საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა ნიფონტი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+1460)

წმიდა ნიფონტი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, ვისი ხსენებაც აღესრულება 24 აგვისტოს,  წარმოშობით საბერძნეთიდან იყო. იგი ეპიდავრიონში აღიკვეცა ბერად. მოძღვრის, ანტონის გარდაცვალების შემდეგ ნეტარი ათონის მთაზე მოსაგრეობდა და წიგნების გადაწერით იყო დაკავებული.

სხვადასხვა დროს მას ეპყრა: თესალონიკის მიტროპოლიტის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ვლახეთის მღვდელმთავრის საყდრები... უსჯულოების მხილებისთვის ეპარქიიდან განდევნილმა წმიდა მამამ კვლავ ათონს მიაშურა: ჯერ ვათოპედის მონასტერში იღვწოდა, შემდეგ კი - იოანე ნათლისმცემლის შობის სავანეში (დიონისეს მონასტერში).

მან დამალა თავისი ხარისხი და ყოველთვის უმდაბლეს მორჩილების საქმეებს ასრულებდა, მაგრამ უფალმა ღვთაებრივი გამოცხადებით ამცნო ბერებს მისი ვინაობა. ერთხელ, როცა შეშის შესაგროვებლად ტყეში წასული წმიდანი მონასტერში ბრუნდებოდა, ძმები წინ გამოეგებნენ მას და ზეიმით შეხვდნენ, როგორც პატრიარქს.

მიუხედავად ამისა, მღვდელმთავარი ნიფონტი შემდგომშიც არაფრით განირჩეოდა სხვა ბერებისაგან: თანასწორად იზიარებდა მათი შრომის სიმძიმეს. წმიდა მამა 1460 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა, ოთხმოცდაათი წლის ასაკში.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული (+დაახლ. 322) ხსენების დღე 09.05
ბასილი - ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე. ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.
წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი
25 აპრილს (8 მაისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ხსენების დღეს.
gaq