საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა მოწამე სებასტიანე და მისი მეგობარნი (+დაახლ. 287)
ტიციან ვეჩელიო - ”წმიდა სებასტიანე”

18 (31) დეკემბერს არის წმიდა სებასტიანეს ხსენება

აღორძინების ეპოქიდან დღემდე ფუნჯისა და საჭრეთლის არაერთ ოსტატს ჰყავს თავის გმირად გამოსახული წმიდა სებასტიანი. მესამე საუკუნის დიდი ქრისტიანი წამებული წმინდანის სახელს ერთნაირად პატივით მოსავს როგორც მართლამდიდებელი, ისე - კათოლიკური ეკლესია. მიზეზი მარტივია - მესამე საუკუნეში ჯერ არ იყო მომხდარი განყოფილება ამ ორ ეკლესიას შორის.

წმიდა მოწამე სებასტიანე გალიის ქალაქ ნარბონში დაიბადა, განათლება კი მედიოლანში მიიღო. თანამმართველი იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს იგი სასახლის მცველთა რაზმს ედგა სათავეში. მხნე და ბრძენი სებასტიანე ყველას ძალიან უყვარდა. იგი ფარულად აღიარებდა მაცხოვარს და ბევრს იღვწოდა ქრისტესმიერი ძმების დასახმარებლად.

საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიან ძმებს - მარკელინესა და მარკოზს, რომლებიც თავდაპირველად აღიარებდნენ ქრისტეს, წარმართი მშობლების: ტრანკვილინესა და მარკიას, მეუღლეების და შვილების ცრემლიანმა მუდარამ ქრისტესთვის წამების სურვილი გაუნელა. მაშინ წმიდა სებასტიანე მივიდა მეფის ხაზინადრის - ნიკოსტრატეს სახლში, სადაც ციხიდან განთავისუფლებული ქრისტიანი ძმები იმყოფებოდნენ. საღმრთო მადლით გაბრწყინებულმა, განამტკიცა ისინი და კვლავ მოწამეობრივი აღსასრულის სურვილი გააღვიძა მათში. მისმა სიტყვებმა იქ მყოფებზეც იმოქმედა. მათ ცხადად იხილეს, რომ წმიდანს არაამქვეყნიური ნათლით გაუბრწყინდა სახე, შემდეგ კი შვიდი ანგელოზი მიეახლა მას და სპეტაკი სამოსით შემოსა. ნიკოსტრატეს ექვსი წლის წინ დამუნჯებული მეუღლე ზოია ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს, თაყვანი სცა მას და განიკურნა. ზოიამ თქვა, რომ იხილა ანგელოზი გაშლილი წიგნით, საიდანაც სებასტიანე თავის ქადაგებას კითხულობდა.

ნიკოსტრატემ და მისმა მეუღლემ ნათლისღება ითხოვეს. წმიდა სებასტიანემ ნიკოსტრატეს ურჩია, ისე მოეწყო, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი მონათლულიყო. მაშინ ამ უკანასკნელმა რომის ციხეების უფროსს კლავდიოსს სთხოვა, ყველა პატიმარი მის სახლში გაეგზავნა. პყრობილებთან საუბრისას სებასტიანე დარწმუნდა, რომ ყველანი ნათლისღების ღირსნი იყვნენ და ხუცეს პოლიკარპეს მოუწოდა. მამა პოლიკარპემ დამოძღვრა კათაკმევლები, მარხვა დაუწესა და გადაწყვიტა, წმიდა საიდუმლო საღამოს აღესრულებინა.

ამასობაში კლავდიოსმა ნიკოსტრატეს აუწყა, რომ რომის ეპარქი აგრესტიუსი მას თავისთან იხმობდა იმის გასარკვევად, თუ რა მიზეზით გადაიყვანეს მის სახლში ტუსაღები. ნიკოსტრატემ კლავდიოსს თავისი მეუღლის განკურნების შესახებ მოუთხრო, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა სებასტიანეს სნეულებით გვემული თავისი ძე - სიმფორიანე მიჰგვარა. საღამოს წმიდა პოლიკარპემ მონათლა მარკელინე, მარკოზი და მამა მათი ტრანკვილინე, ნიკოსტრატე ოჯახით, კლავდიოსი, მისი ძეები და, გარდა ამისა, თექვსმეტი მსჯავრდებული. ტრანკვილინე უკვე ძალიან მხცოვანი და დასნეულებული იყო. ნათლისღების წინ პოლიკარპემ მას ჰკითხა: „გწამს თუ არა, რომ მხოლოდშობილ ძეს ღვთისას, უფალ იესო ქრისტეს შეუძლია, ჯანის სიმრთელე დაგიბრუნოს და ცოდვები მოგიტევოს?“ ტრანკვილინემ მიუგო: „მრწამს, რომ ქრისტეს, ძეს ღვთისას და უფალს ყოველივე ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთს ვითხოვ მისგან - შეცოდებათა მიტევებას, ჩემს სნეულებაზე კი არც ვფიქრობ“. ნათლობის საიდუმლოს დაწყებისთანავე ტრანკვილინე სრულიად განიკურნა.

ეპარქის წინაშე წარმდგარმა ნიკოსტრატემ მოუთხრო მას, თუ როგორ მოაქცია სებასტიანემ ისინი ქრისტეს სარწმუნოებაზე. ნიკოსტრატეს სიტყვებმა აგრესტიუსსაც შეურყია რწმენა წარმართული ღვთაებებისადმი. მან წმიდა სებასტიანეს და ხუცეს პოლიკარპეს მოუწოდა, მოუსმინა მათ დამოძღვრას, რის შემდეგაც აღიარა ქრისტე და მოინათლა. ეპარქთან ერთად ნათელიღო მთელმა მისმა სახლეულმა, მათ შორის ძემ - ტიბურტმაც. ახალმოქცეულთა რიცხვი ათას ოთხასამდე გაიზარდა.

ქრისტიანთა რჩევით აგრესტიუსი ეპარქის თანამდებობიდან გადადგა. ამ დროს რომის ეპისკოპოსი იყო წმიდა გაიოზი (შემდგომ, 283-296 წლებში - რომის პაპი; ხს. 11 აგვისტოს); მან აგრესტიუსი აკურთხა, რომ პოლიკარპესთან ერთად თავის მამულებში გამგზავრებულიყო იმ ქრისტიანებთან ერთად, რომელთაც მოწამეობის ძალა არ შესწევდათ. აგრესტიუსის ძეს, ტიბურტს სურდა, სისხლი დაეღვარა ქრისტესთვის და რომში დარჩა, წმიდა სებასტიანესთან. მათთან დარჩნენ აგრეთვე მღვდელმთავარი გაიოზი, ხუცესი ტრანკვილინე, დიაკვნები მარკელინე და მარკოზი, ნიკოსტრატე, მისი მეუღლე ზოია და ძმა კასტორი, კლავდიოსი, ძე მისი სიმფორიანე და ძმა ვიქტორინე. წმიდანები იმპერატორის სასახლეში შეიკრიბნენ ერთ-ერთ მდიდარ და ფარულ ქრისტიან კასტულთან და მოწამეობრივი აღსასრულისათვის დაიწყეს მზადება.

წარმართებმა პირველად ზოია შეიპყრეს. საპყრობილეში ჩააგდეს, ექვსი თვის განმავლობაში ტანჯავდნენ, შემდეგ კი თმებით დაკიდეს, მყრალი ბოლით გაგუდეს და მდინარე ტიბროსში გადააგდეს. ქრისტეს ტარიგი საღვთო ხილვაში ეჩვენა წმიდა სებასტიანეს და თავისი აღსასრული ამცნო. ნეტარი ზოიას შემდეგ ხუცესი ტრანკვილინე აწამეს: წარმართებმა იგი ქვებით ჩაქოლეს პეტრე მოციქულის საფლავთან, შემდეგ კი მისი წმიდა ცხედარიც ტიბროსში მოისროლეს. წმიდა ნიკოსტრატე, კასტორი, კლავდიოსი, ვიქტორინე და სიმფორიანე მდინარის ნაპირას შეიპყრეს, როცა ისინი მოწამეთა ცხედრებს ეძებდნენ. უფლის რჩეულები ეპარქს მიჰგვარეს.

უღმრთო ხელისუფალმა მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა და, როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, ყველანი, ყელზე ლოდგამობმულნი, ზღვაში დააღრჩო. წმიდა ტიბურტი ერთმა ცრუქრისტიანმა, ტორკვატმა გასცა. მსაჯულმა ვერ მოახერხა, ქრისტეს უარყოფაზე დაეყოლიებინა პირმშვენიერი ჭაბუკი, რის შემდეგაც მისი გავარვარებულ მუგუზლებზე დაყენება ბრძანა. უფალმა დაიცვა თავისი რჩეული: ტიბურტი ნაკვერცხლებზე ისე დადიოდა, რომ ვერანაირ მხურვალებას ვერ გრძნობდა. ბოლოს ჯალათებმა მას თავი მოჰკვეთეს.

წმიდა დიაკვნები: მარკელინე და მარკოზი და დიდებული კარისკაცი კასტულიც ტორკვატმა გასცა. წამების შემდეგ კასტული ორმოში ჩააგდეს და ცოცხლად დამარხეს, მარკელინე და მარკოზი კი სასტიკი წამების შემდეგ მახვილით განგმირეს.

ბოლოს წმიდა სებასტიანეც გაიყვანეს საწამებლად. იგი პირადად იმპერატორმა დიოკლეტიანემ დაჰკითხა და, როცა დარწმუნდა მის სიმტკიცეში, ქალაქგარეთ გააყვანინა სიკვდილით დასასჯელად. აქ წმიდა მარტვილი ხეზე მიაბეს და ისრები დააყარეს. დიდებული კასტულის მეუღლე, ირინე, ღამით სებასტიანეს დასაკრძალად გავიდა, მაგრამ იგი ცოცხალი დაუხვდა და სახლში გადაიყვანა. წმიდანი მალე სრულიად გამოჯამრთელდა.

ქრისტიანებმა სებასტიანეს თხოვეს, რომი დაეტოვებინა, ის კი კვლავ მოშურნედ ეძიებდა ქრისტესთვის სიკვდილს. მოწამეობის სურვილით ანთებულმა წარმართულ ტაძრისკენ მიმავალი იმპერატორი შენიშნა და საჯაროდ ამხილა მისი უსჯულოება. დიოკლეტიანემ ბრძანა, იპოდრომზე გაეყვანათ ნეტარი და სიკვდილით დაესაჯათ. ჯალათებმა სულის ამოხდომამდე გვემეს იგი, შემდეგ კი ნაგავსაყარში გადააგდეს. წმიდა მოწამე სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა ქრისტიან ქალს, ლუკიანას და უბრძანა, აეღო მისი ცხედარი და კატაკომბებში დაეკრძალა. კეთილმსახურმა დედამ კრძალვით აღასრულა წმიდანის კურთხევა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq