საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

აღდგომის დღესასწაულზე აღსრულებული წმინდანი

დღეს, 29 აპრილს არის ხსენება წმიდა ირინესი. ცნობილია, რომ წმიდა მოწამე  ქრისტესათვის ევნო აღდგომის დღესასწაულზე.  წმინდანი   ცხოვრობდა საბერძნეთში, III საუკუნეში. მრავალ სხვა ქრისტიანთან ერთად ის ბინადრობდა ერთ გამოქვაბულში. ქრისტესმოსავნი  მთელ დროს გამუდმებულ ლოვცვაში ატარებდნენ. უკეთურმა კერპთაყვანისმცემლებმა ის დააბეზღეს მმართველთან.  მმართველის ბრძანებით წმიდა ირინე შეიპყრეს და ბორკილდადებული სატუსაღოში გამოამწყვდიეს. როდესაც მმართველის წინაშე წარადგინეს, წმიდა ირინემ მხნედ აღიარა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად,  ყოველივე ამქვეყნიურის შემოქმედად, მაცხოვნებლად, ადამიანთა გამომხსნელად და კერპთა შემმუსრავად.  ამის გამო ის სასტიკად ჰგვემეს და ისევ სატუსაღოში დააბრუნეს. მმართველმა ქალაქის მცხოვრებთა საქმეების განხილვას მიჰყო ხელი  და როცა მოიცალა, ისევ მოაყვანინა წმიდა ირინე.  კვლავ დაუწყო ქრისტეს უარყოფის მოთხოვნა და, როცა ისევ უარი მიიღო,  ჯალათებს გადაულოცა საწამებლად, რომლებმაც ჯერ ენა ამოაგლიჯეს, შემდეგ კბილები ჩაუმტვრიეს და ბოლოს მახვილით მოჰკვეთეს თავი.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq