საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცლები

გახსოვთ, როგორ გვიყვარდა ქართველებს ერთმანეთი?
გიორგი ერიშვილი

”ეხო მოსკვის” კორესპონდენტი სერგეი ლოიკო გასაკვირი გულახდილობით აწვდის თანამემამულეებს ინფორმაციას, იმის შესახებ, რაც მან კიევში იხილა ”მაიდანის” დღეებში. კიევში მივლინებულ რუს ჟურნალისტს თეთრი შურით შურს უკრაინელი მომიტინგეების:

”ოთხი დღის მანძილზე მაიდანზე არ მინახავს არცერთი მთვრალი; არ მსმენია არცერთი საგინებელი სიტყვა; ადამიანები უღიმიან ერთმანეთს როგორც დები და ძმები, ისინი გრძნობენ ურთიერთკავშირს, ისინი ახლობლები - მშობლიურად ახლობლები არიან ერთმანეთისთვის.

სად არიან მოხუცები? მაიდანზე. სად არიან შვილები და შვილიშვილები? მაიდანზე. სად არიან კომუნისტები? მაიდანზე. სად არიან ნაციონალისტები? მაიდანზე. სად არიან ფეხბურთის ფანატიკოსები? მაიდანზე. სად არიან ლიბერალები, მოსწავლეები,  სტუდენტები, მუშები, ინჟინრები, არტისტები, ხუროები, ვაჭრები, გეები და გომოფობები...  ყველანი ერთად არიან მაიდანზე. ჩვენ ვლაყბობთ ეროვნულ იდეაზე და ის კი აქ არის -  კიევში!

მე ადრე ველიკოდერჟავული სიბრიყვით განვიცდიდი, ”თუ როგორ აჩუქა სიმთვრალეში ნიკიტამ ყირიმი ხახოლებს”. ახლა კი გამოვფხიზლდი და ვხედავ, რა ჭკვიანი ყოფილა ხრუშჩოვი - რუსული მიწის თუნდ ამ მცირე ნაგლეჯს შეუძლია იცხოვროს ქვეყანაში და არა ტერიტორიაზე და იქაურ მკვიდრთ აქვთ შანსი იყონ ადამიანები და არა მოსახლეობა”.

 

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, პატივცემულო მკითხველო, კიევის მაგალითით და უკრაინის მოვლენებით, რამაც მთელი ერი შეაკავშირა,  გვსურს თუ არა, აუცილებლად გაგვახსენდება 1989-91 წლების თბილისი და საქართველო.

უყურებ გადმოცემებს კიევიდან და აცნობიერებ, როგორ აკავშირებს ერს, როგორ ჰკრავს ერთ მუშტად  საერთო მიზანი და საერთო განსაცდელი.

ახალგაზრდებმა არ იციან და თვითმხილველებს კი რა დაავიწყებს, რომ ეროვნული ერთობის მსგავსი დღეები ჩვენც გვაქვს გადატანილი 20-25 წლის წინათ თბილისში - და ღირს გახსენებად - როგორ გვიყვარდა იმ წლებში ქართველებს ერთმანეთი!

ვის შეიძლება დაავიწყდეს ის გულისხმიერება, რომელიც გვაკავშირებდა თვისტომობით დიდსა და პატარას! როგორი სითბოთი და თანაგრძნობით იყვნენ გარემოცულნი ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით მოშიმშილე ახალგაზრდები - როგორ მოჰქონდათ თბილისელებს მათთვის თბილი ტანსაცმელი, ’ბორჯომის” ბოთლები  და ლეიბ-საბნები მთავრობის სასახლესთან 1989 წლის აპრილის დღეებში!

9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კი, როგორ შემოდიოდა ყველა ოჯახში სიკვდილის აჩრდილთან ერთად საჭირისუფლო თანაგრძნობიერი ცრემლი საყოველთაო გლოვის დღეებში და როგორ იდგნენ ქართველები რიგში  სისხლის ჩასაბარებლად უმოწყალო ჩეხვაში ვნებული თანამემამულეებისათვის!

ხოლო მერე, გლოვის დასრულებისთანავე, გულგატეხილობის და იმედის დაკარგვის  ნაცვლად,  როგორ დადიოდნენ მხნედ მთელ ქალაქში თბილისელები მიტინგებითა და მანიფესტაციებით, როგორ დაჰყავდა ზვიადსა და მერაბს დემონსტრანტები თბილისის ყველაზე მიყრუებულ უბნებში და როგორ აცოცხლებდნენ მიძინებულ ეროვნულ სულს და უკვე სიხარულის კურცხალით როგორ იცრემლებოდნენ ფანჯარასა და აივნებში გადმომდგარი თბილისელები - როგორ აფრიალებდნენ ეროვნულ დროშებს და ისროდნენ ყვავილებს!

როგორ თანდათან იკრებდა ძალებს ეროვნული თვითშეგნება - როგორ უთავისუფლებდნენ საკუთარ ბინებს მარტოხელა მოხალისეები ეროვნული მოძრაობის აქტივისტებს შეკრებებისთვის და თავად ეკედლებოდნენ ნაცნობ-მეგობრებს;  როგორ კეტავდნენ ხაბაზები პურის საცხობებს და როგორ ურიგებდნენ მომიტინგეებს პურს უსასყიდლოდ; როგორ ჩერდებოდა მანქანა საბურავჩაშლილი მანქანის გვერდით და როგორ უწვდიდა უცნობი მძღოლი  საბურავს: - აი, შენ საბურავი და ჩემი მისამართი, გექნება საშუალება და დამიბრუნებ საბურავს - არა და შენი ფეშქაში იყოს - ქართველები არა ვართ?!

მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ იცინოდნენ ქართველები და ერთმანეთის მიყოლებით  აჩენდნენ დედები შვილებს საქართველოს გასამრავლებლად -  რამდენი ბავშვი დაიბადა 1991-სა და 1992 წლის დასაწყისში!

როგორ ეტანებოდა ხალხი ეკლესიებს - ტყუილად ნუ დაიბრალებენ საკუთარ თავზე  ანაფორიანი მამაოები - სწორედ ზვიად გამსახურდიას ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ აავსო ტაძრები სარწმუნოებას დამშეული ხალხით!

ნურც სპორტის მესვეურები დაიბრალებენ ეროვნულობას - 1990 წლის 30 მარტს შედგა პირველი მატჩი საქართველოს პირველობაზე და გავიხსენოთ, როგორ ერთხმად ეწინააღმდეგებოდნენ ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელები, მათი უმრავლესობა ეროვნულ ჩემპიონატს. ამ ჩემპიონატის შეუძლებლობის დასტურად უპირებდნენ ფოთის გუნდს 10:0-ით დამარცხებას. გავიხსენოთ, როგორ გულშემატკივრობდა  100 ათასი მაყურებელი ფოთის კოლხეთს და როგორ გაიმარჯვა მან 1:0. რა ბედნიერი იყვნენ თბილისელები საკუთარი გუნდის დამარცხებით და ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებით!

და სწორედ დღევანდელ კიეველთა დარად - როგორ უღიმოდა ხალხი ერთმანეთს, როგორც დები და ძმები და როგორ მშობლიურად ახლობლები იყვნენ ერთმანეთისთვის!

დღეს დიდი ჩრდილოელი მეზობლის შიშისმომგვრელმა აჩრდილმა დააახლოვა  უკრაინელები ერთმანეთს, შეადუღაბა და შეამჭიდროვა.  ჩვენც იმ წარსულ წლებში იმპერიის საფრთხე გვაახლოებდა და წინააღმდეგობის უნარს გვინერგავდა.

და მინდა დაგეკითხოთ:  ქართველებო -  მაინცდამაინც მტერი უნდა შემოგვესიოს, მაინცდამაინც საბჭოთა ხელისუფლება და რუსული ტანკები უნდა შემოგვეჭრან, რომ დავიბრუნოთ ეს ურთიერთსიყვარული და თანაგრძნობა?

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი დულა მეგვიპტელი
15 (28) ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ღირსი დულა მეგვიპტელი ხსენების დღეს
წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი
15 (28) ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი (VIII ს. ქრისტეს შობამდე) ხსენების დღეს.
gaq