საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

გრიგორი რასპუტინის 2013 წლის 6 სექტემბრის აპოკალიფსისი და ედუარდ სნოუდენის მხილება

წინასწარმეტყველებები, რომლებიც ჩვენს აწინდელ ხანას ”ბოლო ჟამს” უკავშირებენ, საკმარისზე მეტია.  ინტერნეტ-საიტების საძიებო გრაფას რომ მივმართოთ, ტერმინ ”ბოლო ჟამზე” ერთბაშად რამდენიმე ინფორმაციას მოგვაწვდის. სავარაუდად, გავხსნათ რამდენიმე საიტი და, მაგალითად, “sana.ge”-ზე (2010-01-09) აღმოვაჩენთ დედა თამარის (ქევხიშვილის) ინტერვიუს, სადაც ის ბრძანებს:

”...ვინმესთვის რაც უნდა გასაკვირი, მოულოდნელი ან არასასურველი იყოს, ყველაფრის მიუხედავად ვამბობ, ჩვენი უწმინდესი ნამდვილად ბოლო ჟამის პატრიარქია. რასაც ვხედავ, იმას გეუბნებით. დღეისთვის ამის ყველა ნიშანი არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვისაც აქვს ყურნი, ისმინოს!”

”wordpress.com”-ზე ჩვენი დიდი წმინდანის, მამა გაბრიელის (ურგებაძის) ანდერძია: ”ახლა უკვე ბოლო ჟამია!როგორც გამზადებულ სადილს მცირე დრო სჭირდება წამოსადუღებლად, ისეა მოახლოებული…იმისთვის მოდის, ვინც ელოდება. ნიშნის მიღებისას, ძალასაც არ გამოიყენებს ადამიანთა მიმართ-ყოველივე ნებით იქნება და აღსარება აღარ უშველის! გაფრთხილდით, ისეთი დრო მოდის, მიწას შეჭამთ!”

“reitingi.ge”-ზე ( 27 აგვისტო, 2013) პერზიდენტობის კანდიდატის - გელა სალუაშვილის საღვთისმეტყველო მიგნებაა: ”ორნი დასასრულამდე დარჩებიან და ხანმოკლე და შფოთით აღსავსე იქნება სამეფო. სააკაშვილი ოქტომბერში მიდის და ივანიშვილმაც განაცხადა, რომ მალე წავა. რა არის ეს დასასრული? ჩვენი გაგებით, სწორედ ეს არის მეორედ მოსვლა”.

მაგრამ ქართული მასალებიდან ზუსტ მინიშნებაზე საუბარი არ არის. სამაგიეროდ, ჩვენს ჩრდილოეთის სამეზობლოში საიტებზე გამოჩნდა ”ბოლო ჟამის” დათარიღებული წინასწარმეტყველება და ის წარსულის ერთობ არაორდინარულ რელიგიურ მოღვაწეს     - გრიგორი რასპუტინ-ნოვიხს უკავშირდება. საიტმა ”news.ge”-მ გადმობეჭდა ერთი ასეთი ცნობა:

”რუსული საიტი ” fontanka.ru” იტყობინება: ”2013 წლის 23 აგვისტოს, გრიგორი რასპუტინის წინასწარმეტყველებით, საშინელი გრიგალი ამოვარდება,  ”ცეცხლი შთანთქავს ყოველივე ცოცხალს სამყაროში. ამის შემდეგ სიცოცხლე ჩაკვდება ქვეყანაზე და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდება: ამ დღეებში დედამიწაზე მოვა იესო ქრისტე”. რადგან რასპუტინი იულიანური კალენდრით ანგარიშობდა, საიტის მითითებით, სავარაუდოა, რომ მას აწინდელი 23 აგვისტოს შესატყვისი - 6 სექტემბერი ჰქონდა მხედველობაში.

საიტი ”isi-2012.blogspot.ru” კი იხსენებს  რასპუტინის სხვა წინასწარმეტყველებებს, რომლებიც აქამდე რეალურად ახდა:

რასპუტინმა იწინასწარმეტყველა სამეფო ოჯახის ტრაგიკული აღსასრული - ის წერდა : ”ყოველ ჟამს, როდესაც მე ვეხვევი მეფეს და დედოფალს, მათ ქალიშვილებს, უფლისწულს - ძრწოლა მიპყრობს,  თითქოსდა მიცვალებულებს ვეხვეოდე”.

რასპუტინი წინასწარმეტყველებდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გვამების გროვას  - ”მათ შორის დიდი მთავრებისა და გრაფების - ნევის წყალი სისხლისაგან იქნება გაწითლებული”. საკუთარ სიკვდილზე ის ამბობდა: ”თუ მე მომკლავენ უბრალო ყაჩაღი გლეხები -  მეფე და მისი მემკვიდრეები იმეფებენ რუსეთში ასზე მეტი წლის განმავლობაში, მაგრამ თუ მე მოვკვდები აზნაურთა ხელით - რუსეთისა და სამეფო ოჯახის ბედი საშინელი იქნება - ძმა ძმაზე აღდგება და დახოცავენ ერთმანეთს,  აზნაურები გაიქცევიან რუსეთიდან, ხოლო მეფის ძირსა და ფესვს ორ წელიწადში ამოაგდებენ!”

ახლა კი ის დროა, უფრო ვრცელი მასალა მოვიძიოთ ამ საბედისწერო დღეზე და მკითხველის ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილოთ:

საიტი ”intenews.ru” გვთავაზობს მასალას ”ბოლო ჟამის” თემაზე და რასპუტინისეულ 2013 წლის  23 აგვისტოს (6 სექტემბრის) ”ცეცხლოვან გრიგალს”  თავის მხრივ მნიშვნელოვანი ინფორმაციით ამდიდრებს:

”თანამედროვე მეცნიერები ადასტურებენ, რომ უკანასკნელი თვეების მანძილზე მზეზე რაღაც უცნაურობები ხდება - საუბარია მზეზე არსებულ გიგანტურ შავ ხვრელზე - წლევანდელი წლის კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზე ხვრელი ძალიან გაიზარდა ზომით.

”NASA”-ს მზის ობსერვატორიის და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, უცნაური მუქი ლაქის  სიგრძეა მილიონი კილომეტრი. ის მდებარეობს მზის პოლარულ ნაწილში და მის თითქმის მეოთხედს ფარავს. ამ ზონაში ფიქსირებულია ტემპერატურის ძლიერი დაწევა და სივრცეში ”მზის ქარის” ამოფრქვევა, რაც დედამიწაზე იწვევს მაგნიტურ გრიგალებს და ადამიანთა დაავადებებს.

სწორედ ამის შესახებ იძლეოდა გაფრთხილებას რასპუტინი, როდესაც ამბობდა, რომ  ”მზის ცრემლები დაეცემიან დედამიწას, როგორც ცეცხლოვანი ნაპერწკლები და დასწვავენ ადამიანებსა და მცენარეებს...”

”ცეცხლოვან გრიგალს” წინასწარმეტყველებდა ცნობილი ჰოლანდიელი ასტრონომი ვან დერ მერიც, რომელიც ამბობდა, რომ უახლოეს ხანებში მზე აფეთქდება და ყოველივე ცოცხალს გაანადგურებს დედამიწაზე. ამასვე იუწყებიან ამერიკელი მეცნიერებიც - ისინი ვარაუდობენ, რომ ”ცეცხლოვანი შტორმი”, ანუ კარინგტონის ეფექტი სწორედ წელს გველოდება. შეიძლება დაიღუპონ მილიონები - თუ ცეცხლისა და მხურვალებისაგან არა, მთელ ქვეყანაზე ელექტროენერგიის ერთდროული გამოთიშვისგან მაინც.

კონკრეტულად ეს შეიძლება მოხდეს შემდეგნაირად: ელექტროსადგურებმა და ტელეფონებმა შეწყვიტონ მუშაობა, დამთავრდეს წყალი...პლანეტა ჩაიძიროს პირველყოფილ ქაოსში რამდენიმე წლით.

ასეთი რამ უკვე იყო 1859 წელს - მზე დაიფარა მსხვილი ლაქებით, შემდეგ მას  გამოეყო რამდენიმე მანათობელი ბურთულა და დაიძრა დედამიწისკენ, ხოლო 17 საათის შემდეგ ცა ისეთი ნათლით გაცისკროვნდა, რომ შეიძლებოდა ადამიანი დაბრავებულიყო -  გაითიშა ტელეგრაფი და ტელეფონი... ამ მაგნიტურ გრიგალს ინგლისელი ასტრონომის საპატივცემულოდ ეწოდა რიჩარდ კარინგტონის სახელი, რომელმაც მოვლენა აღწერა სამეცნიერო კუთხით. წელს ჩვენ გველის მსგავსი კატასტროფა, ოღონდ, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად უფრო მძლავრი.

რიგი ქვეყნების ხელისუფლებმა იციან მოსალოდნელი ”მზის გრიგალის” შესახებ, რასაც ცხადყოფს საიდუმლო აგენტების მონაცემები, რომლებიც პერიოდულად სხვებისთვისაც ამხელენ მათ.

ასე, მაგალითად, რუსეთს შევრდომებულმა ედუარდ სნოუდენმა გაასაჯაროვა ინფორმაცია მომავალი ”მზის შტორმის” თაობაზე,  რაც ამერიკელებმა იცოდნენ ჯერ კიდევ 14 წლის წინ. სნოუდენის დასკვნით, ნამდვილი კატასტროფა დაიწყება ამა წლის სექტემბერში და მთავარი,  რისი საშიშროებაც ელის ადამიანებს -  ეს არის შიმშილი, რომელიც მათ ემუქრება ყველა ხელსაწყოებისა და აგრეგატების გათიშვის შემდეგ.  ცენტრალური სადაზვერვო განყოფილების ყოფილი თანამშრომლის განცხადება იმდენად შოკისმომგვრელი და გულახდილი იყო, რომ ინტერნეტი აჭრელდა ვარაუდებით: სნოუდენს ადარებდნენ ახალ ქრისტეს, რომელიც სწორედ რასპუტინის წინასწარმეტყველებისამებრ აღმოჩნდა რუსეთში გლობალური კატასტროფის წინ, რათა გაეფრთხილებინა ადამიანები...

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი დომენტიანე – მელიტინელი ეპისკოპოსი (+601)
10 (23) იანვარს აღინიშნება ღირსი დომენტიანეს – მელიტინელი ეპისკოპოსის (+601) ხსენების დღე.
წმიდა გრიგოლ ნოსელი და დაჲ მისი თეოზვა დიაკონი
10 (23) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდათა შორის მამისა ჩვენისა გრიგოლისი, ნოსელი ეპისკოპოსი (+395) და დისა მისისა თეოზვა დიაკონისა (+385) .
gaq