საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ღირსი ალიპი, პეჩორელი ხატმწერი (+დაახლ. 1114)

 

 30აგვისტოს არის  ღირსი ალიპი პეჩორელის, ერთ-ერთი პირველი რუსი ხატმწერის ხსენების დღე. იგი სიყმაწვილეშივე აღიკვეცა ბერად კიევო-პეჩორის მონასტერში. ხატწერას  დაეუფლა ბერძენი ოსტატებისაგან, რომლებიც 1083 წლიდან პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოხატვაზე მუშაობდნენ.

ღირსი ალიპი ხატებს უსასყიდლოდ წერდა. თუ შეიტყობდა, რომ რომელიმე ეკლესიაში ხატები დაძველდა, მიჰქონდა და ანახლებდა. თუ ზოგჯერ გასამრჯელოს გადაუხდიდნენ, ღირსი მამა მის ერთ ნაწილს საჭირო მასალის შესყიდვას ახმარდა, მეორეს - გლახაკებს ურიგებდა, მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისთვის.

 წმიდა ალიპი არასოდეს რჩებოდა უქმად და ხატწერას მხოლოდ ღვთისმსახურების დროს წყვეტდა. იგი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და სიცოცხლეშივე გაითქვა სახელი სასწაულთქმედებით: ნეტარმა ხატებისათვის შემზადებული საღებავების ჭრილობებზე ცხებით განკურნა ერთი კიეველი, რომელიც კეთრს შეეპყრო და ხორცის ლპობაც დასწყებოდა.

ცნობილია შემთხვევები, როცა ღირს ალიპის თავის წმიდა საქმეებში ანგელოზები შეეწეოდნენ. კიევის ერთმა მკვიდრმა ტაძარი ააგო და ორ პეჩორელ ბერს სთხოვა, ხატები შეეკვეთათ მისთვის. ბერებმა დაივიწყეს თხოვნა და წმიდანს არაფერი უთხრეს. კიეველი დიდხანს ელოდა შეკვეთის შესრულებას, ბოლოს კი იღუმენთან უჩივლა ნეტარს; მხოლოდ მაშინ გაირკვა, რომ ალიპიმ არაფერი იცოდა შეკვეთის შესახებ, მაგრამ როცა ბერებისთვის გამოტანებული დაფები მოიტანეს, მასზე უკვე მშვენიერი ხატები აღმოჩნდა გამოსახული.

 ამ კიეველის მიერ აგებული ტაძარი შემდგომში დაიწვა, მაგრამ ხატებს არაფერი დაშავებია. ერთი მათგანი - ღვთისმშობლის მიძინების ხატი, რომელსაც შემდგომ ვლადიმირ-როსტოვისა (ხს. 15 აგვისტოს) ეწოდა, დიდმა მთავარმა ვლადიმირ მონომახმა გადააბრძანა როსტოვში, მის მიერ აგებულ საყდარში. ნეტარი ალიპი მიიცვალა 17 აგვისტოს, არა უგვიანეს 1114 წლისა. უფლის რჩეული ახლო მღვიმეებში დაკრძალეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq