის მიდევრებს, რაც მე არ მინდა რომ შეგემთხვათ.

            აქვე შემოგთავაზებთ თუ რა თანხები იხარჯება სამეფო კარის (მეფის ადმინისტრაციის) შენახვაში სხვადასხვა მონარქიულ სახელმწიფოებში:

1.      ნორვეგია 4 9 00000 მოსახლე, ბიუჯეტიდან იხარჯება 25 600 000 აშშ დოლარი, რაც ერთ ადამიანზე შეადგენს5,2 აშშ დოლარს წელიწადში, ანუ დაახლოებით 10 ლარს.

2.      იაპონია 126 660 000 მოსახლე, ბიუჯეტიდან იხარჯება 59 800 000 აშშ დოლარი ანუ 0,47 აშშ დოლარი ერთ სულზე ანუ  დაახლოებით 1 ლარი წელიწადში.

3.      დიდი ბრიტანეთი 63 200 000 მოსახლე, ბიუჯეტიდან იხარჯება 52 000 000 აშშ დოლარი. ერთ სულზე 0,8 აშშ დოლარი ანუ დაახლოებით 1,5 ლარი წელიწადში.

4.      ტაილანდი 66 800 000 მოსახლე, ბიუჯეტიდან იხარჯება 357 000 000 აშშ დოლარი, ერთ სულზე 5,3 აშშ დოლარი ანუ დაახლოებით 10 ლარი წელიწადში.

5.      ესპანეთი  46200 000 მოსახლე, ბიუჯეტიდან იხარჯება 10 700 000 დოლარი. ერთ სულზე 0,2 აშშ დოლარი ანუ დაახლოებით 35 თეთრი წელიწადში.

6.      ჰოლანდია 16600 000 მოსახლე, ბიუჯეტიდან იხარჯება 52 000 000 აშშ დოლარი, ერთ სულზე 3,1 აშშ დოლარი ანუ დაახლოებით 6 ლარი წელიწადში.

და რა გვიჯდება პრეზიდენტის შენახვა ხომ არ იცით?  და ამას ყოველივეს ყოველ 5 წელიწადში არჩევნების ხარჯები დაუმატეთ, რაც არც თუ ისე მცირეა.


დავით ხიზანიშვილი - სამეფო კლუბის წევრი

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი დომენტიანე – მელიტინელი ეპისკოპოსი (+601)
10 (23) იანვარს აღინიშნება ღირსი დომენტიანეს – მელიტინელი ეპისკოპოსის (+601) ხსენების დღე.
წმიდა გრიგოლ ნოსელი და დაჲ მისი თეოზვა დიაკონი
10 (23) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდათა შორის მამისა ჩვენისა გრიგოლისი, ნოსელი ეპისკოპოსი (+395) და დისა მისისა თეოზვა დიაკონისა (+385) .
gaq