საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

იონა ნოვგოროდელის სიკვდილისშემდგომი სასწაულთქმედებანი

ერში მას იოანე ერქვა. დაიბადა ნოვგოროდში, XIV საუკუნის ბოლოს. ადრე დაობლდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში უწინასწარმეტყველა მას სალოსმა მიხეილ კლოპსკიმ ეპისკოპოსობის მომავალი სულიერი ღვაწლი, რაც 50 წლის შემდეგ ახდა.

ზრდასრული ასაკის მიღწევის შემდეგ მან იკისრა ბერობის ღვაწლი. უმწიკვლო ცხოვრებისათვის მონასტრის ძმობამ ის აირჩია იღუმენად, ხოლო 1458 წელს ნოვგოროდელებმა ისურვეს, რათა იონა ყოფილიყო მათი არქიეპისკოპოსი.

იგი თავისი მრევლისთვის იყო კეთილი მოძღვარი -  განსაკუთრებულად მფარველობდა ქვრიბებსა და ობლებს, ზრუნავდა მრევლის სულიერი განათლებისთვის, აშენებდა ტაძრებს.

არქიეპისკოპოსი იონა მშვიდობით მიიცვალა 1470 წლის 5 ნოემბერს.

მისი უხრწნელი წმინდა ნაწილები განდიდდნენ სასწაულთქმედებებით.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq