|
ალექსი I დიდი კომნენოსი - ტრაპიზონის პირველი იმპერატორი - ლაზთა მეფე გია მამალაძე
ტრაპიზონის პირველი იმპერატორის შესახებ ქართულ ვიკიპედიაში ასე წერია:
"ალექსი I დიდი კომნენოსი (ბერძნ. Αλέξιος Α΄ Μέγας Κομνηνός; დ. 1181, კონსტანტინოპოლი, ბიზანტია – გ. 1 თებერვალი, 1222, ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია) — ტრაპიზონის იმპერიის პირველი იმპერატორი 1204–1222 წწ. კომნენოსების დინასტიის დამაარსებელი.
ალექსი იყო ბიზანტიის კარის სევასტოკრატორის მანუელ კომნენოსის და საქართველოს მეფის გიორგი III-ის ასულის რუსუდანის შვილი. 1185 წელს კონსტანტინოპოლში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაიღუპა მისი მამა და პაპა ანდრონიკე I, ალექსი და მისი ძმა დავითი საიდუმლოდ გადავიდნენ საქართველოში, სადაც უკვე მათი დეიდა თამარი მეფობდა. 1204 წელს ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ხელსაყრელი პოლიტიკური სიტუაცია კარგად გამოიყენა თამარ მეფემ და ტრაპიზონის იმპერია ჩამოაყალიბა, რომლის იმპერატორადაც თავისი დის შვილი ალექსი I აკურთხა".
ქართული წყაროებით არ მტკიცდება, თითქოს ალექსი თამარის დის შვილი ყოფილიყოს. ქართული ისტორიოგრაფია ამას არ ცნობდა, ალექსი მიიჩნეოდა ბიზანტიაში გათხოვილი დავით აღმაშენებლის ასულის შთამომავლად. ბოლო ხანს ინტერნეტში გამოჩნდა მონაცემები, თითქოს ალექსი კომნენოსი თამარ მეფის დისწული ყოფილიყოს... ძნელი სათქმელია, იქნებ რომელიმე ბიზანტიური წყაროი გვამცნობს ამას, მაგრამ, ძალიან საინტერესოა, ეს როგორ უნდა გამორჩენოდა ქართველ
 | სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | მემატიანეებს, არც ერთს არ აქვს ეს ცნობა აღნიშნული, ან როგორ მიათხოვა დავით აღმაშენებლის შვილიშვილმა, გიორგი მესამემ თავისი მამიდის ვაჟს ქალიშვილი.
ერთი რამ კი ნამდვილად უდავოა, ალექსი კომნენი გაიზარდა საქართველოში ქართულად და გახდა ისტორიული ქართული მიწების - ქალდეა-ტრაპიზონის კეისარი, სადაც უმრავლესობა ჭანები (ლაზები) ცხოვრობდნენ. მაშასადამე ის ლაზთა იმპერატორი იყო. სინამდვილეში კი ივერთა მეფე მისი სუზერენი, საქართველოს (ივერიის) მეფეთა მეფე თამარი იყო, ის კი თამარის ქვეშევრდომი და ვასალი იყო, ანუ ერთიანი ქართული სივრცის ერთ-ერთი ნაწილის მეფე. |
 | სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
 | სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
|
|
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“.
30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
| 27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს. |
| | | |
|