საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა კეთილმორწმუნე ლიტველი თავადი დოვმონტი ფსკოველი

წმიდა კეთილმორწმუნე ლიტველი თავადი დოვმონტი თავიდან წარმართი იყო. 1265 წელს ლიტველ თავდთა შორის ძმათა შუღლს გარიდებული 300 ლიტვურ ოჯახთან ერთად აღმოჩნდა ფსკოვში. აქ მან მთელ ამალასთან ერთად მიიღო წმიდა ნათლისღება ტიმოთეს სახელით და უკვე ერთი წლის შემდეგ კეთილგონიერებისა და ქრისტიანული ღვთივსათნოებისათვის ფსკოველებმა თავის მთავრად აირჩიეს. 33 წელი მართავდა ის ფსკოვს. იყო სამართლიანი, უხვი მწყალობელი, ეკლესიებისა და მონასტრების მფარველი და თვით დააარსა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი.

1268 წელს დოვმონტი ერთი იმ გმირთაგანი იყო, ვინც რაკოვორის ისტორიულ ბრძოლაში რუსულ ლაშქარს გაამარჯვებინა  დანიელ და გერმანელ მოწინააღმდეგეებზე.

წმიდა დოვმონტმა ფსკოვის ციხე-სიმაგრე შეუვალქმნა. წმიდანს  ჰქონდა ჩვეულება:  ქალაქის კრემლის გარშემო აგებდა ტაძრებს იმ წმიდანის სახელზე, ვისი ხსენების დღესაც აღწევდა  გამარჯვებას. მტერთაგან დაუმარცხებელმა  მცირე ტერიტორია ირგვლივ სულ ტაძრებით აავსო.

დოვმონტის  წმიდა ნაწილები მადლიერმა თანამოქალაქეებმა დაასვენეს ფსკოვის წმიდა სამების საკათედრო ტაძარში.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq