საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა ფოტიუსი - კიევის მიტროპოლიტი

15 ივლისს არის კიევის მიტროპოლიტის - ფოტიუსის ხსენება. იგი ბერძენი იყო წარმოშობით. დაიბადა საბერძნეთის ქალაქ მონემვასიაში. ყმაწვილობიდან განრიდებული იყო საერო ცხოვრებას და ღვთივგანბრძნობილი ბერის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა. 1408 წელს, როდესაც ფოტიუსი  იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში პატრიარქთან, კიპრიანეს აღსრულების შემდგომ  დადგა  რუსეთის კათედრის დაკავების საკითხი; პატრიარქმა მათემ არჩევანი სწორედ ფოტიუსზე შეაჩერა.

ფოტიუსი ნახევარი წელი ცხოვრობდა კიევში (1409 წლის სექტემბერი - 1410 წლის თებერვალი)  და აგვარებდა რუსული ეკლესიის სამხრეთი ეპარქიის საკითხებს, რომლებიც მაშინ ლიტვის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა. ხედავდა რა, რომ მიტროპოლიტის ტახტი ვერ იქნებოდა კიევში, რომელიც კათოლიკური პოლონეთის გავლენაში ექცეოდა, მან გადაინაცვლა ჯერ ვლადიმირში, შემდეგ - მოსკოვში.

ფოტიუსმა შეძლო რუსული ეკლესიის მთლიანობის დაცვა - 1420 წელს გაუქმდა ლიტვის მიტროპოლია და იმავე წელს მან მოინახულა დაბრუნებული ეპარქიები.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq