საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა მოწამე ბიძა-ძმისწულინ - პროკლე და ილარიო

25 ივლისს აღესრულება ხსოვნა წმიდა მოწამეთა -  პროკლესი და ილარიოსი. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ მოწამეობრივად. უსჯულოებმა თავდაპირველად პროკლე შეიპყრეს. ნეტარმა მმართველ მაქსიმეს წინაშე გაბედულად აღიარა ქრისტე. უღმრთო ხელისუფალი მალე მიხვდა, რომ პროკლე ნებით არ უარყოფდა ქრისტეს, ამიტომ შეეცადა, წმიდანი ძალმომრეობით დაეყოლიებინა წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. წამების დროს მარტვილმა მაქსიმეს უწინასწარმეტყველა, რომ მალე ისიც აღიარებდა ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად. მტარვალებმა აიძულეს მოწამე, რომ კალიპტისკენ მიმავალი მმართველის ეტლის კვალდაკვალ ერბინა. არაქათგამოცლილი და დაუძლურებული პროკლე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, შეეჩერებინა ეტლი. მანაც ისმინა თავისი რჩეულის ვედრება - ოთხთვალა გაჩერდა და ვერავინ შეძლო მისი ადგილიდან დაძვრა. მასში მყოფი კარისკაციც გაქვავებულივით იჯდა მანამ, სანამ მოწამის მოთხოვნით საკუთარი ხელით არ დაწერა მართლმადიდებლური მრწამსი. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო მმართველმა გზის გაგრძელება. დამარცხებულმა წარმართმა პროკლეზე საშინლად იძია შური: ბრძანა, ქალაქგარეთ გაეყვანათ იგი, ბოძზე მიეკრათ და ისრებით განეგმირათ. სიკვდილით დასჯის ადგილისკენ გაგზავნილ პროკლეს გზად თავისი ძმისწული, ილარიო შეხვდა. აცრემლებული ჭაბუკი სიყვარულით მოეხვია ბიძას და თვითონაც თავი ქრისტიანად გამოაცხადა. მეომრებმა დაატუსაღეს ნეტარი. მმართველის ბრძანებისამებრ წმინდა პროკლე ბოძზე გაკრული აღესრულა, ისრებით დაწყლულებული და სხეულდაფარული, სიცოცხლის ბოლომდე წმინდანი ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა შეენდო მისი მკვლელებისთვის. წმიდა პროკლეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ილარიოც სასტიკად აწამეს, ხელებშეკრული, დაწყლულებული და გასისხლიანებული ათრიეს ქალაქის ქუჩებში, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს. ნეტარი პროკლე 12 ივლისს მიიცვალა, ილარიო კი - სამი დღის შემდეგ. ქრისტიანებმა ერთ საფლავში დაფლეს უფლის სათნომყოფელნი. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq