საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ღირსი ადრიან ონდრუსოველი

8 სექტემბერს არის ღირსი ადრიან (ერში აზნაური ანდრეი ზავალიშინი) ონდრუსოველის ხსენების დღე.

ერთხელ, ირემზე ნადირობის დროს 1493 წელს შემთხვევით გადაეყარა  ღირს ალექსანდრე სვირელს და მას შემდეგ ის ხშირად აკითხავდა ხოლმე წმინდანს მისგან დამოძღვრისა და დარიგებების მოსასმენად. მოგვიანებით მას ამ უფლის დიდი სათნომყოფელისა და მისი თანამოღვაწეებისათვის მიჰქონდა პური.  ბოლოს ანდრეიმ მიატოვა თავისი სახლ-კარი და ბერად აღიკვეცა ვალაამის ტაძარში ადრიანის სახელით.

რამდენიმე წლის შემდეგ, ღირსი ალექსანდრე სვირელის ლოცვა-კურთხევით ღირსი ადრიანი დამკვიდრდა განმარტოებულ ადგილას ლადოგის ტბის ნახევარკუნძულზე. იქ აიგო ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ტაძარი. იქვე ახლო უღრან ტყეში დაბანაკებული იყო ყაჩაღთა ბრბო ონდრუსის ხელმძღვანელობით. მან  მოსთხოვა ადრიანს, რომ მასა და მის თანამოღვაწეებს დაეტოვებინათ თავიანთი სამყოფელი. ადრიანი დაჰპირდა მას ღმერთის წინაშე შუამდგომლობას, მაგრამ ყაჩაღი მხოლოდ დასცინოდა პასუხად. ადრიანი კი ისე დიდხანს და ისეთი კრძალვით აგრძელებდა თხოვნას, რომ ყაჩაღთა მეთაური დათანხმდა და უთხრა:  ”კარგი, იცხოვრეთ”.

მალე ეს მეთაური ტყვედ ჩაუვარდა სხვა ყაჩაღებს. მან იცოდა, რომ დიდი წამების შემდეგ სიკვდილი ელოდა და სიმწრით ინანიებდა თავის ცხოვრებაში ჩადენილ ავკაცობებს. უეცრად მის წინ აღიმართა ღირსი ადრიანი, რომელმაც უთხრა: ”უფლის მოწყალებით, რომელსაც ვთხოვდით შენგან მეუდაბნოე ძმობის დანდობას, შენ თავისუფალი ხარ” და გაქრა. ყაჩაღთა მეთაურმა უეცრად აღმოაჩინა, რომ დახსნილია ბორკილებისაგან და გარეშემოც არავინაა. გაოგნებული გაეჩქარა ღირსი ადრიანის ტაძრისაკენ და  იხილა ბერები ფსალმუნთგალობაში მყოფნი. აღმოჩნდა, რომ ღირსი მამა არც კი გამოსულა ტაძრიდან.  ყაჩაღი დაეცა მის ფერხთით და სთხოვა, მიეღოთ ისიც საძმოში. მან სიცოცხლე დიდ სინანულში გაატარა. ასევე მოინანია მეორე ყაჩაღთა ბრბოს მეთაურმაც. ღირსი ადრიანის ლოცვით იგი ბერად აღიკვეცა კვიპრიანეს სახელით და მოგვიანებით დააარსა ტაძარი და განდიდდა სასწაულებით.

1549 წლის აგვისტოში ღირსი ადრიანი გახდა მეფე ივანე მრისხანის ქალიშვილის - ანას მიმრქმელი და, როდესაც მოსკოვიდან თავის ტაძარში ბრუნდებოდა, სოფელ ომჟასთან მას თავს დაესხნენ ავაზაკები გაძარცვის მიზნით და მოკლეს. საძმოში დიდხანს ელოდნენ წინამძღვარს და მხოლოდ 2 წლის შემდეგ, ღამეულ ხილვაში აუწყა მან რამდენიმე ბერს თავისი აღსასრულის შესახებ. მეორე დღეს, 17 მაისს მისი უხრწნელი სხეული აღმოყვანილ იქნა ტბიდან და დაიკრძალა წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის კედელთან.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი დომენტიანე – მელიტინელი ეპისკოპოსი (+601)
10 (23) იანვარს აღინიშნება ღირსი დომენტიანეს – მელიტინელი ეპისკოპოსის (+601) ხსენების დღე.
წმიდა გრიგოლ ნოსელი და დაჲ მისი თეოზვა დიაკონი
10 (23) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდათა შორის მამისა ჩვენისა გრიგოლისი, ნოსელი ეპისკოპოსი (+395) და დისა მისისა თეოზვა დიაკონისა (+385) .
gaq