საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა ახალმოწამე თადეოზი - წინასწარმეტყველი და გულთამხილავი

არქიეპისკოპოსი თადეოზი რუსული ბოლშევიზმის ერთ-ერთი მსხვერპლთაგანია.  იგი 1937 წლის 31 დეკემბერს ტვერის  ” НКВД ”-ის სატუსაღოს კედლებში დასაჯეს სიკვდილით. მას ბრალად ედებოდა ”საეკლესიო-მონარქისტული დაჯგუფებებისთვის  მითითებების მიცემა და მათი დამოძღვრა, არალეგალური მონასტრისათვის სახსრების შეგროვება და სისტემატური აგიტაციები”.

 ყოველი 31 დეკემბერი განსაკუთრებული დღეა ტვერელებისათვის - ისინი დილიდანვე მიიჩქარიან ამაღლების ტაძრისკენ ლიტურგიაზე დასასწრებად და  თავიანთი თანამემამულის, ტვერის არქიეპისკოპოსის წმიდა სახელისათვის პატივის მისაგებად.  ქალაქი თხოვს თავის წმინდანს კურთხევას მთელი დამდეგი წლისათვის - 1997 წლიდან,  კანონიზაციის შემდეგ წმიდა თადეოზი გახდა ტვერის მფარველი წმინდანი!

ქვემოთ მოგითხრობთ ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს ამ ახალმოწამის ცხოვრებიდან.

მოსკოვის საპატიმროდან არქიეპისკოპოსი თადეოზი ვლადიმირის ციხეში გადაიყვანეს მიტროპოლიტ კირილესთან ერთად. აი, როგორ იგონებს მიტროპოლიტი ამ ამბავს:

”მოგვათავსეს დიდ კამერაში ქურდების გვერდით. თავისუფალი საწოლი არ არის, იატაკზე დაწოლის გარდა სხვა გამოსავალი არ ჩანს და ჩვენც მივიჭუჭკეთ კუთხეში. ციხის საშინელმა პირობებმა ქურდებსა და მკვლელებს შორის   ჩემზე  დამთრგუნველად იმოქმედა... მეუფე თადეოზი კი, ვხედავ, პირიქით, მშვიდად არის იმ თავის კუთხეში, სულ რაღაცაზე ფიქრობს და ღამღამობით ლოცულობს. ერთხელ, ნაშუაღამევს, როდესაც ყველას ეძინა და, როცა მე დამინახა მოწყენილი და სასოწარკვეთილი, მეუფემ  ხელი მომკიდა და მითხრა: ”ჩვენთვის ნამდვილი ქრისტიანული ჟამი დადგა. მწუხარებამ კი არა, სიხარულმა უნდა აგვივსოს სული. ჩვენი სული ახლა უნდა გაიხსნას გმირობისა და მსხვერპლისათვის. თავი რად ჩამოგიკიდია, ქრისტე ხომ ჩვენთანაა”.

მას ჩემი ხელი ეკავა და მე ვგრძნობდი, თითქოს ამ ჩემს ხელში დაირბინა ცეცხლოვანმა ნაკადმა. უეცრად ჩემთვის ყველაფერმა სახე ივვალა - მე დამავიწყდა საკუთარი ხვედრი და  სულში სიმშვიდემ და სიხარულმა დაისადგურა. მე ორგზის ვეამბორე ხელზე და ღმერთს მადლობას ვწირავდი,  მწედ ამისთანა ღირსი მამა რომ მომივლინა.

მეუფისათვის ციხეში შესაგზავნ ამანათს ვერა ტრუქსი ამზადებდა. არქიეპისკოპოსი თადეოზი კი გზავნილს მთლიანად კამერის მამასახლისს აბარებდა და ის ანაწილებდა შემდეგ ყველაზე. მაგრამ ერთხელ, როდესაც  ამანათი მოვიდა, მცირედი ნაწილიჩამოაცილა მას და ბალიშქევშ ამოიდო. როდესაც მის მოქმედებას შევავლე თვალი ჩავეკითხე, საკუთრად გადანახული  მარაგის თაობაზე, ”არა, ჩემთვის არ მინდა - მიპასუხა თადეოზმა - დღეს ჩვენს ძმას მოიყვანენ და მისი დაპურება მოგვიწევს, დღეს ხომ არავინ აჭმევს მას”.

მართლაც, საღამოს მოიყვანეს კამერაში ეპისკოპოსი ათანასე (სახაროვი) და მეუფე თადეოზმა გაუზიარა სწორედ ეს გადანახული მარაგი. მე გაოგნებული ვიყავი მომხდარით”.

არქიეპისკოპოსის მიერ ჩადენილი სასწაულთქმედებები განსაცვიფრებელი იყო თავისი მრავალსახეობრიობით:

ერთხელ, როდესაც ვოლგა გადავიდა ნაპირებიდან და სახლებსა და ველ-მინდვრებს ემუქრებოდა წალეკვით, გლეხები მივიდნენ მეუფესთან  დახმარების თხოვნი

თ. ის ხალხთან ერთად გავიდა მდინარის ნაპირთან, წაიკითხა ლოცვა, აკურთხა წყალი ად მდინარეც ჩადგა თავის კალაპოტში.

*

ერთხელ, როდესაც მეუფე მრევლს აზიარებდა, მოულოდნელად მან ბარძიმი მოარიდა ზიარების მსურველ გოგონას და  რაღაც უთხრა მკაცრად. დაბნეული და თვალებზე ცრემლმომდგარი გოგონა მოსცილდა ამბიონს და, როდესაც ცნობისმოყვარენი დაეკითხნენ, თუ რა შეემთხვა, გაირკვა - მას წინა საღამოს ნიძლავი დაუდვია მეგობრებთან, რომ შეძლებდა ზიარებას აღსარების უთქმელად, მაგრამ, მივიდა თუ არა მეუფესთან,  მოულოდნერლად საყვედური მიიღო მისგან : ”გვერდზე გადექით და ცოდვაში ნუ ჩაიგდებთ თავს, ჯერ აღსარება თქვით!”- ამოიცნო მისი განაზრახი მეუფემ.  ეს გოგონა შემდგომში ღრმად მორწმუნე გახდა და ყველას უყვებოდა ამ ამბავს.

*

სხვა დროს, ზეთისცხებისას,  მრევლიდან ერთმა გოგონამ უთხრა მეორეს:  -შეხედე, სულ ერთი ფუნჯით უსვამს ყველას, ასე ხომ შეიძლება დასნებოვნდეს ადამიანი!

როდესაც ეს გოგონები მივიდნენ მეუფესთან, მეუფემ მათ ფუნჯი ბეწვის მხრით კი არ წაუსვა, არამედ მეორე - ჯვრიანი ბოლოთი.

*

მორწმუნე ქალბატონმა მრევლიდან უთხრა მეუფეს, რომ მდიდარმა სასიძომ დანიშნა მისი ქალიშვილი და საჩუქრებიც მოიტანა; ხვალ ქორწილი გვაქვსო. ის კი ეუბნება: - ცოტა მოიცადეთ! - როგორ მოვიცადოთ, უკვე ყველაფერი მომზადებული გვაქვს: ძეხვიც, ღვინოც, ნამცხვრებიც... - არა, მოცდაა საჭირო, ორი კვირა მოიცადეთ!

ორი კვირის შემდეგ ჩამოვიდა ”სასიძოს” მეუღლე ორი პატარა ბავშვით და სახლში წაიყვანა ქმარი.

*

ვერა ეფიმის ასული და მისი მეუღლე, როგორც არასანდონი უნდა გაესახლებინათ, მაგრამ, იმის გამო, რომ მათი შვილი რევოლუციონერობდა და მაღალი პარტიული თანამდებობაც ეკავა, აღარ გაასახლეს. ის კი 30-იან წლებში ჭკუაზე შეირყა და საავადმყოფოში მოათავსეს. დედამ მიაკითხა საავადმყოფოში. ვაჟმა, მუხლებზე დაუჩოქა და საავადმყოფოდან წაყვანა სთხოვა. ქალმა რჩევისათვის არქიეპისკოპოსს მიმართა. მეუფე თადეოზმა ურჩია: ”დაუყოვნებლივ წამოიყვანე: ის არაფერს დაგიშავებთ, უნდა აიტანო მისი შენთან ყოფნა სიკვდილამდე”. მშობლები მოიქცნენ ისე, როგორც მათ ბერმა ურჩია. ავადმყოფი გარდაიცვალა ომის დროს. სიკვდიოლის წინ იწამა ღმერთი -აღსარება თქვა და ეზიარა.

*

როდესაც მეუფე მეორედ ჩააგდეს ბოლშევიკებმა საპყრობილეში, მრავალ დამცირებას იტანდა პატიმრებისაგან. ციხის ხელმძღვანელობამ ის სისხლის სამართლის დამნაშავეებთან მოათავსა, რომლებიც დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ მას.

მაშინ თვით დედა ღვთისა გამოესარჩლა მას -  ერთხელ ღამით ის გამოეცხადა პატიმრების მეთაურს და მკაცრად უთხრა: ხელი არ ახლოთ ამ წმიდა მამას, თორემ ყველანი საშინელი სიკვდილით დაიღუპებით.

დილით ის თავის მეგობრებს გაენდო ნანახის თაობაზე და ყველამ ერთად გაადწყვიტა, დაეხედათ, კიდევ ცოცხალი იყო თუ არა ბერი. შეიხედეს ნარების ქვეშ და დაინახეს, რომ იქედან იღვრებოდა თვალისმომჭრელი შუქი და ყველამ ერთად სთხოვა წმინდანს პატიება. იმ დღიდან მათ შეიცვალეს დამოკიდებულება მეუფესთან. ციხის ხელმძღვანელობამ  ეს რომ  დაინახა, მაშინვე სხვა საკანში  გადაიყვანა მეუფე...

 

მამული, ენა, სარწმუნოება

20 მარტს ხსენება - წმიდა მღვდელმოწამეთა, ხერსონესის ეპისკოპოსებისა: ბასილისა, ეფრემისა, კაპიტონისა, ევგენისა, ეთერიოსისა, ელპიდესი, აღათოდორესი (IV)
წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ ხერსონესში.
20 მარტს არის ხსენება ღირსი ემილიანესი
ღირსი ემილიანე რომაელი იყო. ის სიბერემდე ცოდვებში ცხოვრობდა. ბოლოს მონანული მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა. ღირსი ემილიანე გამოირჩეოდა უდრტვინველი მორჩილებით და მკაცრი მარხულობით. ღამ-ღამობით საიდუმლოდ მიდიოდა შორიახლო მდებარე გამოქვაბულში და მხურვალედ ლოცულობდა.
gaq