საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ორმოცდახუთი მოწამე

წმიდანნი ორმოცდახუთნი მოწამენი, წამებულნი ნიკოპოლს სომხეთისასა: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე, იანიკიტე, სისინიოსი, მენევსი, ბირილადე და სხვანი (+დაახლ. 319), რომელთა ხსენებაც აღესრულება 22 ივლისს, სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, ვინც კერპებს არ სცემდა თაყვანს. როცა დევნა ქალაქ ნიკოპოლშიც დაიწყო, მაცხოვრის ორმოცმა მსასოებელმა გადაწყვიტა, ნებსით ჩაბარებოდნენ მტარვალებს და ქრისტეს სახელისათვის წამება დაეთმინათ. ღვთის ნებით, წმინდანებს შეუერთდა კიდევ ხუთი გამორჩეული ქრისტიანი: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი და ალექსანდრე, რომელთაც მათი წინამძღვრობა იტვირთეს. აღმსარებლები სასტიკად სცემეს, შებოჭეს და საპყრობილეში ჩაყარეს. საკანში გამოკეტილი წმიდანები ხარობდნენ და დავითის ფსალმუნებს გალობდნენ. წმიდა ლეონტი ამხნევებდა მათ. ნეტარი შიშობდა, ვაითუ ზოგიერთებმა ტკივილებს ვერ გაუძლონ, სულით დაეცნენ, რწმენა შეერყეთო და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო აღმსარებელთა სულები. შუაღამით, როცა მარტვილები ფსალმუნებს გალობდნენ, უეცრად ნათელმოსილი ანგელოზი წარდგა მათ წინაშე, საკანი ზეციური შუქით გაანათა და წმიდანებს ამცნო, თქვენი ღვაწლი დასასრულს უახლოვდება, სახელები კი უკვე დაწერილიაო ცათა შინა. საპყრობილის მცველები, მენევსი და ბირილადე შეესწრნენ ამ სასწაულებრივ გამოცხადებას და ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მეორე დღეს მმართველმა ქრისტეს ტარიგთა სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. წმიდანები ცეცხლში დაწვეს, უვნებლად გადარჩენილი მათი წმიდა ძვლები კი მდინარეში გადაყარეს (+318). ღვთისმოყვარე ადამიანებმა იპოვეს წმიდანთა ნაწილები და ერთ ადგილას დაფლეს დიდი პატივით. მოგვიანებით, როცა ქრისტეს ეკლესიას თავისუფლება მიენიჭა, ამ ადგილზე წმიდა ორმოცდახუთი მოწამის სახელობის ტაძარი ააგეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq