საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

სოჭის მხარის დაბრუნება (1918 წ.)
იური სიხარულიძე

სოჭის მხარის დაბრუნება (1918 წ.)

სოჭის მხარე, რომელიც რუსებმა სოჭის ოლქად გადანათლეს, არც ისე დიდ ფართობს მოიცავდა (3304 კვ. კმ.), მაგრამ იგი ჩვენი ქვეყნის ორგანულ ნაწილს შეადგენდა და ამდენად მისი ყოველი გოჯი ფასობდა.

1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, თვალი დაადგა სხვადასხვა დროს დაკარგულ თავის ტერიტორიებს და შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს გამოხსნა გადაწყვიტა.

წარმატების იმედს ბევრი რამ იძლეოდა. მათ შორის გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, რომელსაც ამ ოპერაციის სარდლობა მიენდო.

ოპერაცია სერიოზულად მოამზადეს და სოჭის დაკავებაც წარმატებით განხორციელდა. ჯარებმა შეტევა განაგრძეს, ხოლო, ვინც სოჭს დარჩა, ისინი მხარის ადმინისტრაციულ მოწყობას შეუდგნენ.

სოჭს იმ დროს რამდენიმე ფეშენებელური სასტუმრო ამშვენებდა, რომელთაგან ერთს არგუნეს ყოფილიყო მხარის გამგებლობის ადგილსამყოფელი.

საქმე აეწყო, მაგრამ გენერალ დენიკინის მთავრობასთან შეთანხმება იყო ძნელი მოსაგვარებელი. საქართველომ ყოველივე იღონა საამისოდ, მაგრამ ავი გენერლის დაყოლიება არ მოხერხდა და რამდენიმე ხნის შემდეგ იგი დიდი ლაშქრით შეიჭრა სოჭს და ბრძოლით დაიკავა იგი.

გენერალი ა. დენიკინი სოჭს მანამდე ფლობდა, სანამ საბჭოთა რუსეთი არ მოიცლიდა სოჭისათვის. ეს კი 1920 წლის მაისის დამდეგს იყო, როდესაც წითელმა არმიამ ბოლო მოუღო დენიკინის პარპაშს და არა მარტო სოჭი, არამედ მთელი სამხრეთი რუსეთი (რომელიც მას ეკავა) გაათავისუფლა.

მართალია, ამჯერად სოჭი მცირე ხნით დარჩა საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ ამასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. და არა მარტო ისტორიისათვის, არამედ სამ

ომავლოდაც.

 სოჭის მხარის საქართველოსათვის დაბრუნების ცდა (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ)

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ სოჭის მხარის საქართველოსათვის დაბრუნებაზეც დაიწყო კრემლმა ფიქრი. ამ საქმის მთავარი ორგანიზატორი იყო ი. სტალინი, მაგრამ თვითონ არ ჩნდებოდა და სხვებს ამოქმედებდა. ჯერ იყო და აფხაზეთის პარტიულ ხელმძღვანელობას მიახედვინა სოჭის რკინიგზის სადგურისათვის, რისადმიც საკავშირო პარტიულმა ელიტამ დიდი ინტერესი გამოავლინა.

შემდეგ იყო იგივე აფხაზეთის ხელმძღვანელი აკაკი მგელაძე არც ერთ შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რომ როგორმე წაეწია წინ ჩაფიქრებული დიდი პოლიტიკური საკითხი.

ასე მოხდა სუსლოვის ჩასვლისას დასასვენებლად სოხუმში.

ასევე იყო სტალინის თანაშემწის გენერალ ალექსანდრე პოსკრებიშევის სტუმრობის ჟამსა და ა. შ.

საინტერესოა, რომ ქართველი მოღვაწეები პირდაპირ და ხისტად კი არ აყენებდნენ სოჭის მხარის აფხაზეთთან მიერთების საკითხს, არამედ დიდი საკურორტო გაერთიანების მოთხოვნით ნიღბავდნენ მას.

და ეს იმიტომ, რომ იმიერკავკასიის მნიშვნელოვანი ტერიტორიების საქართველოსთვის გადაცემის შემდეგ ცოტა არ იყოს ერთგვარ უხერხულობას ქმნიდა სოჭისა და მისი მხარის დაბრუნებაზე პირდაპირ საუბარი.

რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა მიმოწერა ამის თაობაზე და ამასობაში ი. სტალინი გარდაიცვალა.

ი. სტალინის გარდაცვალებით დამთავრდა კიდეც სოჭის შემოერთებაზე ფიქრიც (ს. კილაძე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოჭის ოლქი კინაღამ საქართველოს დაუბრუნეს. ,,ასავალ-დასავალი'', W-16. XI. 2008. გვ. 16).

 



 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
gaq