საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

მოწამენი: ბიქტორი, ზოტიკე, ზენონი, აკვინდინე და სევერიანე (+303) - ხსენება 1 მაისს

წმიდა მოწამენი: ბიქტორი, ზოტიკე, აკვინდინე, ზენონი, სევერიანე ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. წმიდა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის შეურყეველმა რწმენამ და სიმტკიცემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. წმიდა ბიქტორი, ზოტიკე, აკვინდინე, ზენონი და სევერიანე ესწრებოდნენ წმიდა გიორგის წამებას ურმის თვალზე და როცა მისი სასწაულებრივი გადარჩენა იხილეს, სახალხოდ აღიარეს, რომ თვითონაც ქრისტეს მიმდევრები იყვნენ. მსაჯულის ბრძანებით მათ თავი მოჰკვეთეს ნიკომიდიაში (+დაახლ. 303).

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq