საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცლები

სამშობლოსათვის შეწირული რაინდი

27 აპრილი დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღეა. სამშობლოს მხურვალე პატრიოტი დიმიტრი ყიფიანი 1832 წლის შეთქმულების მონაწილე იყო რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ, რისთვისაც მაშინ, ამ ეროვნული პროტესტის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, ვოლოგდაში  გადაასახლეს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შევიდა სახელმწიფო სამსახურში, სადაც სწრაფად დაწინაურდა. 1864–70 წლებში ტფილისის გუბერნიის თავად–აზნაურთა წინამძღოლად იყო არჩეული.

დიმიტრი ყიფიანი მთელი ცხოვრება სასტიკ ბრძოლას აწარმოებდა ხელისუფლების რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ. როდესაც 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის, ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დაწყევლა, ყიფიანმა მას საპროტესტო წერილი გაუგზავნა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და ახლა უკვე მხცოვანი, სამოცდაათ წელს გადაცილებული მოხუცი სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ღამით მძინარე მოკლეს.

დიმიტრი ყიფიანის მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა – მისი დაკრძალვა მთავრობის საწინააღმდეგო  უზარმაზარ დემონსტრაციად იქცა. ქართველმა ერმა  მთაწმინდაზე მიუჩინა მას სამარადისო განსასვენებელი და გულითადი სიტყვებით გამოეთხოვა.  ექვთიმე თაყაიშვილის მოგონება შემდეგს გვამცნობს ამ დაკრძალვის შესახებ:

„საფლავზე პირველი სიტყვა წარმოთქვა აკაკი წერეთელმა, რომელმაც დიმიტრი ყიფიანი გამოაცხადა საქართველოს მეორე დიმიტრი თავდადებულად და, რა თქმა უნდა, დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა. ის ცნობილი მშვენიერი ლექსი რომა აქვს, „ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტოო“, მაშინ არ უთქვამს, მერე დაწერა. დიმიტრი ყიფიანს კი გულისხმობდა შიგ!

მოელოდნენ ილიას სიტყვასაც, მაგრამ მას არაფერი უთქვამს. ისე კი გვითხრა რამდენიმე კაცს: „რა ამბავსაც დღეს აქ ვუყურებთ, ამას არავითარი სიტყვა არ სჯობიაო!“ მართლაც, უამრავი ხალხი იყო დაკრძალვაზე მოსული, ნამდვილად მთელი საქართველო!..“

ამრიგად, ეს გრანდიოზული პროცესია დიდი და გაბედული დემონსტრაცია იყო ქართველი ერისა ცარიზმის რეჟიმის წინააღმდეგ. მან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველობაზე და ერთგვარ საგონებელშიც ჩააგდო ხელისუფალნი“.

დიმიტრი ყიფიანის რაინდულმა თავდადებამ ახალი სული შთაბერა ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას და მომავალ თაობებში პატრიოტული სულისკვეთება გააღვივა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2007 წლის 26 აპრილის დადგენილებით, დიმიტრი ყიფიანი ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხული.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი დულა მეგვიპტელი
15 (28) ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ღირსი დულა მეგვიპტელი ხსენების დღეს
წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი
15 (28) ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი (VIII ს. ქრისტეს შობამდე) ხსენების დღეს.
gaq