საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

გმირი და ანტიგმირი - სტეპან ბანდერა და ბოგდან ხმელნიცკი
პაატა ჩიქოვანი
სტეპან ბენდერა

მსოფლიო ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიები ძალზე ჰგავს ერთმანეთს, მით უმეტეს, თუ ერთი და იგივე დამპყრობელი ჰყავთ, რადგან იმპერიის პოლიტიკა სხვადასხვა ხალხის მიმართ, თითქმის, ყოველთვის ერთნაირია. ამ წერილში ჩვენ შევეხებით დამპყრობლის ერთ-ერთ იდეოლოგიურ ფანდს - როგორ ქმნის დამონებული ხალხის ისტორიაში ყალბ გმირებს და  ნამდვილი გმირების დისკრედიტაციას ცდილობს. ამ საკითხს ჩვენი ძმების, უკრაინელების ისტორიის მაგალითზე განვიხილავთ, რადგან დღეს უკრაინის თემა აქტუალურია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

 

 1654 წლის 8 იანვარს, ბოგდან ხმელნიცკის ხელმძღვანელობით, უკრაინა  რუსეთის იმპერიას შეუერთდა. ეს არის მომხდარი ფაქტის ოფიციალური ფორმულირება სსრკ ისტორიის სახელმძღვანელოში (სსრკ ისტორია, 1983 წ., 

გვ. 289 (რუს.). იქვე აღწერილია უკრაინელი ხალხის აღფრთოვანებული ყიჟინა და ზეიმი: ეს რა ბედნიერებას მოვესწარითო....

ჩემო მკითხველო, უცნაურად არ გეჩვენებათ? ქვეყანა, სახელწოდებით „იმპერია“ და მის მიერ მეზობელი ხალხის დახმარება?! თუმცა, დავუშვათ, რომ იმპერიამ დაივიწყა თავისი საგარეო დამპყრობლური პოლიტიკა და მართლაც მხსნელად მოევლინა უკრაინელ ხალხს. მაშინ როგორ გავიგოთ, რომ ბოგდან ხმელნიცკის გარდაცვალების შემდეგ (შეერთებიდან სულ რაღაც 3 წელია გასული) ყოველი მომდევნო ჰეტმანი: იური ხმელნიცკი (ბოგდანის შვილი), პავლო ტეტერია, პეტრო დოროშენკო - რუს „დამხმარე ძმას“ უჯანყდებოდნენ? ისინი ყირიმელ თათრებსაც  კი (მუსლიმანებს) სთხოვდნენ დახმარებას და შეერთებას, ოღონდ რუსეთისგან ეხსნათ თავი. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, საბჭოთა ისტორია დუმს.

 

ძვირფასო მკითხველო, ალბათ, პარალელს ავლებ საქართველოს ისტორიასთან და გახსენდება 1801 წელს რუსეთთან შეერთების შემდეგ მთიულეთის, კახეთის აჯანყებები, იმერეთის სამეფოს ომი... ყველგან ერთი და იგივე დამოკიდებულება აქვთ  რუსეთის „დახმარების“ მიმართ. 

სსრკ ისტორია ყველას, ვინც საკუთარ ქვეყანაში ხელს უწყობს რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას, მოიხსენიებს, როგორც დადებით გმირს. ისტორიის ფალსიფიკატორები ბევრს წერენ ხმელნიცკის პოლიტიკური ალღოს, გამჭრიახობის, მოძმე რუსეთის სიყვარულის შესახებ და ამ ტყუილებზე დაყრდნობით მოფინეს უკრაინა ბოგდან ხმელნიცკის ძეგლებითა და სურათებით.

 

სინამდვილეში?!

 

როგორც ჭეშმარიტი ისტორიკოსები და მწერლები აღნიშნავენ, ბოგდან ხმელნიცკი იყო ავანტიურისტი, ლოთი, მრუში, საშინელი მორალის მქონე პიროვნება და სწორედ ამ თვისებებმა ითამაშა დიდი როლი მის ჰეტმანობაში. მოკლედ მოგახსენებთ მისი ისტორიულ-პოლიტიკური „დამსახურებების“ შესახებ.

 

XVII საუკუნეში, პოლონეთის მეფის ხელისუფლების დასუსტების შემდეგ, ქვეყანა შინაომებმა მოიცვა. ამას თან მოჰყვა თავადების მიერ ერთმანეთისა და ხალხის უმოწყალო ძარცვა და უამრავი უკრაინელის ყირიმის სახანოში ტყვედ გაყიდვაც. ბოგდან ხმელნიცკიმაც იწვნია ეს სიმწარე

ბოგდან ხმელნიცკი
(ტყვეობაც), მაგრამ ის მაინც ერთგული იყო პოლონეთის მეფისა და მას სთხოვდა დახმარებას. მართლაც, 1546 წელს შედგა მოლაპარაკება პოლონეთის მეფე ვლადისლავსა და ხმელნიცკის შორის. მეფე შეპირდა მას მტრულად განწყობილი თავადების დასჯას და უკრაინის ჰეტმანობას (ხმელნიცკის ბავშვობის ოცნება) და ჯარის შესაქმნელად 170 ათასი ოქროც მისცა, რათა ერთად გაელაშქრათ თურქეთზე. ბოგდან ხმელნიცკის, როგორც ლოთსა და მრუშს, ფული შემოეხარჯა და სხვა ცოდვებთან ერთად მეფის ნათესავის, თავად ვიშლევეცკის, ქალიშვილიც შემოეუპატიურა. ამას პოლონეთში არავინ აპატიებდა. ამით დასრულდა მისი ოცნება, პოლონეთში მიეღო „ბულავა“ - უკრაინის ჰეტმანობის ნიშანი, ხოლო, როდესაც პოლონეთის მეფის მიერ დაქირავებული გერმანული ჯარისკაცები გაძარცვისა და იარაღის ხელში ჩაგდების მიზნით დახვრიტა (ისინი წინააღმდეგობას არ უწევდნენ), ყველა ევროპული სახელმწიფოს ხელისუფალი მტრად მოიკიდა. ასევე აღსანიშნავია მისი საშინელი ანტისემიტიზმი. მის მიერ მოწყობილმა „პოგრომებმა“ საშინელი კვალი დააჩნია უკრაინაში მცხოვრებ ებრაელებს. ამ რთულ სიტუაციაში მოკავშირე მაინც იპოვა - ყირიმელი თათრები! ყირიმის ხანმა მას თავისი ძველი ნაცნობი (ტყვეობიდან) ტუვაი-ბეი  გამოაყოლა უკრაინისა და პოლონეთის საძარცვად. ამბობდნენ, ტუვაი დაათრობდა ბოგდანს და ყვარობდაო შემდეგ. მას შემდეგ, რაც ტუვაი-ბეი მას აღარ ემორჩილებოდა და სახალხოდ ამცირებდა, კიდევ ერთხელ შეეცდება პოლონეთის მეფესთან მოლაპარაკებას, მაგრამ უშედეგოდ, რის მიზეზზეც ზემოთ მოგახსენეთ. და ასე, იზოლაციაში მოქცეული, იწყებს მოლაპარაკებას რუსებთან. რა ძმობა? რის ერთმორწმუნეობა? ორივე მხარეს თავისი ინტერესები აქვს, ოღონდ ერთს - პირადი, მეორეს -  იმპერიული.

 

რუსეთის იმპერია აღწევს თავის მიზანს. მოღალატე ბოგდან ხმელნიცკის დახმარებით, „მისი თხოვნის საფუძველზე“, 1657 წელს შეჰყავს ჯარი ყირიმის ტერიტორიაზე. რაც შეეხება ბოგდან ხმელნიცკის, იგი ვერ იკმაყოფილებს ხარბ მოთხოვნილებებს და პოლიტიკურ ამბიციებს და უკვე რუსეთის წინააღმდეგ იწყებს ინტრიგების ხლართვას. ამ პოლიტიკურ ვითარებაში და გაურკვეველ სიტუაციაში ბოგდან ხმელნიცკი გარდაიცვალა.


მკითხველს შეუძლია წაიკითხოს სტალინის მიერ შერისხული რუსი ისტორიკოსის სერგეი სოლოვიოვის „რუსეთის ისტორია“ (ტომი V, გვ. 505), სადაც პროფესორი სოლოვიოვი წერს ხმელნიცკის უხამსობაზე, სიხარბეზე, გაუნათლებლობასა და სხვა ცოდვებზე. ასევე დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ბოგდან ხმელნიცკის „გმირობას“ გაეცნოს დიდი მწერლის ჰენრიკ სენკევიჩის წიგნში - „ცეცხლითა და მახვილით“.

 

ახლა, ჩემო მკითხველო, მოგითხრობთ სსრკ ისტორიისა და დღევანდელი რუსეთის იდეოლოგების მიერ შექმნილ „ანტიგმირზე“ - სტეპან ბანდერაზე.

 

სტეპან ბანდერა 18 წლის ასაკიდან წევრიანდება უკრაინის ნაციონალისტთა რიგებში და იწყებს ბრძოლას ერთიანი დამოუკიდებელი უკრაინისათვის. 21 წლისა, პირადი თვისებების გამო - გამბედაობა, შეუპოვრობა, ცხოვრების ასკეტური წესი, გამჭრიახი გონება, რომელს

აც თან ერთოდა ბრწყინვალე განათლება - ხდება ახალგაზრდობის ეროვნული ლიდერი. სიცოცხლის ბოლომდე, ანუ 1959 წლამდე, სანამ მოკლეს, ის ემსახურებოდა დამოუკიდებელი, დემოკრატიული უნიტარული უკრაინის შექმნის იდეას.


მიუხედავად ეკლესიური ცხოვრების წესისა (მღვდლის ოჯახში იყო გაზრდილი), „სისხლს მტრისასა“ არ ერიდებოდა.  23 წლისა წარსდგა პოლონეთის სასამართლოს წინაშე უკრაინელი ხალხის ჯალათის, პოლონეთის შს მინისტრ ბოლესლავ პერეცკიზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით. სასამართლოზე მისმა საოცრად ღირსეულმა საქციელმა უკრაინელი ხალხის აღფრთოვანება გამოიწვია. მან თავის მებრძოლთა რიგებში უმკაცრესი დისციპლინური ცხოვრების წესი შემოიღო. კონსპირაციასთან და საბრძოლო ტაქტიკისა და სტრატეგიის ცოდნასთან ერთად, იგი მებრძოლებისაგან მოითხოვდა ფიზიკურსა და ზნეობრივ-მორალურ თვისებებსაც. მებრძოლებს ეკრძალებოდათ ლოთობა, მრუშობა და არც სიგარეტის მოწევა იყო რეკომენდებული მათთვის. 1934-39 წლებში იგი დაპატიმრებულია, მაგრამ ახერხებს ციხიდან თავისი მებრძოლების არა მარტო მართვას, არამედ მკაცრ კონტროლსაც. 1939 წლის შემოდგომიდან, მას შემდეგ, რაც სტალინმა და ჰიტლერმა პოლონეთი დაიპყრეს და გაინაწილეს, იგი ციხიდან გარბის და აგრძელებს ბრძოლას ორივე დამპყრობლის წინააღმდეგ. იგი არ უერთდება პოლკოვნიკ მელნიკსა და სხვა ნაციონალისტ ლიდერებს, რომლებსაც ფაშისტური გერმანია მიაჩნდათ უკრაინის მოკავშირედ. როდესაც პოლკოვნიკმა მელნიკმა შესთავაზა ერთობლივი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, იგი არ დათანხმდა და უპასუხა: „ჩვენ ვითამაშოთ ჩვენი თამაში“. მელნიკს სტეპან ბანდერა პატრიოტად, თუმცა გულუბრყვილო პოლიტიკოსად მიაჩნდა.

 

1942 წელს მას ნაცისტები აპატიმრებენ  და საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან. მისი ორი ძმა, მისი მეგობარი და ლიდერი - იაროსლავ სტეცკო, ოსვენციმის ბანაკში იღუპებიან ორი ათასამდე სხვა მებრძოლთან ერთად (დღეს ბანდერელებს რუსი იდეოლოგები ფაშისტებს ეძახიან!). 1942 წელს შექმნილი უკრაინელ პატრიოტთა არმია, რომელსაც სტეპან ბანდერამ ჩაუყარა საფუძველი, გმირულად ებრძოდა ფაშისტებს. 1944 წელს, მას შემდეგ, რაც რუსებმა დაიკავეს უკრაინის ტერიტორია, მელნიკმა უშუამდგომლა გერმანელებთან, რათა ის საკონცენტრაციო ბანაკიდან გაეთავისუფლებინათ. გერმანელები გაოცდნენ:

- ის ხომ ჩვენი მტერია?!

- ამას არ აქვს მნიშვნელობა. ის უკრაინელია (სტეპან ბანდერა - კაცი-ლეგენდა, ნიკა თევზაძე, http://sana.ge/).

 

1943 წლის მაისამდე საკონცენტრაციო ბანაკიდან გათავისუფლებულ ბანდერას შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გერმანიის დამარცხების შემდეგ საბჭოთა მთავრობამ სასტიკი რეპრესიები დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ბანდერელების მიმართ, რადგან მათ იარაღი არ დაყარეს და ბრძოლა გააგრძელეს საბჭოთა ოკუპანტების წინააღმდეგ. საბჭოთა მთავრობა ყველანაირად ცდილობდა სტეპან ბანდერას ხელში ჩაგდებას და ლიკვიდაციას. დასავლეთის ქვეყნებმა იგი არ გადასცეს საბჭოთა კავშირს იმ მოტივით, რომ ბანდერა იყო ანტიფაშისტი და იჯდა საკონ

პაატა ჩიქოვანი
ცენტრაციო ბანაკში. უსაფრთხოების სამსახურმა ბანდერა რამდენჯერმე გადაარჩინა საბჭოთა მკვლელებისგან, თუმცა 1959 წლის 15 ოქტომბერს სპეციარაღით, რომელიც კალიუმის ციანიდის ამპულას ისროდა (რამდენიმე საათის შემდეგ მკვლელობის კვალი ქრება და ექსპერტიზა ვერ ადგენს გარდაცვალების ნამდვილ მიზეზს), ჩეკისტმა ბოგდან სტაშინსკიმ მოკლა უკრაინის ეროვნული გმირი - სტეპან ბანდერა. რამდენიმე წლის შემდეგ სტაშინსკი თვითონ ჩაბარდა დასავლეთ გერმანიის მთავრობას და მოუთხრო ამ მკვლელობის  შესახებ. ბანდერელები და მათი შთამომავლები კი დღემდე აგრძელებენ ბრძოლას უკრაინისთვის. სტეპან ბანდერას მიერ ფიზიკურად, ზნეობრივად, მორალურად და ფსიქოლოგიურად გამოზრდილმა ხალხმა 1954 წელს საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკი ააჯანყეს კენგირში და რამდენიმე თვე თავისუფლების კუნძულადაც კი გამოაცხადეს იგი მანამ, სანამ ორმა საბჭოთა დივიზიამ ტანკებითა და სადესანტო ნაწილებით არ დაამარცხა აჯანყებულები. ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აჯანყებულთა მეთაურებმა, მიუხედავად იმისა, რომ ქალთა კოლონიაც მათ შეუერთდა, არც ერთი კრიმინალური შემთხვევა არ დაუშვეს (ხვდებით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ...)

 

როგორ მოახერხეს ეს?

 

წარმოიდგინეთ, ბანაკში, სადაც პატიმრების 90% თავის ერთგულებას ამტკიცებდა საბჭოთა კავშირის მიმართ, სადაც ქურდებიც ჩეკა-სგან იმართებოდნენ, შევიდნენ უშიშარი პროფესიონალი მეომრები, რაც მთავარია, საბჭოთა სისტემის მიმართ ზიზღით აღვსილნი, წლების განმავლობაში იატაკქვეშეთში, ტყეში სიკვდილთან შეზრდილები და დაუპირისპირდნენ ბანაკის სისტემას. პირველ რიგში, ისინი დამსმენებსა და კომუნისტ აქტივისტებს გაუსწორდნენ, შემდეგ ჩეჩნებთან ერთად ქურდებს მიადგნენ და ისე მოაწყვეს აჯანყება, რომ ხელმძღვანელობას არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა, სანამ თავზე არ დაამხეს ბანაკი. ორი თვის შემდეგ, როდესაც  დამარცხებული და ცოცხლად გადარჩენილი აჯანყებულები სხვა ბანაკებში შედიოდნენ, პატიმრები, პატივისცემის ნიშნად, ყველგან ფეხზე უდგებოდნენ. ეს იყო საბჭთა ბანაკთა სისტემის დასასრულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. კიდევ ვიმეორებ, კენგირის აჯანყების გმირები სტეპან ბანდერას გაზრდილები იყვნენ.

ღმერთმა დალოცოს უკრაინა თავისი უკვდავი გმირებით!

 

P. S. 1982 წელს (გაშლილი სოციალიზმის ეპოქა) დასავლეთ უკრაინაში, სოფელ დრაგობიჩთან უკრაინელმა მძღოლმა მანქანა გააჩერა წყაროსთან, მოედანზე, სადაც ბოგდან ხმელნიცკის ძეგლი იდგა. შევხედე დასვრილ, მოუვლელ, ჩაბინძურებულ ძეგლს, წარწერასაც ვერ წაიკითხავდა კაცი... მძღოლმა ჩემს მზერას თავლი რომ გააყოლა, აუღელვებლად და  თამამად მითხრა: ეს ძეგლი საერთოდ არ უნდა იდგეს აქ!.. შემდეგ გზაში, უკრაინის ისტორიის ცოდნა რომ გამოვამჟღავნე, აღფრთოვანებულმა მითხრა: მე ციმბირში ვარ დაბადებულიო... ესე იგი, ბენდერების შთამომავალი იყო.

 

არა არს დაფარული, რაიცა არ გამჟღავნდეს. ვერავითარი იმპერიალისტური იდეოლოგია ვერ შეუქმნის ხალხს ყალბ გმირებს ცრუ ისტორიაზე დაყრდნობით...


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
gaq