|
იოსებ ბარათაშვილი
| საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები მეორე სათათბიროს პერიოდში, 1906 წ. სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: იოსებ ბარათაშვილი, ნოე ჟორდანია, მ.ს. ჯაფარიძე, ისიდორე რამიშვილი; დგანან მარცხნიდან მარჯვნივ: ივანე გომართელი, სემიონ წერეთელი. | 1874 წლის 4 ნოემბერს, ტფილისის მაზრის სოფელ ბორბალოში (ახლანდელი თეთრიწყაროს რაიონი) დაიბადა იოსებ (ოსიკო) ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი - ქართველი ადვოკატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ქართველ სოციალ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი.
1895 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია, ხოლო 1900 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და იმავე წელს დაბრუნდა სამშობლოში. 1905 წლიდან ეწეოდა აქტიურ საადვოკატო მოღვაწეობას. გამოდიოდა დამცველად პოლიტიკურ საქმეებზე (მაგ., არსენ ჯორჯიაშვილის საქმე,
1917). 1901 წელს იყო საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პარტიის არსებობის მანძილზე შედიოდა მის მთავარ კომიტეტში. 1906 წელს არჩეულ იქნა რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად. სრულად იზიარებდა რა ქართველ ფედერალისტთა და პარტიის ლიდერის არჩილ ჯორჯაძის იდეას საქართველოს პოლიტიკურ-ტერიტორიული ავტონომიის შესახებ, მან ეს საკითხი დააყენა სახელმწიფო სათათბიროს წინაშე.
იმავდროულად, გამოდიოდა სიკვდილით დასჯის გაუქმების მოთხოვნით. სათათბიროში მის საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევდა ილია ჭავჭავაძე. სათათბიროს დაშლის შემდეგ ბარათაშვილმა ხელი მოაწერა ე.წ. ვიბორგის საპროტესტო მოწოდებას, რისთვისაც სხვა ხელმომწერებთან ერთად გაასამართლეს.ბარათაშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში: იგი იყოქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის (აკაკი წერეთლის) მოადგილე. ამასთან, მისი პუბლიცისტური წერილები მუდმივად ქვეყნდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში ("ივერია", "სახალხო საქმე" და სხვა).
1901-1917 წლებში იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. მნიშვნელოვანია მისი დამსახურება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში, რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წელს. იმავდროულად, იგი იყო წევრი "თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოებისა", რომლის აქტიური მხარდაჭერით 1918 წელს დაფუძნებულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1917-1918 წლებში ბარათაშვილი იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს საგანგებო ყრილობაზე მან ხელი მოაწერა"საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს". 1918 წელს იგი ასრულებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოვალეობას. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ (1921 წლის თებერვალი-მარტი) ბარათაშვილი იყო მემარჯვენე ფედერალისტთა არალეგალური ორგანიზაციის აქტიური წევრი და 1924 წლის აგვისტოს ეროვნული ანტიბოლშევიკური ამბოხების დამარცხებამდე მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1923 წელს იგი დაპატიმრებულ იქნა საბჭოთა "საგანგებო კომისიის" (ე.წ. "ჩეკა") მიერ.
1922-1937 წლებში ეწეოდა საადვოკატო მოღვაწეობას, იყო საქართველოს დამცველთა კოლეგიის წევრი. 1923 წელს სასამართლო პროცესზე იცავდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამბროსის (ხელაიას). 1937 წელს კვლავ დააპატიმრეს და იმავე წელს დახვრიტეს ყოფილი"საქართველოს სსრ"-ის "შინსახკომის" დიდი სამეულის დადგენილებით. რეაბილიტირებულ იქნა 1956 წელს. |
|
|
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე. | 29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. |
| | | |
| | | |
| | | |
| | | |
|