საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ეროვნული ხელისუფლების დამარცხება - 1991 წლის დეკემბერი (წერილი მეორე)
საბა იბერი

მანქურთი“  თურქმანული ტერმინია და ნიშნავს მონას, რომელსაც დავიწყებული აქვს საკუთარი წარმომავლობა, საკუთარი წარსული, სამშობლოდედულ-მამული და მხოლოდ მებატონის ბრძანებებზეა დამოკიდებული და მის ინტერესებს ემსახურებამანქურთებად  დამონებული ხალხის  შვილებს ზრდიდნენ, რისთვისაც საგანგებო მეთოდი იყო გამოყენებულიახლადდაკლული აქლემის ტყავს შიდა მხრიდან ჩამოაცვამდნენ თავზე ხელებშეკრულ მსხვერპლს, რომელსაც არ შეეძლო, საკუთარ თავს მიწვდენოდა და მზის გულზე სტოვებდნენ. მზისაგან ის ტყავი  თავზე უხმებოდა განწირულ ადამიანს და  სალტესავით უჭერდა, ხოლო დროთა განმავლობაში  ტვინიდან სწოვდა სამშობლოს გრძნობასა და ხსოვნას.

მონღოლურ უღელნატარებმა რუსეთმა ღრმად შეითვისა მანქურთიზაციის ხელოვნება და ვერაგობით დამონებულ საქართველოში, თავისი ორასწლოვანი ბატონობის მანძილზე,  მრავალს შემოაჭირა აქლემის ტყავი, თავები დაუვიწროვა და ის თავი დედის ნაცვლად დედინაცვლის კალთაში ჩაადებინა.

ახალი ეპოქის ყველაზე თვალსაჩინო ქართველი  მანქურთი გურიაში დაიბადა და ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სხვა  ტყავისსალტეშემოჭერილთა შორის. ეს გახლდათ გასული საუკუნის უკანასკნელი სამი ათწლეულის საქართველოს  საჭეთმპყრობლად მოვლენილი  ედუარდ შევარდნაძე.   საკუთარმა რუსულის მასწავლებელმა მამამ, ამბროსიმ, ისეთი ტყავი ჩამოაცვა თავზე, რომ სულ დააკარგვინა წარმოდგენა სამშობლოზე და რუსი მებატონის ყურმოჭრილ ყმად აქციაეს თვით ედუარდსაც არასოდეს დაუმალავს და  კუთვნილება დიდი რუსეთისადმი  გულახდილად აქვს ნაღიარები სიჭარმაგეში გამოცემულ ავტობიოგრაფიულ  ნაშრომშიჩემი არჩევანი“ («Мой выбор», Москва, 1991 Г.).

რუსი მკითხველისათვის განკუთვნილ ამ წიგნში  ავტორი საქართველოს  სრულიად ღიად და დაუფარავად უწოდებს  თავისმალაია როდინას“ (იხ. გვ. 30 და გვ. 79). „მალაია როდინარუსული იდიომატური გამოთქმაა და ქართულადპატარა სამშობლოსკი არა, სამშობლოს ერთ კუთხეს ნიშნავსრაც იმას გულისხმობს, რომ შევარდნაძე რუსებს წარუდგენს საქართველოს, როგორც რუსეთის ერთ-ერთ კუთხეს და უდასტურებს  თანამემამულეობას. სხვა საკითხია, რომ საკუთარ თვისტომთ, მათ, ვინც არ იცისმალაია როდინასიდიომატურობა, ქართულად გამოცემულ წიგნში  პირში სჩრის სატყუარას, როდესაცმალაია როდინას“  „პატარა სამშობლოდათარგმნინებს („ჩემი არჩევანი“, თბ.1992. იხ. გვ. 31, 81).           

საგულისხმოა, რომ როგორც სერგო ორჯონიკიძის ღირსეული  მემკვიდრეედუარდ შევარდნაძეც ფერშალია პროფესიითდამთავრებული აქვს თბილისის სამედიცინო ტექნიკუმი –  ამგვარად, ფერშლობა ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც შეგვიძლია  განვიხილოთ  მშობელი ერის დამამხობელთათვის.

პირველი პარტიული ნაბიჯიც არაფრით განსხვავდებოდა სერგო ორჯონიკიძის კომუნისტური წვრთნისაგან –  1956 წლის 9 მარტს რუსებმა დახვრიტეს ასობით მშვიდობიანი მიტინგის მონაწილე და თბილისური სისხლისღვრის შემდეგ მან, ერთადერთმა ქართველმა, მომიტინგეების მიმართ მკაცრი ბრალდებით, მომხდარში სწორედ თანამემამულეები დაადანაშაულა, რაც კრემლის მოდარაჯე თვალს, ცხადია, არ გამოეპარა და  სულ მალე, 1957 წელს დანიშნეს საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველ მდივნად!  

ამ ერთი ნაბიჯიდანაც შესანიშნავად ჩანს, თუ როგორ განვლიდა გზას კომკავშირის ლიდერობიდან ხელისუფლების უმაღლესი პირის თანამდებობამდე, მაგრამ ეს ახლა ჩვენი განხილვის საგანი არ არისჩვენ ის ვიკითხოთ, რა ფათერაკებს სწია მან საქართველო საკუთარი უფლებამოსილებებით.

თუკი დღეს თავად ცდილობს საკუთარი ნამოღვაწარის პატრიოტული ვუალით შებურვასავიწყდება, რომ აგრე ადვილი არ არის წარსულის შავი ლაქების ამორეცხვა, რადგანარა არს დაფარულ, რომელი არა განცხადდეს“. დავიწყოთ ეროვნული მოძრაობის სულ ჩანასახიდან და მოვიხმოთ ინფორმაცია განსჯისათვის.

ხოლო საიმისოდ, რათა სუბიექტურობა არ დაგვბრალდეს, ჩვენს წერილში დროდადრო დავიმოწმებთ შევარდნაძის ყოფილ თანამეინახეებსა და თანამზრახველებს. თავდაპირველად  პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს  მივცეთ სიტყვა („ასავალდასავალი“,  № 30, 2009):    

ტრაბახობდა შევარდნაძე, 1978 წლის 14 აპრილს მე შევუნარჩუნე საქართველოს ქართული ენაორასაც ახლა გეტყვით, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია: იმ დროს მე ვმუშაობდი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველის მოადგილედსაქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის ტექსტი მომზადდა საქართველოში და სწორედ შევარდნაძის თავმჯდომარეობით მომუშავე კომისიამ ჩაწერა პროექტში: საქართველოს სახელმწიფო ენა არის რუსული!!! ჩემმა თანამშრომელმა, იურიდიული განყოფილების გამგემ, ირაკლი ჩიქოვანმა ეს ტექსტი წაიღო მოსკოვში, საკავშირო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში შესათანხმებლად. რუსებს ძალიან გაუკვირდათ, რატომ უნდა შეიცვალოს სახელმწიფო ენა ქართულირუსულითო? ჩვენმა წარგზავნილებმაც უპასუხეს, ქართული რომ სახელმწიფო ენაა, ეს ხომ ისედაც ცნობილია და რად უნდა მტკიცებაო! აი, ასე მოხვდა 1978 წლის საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად რუსული. შემდეგ ეს ამბავი გახმაურდა და შევარდნაძემ ისევ თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა სიტუაცია!“ 

ესქართული ენის სტატუსი, ახლაროკის გვირაბი:  ცხადია, ამ ავადსახსენებელი გვირაბის მშენებლობაც მისი პირადი ინიციატივა იყო, საბჭოთა ხალხების  – ქართველების და ოსების ერთიან რუსულ სახელმწიფოებრივ სივრცეში შერწყმისათვის ჩვენი მიწაწყლის ხარჯზე! ამ წერილის ავტორს საკუთარი თვალით ჰყავს ნანახი შევარდნაძე  ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემაში, სადაც ის  რისხვას ატეხდა ქვეყნის უგუნურ მოსახლეობას  და გულწრფელად გამოხატავდა გაკვირვებას, თუ რატომ ხდება, რომ  რიგ ქართველებს არ მოსწონთ როკის გვირაბის მშენებლობა, მაშინ, როდესაც ყველანი მშვენივრად ეგუებიან რიკოთის  გვირაბის არსებობას

თუმცა ის დღეს  უარყოფს თავის ინიციატივას გვირაბის მშენებლობაში, მაგრამ აღიარებს, რომ:  ”მე მხარს ვუჭერდი კავკასიონის ქედის ქვეშ რკინიგზის გაყვანას თბილისიდან როსტოვამდე, ეს სულ სხვა საქმეა და დავიწყეთ კიდეც ამის მშენებლობა, მაგრამ მერე საბჭოთა კავშირი დაიშალა…“   (საინფორმაციო სააგენტოფაქტი”, 2008 წლის 23 08, შაბათი – 02:36). პირდაპირ განსაცვიფრებელია, თუ როგორ უწიგნურებად რაცხს პოლიტიკანიდემაგოგი ქართველებს, რომლებსაც იმაზე დაფიქრების თავიც არ ჰქონიათ,   რაგვარად შეიძლებოდა მატარებელი გადაადგილებულიყო კავკასიონის ქედის ქვეშ, თუ იქ გვირაბი არ იქნებოდა! არადა, არათუ მხარს არ უჭერდა, სწორედ მისი ცეკას მდივნობისას, 80–იან წლებში  დაიწყო 1920–იანი წლებიდან დაგეგმილი ამ გვირაბის მშენებლობა, რასაც მანამდე ათასგვარი ტყუილმართლით  არიდებდა საკუთარ ქვეყანას ყველა შევარდნაძემდელი ხელისუფალი!

ახლა ისიც გავიხსენოთ, თუ როგორ დაინიშნა, თავისი თაყვანისმცემლების სასიქადულოდ, ედუარდ შევარდნაძე საბჭოთა კავშირის  საგარეო საქმეთა მინისტრად 1985 წელს. მიუხედავად შევარდნაძის რუსული მენტალიტეტისა და რუსეთისათვის გაწეული დიდი და უანგარო ღვაწლისა, დედინაცვლის კანონისამებრ, რუსეთს, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,  უმტკივნეულოდ და დაუნანებლად შეუძლია უცხო სხეულის მოცილება. 80-იანი წლების ბოლოს, ავღანეთიდან სამუდამოდ კუდამოძუებული  რუსეთის სამხედრო მანქანა  ცალკერძ  ეკონომიკურად იშლებოდა და დღის წესრიგში დგებოდა მისი პოლიტიკურად დაშლაც –  საბჭოთა კავშირის ერთობაში შეკოწიწებული ერების თვითგამორკვევითა და ევროპასა და საერთოდ მსოფლიოში გავლენის დაკარგვით.  სტალინის შემდეგ, ვინ ჰკითხავდა ნებისმიერ ქართველს (და მით უფრო, შევარდნაძესავით საშუალო ჭკუის ჩინოვნიკს) ბერლინის კედლის დანგრევასა და ევროპიდან ჯარების გამოყვანას! მაგრამ რუსეთს სჭირდებოდა განტევების ვაციაუცილებლადნაცმენი“, და სასურველი იყო  ქართველირათა შედეგების მომკისას მასზე შეეწმინდა ხელი! გარეგნულად რუსეთის ევროპული ჰეგემონიის დამანგრეველი და იურიდიულ აქტებზე ხელმომწერი ქართველი უნდა ყოფილიყო, რათა კიდევ უფრო გაეცოფებინათ ჯერ კიდევ სტალინვერმომნელებელი თანამემამულეები და შემდეგ უფრო გამეტებით გასწორებოდნენ საქართველოს და სტალინის ჯიბრიც მათზე ამოეყარათ

რა თქმა უნდა, რუსეთის ამ  ჩანაფიქრში ვერ გაერკვეოდნენ შევარდნაძის გულუბრყვილო თაყვანისმცემლები  და მეორედ დააბიჯეს ფეხი ერთსა და იმავე ფოცხს ასი წლის წინანდელი წინაპრების მიამიტმა შთამომავლებმა. მსოფლიო ქვეყნების ძმაბიჭობის მოიმედე  ქართველებმა საშველად უხმეს მსოფლიო სახელის მქონე პოლიტიკოსს, რომელიც, მათი წარმოდგენითსაქართველოს უეჭველად ჩართავდა თავის დიდ ევროპაამერიკის საძმაკაცოში!

ხოლო რა მოხდა ასი წლის წინ?

ასი წლის წინაც ჰყავდა საქართველოს შევარდნაძესავითმსოფლიო დონის პოლიტიკოსი“– ეს გახლდათ რუსული მენშევიზმის ლიდერი, დროებითი მთავრობის ფოსტატელეგრაფის მინისტრი, მოგვიანებითშინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველი ირაკლი წერეთელი.

შევარდნაძისგან განსხვავებით, ის მართლაც მოაზროვნე პოლიტიკოსი იყო, ოღონდ შორეული შთამომავლის დარად ისიც რუსეთის განუყოფლობის იდეით იყო შეპყრობილი.

დამფუძნებელი კრების გარეკვის შემდეგ წერეთელი იძულებული გახდა საქართველოში ჩამოსულიყო.  ქართულმა საზოგადოებრიობამ თავისი ჯიშისა და ჯილაგისდიდი პოლიტიკოსი“ (თითქოს მას თითი მაინც გაენძრიოს საკუთარი სამშობლოს სიუზერენისაგან თავდახსნაში) მაშინვე ჩააყენა  ქვეყნის დამოუკიდებლობის სამსახურში და 1919 წელს ქართული დელეგაციის ერთერთ ხელმძღვანელად წარგზავნა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რამაც ევროპელთა დიდი გაკვირვება გამოიწვია, თუ რა ხელი ჰქონდა რუსეთის ამ თავგადაკლულ პატრიოტს ქართულ თვითმყოფადობასთან და დამოუკიდებლობასთან.

ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია  დიდი ქართველი მამულიშვილის, რევაზ გაბაშვილის მოგონება –  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინდღით, 1918 წლის 25 მაისს: „ნი კაკი წერეთელი, 25 მაისის კრებაზედ, გულშეწუხებული ჩავარდა სავარძელში და გაჰკიოდა ისტერიო–„ისტორიულსიტყვებს: „რას შვრებით, თქვენა ღუპავთ რუსეთის დემოკრატიას!“–აო?“

ზუსტად ასეთივე მიმართება ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს საკუთარი ერის დამოუკიდებლობასთანეს სწორედ ის შევარდნაძე გახლდათ, რომელიც გორბაჩოვთან ერთად უკანასკნელ წუთამდე ცდილობდა საბჭოთა კავშირის გადარჩენასა და შენარჩუნებას!    მაგრამ   სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში და ეროვნული ხელისუფლების დამხობაში დიდი იდეური წვლილისათვის პუტჩისტებმა სწორედ იგი მოიწვიეს მათ მიერ შექმნილი ორგანოსსახელმწიფო საბჭოსხელმძღვანელად და ის კი ვერ გათვალეს (ან, პირიქით, ძალიან კარგად გათვალეს!), რომ თუ ჩამოვიდოდა რუსული სუკის სამხრეებიანი გენერალიპირველ ყოვლისა აქაც რუსულ საქმეს გააკეთებდა!

მოგვიანებით შევარდნაძემ განაცხადა: ”მე ვიცოდი, რომ არ ვიყავი უფლებამოსილი,

დამეკავებინა სახელმწიფოს მეთაურის პოსტი, მაგრამ ვიყავი დარწმუნებული, რომ მხოლოდ მე შემეძლო საქართველოს ამოთრევა ქაოსისა და კრიზისიდან და გაძღოლა .“

თუ რა სიზუსტით შეასრულა მან ეს დაპირება და  როგორ ამოათრია  საქართველო ქაოსიდან და კრიზისიდან, ამაზე მეტყველებენ საქმენი მისნი: საქართველო მან აქცია ვერშემდგარ ქვეყნადმოშლილი  სახელმწიფოებრივი სტრუქტურებით, გაპარტახებული ეკონომიკით და ხალხის ზნეობრივი გადაგვარებით.

კრემლისგან მას ჰქონდა დავალება, დაემტკიცებინა თანამემამულეებისათვის, რომ საქართველოს არ შეუძლია ურუსეთოდ არსებობა; მისი მოსვლისთავანავე ხალხს უნდა ეგრძნო, რომ დიდი რუსი ძმის გარეშე საქართველო დაიღუპებოდა  და მხოლოდ რუსეთის წიაღში დაბრუნება უშველიდა.

ხალხი გაითანგა შიმშილით, უშუქობით, უტრანსპორტობითგაჩნდნენ  მათხოვრებიმიწისქვეშა გადასასვლელებთან, მეტროებში, ეკლესიებთანშევარდნაძემ ქართველებს გააშვერინა ხელი სამოწყალოდ, რაც თვით საბჭოთა პერიოდშიც კი  არ მომხდარა! აუხდინა, ხალხში  ჯერ კიდევ მის ჩამოსვლამდე მოარული შემონათვალი მუქარა:  „საქართველო ნამეტნავად გაზულუქდა, დამაცადეთ, ისე გაგიხდით საქმეს, რომ ბილეთს ვერ უღებდეთო ერთმანეთს ტრანსპორტში!“ წარმატებით აღმოფხვრა ეგრეთ წოდებულისაშუალო ფენა“  – ერის ხერხემალი: ინჟინრები, პედაგოგები, ექიმები, აგრონომები უპოვრებად აქცია და მათ თავზე წამოასვა პროიმპერიული კრიმინალი ქურდები და კრიმინალურ ინტელიგენცია.

კრემლისავე დავალებით შევარდნაძე რისხვად მოევლინა ყოველივე ქართულს, ეროვნულს, ტრადიციულს, რისი საბუთიცაა თუნდაც ეროვნული ხელისუფლების ძალისხმევით ქართულ საფეხბურთო გუნდებზე მორგებული ეროვნული სახელების ისევ საბჭოურრუსულ იმპერიულ საზღვრებში მოქცევა. საქართველოში დაბრუნებისთანავე შევარდნაძემ იზრუნა, რომ  ახლადმოვლენილიიბერიების“, „კოლხეთების“, „გორდებისნაცვლად გუნდებს დაბრუნებოდათ საბჭოურრუსული კალკით შექმნილიინტერნაციონალურისახელები –  „დინამოები“, „ტორპედოები“, „მეტალურგები“.

და, რაც მთავარია,  შეასრულა კრემლის უმთავრესი დავალება – 1993 წელს შეაბრუნა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, დსთში, იგივე განახლებულ საბჭოთა კავშირში, საიდან გამოსვლასაც მოახმარა  მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოს პრეზიდენტმა  ზვიად გამსახურდიამ.

სრულიად განსაკუთრებული თემაა შევარდნაძის პირადი ამხედრება ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. მას საფუძველში ედო, ცხადია, პირველ ყოვლისა, მრწამსის სხვადასხვაობაგამსახურდია იყო მართლმადიდებელი აღმსარებლობის ეროვნული მოღვაწე, ხოლო შევარდნაძეათეისტი პარტიული ფუნქციონერი, რომლისთვისაც სულიერი ზნეობრივი ფასეულობანი ისევე მიუღებელი იყო, როგორც ღორისთვის მარგალიტი. მაგრამ არსებობდა კიდევ ფსიქოლოგიური ფაქტორი, რასაც ფარდას ხდის ტერმინების – „ზვიადიზმისდაპროვინციული ფაშიზმისწარმოშობა: როგორც 1937 წლიდან იყო დაკანონებული ტერმინიმავნებელიდამავნებლის შვილიეროვნული მრწამსის პოლიტპატიმრებისა და მათი მემკვიდრეებისათვის, ისე შემოვიდა და დაკანონდა 90–იანი წლებიდან  ტერმინი  „ზვიადისტი“. იგი ძველიმავნებლისფარდი იყო და თავისი არსით კეთილმორწმუნე უანგარო მამულიშვილს გულისხმობდა. სწორედ ასეთი ადამიანების ტერორს მიმართავდა შევარდნაძე თბილისურ მიტინგებზე, სამეგრელოს ხუთგზის აოხრებისას და აფხაზეთში თავშეფარებულთა დალაშქვრისას, რკინიგზის დაცვის საბაბით! რაც შეეხება ტერმინპროვინციულ ფაშიზმს“ – ეს ედუარდ შევარდნაძის ფსიქოლოგიური თავდაცვა გახლდათ და თავდაცვის ის სახე,   რომელსაც ფსიქოლოგიაშიპროექციაეწოდება და გულისხმობს საკუთარი თვითარსის სხვისთვის მიწერასანუ ეს იყო პროვინციაში დაბადებული და გაზრდილი არა გლეხი კაცის (ქართველი გლეხკაცი, რუსიმუჟიკისგანგანსხვავებითთავისი ღირსებით არასოდეს ტოლს არ უდებდა თავადსა და აზნაურს), არამედ ბოგანოს კომპლექსი, რომლისგანაც განთავისუფლებას ცდილობდა შევარდნაძე დედაქალაქშიდედითაც და მამითაც კეთილშობილი გვარეულობის ოჯახში გაზრდილი დენდისა და რაფინირებული ინტელიგენტის წინააღმდეგ ღია და ფარული ბრძოლით; პროვინციალის კომპლექსის დაძლევასვე ემსახურებოდა მის მიერთბილისელებისერთობის სახელით დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში კრიმინალური  ბანდებისეგრეთ წოდებული უბანთასაძმოებისდაარსება, რომლებიც, გასული საუკუნის დამდეგს შემოღებულიქალაქელისთბილისურსომხური მოდელის ანალოგიით იქმნებოდა და შევარდნაძემ შეძლო მათი ამოქმედება, სუკის მიერ შექმნილმხედრიონთანდა კიტოვანის გვარდიასთან ერთადეროვნული ძალების წინააღმდეგ.

პირველი უმთავრესი დავალების შესრულების შემდეგ დღის წესრიგში დადგა მეორე დავალების შესრულება, იმისა, რის თაობაზეც კრემლი დაემუქრა გამსახურდიას, როდესაც მან უარი განაცხადა დსთში გაწევრიანებაზეაფხაზეთისა და შიდა ქართლის მირთმევა სიუზერენისათვის!

ისევ შევარდნაძის ყოფილ თანამოაზრეებს და თანამზრახველებს მივცეთ სიტყვა, თუ როგორ შეჰყავდა მას საქართველო დსთში, და როგორ მიართმევდა რუსეთს შიდა ქართლსა და აფხაზეთსაი, რას იხსენებს თენგიზ სიგუა დსთში შესვლასთან დაკავშირებით:

დსთ  შევარდნაძის გამყიდველური პოლიტიკის პირმშოა – 6 თვე დასჭირდა, რომ თავისი უმრავლესობა დაეთანხმებინა დსთ-ში შესვლაზე. პირველად, 27 აგვისტოს თქვა ღიად ამის შესახებ; სოხუმის დაცემის დღეს, ჩვენს უბედურებაზე სურდა თამაში, იმ უბედურებაზე, რაც თვითონ შექმნა; აღარ მინდა გახსენება ქართული ჯარის განიარაღების და სოხუმში ხალხის დაბრუნების, სასწავლო წლის დაწყების შესახებმეტსაც გეტყვით, იყო ასეთი დეპუტატი საშა ბერიძე, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა და 4 მარტს ასაფლავებდნენ. მე ვერ მოვახერხე მისამძიმრება და შესვენების დროს გადავწყვიტე, დასაფლავებისთვის მიმესწრო. ჩავდივარ კიბეზე და რას ვხედავ, საშა კიბეზე ამოდის. მივუსამძიმრე, თქვენსკენ მოვდიოდი-მეთქი; იუხერხულა, რა ვქნა, შევარდნაძემ დარეკა, მანქანა გამოგზავნა, კენჭისყრას აუცილებლად უნდა დაესწროო. ზურა წერეთელი, მაშინ ჩვენი დეპუტატი იყო, ვორონეჟში მოძებნეს, მოსკოვში ჩააფრინეს და მხოლოდ თბილისში უთხრეს, რატომაც იყო გამოძახებული. ასე, თითო-თითოდ აგროვებდა შევარდნაძე დსთ-ში შესასვლელ ხმებსმაშინ მარგიანი ავთო ვიცე-პრემიერი იყო და მოსკოვში გავუშვი სურსათის შემოტანაზე ხელშეკრულებების დასადებად. დააგვიანა დარეკვა, უცებ ადვაძე მირეკავს, ჩვენი ელჩი იყო მაშინ რუსეთში და მეუბნება, მარგიანი მინსკში გაფრინდა დსთის სამიტზე შევარდნაძის დავალებითო. ჩამოვიდა და საბუთები ჩამოიტანა მთავრობის სხდომაზე გასატანად.“ (საინფორმაციო სააგენტოფაქტი”, მანანა იაშვილი, 23.8.2008 წელი)

ახლა ვნახოთ, შიდა ქართლის შესახებ რას გვაუწყებს სიგუა:

შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი დაგომისის ხელშეკრულების გამყიდველური პოლიტიკის შედეგებს ახლა ვიმკით! 1992 წელს შევარდნაძემ დაგომისში მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჩიკვაიძე იახლა და ხელი მოაწერეს სრულიად კაპიტულანტურ ხელშეკრულებას. სწორედ მაშინ დადგინდა აბსურდული ოთხმხრივი სკკ, რომელშიც შედიოდა რუსეთი, საქართველო, “სამხრეთი ოსეთიდა ჩრდილო ოსეთი. აი, ეს ჩრდილო ოსეთი რაღა იყო, ის ხომ რუსეთის ნაწილია, მაგრამ უმცირესობაში გვაქცევდნენ და ასეთ აბსურდზე მოაწერა ხელი მაშინ შევარდნაძემ. ამდენი წლები ვიმკიდით მისი გამყიდველური პოლიტიკის შედეგებს და ახლაც ვიმკით.“ (იქვე)

რაც შეეხება აფხაზეთის ჩაბარებას, მოვლენათა ცხელ კვალზე ასე აღწერდა  თენგიზ სიგუა ამ მოვლენებს (გაზივერია“ №38 1994 .):

გახსოვთ სახელმწიფო მეთაურის განცხადება, რომ იგი ბოლო დატოვებს სოხუმს, სანამ უკანასკნელი კაცი არ დატოვებს, არ გამოვა… – 30 ათასი ადამიანი უპატრონოდ იქნა მიტოვებულიშემოყვანილი იქნა 1000 კაცი ადმირალ ბალტინის ხელმძღვანელობით და იგივე 50 ჯავშანტექნიკა აფხაზეთის მთლიანად დაკარგვის, ათასობით კაცის სიკვდილის, ასობით ათასი ლტოლვილის გაჩენის შემდეგეს იყო ჩაფიქრებული გეგმამთავარი საკითხი გერმანიიდან გამოყვანილი სამხედროების სოციალური უზრუნველყოფის საკითხია. მილიონიანი არმია ყავდა რუსეთს გერმანიაში განლაგებული. გადაწყდა გამოყვანა, დაიწყო კიდეც. მათი დიდი ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიაში, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეში ყოველგვარი სოციალური პირობების გარეშე იმყოფება, 15 ათასამდე ოფიცერმა კარვების ქალაქში გაატარა 2 ზამთარი. საჭიროა რუსეთისათვის ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაგადაწყვეტილება ასეთია, რომ ნაწილი ამ ოფიცრებისა უნდა ჩასახლდნენ გუმისთიდან ფსოუმდე. ეს არის გეგმის ძირითადი მიზანი. ამ გეგმის განხორციელებას შეეწირა აფხაზეთი!“

აფხაზეთის სამსხვერპლოს თაობაზე უტყუარ ცნობებს გვაწვდის შევარდნაძის კიდევ ერთი ყოფილი თანამებრძოლი, უშიშროების ყოფილი მინისტრი ანზორ მაისურაძე, რომელიც ირწმუნება, რომ სწორედ შევარდნაძის ხელდებით შევიდა განჯაში განლაგებული 345- პოლკი  აფხაზეთში, რომელმაც გაგრაში დახოცა ქართველები:

ომის დასრულების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო აფხაზეთის ომზე, – აცხადებს ის ერთერთ ინტერვიუში და საიდუმლოს უმხელს ჟურნალისტსამ საკითხთან დაკავშირებით დამკითხა ალექსანდრე შუშანაშვილმა, მას ჰქონდა აფხაზეთის საქმე გამოსაძიებელი. 2-საათნახევარი მკითხავდა. დაკითხვიდან რომ გამოვედი, ვუთხარი, ალე, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან-მეთქი. ერთი მითხარი, ვინ არის ამ საქმეში მთავარი დამნაშავე, არავის არ ვეტყვი არაფერს-მეთქი. გაიხედ-გამოიხედა, ნახა, მარტო ჩვენ ვიყავით, შეხედა შევარდნაძის სურათს და ასე თქვა, ამის ბრალიაოჩამოვართვი ხელი და წამოვედი. ვუთხარი, რომ ამას არავისთან არ ვიტყვი მეთქი. არც არასოდეს არ მითქვამს, სანამ ცოცხალი იყო. ამას ახლა თქვენ გეუბნებით, უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ.“ (თამთა ქარჩავა, გაზეთირეზონანსიhttp://www.ambebi.ge/ 10:21 / 28-07-2010)

ესე იგი, რა გამოდისშევარდნაძემ პირნათლად მოიხადა თავისი ვალი რუსეთის განახლებული იმპერიის წინაშე: ჩააბარა  საქართველოს ძირძველი ტერიტორიებიაფხაზეთი და სამაჩაბლო, ხოლო   ჩვენ საჯაროდ ვერ გაგვიბედავს ჩადენილ ბოროტმოქმედებათა  მხილება, ვიდრე ცოცხლები არიან ამ მოვლენების თანამზრახველნი და თანამონაწილენი. ამასობაში კი ზის მთავარი მანქურთი  მორჭმით კრწანისის რეზიდენციაში და რჩევადარიგებებს აძლევს საქართველოს საბოლოოდ დასაღუპავად  გამოზრდილ და დაფრთიანებულ ოფიციოზისა და ოპოზიციის რიგებში ჩამდგარ სამშობლოდავიწყებულ ახალგაზრდა მანქურთებს, რომელთაგან ერთნი რუსულ გზას ადგანან და მეორენიანგლოამერიკულს; ხოლო მისი გენეტიკური შთამომავალი პატარა მანქურთი ბაბუასავით ჩრდილოეთის ცას იფიცავს და დითირამბებს უმღერის დიდ რუსეთსა და მოსკოვს, რომლის ბადალი ქალაქიც არსად მოიძევება დედამიწის ზურგზე!

 

 

  საბა იბერი  - პირველი პუბლიკაციაიბერიანა”, 5/10 – 2011

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq