საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ღირსი სილოანე ათონელი (+1938)

 24 სექტემბერsს არის ხსენება  ღირსი სილოანე ათონელისა (ერობაში სვიმეონისა). იგი  1866 წელს დაიბადა ტამბოვის გუნერნიის სოფელ შოვსკში, გლეხის, იოანე ანტონოვის ოჯახში. ნეტარმა სიჭაბუკეშივე გამოთქვა ამსოფლიდან განდგომისა და კიევო-პეჩორის ლავრაში ბერად აღკვეცის სურვილი, მაგრამ მისი კურთხევა ვერ მიიღო.

მშობელმა დაჟინებით მოსთხოვა ძეს, ჯერ სამხედრო სამსახურში ჩამდგარიყო და შემდეგ აერჩია ცხოვრების გზა. სვიმეონმა სანკტ-პეტერბურგში დაიწყო სამსახური და სამაგალითო, კეთილსინდისიერი მეომარი გახდა. არმიაში განსაკუთრებული სიცხადით გამოვლინდა ნეტარის სიბრძნე და სიმშვიდე.

ამ ხანებში სასწაულებრივ გაცხადდა მისი მომავლის სამოღვაწეო ადგილიც - ათონის წმიდა მთა. სამხედრო სამსახურის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე სვიმეონმა გადაწყვიტა მამა იოანე კრონშტადტელის ლოცვა-კურთხევა მიეღო, მაგრამ ვერ ჰპოვა იგი წერილი დაუტოვა: „მამაო, მონაზვნობა მსურს, ილოცეთ, რომ სოფელმა არ დამაბრკოლოს“.

უკვე მომდევნო დღეს ყაზარმაში წმიდანმა თითქოს ცხადად შეიგრძნო ჯოჯოხეთის საშინელება და ამ დროიდან მოყოლებული, სადაც არ უნდა წასულიყო, ეს განცდა არ შორდებოდა. 1892 წლის შემოდგომაზე ღირსი მამა ათონზე ჩავიდა და წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მორჩილად შედგა. თავდაპირველად იგი წისქვილში გაამწესეს, რასაც იკონომოსის, სახელოსნოებისა და სურსათ-სანოვაგის საწყობის განმგებლის შრომატევადი მსახურება მოჰყვა. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 1896 წელს მან დიდი სქემა შეიმოსა.

მონასტრის წისქვილში მუშაობის დროს მოსაგრეობის პირველიდან უკანასკნელ დღემდე ღირსი სილოანე საკუთარი ნების სრული მოკვეთის მაგალითს იძლეოდა. „აი, ცხონების ყველაზე მოკლე და ადვილი გზა: იყავი მორჩილი, თავშეკავებული, ნუ განიკითხავ და გონება და გული ბოროტი გულისთქმებისაგან დაიცავი; ნუ განიშორებ ფიქრს, რომ ყოველი ადამიანი კეთილია და უფალს ყველა მათგანი უყვარს. მაშინ სულიწმიდის მადლი დაივანებს შენში და იტყვი: „მოწყალეა უფალი, მაგრამ თუ შენ განიკითხავ, დრტვინავ და თავნება ხარ, ბევრიც რომ ილოცო, სული დაგიცარიელდება და იტყვი: „დამივიწყა უფალმა“. მაშინ, როცა შენ კი არ დავიწყნიხარ უფალს, თავად დაგავიწყდა, რომ მორჩილი უნდა იყო. ამიტომაც დაგტოვა ღვთის მადლმა და არ მკვდირობს შენში. მორჩილ სულში ის ადვილად ისადგურებს და სიმშვიდე და უფალში განსვენება მოაქვს თან“, - ამბობდა იგი.

 წმიდა მამის ლოცვას სულ უფრო და უფრო მეტად ახლდა თან მწუხარება ამ სამყაროს გამო, რომელიც არ სცნობდა უფალს. წმიდა სილოანე ათონელი გარდაიცვალა 1938 წლის 11 სექტემბერს. მისი წმიდა ნაწილები ათონზე, პანტელეიმონის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული. რუსეთის გაქრისტიანებიდან ათასი წლის თავზე კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უფლის სათნომყოფელი წმიდათა დასში შერაცხა. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq