საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ღირსი კორნილიოს პერეიასლაველი

ღირსი კორნილიოს პერეიასლაველი, რომლის ხსენებაც აღესრულება 4 აგვისტოს, დაიბადა რიაზანელი ვაჭრის ოჯახში. ხუთი წელი  ის მორჩილად იყო  ლუკიანის უდაბნოში, პერეიასლავთან. შემდეგ გადავიდა პერეიასლავის წმიდა ბორისისა და გლების ტაძარში. ის ბეჯითად და უსიტყვოდ ასრულებდა ყველაფერს, რასაც ავალებდნენ. ტრაპეზობისას არ ჯდებოდა სუფრაზე ძმებთან ერთად - კმაყოფილდებოდა მათი ნასუფრალით,  იკვებებოდა  კვირაში სამჯერ.  ბერობის პერიოდიდან მას  საწოლში არ დაუძინია. ძმათაგან ზოგნი დასცინოდნენ წმინდანს, როგორც სალოსს, მაგრამ ის უხმოდ იტანდა დაცინვას და წარემატებოდა  ბერულ ღვაწლში. მიიღო იღუმენისაგან კურთხევა და განმარტოვდა სენაკში - დღემუდამ ლოცვასა და მარხვაში მყოფი. მოგვიანებით წმინდანი  მედავითნეობდა  ტაძარში, შრომობდა სატრაპეზოში, მუშაობდა ბაღში.  მისი შრომით მონასტრის ბაღში ხარობდაშესანისნავი ვაშლის ხე და ის  სიყვარულით ურიგებდა ვაშლებს მომსვლელთ; თავისი ხელით ამოთხარა ჭა მონასტრის ძმებისათვის. ღირსი კორნილიოსი 30 წელი ცხოვრობდა სრულ მდუმარებაში და ამ დროს ძმათაგან ყრუ-მუნჯად იყო მიჩნეული. სიკვდილის  წინ,  1693 წლის 22 ივლისს აღსარება ჩააბარა სულიერ მოძღვარს, ეზიარა და მიიღო სქემა. დაკრძალეს ეგვტერში. ახალი ტაძრის აგების დროს მისი წმინდა ნაწილები ჰპოვეს უხრწნელად. 1705 წელს წმიდა დიმიტრი როსტოველმა წმიდა ბერის უხრწნელი ნაწილები გადააბრძანა ახალ ტაძარში. მაშინვე დაიწერა ტროპარ-კონდაკი.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq